„თბილისის ცენტრი არაბ შეიხს რომ აეშენებინა, დაკმაყოფილდებოდა ჩვენი პატივმოყვარეობა“?
პოლიტიკა

„თბილისის ცენტრი არაბ შეიხს რომ აეშენებინა, დაკმაყოფილდებოდა ჩვენი პატივმოყვარეობა“?

„თბილისის ცენტრი არაბ შეიხს რომ აეშენებინა, დაკმაყოფილდებოდა ჩვენი პატივმოყვარეობა“?
ლალი ზირაქიშვილი

2017-10-11 11:30:41

თბილისის საკრებულო შენობასთან ოპოზიციამ ოქროყანას დასახლებაში 4 433 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაცია, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები გააპროტესტა და არც თუ მთლად მშვიდობიანი ფორმით - იყო ხმაური, მუშტი-კრივი, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, აქტივისტების დაკავება.

განცხადებების მიხედვით, ძნელი გასარკვევია, რას აპროტესტებს ოპოზიცია - იმას, რომ რაღაც შენდება, თუ იმას, რომ მას აშენებს ბიძინა ივანიშვილის კომპანია - საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენების შეფასება ექსპერტ, ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.

ვაჟა ბერიძე: სერიოზული თემაა, ამბობენ, რომ თბილისის ლანდშაფტს ცვლის, ისევე, როგორც მთაწმინდა რომ არ გაემწვანებინათ, დღეს ისეთივე ხრიოკი, კლდოვანი და მიუდგომელი იქნებოდა, როგორიც იყო მეფის რუსეთის, შემდეგ კი - საბჭოთა პერიოდში.

მე როგორც მოქალაქეს, დისკომფორტს მიქმნის არა გამწვანებული მთაწმინდა, არამედ აღმოსავლეთის მხრიდან ხრიოკი მთები, რომელიც ვერ ვიტყვი, რომ მიმზიდველობას მატებს დედაქალაქს. თუ იქაც მოეწყობა გამწვანება, ნარიყალას ნამდვილად არ დაჩრდილავს.

პროექტი არ აზიანებს ისტორიულ ლადშაფტს და უფრო მიმზიდველს გახდის ძველ თბილისს, განსაკუთრებით სოლოლაკს, სადაც უამრავი უნიკალური შენობაა, რომელსაც სასწრაფოდ, ყურაღება სჭირდება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, არ შევეწინააღმდეგებოდი „პანორამა - თბილისის“ პროექტს, ისე, როგორც მთლიანობაში, იმ ობიექტების მშენებლობას, რასაც ეს პროექტი მოიცავს - როგორიცაა მაგალითად, ცეკავშირის ყოფილი შენობის ნაცვლად სასტუმროს აგება.

ამ ობიექტებს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მათ შორის, პარკინგები. ვის საკუთრებაში იქნება ის 2000 კვადრატული მეტრი, რომელიც პუშკინის სკვერის ნაწილია, ჩემთვის არსებითი არ არის - მთავარია, რომ ქალაქს შეემატება პარკინგი. კონკრეტულად რა ადგილას უნდა აშენდეს, ეს უკვე არქიტექტორების და დიზაინერების სამსჯელო თემაა და არა, ჩვეულებრივი მოქალაქეეების, რომლებსაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ.

თან თუ საუბარია იმაზე, რომ 2000 კვადრატული მეტრი მიწა ქალაქის ცენტრტში ღირს 2,5 მილიონი დოლარი, ხოლო ინვესტიცია სულ 1 მილიონი იდება ამ პარკინგის ასაშენებლად, მაშინ წინააღმდეგობა იქმნება და თითქოს, წაგებული რჩება ქალაქი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ აშენებული სასტუმრო არის „პანორამა-თბილისის“ პროექტის ნაწილი, რომელიც 680- მილიონდოლარიან ინვესტიციას გულისხმობს დედაქალაქში, მაშინ გამოდის, რომ 1 ლარად გასხვისებული მიწა არის არა ნაჩუქარი, არამედ ძალიან დიდი ინფრასტუქტურის ნაწილი, რომელიც ქალაქის იერსახესაც გააუმჯობესებს და ბევრ ადამიანსაც დაასაქმებს.

გამოდის, რომ ასე ცალმხრივად მსჯელობაც არ არის სწორი, მაგრამ რა ქნას მოქალაქემ, რომელმაც არ იცის ვის დაუჯეროს - როდესაც მას ეუბნებიან, რომ ეს ვერაგი ბიძინა მიწას გვართმევს და ობიექტებს აშენებს - სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილები ამას აპროტესტებენ.

