თბილისის უარი ერევანს
პოლიტიკა

თბილისის უარი ერევანს

თბილისის უარი ერევანს
თამთა ქარჩავა

2017-10-09 13:30:51

ქვეყანა უფლებამოსილია უარი უთხრას იმ ელჩის კანდიდატურას, რომელიც შემჩნეული არის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, მაგრამ დიპლოატიური წესის თანახმად, სახელმწიფო ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ აცხადებს. სწორედ, რომ არაფოციალურად გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაციას არ მისცა სომხეთის ახალ ელჩს, სერგეი მინასიანს.

მიზეზი, რატომ უთხრა სომხეთს უარი საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ ელჩის დანიშვნაზე, ამ დეტალებზე მიხეილ ჯანელიძის უწყებაში ღიად არ საუბრობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო. ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ერევანის პასუხი. ოფიციალური თბილისის უარის შესახებ ინფორმაცია სომხურ გაზეთმა ჟამანაკმასომხეთის პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის შირაკ ტოროსიანზე დაყრდნობით გაავრცელა.

რაც შეეხება სერგეი მინასიანს, ის არის კავკასიის ინსტიტუტის (ერევანი) დირექტორის მოადგილე. არსებული ინფორმაციით, მას მჭიდრო კავშირები აქვს ორგანიზაცია ჯავახკთან“. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია რამოდენიმე სტატია, სადაც ჯავახეთის საკითხის მოგვარებაში რუსეთის მონაწილეობას ითხოვდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ მინასიანი სომხეთის ინტერესების ნაცვლად რუსულ ინტერესებს გაატარებდა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „haqqin.az“-ის ინფორმაციით, ერევანი მინასიანის დანიშვნით სამცხე-ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის გააქტიურებას ცდილობდა. წარმოშობით ახალქალაქელი მინასიანი ჯავახეთის სეპარატიზმის მიმართ თავის სიმპათიებს არასდროს მალავდა. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 2005 წელს სერგეი მინასიანი იყო იმ ჯავახ სეპარატისტთა შორის, რომლებიც ჯავახეთის საკითხის მოსაგვარებლად რუსეთის სამხედრო ჩარევას ითხოვდა.

აზერბაიჯანული მედიასაშუალება მინასიანის წინაშე მდგარ დავალებად საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთის მიერ სატრანზიტო ბლოკადის გარღვევას ასახელებს. საუბარია სატრანზიტო გზის გახსნაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით.

საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის შესაძლო დანიშვნას, ოფიციალური ერევანის პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებენ ექსპერტები, რომელთა შეფასებით, მინასიანი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმს მხარს ოფიციალურად უჭერდა, და ასევე, რეგიონის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის სამხედრო ჩარევას ითხოვდა, ოფიციალური ერევანის მხრიდან მიერ მისი საქართველოში ელჩად დანიშვნა, საკმაოდ უსიამოვნო და არაპოლიტკორექტული ნაბიჯი იყო.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ მინასიანის კანდიდატურის უკან რუსეთის ინტერესები იდგეს.

„სომხეთი არის რუსეთის გამოკვეთილი პარტნიორი, სატელიტი. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი იყოს ამ კანდიდატით დაინტერესებული. მით უმეტეს, რომ რუსეთში არიან ანტიქართული ძალები. ამიტომ, თუ ჩვენ ამ მისანიანზე და საქართველოს უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, საქართველოს წინაშე მართლაც ძალიან ბევრი საფრთხეა და მათ შორის ეს რეგიონი.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბომბი დევს იმისთვის, რომ შესაბამის დროს იქნას აფეთქებული. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

როგორც პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. მათ შორის, რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს. მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, როდესაც ქვეყნები თავის ევროვნულ ინტერესებს ახორციელებენ.

„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველმ მკვეთრად პროდასავლური კუსრი აიღო. რუსეთთან კონფრონტაციის ხარჯზე და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს ფუნქცია იყო რუსეთის გაღიზიანება. მაგრამ სააკაშვილი ეს ქმედებები საქართველოსთვის საკეთილდღეოდ არ დამთავრდა. სააკაშვილმა ითამაშა რუსული თამაში და ყველა ის სურვილი შეუსრულა რუსეთს, რაც უნდოდა.

