ვენეციის კომისიის დასკვნას ყველა ისე კითხულობს, როგორც მის პოლიტიკურ სტატუსს აწყობს
პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნას ყველა ისე კითხულობს, როგორც მის პოლიტიკურ სტატუსს აწყობს

ვენეციის კომისიის დასკვნას ყველა ისე კითხულობს, როგორც მის პოლიტიკურ სტატუსს აწყობს
მარიამ თოდაძე

2017-10-07 16:30:53

ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე საბოლოო ანგარიში დაამტკიცა. საბოლოო ანგარიშის დასკვნითი ნაწილი 22 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი ვერსიისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები. საბოლოო დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ამოღებულია მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებული შემდეგი ჩანაწერი: „საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს“.

რაც მთავარია, ყველა ისევ ისე კითხულობს დოკუმენტს, როგორც აწყობს - უმრავლესობა აცხადებს, რომ დასკვნა პოზიტიურია, ოპოზიცია კი თვლის, რომ ნეგატიურია.

ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმას, რომ „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“.

კომისიის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად. თუმცა, მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გაკეთებული დაპირება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი, რადგან ეს ცვლილებები შეამსუბუქებს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადების უარყოფით გავლენას.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ“, - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე მიესალმება 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რომელიც 5%-იან ზღვარს გადალახავს, გაუნაწილებელი მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება... ვენეციის კომისია ელოდება, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებული იქნება.

რაც შეეხება წინა პროექტში შეტანილ ცვლილებებს, ვენეციის კომისია მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის ორი მესამედის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღებას; კონსტიტუციის პროექტის 34 (3) მუხლში პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან ხსენებას; საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას; 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას; პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით არჩევას (6 წელი 5-ის ნაცვლად); კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით: „გემრიელი ნამცხვარი“ რომლის დაგემოვნება არავის არ სურს - ასე შეაფასა ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები - „ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, კონსენსუსის მიუღწევლობის გამო მმართველი გუნდიც შეწუხებულია, როგორც ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის სხდომაზე განაცადა, პრეზიდენტი არ ემხრობა შეთანხმებას და კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ - ბონუსების სისტემა გაუქმდება, ხოლო ბლოკები შენარჩუნებული იქნება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ასევე შეტანილი იქნება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ხელახლა განვიხილავთ იმ დებულებებს, რომელიც ეხება რელიგიისა და შეკრების თავისუფლებებს. შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი ცვლილებების პროექტში. ახლა პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ვეტო დაადოს ახალ დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და ვენეციის კომისიასთან შეთანხმების შესაბამისად“, - განაცადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში არ არის ერთი მუხლიც კი, რომლისგან მმართველ ძალას სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, საზოგადოებას კი ატყუებს.

„ეშმაკობს ბატონი კობახიძე, თვალში ნაცარს გვაყრის... ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გადავალთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე 2024 წელსო და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავიდეთ ამ სისტემაზე 2020-ში. ისინი იბევებენ ამ მახინჯ სისტემას იმისთვის, რომ კიდევ ერთი არჩევნები მოიგონ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩიხში ამ მთავრობამ თავისი უგუნურობით და ხელისუფლების შენარჩუნების წყურვილით შეიყვანა, ამიტომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა, ცუდად დაასრულებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, ამ ინიციატივის ფარგლებში მოხვდეს საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ნორმის გასაჩივრების შესაძლებლობას ეხება.

„დღევანდელი რედაქციით ეს არის შეზღუდული და შეიძლება კონსტიტუციას ეს ცვლილებაც დაემატოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, კომისიის დასკვნა ეს არის შეცდომების გასწორების მცდელობა იმ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთპიროვნულად მიიღო.

„ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისაგან იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა. დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს, ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და შექმნილიყო კონსენსუსი. გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო. ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულია. კომისია დაპირებად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არჩილ თალაკვაძე კი თვლის, რომ ვენეციის კომისია როგორც პირველად დასკვნაში, ასევე საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში საკონსტიტუციო რეფორმას დადებითად აფასებს.

„ჩვენ შეთანხმებული გვაქვს და აუცილებლად შევასრულებთ პირობას, რომ გავაუქმოთ ბონუსები და დავტოვოთ საარჩევნო ბლოკები ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას იურიდიული სახის კონტრარგუმენტები არ ჰქონდა და ეს სისტემა იურიდიულ ხარვეზად არ დაუდგენია. ბონუსების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამით მმართველმა პარტიამ გადადგა კომპრომისული ნაბიჯი, უფრო ფართო შეთანხმების მიღწევის მიზნით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე წუხს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტმაც კი ვერ მოახერხა რაიმე შეთანხმების მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ მათ ეს საკითხი აწუხებდათ და შეცვლას ითხოვდნენ.

საერთაშორისო ექსპერტი, ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საუკეთესოა.