ასეთი პროექტი ქალაქის ცენტრში რომელიმე არაბ შეიხს რომ განეხორციელებინა, ეს უფრო დაგვამშვიდებდა და ჩვენს პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებდა?!

ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ნაშოვნი ფული საქართველოში კი არა, მალდივის კუნძულზე რომ დაეხარჯა უფრო კარგი იქნებოდა? თუმცა არც არაბული ინვესტიციების წინააღმდეგი არ ვარ და სულ არ მაწუხებს, რომ სასტუმრო „მეტეხი“ არაბი შეიხის საკუთრებაა.

თუ, ყოფილი პრემიერი და დღევანდელი საქართველოს არაფორმალური მმართველი თბილისის ცენტრში რამეს აშენებს რატომ არის ეს აღმაშფოთებელი?

თუმცა ამ სიტუაციას აქვს ახსნა - თვით „რუსთავი 2- ის“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვის მიხედვით, მმართველი პატიის კანდიდატს თბილისის მერის თანამდებობაზე აქვს უფრო მეტი პროცენტი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს ერთად აღებულს. აქედან გამომდინარე, მათი შანსები არასერიოზულია მერის პოსტზე და ბუნებრივია, მარტივი ტაქტიკური ხერხებით ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია ნებისმიერი მოტივით, მოაწყონ არა საპროტესტო აქცია, როგორსაც აწყობს იგივე, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც შეკრიბა ხალხი, გაიარა რუსთაველზე, სადაც მათი წარმომადგენლები შიმშილობენ და დაიშალა ყოველგვარი დებოშის და ჯაჯგურის გარეშე.

გასაგებია, რასაც ცდილობსნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ როგორ ავხსნათ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, სხდომა დახუროს მაშინ, როდესაც ასეთი სენსიტიური სიტუაციაა შექმნილი?

- როდესაც ჯაჯგურია, იქ დეპუტატების უფლებებიც ილახება, რომ დაესწრნენ საკრებულოს სხდომას. მაგრამ დეპუტატების უფლებაა დაესწრონ სხდომას და არა დებოშის მონაწილეებმა შეყარონ და შეიტანონ საკრებულოს შენობაში. ასეთი რამ ამ ქვეყანას არ წაადგება.

როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში იყო ჯერ კიდევ ბიძინას მოსვლამდე მათ ლიდერად, ფოთოლი არ ვარდებოდა რუსთაველზე და არც ჯაჯგური ყოფილა, თუმცა ერთი პერიოდი, გალიებიც კი დაიდგა. ასე რომ, სხვა ცივილიზებული მეთოდებიც არსებობს, რომ გაპროტესტონ, მაგრამ საკრებულოს სხდომის ჩაშლა დაუშვებელია.

ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები, ნებისმიერი მეთოდით და საშუალებით, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ამ აქციაზე - „ევროპული საქართველოგაემიჯნანაციონალურ მოძრაობასდა როგორც მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ისინი მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ. ეს თუ არის არგუმენტი იმისათვის, რომ დავიჯეროთ, ამ ორი პარტიის ღირებულებები ერთმანეთისაგან განსხვავებულია დანაციონალური მოძრაობარამდენიმე პარტიად სხვა, ტაქტიკური მოსაზრებით არ გაყოფილა?

- რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ იმ ცხრაწლიანი მმართველობის მემკვიდრეობით მთავარი ოპოზიციური ძალის როლის შესრულება, მით უმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნება იყო პრაქტიკულად, შეუძლებელი. ეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმაც გააცნობიერეს და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა ყოფილიყო მათ მიერ მხარდაჭერილი და ასევე, მათ მიერ გამოზრდილ-დაპურებული პროდასავლური ძალა. ამან წაახალისა ეს პროცესი და „ნაციონალური მოძრაობისგან“ რამდენიმე პარტია წარმოიქმნა.

მაგრამ მე როგორც ერთი, უბრალო მოქალაქე, უფლებას ვიტოვებ, ვთქვა, რომ მათი ეს გაყრა ფორმალურიც არის და არაფორმალურიც. ფორმალურია იმდენად, რამდენადაც სტრუქტურულად სხვადასხვა ძალები ჩამოყალიბდა, რომელთა შორის ბევრი ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში მათი ისევ გაერთიანება გამორიცხული სულაც არ არის. უფრო მეტიც - მოსალოდნელია, რომ კვლავ გაერთიანდებიან.

