რატომ ჩავარდა ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა
რეტრომედია

რატომ ჩავარდა ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა

რატომ ჩავარდა ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა
„საქართველო და მსოფლიო“, 12 სექტემბერი, 2009 წელი

2017-10-10 12:40:53

პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცვიფრებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე ახალი საპყრობილის აშენებას ახერხებს და ყოველივე ამის უკან უცხოური გრანტებისა და პატიმრების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის საშიშროებას ხედავს.

ბატონო დიმიტრიერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთრომ ციხეებში პატიმართა მასობრივი წამებაა გამეფებული.

- დიახ, მასობრივი პერმანენტული წამებაა ის, რომ ოც ადგილზე გყავს 50 პატიმარი. წამებაა ისიც, რომ მათ უკეტავ ე.წ. კარმუშკას, აკლებ ჟანგბადის იმ მინიმუმს, რომლითაც ადამიანმა, გამომდინარე თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან, უნდა ისუნთქოს! როცა ადამიანს ყოველდღიურად, საღამოს 8 საათიდან დილის 11-12 საათამდე, ამ ვითარებაში ამყოფებ, ეს წამებაა, შეფარული, ბნელი ტერორი და, როგორც მოგახსენეთ, მას პერმანენტული ხასიათი აქვს! ციხეების გადატვირთვის პრობლემა რომ არახალია, ცხადია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ, როდესაც ჩემს მოლდოველ კოლეგებს შევხვდი, სირცხვილით თავი სად წამეღო, არ ვიცოდი.

რატომ?

- საბჭოთა საქართველოს დროსაც კი პატიმართა რაოდენობა 11 ათასს არ ასცდენია და ეს მაშინ, როცა მოსახლეობის რაოდენობა 5,5-6 მილიონს აღწევდა! დღეს, როცა 20 ათასზე მეტი პატიმარია ჩვენში, სამწუხაროდ, კითხვას არავინ სვამს: რაშია საქმე, რა ხდება, რატომ გვყავს ამდენი პატიმარი? გახსოვთ, პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან რომ მოუწოდა სამართალდამცველებს: ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი პირობითი სასჯელი და ყველანი ციხეშიო? ე. ი. რა გამოდის, დააკვირდით: ეს მოწოდება გახდა სტიმული იმისა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქცია აღასრულა ერთმა ადამიანმა, ერთმა პირმა - საქართველოს პრეზიდენტმა, რაც ორი სიტყვით გამოხატა: „ყველა ციხეში!“ და, მართლაც, ასე აღმოჩნდა! აბა, სხვა რას უნდა მივაწეროთ 20 000 ადამიანის საპყრობილეებში გამოკეტვა?

სხვათაშორისპატიმართა რაოდენობის გაზრდას ექსპერტები უცხოურ გრანტებს უკავშირებენთქვენ რას ფიქრობთმართლა ასეა?

- ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, ახლოსაა რეალობასთან და მოგახსენებთ, რატომ: „აიპაპის“ პროგრამა, მოგეხსენებათ, პირველი ნაბიჯი იყო ნატოში გაწევრების, ანუ „მაპის“ მიღებამდე! „აიპაპით“ განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს უნდა ეთავა და აეშენებინა ახალი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, რაც, თავისთავად, ცუდი არ იყო იმ გადასახედიდან, რაც ჩვენს საპყრობილეებში ხდებოდა. ევროსტანდარტით აშენებული ამ ტიპის ახალი დაწესებულებები, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ რაოდენობრივად ამ ყველაფერმა არნახული სახე რომ მიიღო, ამაზე დაფიქრება კი ნამდვილად ღირს!

დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში კიდევ ერთი ახალი საპყრობილე შენდება დაახლოებით 20 000 პატიმრისათვის! საჭირო თანხების მობილიზება მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, არსებობს სხვა თანხებიც, რითაც ეს მშენებლობები ასე წარმატებულად ფინანსდება. მაგ., ევროკავშირის გრანტებით უკვე აშენდა რუსთავის N6 და შენდება რუსთავის N1 დაწესებულებები, თანაც, გამალებული ტემპებით! მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, მაგრამ არ მინდა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხეებში ვიხილო და ის ტენდენცია გაგრძელდეს, რაც დღეს დაპატიმრებული ან დასაპატიმრებელი ადამიანების კუთხით არსებობს!

ამბობენრომ სექტემბრიდან პატიმართა ახალი ამნისტია იგეგმებაშესაძლოაეს ჰუმანური აქტი არჩევნებსაც უკავშირდებოდესრადგანროგორც ცნობილიაგანთავისუფლებული პატიმრებიცა და მათი ნათესავებიც ხელისუფლებისათვის „ხმათა“ კარგი რეზერვია.

- შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიას არ აქვს უფლება, მიიღოს ისეთი განცხადებები, რომელთა აღწერილობისას მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარს არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კი - სასჯელის მესამედი.  2008 წლის დეკემბერში პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერითა და უშუალო მონაწილეობით შეწყალებული იქნა 300 პატიმარი, კანონით დაშვებული იმ წესებდაქვემდებარებული პატიმრების გარდა, რომლებიც ნახევარ ვადაში უნდა ყოფილიყვნენ შეწყალებულები! მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ბრძანა, რომ: „ამის შემდეგ სიების შეცურება-შემოცურებები“ აღარ იქნებაო, მაგრამ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მოხდა ეს - არ გაცემულა! არადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის ძალიან ბევრი იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ 109-ე, 103-ე, 179-ე, 178-ე მუხლებით და ა.შ. ისიც გახსოვთ, ალბათ, რომ ხელისუფლებას ჩვენი და საზოგადოების ძალიან მკაცრი კრიტიკის შემდეგ უხერხულობები შეექმნა.