არავისთვის არ არის დამალული, რომ სამცხე-ჯავახეთში რუსეთს, ისევე როგორც სომხეთს თავისი ინტერესები აქვთ. სამწუხაროდ, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ. მაგალითად ამ რეგიონში უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლა სომხურ ენაზე მიმდინარეობს. სპეციალურად ერევნიდან ჩამოდიან ლექტორები. სამწუხაროდ, წარმატებით არ ხდება ამ რეგიონის საქართველოსთვის ინტეგრაციის პროცესი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

სერგეი მინასიანის კანდიდატურის მიმართ რუსეთის დაინტერესებას არ გამორიცხავს „ანალიტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ექსპერტი ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, რუსეთს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს სომხეთში, მაგრამ მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად მტკიცებულების გარეშე რთულია იმის თქმა, იდგა თუ არა მინესიანის კანდიდატურის უკან რუსეთი.

„ფაქტი ის არის, რომ ქართულმა მხარემ თქვა უარი. ეს არის ძალიან კარგია. ყველა უნდა მიეჩვიოს და გაითვალისწინოს ის, რომ ქართულმა სახელმიფომ, ჩვენმა მთავრობამ ისეთი პოლიტკა უნდა გაატაროს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი. თუ რამე საფრთხეს ხედავდნენ ამ ადამიანის დანიშვნით, უნდა გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯი. ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს და აუცილებელიც იყო. მოეწონება თუ არა ეს რუსულ მხარეს და რა რეაქცია ექნება სომხურ მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი არგუმენტები გაქვს“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

„ანალიტიკური საბჭოს“ მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისის უარი გავლენას არ მოახდენს ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე.

„ეს ნორმალურია. ჩვენ, ჩვენს პოზიციას ვიცავთ. ამ მთავრობას ხშირად ვადანაშაულებით და ვაკრიტიკებდით იმაზე, რომ უჭირდა ჩვენი სახელმწიფოს პოზიციების დაცვა. კარგია, რომ გადადგეს ეს ნაბიჯი. ასე უნდა გააგრძელონ. ასეთი ელემენტები, რომელთაც შეუძლითა საფრთხე შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს ასეთ პოზიციაზე არ უნდა დაინიშნოს საქართველოში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სერგეი მინასიანი წარმოშობით ჯავახეთიდან არის. არ არის კადრის კარიერული დიპლომატი, ის არის ექსპერტი, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს. როგორც არეშიძე აცხადებს, რთული სათქმელია რატომ თქვა საქართველომ უარი მის კანდიდატურაზე.

„მგონია, რომ რაღაცა სხვა გარემოებასთან გვაქვს საქმე, რა ვერ გეტყვით. არსებობს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინასიანმა რამოდენიმეჯერ ჯავახეთთნ დაკავშირებით, რბილიად, რომ ვთქვათ გაუფრთხილებელი განცხადება გააკეთა. კერძოდ, ჯავახეთის საკითხს საქართველო ვერ გადაწყვეტს რუსეთთან შეთანხმების გარეშე. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა პრესამ გაავრცელა.

მე თვითონ ეს დოკუმენტი არ მინახავს. არც ერთ ქართველ ექსპერტს არ აქვს ნანახი. ნამდვილი მიზეზი რთული დასადგენია, გარდა იმისა, რომ კარგად იცნობს რეგიონს და ნაციონალისტურად განწყობილ ექსპერტად ითვლება. კარგად იცნობს თურქეთს, თურქეთის პოლიტიკაზეც მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ აქაც იყოს გარკვეული შეკითხვები მის მიმართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ნანახია - 1662

მეგრელი

2017-10-09 15:43:23

„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველმ მკვეთრად პროდასავლური კუსრი აიღო. რუსეთთან კონფრონტაციის ხარჯზე და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს ფუნქცია იყო რუსეთის გაღიზიანება. მაგრამ სააკაშვილი ეს ქმედებები საქართველოსთვის საკეთილდღეოდ არ დამთავრდა.-- თამარ კიკნაძემ.
----------------------------------------------------------------------------------------

1 ,,პროდასავლური კუსრი " ------- სამხედრო გადატრიალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სსრკ დაიშალა 1991 წ 8 დეკემბერს .

2 ,,რუსეთთან კონფრონტაციის ხარჯზე" ------- ანუ აპრიორი მკვეთრად პროდასავლური კურსი რუსეთთან კონფრონტაციას ნიშნავს.

3.,,განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს , საქართველოს ფუნქცია იყო რუსეთის გაღიზიანება" ----------ანუ სამხედრო გადატრიალების შემდეგ რუსეთის გაღეზიანება ყოფილა ჩვენი სახელმწიფოს ფუნქცია , რომელსაც განსაკუთრებით სააკაშვილი ბეჯითად ასრულებდა და 2008 წელს დააგვირგვინა.

