აშშ-მა შესაძლოა თურქეთიდან ელჩი გამოიწვიოს
საზოგადოება

აშშ-მა შესაძლოა თურქეთიდან ელჩი გამოიწვიოს

აშშ-მა შესაძლოა თურქეთიდან ელჩი გამოიწვიოს
თამთა ქარჩავა

2017-10-10 16:00:46

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის საკონსულოს დაკავებულ თანამშრომელს ჯაშუშობაში, კონსტიტუციური წყობის დარღვევასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაყენების მცდელობის გამო წაუყენეს ბრალი. თუქრული გამოძიების თანახმად, მეთინ თოფუზი პოლიციის ხელმძღვანელებს უკავშირდებოდა, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციაზე მუშაობდნენ.

მეთინ თოფუზის პარალელურად, თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცეს. თურქული გაზეთის „Sabah“-ს ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლი ეჭვმიტანილია ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელზე, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. ორდერი მის დაკავებაზე სტამბულის პროკურატურამ გასცა. ეჭვმიტანილი აშშ-ს გენერალური საკონსულოს ტერიტორიას არ ტოვებს, რათა დაკავება თავიდან აიცილოს. როგორც ცნობილია, თურქეთმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულაჰ გიულენს დასდო ბრალი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და, რომლის ექსტრადირებაზე აშშ-მა თურქეთს უარი უთხრა.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელის დაკავებასთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა რეაქცია აშშ-ის მხრიდან. ვაშინგტონმა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა, რათა შეემცირებინათ ვიზიტორების რაოდენობა. საელჩოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედება ძირს უთხრის თურქეთთან ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა შეერთებული შტატების ხელისუფლება, გადახედოს თურქეთის ხელისუფლების ვალდებულებების საკითხს, აშშ-ის დიპლომატიური მისიებისა და მისი პერსონალის უსაფრთხოებასთან მიმართებით. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სტუმრების სია ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებში, ვაჩერებთ ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურებას“, - აღნიშნულია თურქეთში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს გადაწყვეტილებას ანალოგიურად უპასუხა თურქეთის მთავრობამ. ანკარამ აშშ-ში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. თურქეთი გადაწყვეტილებას თურქეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით ხსნის. თუმცა, ოფიციალური ანკარა აშშ-სგან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ელოდება. როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა განაცხადა, დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა, მთავრობა აღნიშნულ საკითხში ვერ ჩაერევა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „A Haber“-ის ეთერში უარყო თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტამბულის პროკურატურამ აშშ-ს გენერალური საკონსულოს კიდევ ერთ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გასცა.

„ჩვენი მონაცემებით, მეორე დაკავებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე. დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს პრეროგატივაა, მთავრობა აღნიშნულ საკითხში ვერ ჩაერევა“, - განაცხადა აბდულჰამით გიულმა.

ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერისთვის ევროკავშირი გააკრიტიკა თუქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომლის განმარტებით, ამიერიდან ანკარას პოზიცია შესაბამისი იქნება.

„თუ ევროკავშირის ქვეყნებისგან რომელიმე პირის გაცემის მოთხოვნას მივიღებთ, თურქეთი მათ შეახსენებს, თუ რა პასუხი მივიღეთ ჩვენს მოთხოვნებზე. თურქეთის უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ ევროპელები აცხადებენ, რომ გიულენის მხარდაჭერებმა თავშესაფარი მიიღეს. რა თავშესაფარზე მიდის საუბარი?! ეს ხომ მოღალატეები, მკვლელები და ტერორისტები არიან! თურქეთის სასამართლომ მათ განაჩენი გამოუტანა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლების შეურაცხყოფად აფასებს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ერდოღანი წითელ ხაზს გადავიდა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დაკავებულია გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, ამერიკის მოქალაქე, ამ გადაწყვეტილებით ერდოღანმა ფაქტიურად ამერიკა ისლამური სახალიფოსა და ალქაიდას დაფინანსებაში დაადანაშაულა.

