რამდენი მილიონი შესთავაზეს გუბაზ სანიკიძეს ნაციონალებმა
რეტრომედია

რამდენი მილიონი შესთავაზეს გუბაზ სანიკიძეს ნაციონალებმა

რამდენი მილიონი შესთავაზეს გუბაზ სანიკიძეს ნაციონალებმა
„სარკე“, 23 მარტი, 2010 წელი

2017-10-11 11:15:31

"ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებულ გაუგებარ სიტუაციაზე ამბობს, ოპოზიცია იმედებს ვერ ამართლებსო, თუმცა იმედოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში სიტუაცია დაიწმინდება.

ბატონო გუბაზდარწმუნებული ვიყავირომ საარჩევნოდ ოპოზიციათუნდაც არასაპარლამენტოერთიან კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებოდამაგრამ თუ ისე დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთსრომ ხელისუფლებაც დაავიწყდებოდათარ მეგონა.

– მე მეგონა. მოვლენათა განვითარების ლოგიკა ამაზე მეტყველებდა. ხელისუფლების გავლენებიც იკვეთება. როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთი ნაწილი ფარულად ან ირიბად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.

რომელს გულისხმობთ?

– გამოცანად დარჩეს.

რა ფორმით ჩანს?

– ოპოზიციაში საქმეები რომ ცუდადაა, ეს მხოლოდ ამბიციების ბრალი არაა. ამიტომ ფორუმი ამ პროცესს ემიჯნება.

თუმცაიმის მიუხედავადრომ არჩევნებში არ მონაწილეობთთავი მაინც ჩათვალეთ ვალდებულადთქვენი პოზიცია ზურაბ ნოღაიდელის მიმართ დაგეფიქსირებინათრატომ?

– ნოღაიდელის არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი გვითქვამს. მის ბიოგრაფიასთან და ქვეყანაში მის ნამოქმედართან დაკავშირებით პრეტენზიები გვაქვს. ნოღაიდელი იყო და რჩება თანამონაწილედ საქართველოს დაქცევაში სააკაშვილთან და სხვებთან ერთად. მისი ვოიაჟებს, მოსკოვში წასვლა–წამოსლვას ღალატად არ ვთვლი. ნოღაიდელის პერსონასთან მაქვს პრობლემები და არა მის საგარეო ორიენტაციების ცვლასთან. იცით, ნოღაიდელს რუსულ პრესაში რა დაუწერეს? გაყიდულები უნდა იყიდოო. არ მჯერა, რომ ნოღაიდელი ამ ქვეყნის დიდი მამულიშვილია.

ნინო ბურჯანაძის მამულიშვილობის გჯერათ?

– არც ბურჯანაძის, თუმცა ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს შორის გარკვეული სხვაობები არის. ბურჯანაძეს ქვეყნის მიმართ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა აქვს, ნოღაიდელი კრიმინალია.

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართაც იყო ბევრი ბრალდებამაგრამ ოპოზიციამ გულში ჩაიხუტა.

– ქართული ქონების გასხვისებაში ნოღაიდელს ლომის წვლილი მიუძღვის. მორალური საკითხიცაა. როგორ მოიქცა ზურაბ ნოღაიდელი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ? მოკლული მეგობრის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვა არ დაასველა. ყველაფერი შეიძლება გადადო სავარძლისთვის, ფულისთვის?! ნოღაიდელისნაირი კაცი დასავლეთში ციხეში იჯდება, არა – რუსეთთან ურთიერთობის და ღალატის გამო, არამედ, რაც მან ქართულ ეკონომიკას დამართა.

მასე ბევრი უნდა იჯდეს ციხეში.

– რა თქმა უნდა, მაგრამ დაქცეულ ქვეყანაში დამნაშავეს ვერ ნახავთ, ყველა ბატკანია. სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ არ მომწონს, რომ ყველა ამ ადამიანზე აპირებს ხელის შეხოცვას. საქმეს პერსონები კი არა, ადამიანთა ჯგუფები აშავებენ. ჩემი ამოცანაა, არა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება, არამედ მთელი "მოქალაქეთა კავშირის" გუნდი აღმოჩნდეს სანაგვეზე.