4.მაგრამ სააკაშვილი ეს ქმედებები საქართველოსთვის საკეთილდღეოდ არ დამთავრდა-------- ანუ ,,ფუნქცია " , ,,რუსეთის გაღეზიანება " , რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოგვანიჭეს ,,პროდასავლური კურსის" სანაცვლოდ , ჩვენც ავიღეთ თუმცა ,, განსაკუთრებული " აქტივობით არ გამოირჩეოდა შევარდნაძი და ეს ფუნქცია , ,,რუსეთის გაღეზიანება " , სააკაშვილის დროს განსაკუთრებით აქტიურობით რომ გამოირჩეოდა , საკელდღეოდ არ დამთავრდა სახელმწიფოსთვის.

ეს რომ ცუდად დამთავრდებოდა , ვიცოდი 1991 წლის 1991 წ 22 დეკემბერს . ეს ერთი

მეორე პატ. თამარს. თუ რუსეთისთვის ცნობილი იქნებოდა , (ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში) რომ ,,პროდასავლური კურსი " "რუსეთთან კონფრონტაციის ხარჯზე " ,, საქართველოს ფუნქცია იყო რუსეთის გაღიზიანება " მისგან რას ელოდით?

ვიმეორებ . რას ელოდით იმ ქვეყნისგან რომელისთვის მარტო 18-19 საუკუნეებში მშვიდობიანი იყო მხოლოდ 72 წელი. დანარჩენი ომობდა. მარტო მე-19 ს ამ ქვეყანამ 18 ომი აწარმოა და საუკუნის განმავლობაში მშვიდობიანი (ანუ ომის გარეშე) იყო მხოლოდ 32 წელი და 9 თვე. (იხ. სამხედრო მინისტრის ინფარტერიის გენერლის ა. კუროპატკინის 1900 წლის მოხსენებითი ბარათი იმპერატორ ნიკოლოზ 2).


პ.ს 19 საუკუნეში იმ 32 მშვიდობიანი წლიდან 15 მოდის ალექსანდრე 3 რომელს ომები არ უყვარდა და ამიტომ ,, მშვიდობისმოყვარე" "царь-миротворец" შეარქვეს.







serapina

2017-10-09 15:45:57



ახლა,ერთი შეკითხვა მაინც მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან(რომლის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი საწყის ეტაპზე),განათლებასთან მიმართებაში.

პატივცემულებო, ერთი პედაგოგი რომ 1000 ლარით დააჯარიმეთ,პარტიული დროშა იყო ფოტოზეო(და ჯოხი იმ ქალბატონზე გადატეხეთ...).
რესურს ცენტრებში რომ სააკაშვილის კადრები გყავთ,რომლებიც ადრინდელი სქემით დაარბენინებენ, ცხვრის ფარად ქცეულ პედაგოგებს და ამას ყველა ხედავს(მშობელი, ბავშვი, ასაკოვანი),ეს,თქვენს ავტორიტეტზე არ მოქმედებს,გგონიათ?!



მეგრელი

2017-10-09 15:47:34

რაც შეეხება მინასიანს და მის ელჩობას.

Respect

თბილისში არაფერი ესაქმება

arichopra 2

2017-10-09 18:58:13

სომხეთთან ომი გარდაუვალია! სამწუხაროდ, ალბათ მარცხისთვის ვართ განწირულნი?!

ტორი

2017-10-09 20:01:44

სანამ აზერებთან აქვთ გასაყოფი, ორ ფრონტზე არ იბრძოლებენ რუსეთის ტრ/აკითაც კი...
იმათთან თუ მოაგვარეს საქმე, მაშინ ადვილი შესაძლებელია პროვოკაციები...
ჩვენც დავარტ/ყამთ კონსტიტუციური წყობილების აღსადგენათ - გიჟ ვრაცუები ტ/ყუილად კი არ ვართ:)))

ისე, რუსები ჩვენც მოგვაწვდიან იარაღს...მაგ.ჩვენ ტანკებს, სომხებს - ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტ/ყოცნებს ან პირიქით:)))

ერთმანეთს რომ მივასიკვდილებთ, არც გასაყოფი იქნება რამე და არც გამყოფი - ყველაფერი ოპტომ ჩაბარდება პატრონს...

ანდრეი

2017-10-09 21:43:30

არიჩპორა2

სანამ სომხებთან იომებ,ჯერ შენს დედილოს კიდევ ერთხელ გაკრიჭე ფ/ა/ნ/ჩ/ა/რ/ი და მერე სომხები габеравен შენს დედილოს ТყВНАШИ))))

უძლევი

2017-10-10 02:51:24

არ შეიძლება ამ საიტზე კომენტარის დატოვება, დროის ფუჭად დაკარგვა არის აქ შემოსვლა. ყველაფერს ბლოკავს. საბავშვო ბაღის ენაზე დავწერე და მაინც დაბლოკა. :)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80