ბატონო დიმიტრილაპარაკიარომ 28 პოლიტპატიმარი შესაძლოასულ მალე გაათავისუფლონთქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის თაობაზე?

- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციამ ევროსაბჭოში უკვე გააგზავნა პირველი სიგნალი იმის შესახებ, რომ საქართველოში „საპილოტო საქმეების“ გადასინჯვა უნდა დაიწყოს! მათ დასკვნაში პირდაპირ წერია შემდეგი: ამ პატიმართა პირობები ძალიან ახლოსაა ადამიანის უფლებების დაცვის იმ დეკლარაციის დარღვევებთან, რომლის შემთხვევაშიც პირი შეიძლება ჩათვლილი იყოს პოლიტპატიმრად! ანუ ეს ფედერაცია პირდაპირ კი არ დებს დასკვნას, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ პირდაპირი წესით კი მიუთითებს, რომ ევროსაბჭოს აძლევს რეკომენდაციას და ჩვენს ხელისუფლებასაც, რათა ამ ადამიანების საქმეები ხელახლა გადაისინჯოს! ხელისუფლება კი სირაქლემასავით იქცევა, მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, სად არიან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რატომ არ იღებენ იმ გამოწვევას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციამ გააჟღერა? ვიმედოვნებ, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიცაა „ჰუმან რაით ვოტჩი“ და „ემნესტ ინტერნეიშნლი“ დაიწყებენ ამ საკითხებზე მუშაობას და დადებენ შესაბამის დასკვნას!

სხვათაშორისთქვენ მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციების უშუალო რეკომენდაციებით აზერბაიჯანში უამრავი პატიმარი განთავისუფლდა.

- 9 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევის მეუღლის მეჰრიბან ალიევას უშუალო თაოსნობითა და თანამონაწილეობით 17 000 პატიმარი იქნა შეწყალებული! მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამედ გააკეთა. საქართველოს ხელისუფლება პატიმრების რიცხვის შემცირებას, რატომღაც, არ ჩქარობს და შესაძლოა, პასუხი კითხვაზე „რატომ“ სწორედ იმ შავბნელ სქემებშია, რაც ციხეების მშენებლობებს და მასთან დაკავშირებულ „გრანტებსა“ თუ სხვა მაქინაციებს გულისხმობს!

მაინტერესებსომბუდსმენის პოსტზე თქვენი კანდიდატურა რატომ ჩავარდა და რა უძღოდა ამას წინთუ ქალაქის ჭორებს დავუჯერებთლორთქიფანიძის წარუმატებლობა „პედერასტებზე“ მისი უარყოფითი დამოკიდებულების ბრალი იყო და ამ ხელისუფლებას სწორედაც „გეი ბიჭებზე“ ახალი მონადირის სანადიროდ გამოშვება არ აწყობდაოასეა?

- მოდი ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, კარგი?

სიამოვნებით.

- მინდა, იცოდეთ, რომ ჩემს კანდიდატურას საკმაოდ გავლენიანმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ნება მიბოძეთ, დღეს მათი ვინაობა გასაგები მიზეზების გამო არ გავამხილო. მხარი დამიჭირა მაჟორიტარი დეპუტატების დიდმა ნაწილმაც, მაგრამ, რადგანაც ეს ხელისუფლება ძირითადად ისეთი ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იმართება, რომლებიც თავისუფლების სახელით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს ტერიტორიაზე და ისეთი გრანტებით და ისეთი პროგრამებით იკვებებიან, რომლებიც არცთუ მთლად რგებს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეს, აი, ეს გახდა მიზეზი და განმსაზღვრელი იმისა, რაც მოხდა!!!

არანაირი სკანდალური განცხადება მე ჩემს საპროგრამო გამოსვლაში არ გამიკეთებია. პირველი და უმთავრესი თემა იყო: 1. პატიმრების თემა და ადამიანის უფლებების დაცვა მათთან მიმართებაში. 2. სახელმწიფო ენისა და ენის პალატის აღდგენის საკითხი. იმიტომ, რომ, თუკი ჩვენ რეალურად ვახორციელებდით სახელმწიფო ენის შესწავლას ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში და რაზეც ძალიან დიდი თანხა იყო გამოყოფილი დღევანდელი ხელისუფლების მიერ, შედეგი ნულია. 3. კულტურულ ინტერვენციაზე - რათა ჩვენთან დასახლებულმა ეროვნულმა უმცირესობებმა იცოდნენ, რომ მათი დედაქალაქი არის თბილისი და არა - ბაქო ან ერევანი, როგორადაც დღეს ასწავლიან მეზობელ ქვეყნებში დამტკიცებული პროგრამით და ა.შ. და ბოლო საკითხად, კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით (ალბათ, მავანმა იფიქრა, მართლმადიდებელი დეპუტატისათვის უხერხული კითხვა იქნებოდა), ვთქვი: „ნებისმიერი ბუნებრივი ნაკლით დაბადებული ადამიანის მიმართ, რომელიც მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ მათი უფლებები, მაგრამ თუკი მათი ქმედება პირდაპირ ვნებს საზოგადოებრივ საჯარო ინტერესს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ, ასეთი ქმედება იყოს დასჯადი!“

მითხარით, არის აქ რაიმე გაუგებარი ანდა რაიმე საწინააღმდეგო საყოველთაოდ აღიარებულ დეკლარაციასთან მიმართებაში? თუკი არის, კი, ბატონო, გამოვიდნენ, საპირისპირო არგუმენტებით დამიპირისპირდნენ და დაგმონ ჩემი საქციელი!!! რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, ვერავინ დამარწმუნებს, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ გეიაღლუმების ჩატარებასა და ათასგვარ სხვა „გეი რაღაცებზე“!

 

 

 

 

 

 

ნანახია - 197

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80