რას გვაფრთხილებს ადამიანის ორგანიზმი
სხვადასხვა

რას გვაფრთხილებს ადამიანის ორგანიზმი

რას გვაფრთხილებს ადამიანის ორგანიზმი
for.ge

2017-10-11 11:25:39

ადამიანის ორგანიზმი, საზოგადოდ, უჭკვიანესი სისტემაა. ის უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი განგაშის ზარებს რეკავს და ატყობინებს ადამიანს ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი, ამა თუ იმ სისტემის უმცირესი ფუნქციური ცვლილება, ხშირად მეტად სერიოზული დაავადების, კონკრეტული შინაგანი ორგანოს პათოლოგიის მანიშნებელია. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, წვრილმან სიმპტომებს და დროულად დაეხმაროთ ორგანიზმს, როცა ის შველას გთხოვთ.

დახეთქილი ტუჩები. თუ ტუჩებზე და პირის კუთხეებთან არსებულ ნახეთქებთან ერთად ადამიანს კუნთების სისუსტე, გაძლიერებული თმის ცვენა და ყურადღების შესუსტება აღენიშნება, ეს ორგანიზმში B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) უკმარისობის სერიოზული ნიშანია. დარღვეულ ბალანსს სწრაფად აღადგენს რძის პროდუქტები, კვერცხი, მიწის თხილი, ატამი, მსხალი, პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო.

თეთრი ნადები ენაზე. ეს სიმპტომი მისი თანამგზავრია, ვინც ქრონიკულად გაცივებულია ან შიმშილობს. თუ თეთრი ფერის შემომგარსველ ნადებთან ერთად აშკარად იკვეთება ენის კიდეების სიწითლე, საეჭვოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება).

პირის ღრუს სიმშრალე. სტრესსა და შფოთვაზე ნორმალური საპასუხო რეაქციაა. თუმცა, თუ ეს სიმპტომი დიდხანს გრძელდება და გაღიზიანებადობაც ახლავს­ თან, B3 ვიტამინის (ნიკოტინის მჟავას) დეფიციტზე მიანიშნებს. ეს ვიტამინი უხვადაა ფრინველისა და საქონლის ხორცში, ნიგოზსა და ხორბლის ღივში. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირის სიმშრალეს ხშირად იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ანთება. გარდა ამისა, ის შაქრიანი დიაბეტის გამოვლინების ადრეული ნიშანია.

კანის აქერცვლა. ხშირად ვითარდება­ A და B2 ვიტამინების ნაკლებობისას. ასეთ შემთხვევაში სრულფასოვან საკვებს უმალ მოჰყავს კანი ნორმაში. თუ კანის აქერცვლას ძლიერი ქავილი ახლავს­ თან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სავარაუდოა კანის სოკოვანი ინფექცია.

მოლურჯო ლაქები კანზე. თუ ასეთი ლაქები კანზე მსუბუქი ზეწოლის შემთხვევაშიც კი ჩნდება, საეჭვოა ღვიძლის ფუნქციური დარღვევა ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა.

 

 

ნანახია - 291

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80