საბა მტბევარის ფენომენი
ბლოგი

საბა მტბევარის ფენომენი

საბა მტბევარის ფენომენი
ვაჟა შუბითიძე

2017-10-14 21:35:58

დიდი ქართველი პატრიოტების პლეადას სამართლიანად ამშვენებს XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი საბა მტბევარი. მას მოღვაწეობა მოუხდა ურთულეს და უმძიმეს ვითარებაში - ეს არის ბაგრატ მეოთხის (1027-1072) მეფობის პერიოდი, როცა ერთად მოზღვავდა გარეული და შინაური მტერი და ქვეყანას ყოფნა-არყოფნის საფრთხე დაემუქრა.

გიორგი I (1014-1027) მიერ დაწყებული ომი ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-თან (976-1025) ბასიანს გადაღმა მდებარე ტერიტორების დასაბრუნებლად მარცხით დასრულდა. გიორგი I სრულად ახალგაზრდა გადაიცვალა და ტახტზე 9 წლის ბაგრატი ავიდა, რომელსაც რეგენტად დედამისი მარიამი (სომეხთა მეფის სენაქერიმის ასული) ჰყავდა.

მეფის უსუსურობით სარგებლობდნენ შინაური და გარეული მტრები და ქვეყანა დღითი-დღე სუსტდებოდა. ჯერ ლიპარიტ ბაღვაში გადაუდგა მეფეს (თუმცა თავიდან ეს განაპირობა ბაგრატის მიერ დაშვებულმა შეცდომამ მის მიმართ), მერე ტაო-კლარჯეთის აზნაურებმა დაიწყეს მასიურად გადასვლა ბიზანტიის იმპერატორის მხარეს- მას აძლევდნენ ერთგულების ფიცს და აღიარებდნენ თავის სუვერენად.

„ერთმორწმუნე“ ბიზანტია (დღევანდელი „ერთმორწმუნე“ რუსეთივით) ყველანაირად უწყობდა ხელს ამ პროცესებს და ცდილობდა საქართველოს დასუსტებას და დაქუცმაცებას და ეს გრძელდებოდა თურქ-სელჩუკების გამოჩენამდე, რომელებმაც ხერხემალში გადატეხეს ბიზანტიის იმპერია. უმძიმესი პროცესები მიდიოდა თავად ქართულ ეკლესიაშიც, რაზედაც ცოტა მოგვიანებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დაწერს, რომ „წმინდანი ეკლესიანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყო“-ო (ანუ ავაზაკთა ბუდედ იყოო ქცეული).

ეკლესიაში არსებული ვითარებით ხელს ითბობდნენ მეფეებიც კი და საეკლესიო თანამდებობებს ჰყიდნენ, თავად მღვდელმთავარნი კი არღვევდნენ ქრისტეს მცნებებს და სიბილწეში იმყოფებოდნენ ( რაც მოგვიანებით, 1060-იან წლებში მკაცრად ამხილა და დაგმო გიორგი მთამწმინდელმა, თუმცა უშედეგოდ).

სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი საბა მტბევარი, რომელიც არა მარტო სიტყვის და დარწმუნების ძალით, არამედ ხმლითაც დადგა ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე (ცნობილია, რომ ასევე ბრძოლის ველზე, მარაბდაში დაიღუპნენ ეპისკოპოსები რუსთაველი და ხარჭაშნელი 1625 წელს).


სწორედ მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთის აზნაურები გადადიოდნენ ბიზანტიის იმპერატორის მხარეს, „მატიანე ქართლისაი“-ს ანონიმი ავტორის ცნობით, „საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან,... ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა მავშეთისა, ქმნა დიდი ერთგულობა ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა“.

ფეოდალურ ეპოქაში ციხესიმაგრე, უპირველასად, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ძალაუფლების კონცეტრაციის ადგილი იყო და აქედან გარკვეულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური, სასამართლო თუ სამხედრო ხელისუფლება. ნიკო ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, ციხე ტერიტორიის მართვის საშუალება იყო. თუ დავაკვირდებით საბა მტბევარის ქმედებას, მან შავშეთში ციხის აგებით სწორედ მართვის მექანიზმი შექმნა (მმართველობის დეფიციტის ან ფაქტიურად არარსებობის ვითარებასა და ქაოსში) და უმთავრესად ადმინისტრირებით შეინარჩუნა ის სამეფო დომენის შემადგენლობაში. საბა ეპისკოპოსი ამით ავსებს სახელისუფლო დეფიციტს, რომელიც შავშეთში იყო წარმოქმნილი და როგორც სამეფო დომენის წარმომადგენელი იწყებს რეგიონის მართვას და შემომტკიცებას, რითაც არ აძლვს საშუალებას აქ მცხოვრებ საშუალო და წვრილ მიწათმფლობელებს, ეძებონ ახალი პატრონი ბიზანტიის სახით (სოსო მარგიშვილი). ასე შეუნარჩუნა ამ დიდმა საეკლესიო მოღვაწემ ეს უმნიშნელოვანესი რეგიონი საქართველოს სამეფოს.