„ერდოღანმა თავისი ქმედებით კიდევ უფრო დაამძიმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა ელჩი გამოიწვიოს თურქეთიდან. როგორც ჩანს, თურქეთი თანდათანობით უპირისპირდება ამერიკას, ეს ეხება ქურთების საკითხს. ამერიკელების მხარდაჭერას თურქეთი მიიჩნევს მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტად. ანუ, არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ პირადი ფსიქოლიგიური შეუთავსებლობაა ორი ქვეყნის ლიდერს ტრამპსა და ერდოღანს შორის.

თურქეთმა საკმაოდ ახლო ურთიერთობა დაამყარა ამერიკის გეპოლიტიკურ მტერთან - ირანთან და გააფორმა ორმხრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, თურქეთი დაუახლოვდა რუსეთის ფედერაციას, რომელიც ასევე ამერიკელების აღქმით ამერიკის მტერია. ქურთების საკითხი, ირანის თემა, რუსეთთან დაახლოვება - აშკარაა, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის რადიკალურად დაიძაბა სიტუაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ თურქეთის ლიდერმა თურქეთი ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა. შესაბამისად, ის ღირებულებები, რასაც დასავლეთი და აშშ აღიარებს, ვერ ჯდება ამ კონტექსტში. პოლიტოლოგი, რომელიც კარგად იცნობს გულიენთან დაკავშირებულ მოვლენებს, აცხადებს, რომ ეს რელიგიური მოძრაობა და მასში გაერთიანებული ადამიანები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ერდოღანისთვის.

„მე ამ ხალხთან შეხვედრილი ვარ. მათზე არაფერი არ მოქმედებს. გიულენი მათთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც დღეს ერდოღანის მთავარი ოპონენტია. უნდა იცოდეთ მათი რწმენა და დამოკიდებულება. ამ ადამიანების მოსყიდვა, ან მათი ღირებულებების შეცვლა შეუძლებელია. ერთადერთი, ეს არის მათი ფიზიკური განადგურება და ის რეპრესიები, რასაც ახორციელებს ერდოღანი. ერდოღანის მოთხოვნით ძალიან ბევრი სკოლა დაიხურა, მათ შორის საქართველოში“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

როგორ პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორების გადანაწილების წინაშე ავღმოჩნდეთ.

„ერდოღანს ავტორიტარული გეგმა აქვს, რასაც დასავლეთი და აშშ ვერ ეგურება. ამბობს, რომ არ უნდა ევროკავშირში და მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს რუსეთთან. სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგის დალაგების პროცესში ვართ. მთავარია, ამ რთულ ლაბირინთებში საქართველო რა გზას გამონახავს. ერთი მხრივ ის არის ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მეორე მხრივ, თურქეთი არის უახლოესი მეზობელი და საჭიროა მასთანაც კარგი ურთიერთობის არსებობა. ამიტომ, აქ არის დილემა, როგორ მოიქცევა საქართველო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ნანახია - 1251

მეგრელი

2017-10-10 17:16:50

ქურთების საკითხი, ირანის თემა, რუსეთთან დაახლოვება - აშკარაა, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის რადიკალურად დაიძაბა სიტუაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
--------------------------------------------------------------------------------------

ცხადია. ოღონდ ქურთების საკითხმა განაპირობა თურქეთის ,, მეგობრობამ" შიიტურ ირანთან და რუსეთთან. დღესავით ცხადია რომ ქურთების სახელმწიფო რომელიც იქმნება ახალ ახლო აღმოსავლეთში თურქეთს ხვალ-ზეგ დაშლის. თან ისე რომ ბათუმიდან ტრაპიზონამდე ზღვაზე გასასვლელი ქურთებს რჩებათ პიტერსია თუ პეტერსის 2006 წ გეგმით . რუსული ს-400 სულელურად არ უყიდია თურქეთს .ნ დაუცველია ჰაერიდან . 2015 წ აშშ პეტრიოტების კომლექსები გაიტანა თურქეთიდან . თან ძველი სისტემაა 40 წლის უკან გამოშვებული . ის ვერ დაიცავს თურქეთს ბალისტიკური რაკეტებისგან რუსულ ს-400 განსხვავებით

,, აშკარაა, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის რადიკალურად დაიძაბა სიტუაცია“ . კიდევ უფრო დაიძაბება . აშშ გადაწყევტილი აქვს ქურთისთანის შექმნა.