ბევრი მოქკავშირელი დღეს ოპოზიციაშიაგამოდისრომ თქვენ და ლეიბორისტებიღა დარჩებით.

– დიახ, ჩვენ და ლეიბორისტები ვრჩებით. ჭადრაკის სასახლეში რა ხალხიც იყო შეკრებილი, "მოქალაქეთა კავშირი" არ გაგახსენდათ?

ასეთი განცდა ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია.

– "მოქალაქეთა კავშირი" ნაცმოძრაობის მამაა და რაც მამა იყო, ის შვილია. თუხთმეტი წელია ეს ხალხი გვასწავლის ჭკუას, "აშენებს ქვეყანას".

დანარჩენ ოპოზიციას რას უშვრებითყოფილ "მოქალაქეებს", ნაცებს და მათ მეგობრებს?

– აქ არ არის საუბარი ჩვეულებრივ ადამიანებზე, საუბარია ათ–თხუმეტ ადამიანზე, რომლებიც სულ არიან – მაჭავრიანი, ბარამიძე, გაბაშვილები...

კობა დავითაშვილიირაკლი ოქრუაშვილიირაკლი ალასანია და ბვერი სხვაიმ კანტორიდან არ არიან?

– რამდენადაც ვიცი, ალასანია "მოქალაქეთა კავშირის" წევრი არ ყოფილა.

შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.

– სპეცსამსახურებში მუშაობდა და მასთან პრეტენზია არაა. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვამბობ.

კობა დავითაშვილი? "მოქკავშირშიციყო და ნაცების ერთერთ მთავარი იდეოლოგიც იყო.

– დავითაშვილიც ამ პოლიტიკურ ჯგუფთან იყო ერთი პერიოდი, მაგრამ მასზე არ მაქვს ლაპარაკი. რაღაც წრეა ადამიანების, რომლებიც სულ ერთად არიან, ხანდახან გაიყოფიან, ზოგი ხელისუფლებაში რჩება, ზოგი ოპოზიციაში მიდის, მერე პირიქით გადაატრიალებენ ქვეყანას.

ჭორი გავიგეფორუმი ბურჯანაძესთან რაღაც ერთობას აპირებსო.

– სწორად გაგიგიათ, რომ ჭორად გაგიგიათ. ფორუმს რატომღაც სულ პოლიტიკურ გარნირად გამოყენებას უპირებენ. შარშანწინ ოქრუაშვილთან გაგვაერთიანეს, შარშან ზაფხულში ალიანსში შეგვიყვანეს, ახლა ბურჯანაძესთან ვყოფილვართ. მოლოდინებია, რომ ნოღაიდელთანაც მივდივართ. ფორუმი არავის გვამში შეძრომას არ აპირებს.

გინდათკიდევ ერთი ჭორი გითხრათ? "ეროვნულ ფორუმსშევარდნაძე აფინანსებსო.

– ჩვენი დამფინანსებლები დაგისახელოთ? რუსეთი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, ახლა შევარდნაძე! შევარდნაძე თუ გვაფინანსებს, ეს ხელისუფლებამ ვერ შეიტყო?!

შეუტყვია დაროგორც მითხრესამაზე გაბრაზებული სააკაშვილი გამსახურდიას კომისიით ცდილობსშევარდნაძეზე ჯავრი იყაროსო.

– როგორი საინტერესო კომბინაციაა! პატიოსანი ვარ ქვეყნის და ხალხის წინაშე, თუმცა შემოთავაზებები ბევრი გვქონდა.

ხელისუფლებამ შემოგთავაზათ?

– აბა, ოპოზიციას ფული არ აქვს, გაღლეტილი დადის.

რამდენი შემოგთავაზეს?

– ბევრი, რამდენიმე ათეული მილიონი.

თქვენს ადგილზე შეიძლება ბევრისთვის სულს წაეძლია.

– ვისაც ასეთი ჭორების სჯერა, ფიქრობენ: "25 მილიონს თუ სთავზობს ხელისუფლება, მე რომ შემომთავზოს, ხომ ავიღებდი? მე თუ ავიღებდი, ე. ი. გუბაზმაც აიღო". ჭკვიანი კაცი ფულს ხელს მოკიდებს.

მით უმეტესროცა ქვეყანაში პოლიტიკა აღარ კეთდება.

