"ასტროლოგია – პატივსაცემი მეცნიერებაა"
სხვადასხვა

"ასტროლოგია – პატივსაცემი მეცნიერებაა"

"ასტროლოგია – პატივსაცემი მეცნიერებაა"
for.ge

2017-10-09 12:03:36

ცოტა ხნის წინ ინდოეთის ქალაქ მუმბაის უმაღლესმა სასამართლომ უარყო ყოველგვარი ეჭვები ასტროლოგთა წინასწარმეტყველების მიმართ და დაადასტურა, რომ ასტროლოგია არის მეცნიერება.

ინდოეთში, სადაც მილიონობით ადამიანი ამას ისედაც ჭეშმარიტებად მიიჩნევდა, ეს გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის. მაგრამ, მაინც ინდოელთა უმრავლესობამ, მათ  ვინც ყოველ თავის ნაბიჯს ვარსკვლავთა წინასწარმეტყველებას უთანხმებდა, ახლა შვებით ამოისუნთქა.

მას შემდეგ, რაც კომპანია "ჯანხიტ მანჩმა" სასამართლოს მოსთხოვა, ასტროლოგები მატყუარებად მიეჩნია, რომლებიც "ტანტრულ შავ მაგიას" ქადაგებენ, სასამართლომ მაინც ხელუხლებლად დატოვა ინდოელი საზოგადოების ტრადიცია. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნებს ასაბუთებდნენ იმით, რომ კანონის შესაბამისად, რომელიც ინდოეთში 1954 წელს მიიღეს, არ შეიძლება  სახალხოდ გამოსვლა ტყუილი პროგნოზებით, ხოლო ორაკულები ამგვარ ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი.

ამისდა მიუხედავად სასამართლომ, "ჯანხიტ მანჩის" სარჩელი უარყო და თავის ვერდიქტში ხაზი გაუსვა რომ: "ასტროლოგია – პატივსაცემი მეცნიერებაა, რომელიც 4 ათასი წელია, პრაქტიკაშია. მან გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს, ამავე საკითხზე ავტორიტეტული გამოსვლა ჰქონდა ინდოეთის უმაღლესი სასამართლო ინსტანციას – უმაღლეს სასამართლოს. მან მაშინ დაადგინა, რომ "ასტროლოგია ყველა მეცნიერების დედაა".

 

 

ნანახია - 221

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80