arichopra 2

2017-10-10 18:17:04

მე ვფიქრობ თურქეთის და რუსეთის დაშლა ერთდრულად დაიწყება ერთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე. ყველაფერი ამის ინიციატორი და დამფინანსებელი რა თქმა უნდა აშშ იქნება! მაგალითად, როცა თათრეთი და ბაშკირეთი მოინდომებენ ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანებას, რუსეთი ხომ ვერ განახორციელებს ატომურ დაბომბვას?! რუსეთის და თურქეთის საქმე წასულია. თუ ფრთხილად ვიქნებით და მანამდე "ვინმე" არ მოასწრებს და ჩექმას არ დაგვაბიჯებს, შეიძლება მოვხვდეთ აშშ პროტექტორატში და კვლავ გვვიწყალობონ ტაო-კლარჯეთი, ახაზეთი და სამაჩაბლო თავისთავად! )))

arichopra 2

2017-10-10 18:17:04

მე ვფიქრობ თურქეთის და რუსეთის დაშლა ერთდრულად დაიწყება ერთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე. ყველაფერი ამის ინიციატორი და დამფინანსებელი რა თქმა უნდა აშშ იქნება! მაგალითად, როცა თათრეთი და ბაშკირეთი მოინდომებენ ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანებას, რუსეთი ხომ ვერ განახორციელებს ატომურ დაბომბვას?! რუსეთის და თურქეთის საქმე წასულია. თუ ფრთხილად ვიქნებით და მანამდე "ვინმე" არ მოასწრებს და ჩექმას არ დაგვაბიჯებს, შეიძლება მოვხვდეთ აშშ პროტექტორატში და კვლავ გვვიწყალობონ ტაო-კლარჯეთი, ახაზეთი და სამაჩაბლო თავისთავად! )))

papa

2017-10-10 18:26:58

მეგრელი

ამ ექსპერტებისაგან განსხვავებით შენ გაცილებით უფრო სწორად აანალიზებ ხოლმე სიტუაციას. მართალია გითხრეს,,რუსულ პროპაგანდასა ხარ აყოლილიო,, მაგრამ ვინ ვის პროპაგანდასაა აყოლილი ყველას ძალიან კარგად ემჩნევა
მეორეცააა და .... რა ოცი წლის ხალხი ჩვენა გვნახეს ვიღაცის დაკრულზე ცეკვა რომ დავიწყოთ?? ქვეყნის ფაქტებია.... დააწყე ისინი ერთმანეთის გვერდით, თუ ტვინი აქვს ადამიანს, ცოტააა გაანალიზე და გამოჩნდება ვინ ეწევა პროპაგანდას და ვინ არა.
ოთხი წელია ამერიკის თამადობით ეს ე.წ. კოალიცია სი/რ/იაში ვითომ ამ ისლამისტებს ებრძოდა. სინამდვილეში მაგათ თავის მუცლის გვრემა ჰქონდათ..... მაგათი მთავარი მიზანი ასადის მოშორება იყო, ანუ არაბეთიდან რუსების საბოლოოდ გამობუნძულება...... ..არ ჩაუვიდათ ფეხი,... ჩქარა კი მგონი პირიქით მოხდება
ეგენი ისლამისტებს უბრალოდ სათავისოდ იყენებდნენ, თან უახლესი გამოშვების თოფ იარაღითაც ამარაგებდნენ...იმიტომაც იყო გათამამებული ისლამისტები, ტყვეების საჩვენებელ ხოცვა-ჟლეტას, ლამის დღე გამოშვებით, პირდაპირ ეთერში რომ გადმოსცემდნენ ხოლმე.......რატო ეხლა ვეღარ გადმოსცემენ, რად დაეკარგათ პაკაზუხობის იშტა??
კანეშნა დაეკარგებოდათ ... პუტინის ტონანახევრიან ბომბების ხელში დაკარგავდნენ აბა მაშ რა მოუვიდოდათ, თან წვიმასავით რომ აყრით ამ ისლამისტებს ზედ ..პირდაპირ კატაკომბებში ადუღებს ერთიანად კოლუმბის ფალავნებს.
ისე რუსი არცა მალავს ჯარი რომ ჰყავს სი/რიაში, არც იქ დარუპულ 40 სამხედროს ვინაობას მალავს..სწორედ გენერლის დაღუპვის მერე მისცა პუტინმა ბოლო გაფრთხილება ამ ,,მშვიდობის მტრედებს,,.. ტერორისტებში ,,ვითომ შემთხვევით,, თუ თქვენი სპეცნაზი კიდევ გადამეყრება,(იმათ მოკლეს გენერალი)ბულდოზერივით გადავუვლი ზეედო....გამწარებული იზამს კიდეც(არადა ის გენერალი თურმე აფხაზეთშიც ნომარი ყოფილა, ჩეჩნეთშიც და ცხინვალშიც, მოკლედ დიდი შაააათლახი ვინმე ყოფილა)
ეხლა აქ ერთი მეგობარი მყავს ჩასაფრებული მეტყ/ვის....ნახე ნახე რუსებს ბალეშიკობსო..
რუსებს კი არა ვბალეშიკობ...მეგობრებს რომ ,,მშვიდობის მტრედების და დემოკრატების ,,ნიღაბი,, ჩამოუვარდათ იმას ვამბობ მხოლოდ მე..
...მგელს მგლობას აბრალებდნენ და ტურამ ქვეყანა ამოაგდოვო...
რუსი, რუსიო და ეგენი უარესები არიან, უარესები ..მთელ არაბეთს ეგენი ურევენ, ეგენი....ევროპასაც ეს არაბები სარანჩასავით( ფაროსანასავით) მაგათ შეუსიეს, მაგათ.
........და ეგენი არიან ,,მშვიდობის მტრედებიი,,?????????...