– გეთანხმებით. მაგრამ ვიღაც მაინც უნდა იყოს, ვინც რაღაცეებს არ იკადრებს. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მსიამოვნებს, როცა ერთ ადგილზე ვაგზავნი ადამიანებს, შემოთავზებებით რომ მოდიან. 25 მლნ რომ გითხარით, კი არ შემოუთავზებიათ, ამას ხალხი ამბობს, რომ ავიღეთ.

აბარამდენი შემოგთავაზეს?

– ბოლო შემოთავაზება იყო, შენ თვითონ დაწერე ციფრი, რამდენი გინდაო. სულ ბოლო შემოთავაზება რა იყო, არ გაინტერესებთ?! რა გინდა, გაგვაგებინეო. რაც მე მინდა, თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, ამიტომ თქმას აზრი არ აქვს–მეთქი, ვუპასუხე.

ასეთი რა გინდოდათ?

– ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება.

მასე ამბობს ყველამათ შორის მიშა სააკაშვილიც.

– მიშა სააკაშვილსა და ჩემ შორის, მგონი, განსხვავება არის. თუ ვერ ატყობთ? არ ვარ საშუალო ბოთლი, რომელსაც ღვინის ქარხანა უშვებს. მარტო გარეგნობას არ ვგულისხმობ, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა.

ქვეყანა არასოდეს გიმართიათ და რა გარანტიაარომ თქვენ უკეთესად მართავთ?

– რატომღაც მგონია, რომ უკეთესად გამომივა, რადგან ვიცი, როგორ იმართება. ქვეყნის მართვა არც ისე რთულია, თუ ადამიანი წესიერად იქცევი.

მახსოვსსააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდამოსკოვში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდა და კანცელარიის წინ ერთოთხანია ბინა იქირავაასე წესიერად უნდა ვიცხოვროთო.

– ახლა სად ცხოვრობს? თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ხელისუფლებაში რომ მოვალ, სასახლეს ავიშენებ, რა ვიცი...

მაგაზე უკვე იზრუნა სააკაშვილმაავლაბრის რეზიდენცია დაგხვდებათ.

– ერეკლე მეფის სასახლე გინახავთ? ზოგს რცხვენია, ამნაირ სახლში რომ ცხოვრობდაო, მე ვამაყობ, რომ ასეთი მეფეები გვყავდა.

მოდითდღევანდელობას დავუბრუნდეთარასაპარლამენტო ოპოზიციაში ალბათ თბილისის მერობის ორი გამოკვეთილი კანდიდატურა იქნებაირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე. "ეროვნული ფორუმირომელს დაუჭერთ მხარს?

– არც ერთს. ფორუმი არ მონაწილეობს იმ საქმეში, რომელიც წინასწარ წაგებულია. ხელისუფლებას უკვე გაყალბებული აქვს. 30 მაისს აღარაფერს გააყალბებს. ერთ ყალბ ბიულეტენს ვერ მოძებნის ვერავინ. სამი მილიონ შვიდასი ათასი ამომრჩეველიაო. კაცი გვეუბნება უკვე, ერთი მილიონი მაქვს გაყალბებულიო. მეტი რა გითხრას?!

აბარატომ მონაწილეობს ეს ხალხი?

– არ ვიცი. პეპლები რატომ მიდიან ცეცხლთან? ჰგონიათ, რომ მთვარეა.

დათო ბერძენიშვილმა თქვათუ ვინმე იმიტომ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობასრომ გაყალბების შემთხვევაში პროცესების თავში მოექცევაძალიან ცდებააქციების სათავეშიც ჩვენ ვიქნებითოგაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციებში არ ჩაერთვებით?

– არ გეტყვით, როდის და რა იქნება. წინასწარ რომ განაცხადებებს აკეთებენ, ესეც სისულელეა. არავის ძახილზე ფორუმი არსად მივა. ვაპირებთ, თვითონ განვახორციელოთ ყველა ქმედება, რასაც საჭიროდ ჩავთვლით.

ანუ ოპოზიციის ცნობილი ლოზუნგი "ძალა ერთობაშიათქვენთან არ მოქმედებს?

- სადაა ძალა?! ნულების პარადია!

 

 

 

 

 

ნანახია - 309

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80