თუმცა ისიც უნდა დავინახოთ , რომ ეს ნაციონალური პარტიები ორ ორბიტაზე არიან კონცენტრირებული, - ერთია სააკაშვილის პოლუსი, რომელიც ახლა უფრო მაღალი ფსონითაა დაკავებული და უკრაინაში ქმნის ოპოზიციურ მოძრაობას - თან აქაც ალაგებს სიტუაციას და ისეთ სერიოზულ მებრძოლებთან, როგორიც არიან ნიკა გვარამია და მისთანანი, შეიმუშავებს საარჩევნო კამპანიის ტაქტიკას;

მეორე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლუსი - რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაემიჯნა პოლიტიკას და რეალურადაც ასეა - უკვე აღარ კონტაქტობს სამუშაო რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავბმჯდომარესთან და ა.შ. მიუხედავად ამისა, არსებობს ივანიშვილის პოლუსი, ანუ მის მიერ ხელდასმული მმართველი ძალა და პოლიტიკური სპექტრიდან გადაბირებული პოლიტიკური წარმონაქმნების ნაწილი. ამიტომ, თავისუფლების მოედანზე ვინ ცოტა დელიკატურად მოიქცევა და ვინ - პირიქით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავრი ის არის, რომ თუ არ მოხდა რაიმე სერიოზული დესტაბილიზაციის მცდელობები და მთავრობას თუ არ დააშვებინეს უხეში შეცდომები, როგორიცაა მომიტინგეების ცემა, დასისხლიანება დაჭერა და ა.შ. ანუ, თუ რაიმე სტრესული არ მოხდა მოსახლეობის ცნობიერებაში, ეს არჩევნებიც ფორმალურ ხასიათს მიიღებს და მმართველი ძალის მერობის კანდიდატმა შესაძლოა, პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

ამიტომ არის აბსოლუტურად გასაგები, როდესაც ამ მიწებთან და „პანორამა-თბილისთან“ დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟი შეიქმნა, რომელიც, რატომღაც, ყველას არჩევნების წინ გაახსენდა.

ექსცესებს ველოდი და უახლოეს 10 დღეში უფრო მეტსაც ველი, რადგან სხვა შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისთვის. ასეთ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისთანანი თავიანთ ნამდვილ სახეს და ძალას აჩვენებენ, უფრო მეტი შანსი შეიძლება მიეცეთ ამ ორი პულისის გარეშე მდგომ ძალებს, ისეთებს, როგორიც არიან, „პარტიოთტა ალიანსი“, „ლეიბორისტები“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ - იქნებ, უფრო მეტი მომხრეები შეიძინონ და უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტოს საარჩევნო ყუთებთან მისვლა - ამომრჩევლის მობილიზების თემა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის.

ნანახია - 2200

მეგრელი

2017-10-11 13:26:07

ვაჟა ბერიძე
-------------

Respect



cugo

2017-10-11 13:53:29

ნაციონალების ორი ღირშესანიშნავი ფოტო შემორჩება ისტორიას.ერთი ნაცხელიცუფლების პრეზიდენტი გორში ცხვირით რომ ხნავს მიწას,მეორე-ნაცზონდერი პარლამენტარი,ბეკეკა თინათინ ბოკუჩავა რომ ცდილობს პოლიციელების მიერ დადგმული რკინის ჯებირის გადალახვას.ეს ორი ფოტო ნათლად აჩვენებს თუ რას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა.

papa

2017-10-11 19:43:02

არაბმა შეიხმა.... თანაც აუცილებლად ნაცი უნდა ჩაუჯდეს წილში.....

asdf961

2017-10-11 21:57:42


მადლობა ვაჟა ბერიძეს სტატიისთვის.

antoni

2017-10-14 13:10:31

ხომ თქვა პირდაპირ ეთერში იმ თვალებგადმოკარკლულმა მეცოცხე ქალმა (გვარს ვერ ვიხსენებ, ან რად მინდა) სხვას რომ ექნა პრეტენზია არ გვექნებოდა, მაგრამ ივანიშვილის სახელი რომ ფიგურურებს თაბორის მთისა და თავისუფლებაზე იმ 1900 კვ.მ მიწის საქმეში, იმიტომ ვკივივართო; ე.ი. ხელისუფლებიდან გაპანჩურებას და ბიუჯეტიდან სახრავის დაკარგვას ვერ პატიობენ გამპანჩურებელს :-)
განსაკუთრებული იყო ის სცენა, როცა კაბააფრიალებული ბოკუჩავა მეცოცხე კაცებს რომ მოახტა მხრებზე და ლანძღვა-გინებით საკრებულოსკენ მიაგელვებდა მათ - ზოგი ამბობს ბოკუჩავას ჭრელი ტრუსი ეცვაო, ზოგმა შავიო, ზოგმა ისიც თქვა, ტრუსი საერთოდ არ ეცვა და შავ ტრუსად რაც მოგეჩვენათ, ის ბოქვენის ხუჭუჭა იყოო

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80