ისე მაგათი,,მოსარიგებელი,, ადგილი დიდი ხანია ნატალიმ ასწავლა მაგათ... წყნარი ოკანე(ჩვენგან შორს) და მაგათი ჯანი....დიდებული ადგილია, დიდებული....
დიდი დიდი გაიწუწონ იქ , მეტი ,,არაფერი დაუშავდებათ,, .... ჰა ბურთი და ჰაა
მოედანი---- მოსტ..ვნიათ ორივეს პატრონი..
.პატარას იქ კორეაც შეაშველებთ ხელს .....

arichopra 2

2017-10-10 18:33:35

რუსეთის დაშლა გარდაუვალია!

arichopra 2

2017-10-10 18:38:43

რუსეთი დაიკავებს თავისი მოსახლეობის შესაბამის ტერიტორიას, ცენტრი მოსკოვი ან კიევი! პერიფერიები:პეტერბურგი, არხანგელსკი, ფსკოვი, ნოვგოროდი, ვლადიმირი,ვორონეჟი, კურსკი, ყუბანი, როსტოვი, ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა კიევის ჩათვლით... შეიძლება რომელიმე დასხელება გამომრჩა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ასე როცა მოხდება აი მაშინ რუსეთი მართლაც გაძლიერდება.

papa

2017-10-10 21:42:03

Бомб не жалеть. Российская авиация вышибает боевиков из "зеленого города"


Удар Военно-космических сил России по позициям ИГ у Дейр-эз-Зора
10 окт — РИА Новости Несмолкаемый рев самолетов, раз за разом выходящих на боевой курс, разрывы тяжелых боеприпасов, дым до небес. На востоке Сирии закрывается новый "котел", в который угодили сотни боевиков ИГ*.

papa

2017-10-10 21:47:15

Беспилотники обнаружили в районе Меядина опорный пункт террористо
Авиаудары российских ВКС по объектам террористов в Сирии.
10 окт — РИА Новости. Беспилотники обнаружили опорный пункт террористов на восточном берегу реки Евфрат в районе Меядина в Сирии.
Российская авиация за сутки нанесла 182 удара по террористам в Сирии
Опорный пункт был хорошо укреплен. Там находился склад артиллерийских и танковых боеприпасов, а также сеть подземных туннелей, где укрывалось большое число террористов.
Две пары бомбардировщиков Су-34 нанесли 14 ударов по цели.
Они уничтожили четыре танка, три БМП, девять внедорожников с крупнокалиберным вооружением и две установки РСЗО. Кроме того, 50 боевиков были ликвидированы, еще около 30 террористов оказались заблокированы в туннелях. Через 40 минут Су-34 нанес повторный удар, в результате которого убиты еще порядка 20 боевиков.