როგორც ექსპერტმა ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რაც განხორციელებული იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან შთამბეჭდავი პროექტია, რათა კონსტიტუცია გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე კონსტიტუცია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურის საფუძველზე. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რაც განხორციელებული იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. თქვენ გაქვთ საყოველთაო ჯანდაცვის და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის უფლება და ეს მნიშვნელოვანი უფლებებია. ეს ძალიან შთამბეჭდავია“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

ნანახია - 833

cugo

2017-10-07 18:18:35

ნიკა რურუას
------------
შე მეცოცხე ნაძირალავ,რას ნიშნავს, ,,იბევებენ მახინჯ სისტემას მოიგონ კიდევ ერთი არჩევნები,,.ჯერ ერთი თუ ეს მახინჯი სისტემა იყო ათი წელი იყავით ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით,ოპოზიცია გეხვეწებოდათ გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე და სულ უარზე იყავით.ახლა ამ ხელისუფლებისგან რატომ ითხოვთ ასე კატეგორიულად უმოკლეს დროში გადასვლას.მეორე-ბიძინა ივანიშვილმა თქვენ დაგასამარათ შერეული სისტემით და არა პროპორციულით.სულ იმაზე აკეთებთ აქცენტს,რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მართველობა და იღუპება ქვეყანა და თქვენ უნდა უშველოთ ქვეყანას.თუ ასეთი კარგები ხართ სისტემას რატომ წუნობთ.თქვენი პრობლემა საარჩევნო სისტემა კი არა თქვენი კრიმინალურ- ჯალათური წარსულია ხალხთან არ მიგესვლებათ და სიით გინდა გაძვრეთ პარლამენტში.ისეთი საარჩევნო სისტემა ვერ დაიწერება თქვენისთანა კრიმინალებს რომ შეიყვანს პარლამენტში.თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ საერთოდ მოშორდებოდით პოლიტიკას.მიბრძანდით საქალაქო სასამართლოში და დაესწარით სერგო თეთრაძის სასამართლოს,რას უშვებოდით ხალხს.ლომივით კაცი,მრავალშვილიანი ოჯახის მამა კობა დავითაშვილი ინვალიდის ეტლით მოიყვანეს სასამართლოში.ესეც თქვენი ზონდერ ხელისუფლების ნახელავია.როგორც დათა თუთაშხია ამბობს მიხეილ სააკაშვილმა ნახირს დაგამსგავსათ.თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ ხელისუფლებაში მოსვლაზე არც უნდა იოცნებოთ.თუმცა თქვენ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებით.

tngh

2017-10-07 19:45:49

გიორგი ახვლედიანის დემაგოგიურმა გამოხტომებმა და გაუტავებელმა ტლიკინმა საარჩევნო სისტემის უსამართლობის, არადემოკრატიულობის, დანაშაულებროვობის და ხელისუფლებაზე მორგების შესახებ ბევრი ამომრჩეველი დააკარგვინა "დემოკრატიულ მოძრაობას" და ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს. სამწუხაროა, რომ ამ პარტიის გონიერება მთლიანად "ბიძინაფობიაში" ჩაიზირა.

arichopra 2

2017-10-07 22:32:31

არ მინდა შეგეკამათო,მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე ამ ბურჯანაძემ ასეთ რა ხიბლში ჩაგაგდო! რის ახვლედიანი, ახვლედიანი რად უნდა?! ერთი გესმინა დღეს ტვ პირველზე რას როშავდა, რას წიწმატობდა?! სამარცხვინოა უკვე!

Maverick

2017-10-07 23:25:29

მეგობრებო, ქართულად მოაზროვნე იუზერებო, ძველო და ახალო, სანამ კიდევ არის დრო მოგიწოდებთ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ რეგიონში, ქალაქში, უბანში და ყველგან სადაც გიცნობენ, გაფასებენ და გენდობიან დააყენეთ თქვენი კანდიდატურები მაჟორიტარებად!

საკმარისი დროა, რომ მოიფიქროთ ქვეყნის, ხალხის სასარგებლო საარჩევნო პროგრამაზე!

გამოიყენეთ თქვენი ხედვები, ნაფიქრი და საფიქრალი... კონსულტაციებისა და წინადადებებისათვის შევქმნათ შტაბი და საკონტაქტო საიტი.

ანდრეი

2017-10-08 10:40:28

მავერიკ!

მომწონს შენი რიხიანი მოწოდება,და ამიტომ გეძლევა ჩემი უზენაესი უფლება ემთხვიო ჩემს

მოოქროვილ პ.ე.ნ.ი.ს.ს.!

tngh

2017-10-08 10:53:15

ქვეყანა კი არ არის საკონსტიტუციო ჩიხში, არამედ "დემოკრატიული მოძრაობაა" საარჩევნო ჩიხში. საარჩევნო სისტემის წინაარმდეგ დემაგოგიურმა და ავადმყოფურმა აკვიატებამ ამ პარტიას ბევრი მომხრე დააკარგვინა... პარტიას "ბიძინოფობია" დაემართა. ქ-მა ნინომ თავისი დიპლომატიური ნიჭი და პოლიტიკური გონიერება თითქმის მთლიანად გაფლანგა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80