papa

2017-10-10 21:50:06

ჩოპრა


ჩვენ ნურაფერს დაგვიშავებენ და დაიშალნენ მაგათი დედაც...
წესით ეგენი 90--ში უნდა დაშლილიყვნენ...........მანამ ჩვენ დაგვშლიდნენ

arichopra 2

2017-10-10 22:12:18

არა კაცო, მართლა კი არ იშლებიან! ისე ვთქვი საიტის გამოსაცოცხლებლად! ხომ ხედავ ძველმა ბლოგერებმა, იუზერებმა თითქმის ყველამ სამსახური იშოვნა, გაძღნენ, გათბნენ და აქ საკამათოდ დრო აღარ აქვთ! ცაკვდა საიტი! ყველა ანდრეის იმედზე ვართ! )))

arichopra 2

2017-10-10 22:14:42

რაღაც აღარ ჩანს, ნეტავ ხომ არ დაიხრჩო фселиан горшокши?

serapina

2017-10-10 23:19:07

აქვე ამ საიტზეა ეს ინფორმაცია...
აბა, უძველესმა იუზერებმა(თუ ვინმე შემორჩა, ასეთი აქ),კარგად გაიხსენეთ, რომელ წლებში ვწერდი ამ თემაზე... რომ ესენი, სულ მიშას ვალში იქნებიანთქო...
დიახ, ბიოგრაფიებში ყველაფერი იკითხება... გააჩნია წამკითხავს!
შედეგები გვიან იქნებათქო და აჰა:
http://for.ge/view_news.php?news_id=74647&news_cat=0

ამ,მაშინდელ გოგო-ბიჭებს(ახლანდელი როლებისთვის რომ გამოზარდეს რეჟისორებმა),მართლა გგონიათ, რომ ქართველი კაცის/ქალის გაჭირვება ესმით?
-საიდან? თავად უნახავთ გაჭირვება, ან სამშობლოში, ან უცხოეთში სწავლისას?!

ლადო ჭანტურია სტრასბურგში გაუშვიათ და ნარმანიას, გერმანიის ელჩად უშვებენო...
ჭანტურია, თუ სწორად მახსოვს გერმანიაშიც გვყავდა... ერთი (არაწარმატებული...ქართული გადასახედიდან)ქართველისათვის თუ აქვს დახმარების ხელი გაწეული?!კარგია, ასეთი თუ ვინმე არსებობს.

დღეს დებატები ყოფილა.
ვინც ნახა,უფრო "გლახათაა საქმე"ვიდრე ჩანსო. წასულიყვნენ კინოში, ან თეატ/რში, დროს რად ხარჯავდნენ, არ ვიცი.



arichopra 2

2017-10-11 01:15:46

ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვაშაძემ დატოვა!

arichopra 2

2017-10-11 01:17:13

ყველაზე ცუდი:
1. ელისაშვილი
2. ხოშტარია
3. უდუმაშვილი

arichopra 2

2017-10-11 01:17:44

ყველაზე ჭკვიანი - კუკავა

arichopra 2

2017-10-11 01:18:40

ყველაზე საქმიანი და გამკეთებლი - კალაძე

ფხიზელი

2017-10-12 07:05:36

arichopra 2:
"ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვაშაძემ დატოვა!"
-----------
ჩემზეც! (ახლა, ნაცები რომ არ მიყვარს, იმიტომ ხომ არ ვიტჸვი, არა-მეთქი). ნამდვილად ყველაზე კომპეტენტური კანდიდატის შთაბეჭდილება დატოვა.
მერი რომ ვერ გახდება, ეს თვითონაც ეცოდინება უთუოდ, მაგრამ ვინც გახდება, იმან აუცილებლად უნდა ამოიყენოს გვერდში და რა სფეროსაც თვითონ დაასახელებს, ის სფერო უნდა ჩააბაროს სამართავად! - იცის კაცმა საქმე და შეე...კითხე, თუ გინდა!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80