საბა მტბევარმა- ამ სამაგალითო ქართველმა, ჯვრითა და ხმლით მებრძოლმა ეპისკოპოსმა შექმნა ერთგვარი ფენომენი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი საეკლესიო მოღვაწე განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე უჭირს სულიერად და ფიზიკურად ქვეყანას, როცა მძლავრობს უზნეობა მთელ ერში და უმძიმესი პრობლემებია დასაძლევი ეკლესიაში.

სწორედ ასეთ ეპისკოპოსებს და მღვდლებს წაყვება ერი მომავალში.

 

ნანახია - 1101

papa

2017-10-14 23:29:56

შეიძლება ვცდები მაგრამ .......ეს ბანააა
მე ესეთი კადრი არ მინახია..... მაგრამ ეს........................ბანააა
და თუ მართალი ვარ........ მწყინს
იმიტომ რომ................................................. იმიტომ!!!!!!
აუუუუუუუუუუუუ......ხალხნოოოო........
გული სკდება.....სკდება....
არტანუჯი, შავშეთი,ტაო კლარჯეთი......
უფრო დიდი საქართველო იქააააა, იქ!!!
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რომ იქ ვხვდები ხოლმე(მივდივარ ხოლმე) ..ერთდროულად ამაყიც და .......... დათგრუნული ვბრუნდები ხოლმე...
ძნელია..... ძნელი!!!!.....
ისტორია ხალხნოოოოოოოოო ....... ერისთვის ფესვებია, ფესვები!!!
როგორც ხეს აააქვს დიდი ფესვები და უნდათ რომ წაააქციონ, უნდა მოგლიჯონ და ვერ აქცევენ ხოლმე...ესეა ერისთვის ისტორია... ფესვები. ასე რომ ესენი ფეხებს მოგვჭამენ, ფეხებს.... ვერ ამოგვძირკვავენ......ფესვები ძალიან ღრმადა გვაქვს გადგმული.
აი ცოტანი ვართ.... აი გადავშენდებით.... აი ისე .... აი ასე ...
ფეხები არ მოგვჭამონ, ფეხები!!!!!!!!
განა იმიტომ მოვედით დღემდე რომ, ამ 21--ე საუკუნეში გადავშენდეეეთ?????
მარტო მე რაც მე ვიცი 30 საუკუნე ფეხები ვერ მოგვჭამეს და ეხლააააა???
(მეგრელიიი ..მეტს გეთყვით............დამკაში გავა!)

papa

2017-10-14 23:51:24

არ მინდოდა მეთქვა(თავს ვიკავებდი ძალიან) მაგრამ.....გული ვერ ითმენს...ვერა...
როგორც დღვანდელ დღეს მარიტა წავიდა ამ ქვეყნიდან(ბოდიში და... მივიწყებული) ისე ვართ დღევანდელ დღეს საქართველო ისტორიიისთვის.
განა შეიძლებოდაააა. საქართველოს განსახიერება.... ესე.... ტკივილით წასულიყო ამ ქვეყნიდააან???



სერაპინა

აი ესაააა დღევანდელი საქართველო ............სამწუხაროდ

ფხიზელი

2017-10-15 00:17:47

"უმძიმესი პროცესები მიდიოდა თავად ქართულ ეკლესიაშიც, რაზედაც ცოტა მოგვიანებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დაწერს, რომ „წმინდანი ეკლესიანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყო“-ო (ანუ ავაზაკთა ბუდედ იყოო ქცეული).

ეკლესიაში არსებული ვითარებით ხელს ითბობდნენ მეფეებიც კი და საეკლესიო თანამდებობებს ჰყიდნენ, თავად მღვდელმთავარნი კი არღვევდნენ ქრისტეს მცნებებს და სიბილწეში იმყოფებოდნენ"
________________________

ხომ არ გეცნობათ ვითარება?

Maverick

2017-10-15 00:32:58

ისტორია გზამკვლევია მომავლის, მჯერა და მწამს "კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი /გორგასალ, დავით, თამარისანი/, ისე არ ამოწყდებიან ჯავრი არ სჭამონ მტრისანი!..."

serapina

2017-10-15 14:51:24

დღეს, ერთი პატიოსანი, კეთილსინდისიერი ხუმარა ქუთაისელი მწერს:

"ფული არ მაქ წასასვლელი,თუ არა წევიდოდი თბილისში.
ქოციონალებმა, ნაციონალები გამეიყვანეს ქუჩაში,ბიძინას შესაშინებლად. მეტი გადაგვიხადოს იქნებაო.
მე კიდევ, რიკოთამდე მევიფიქრებდი, რომელ მხარეს მეტს გადამიხდიდენ.ქვეყანა მაინც არ გვაქ და ვიცირკავოთ,აბა რა ვქნათ?!
ისე, შენ მართლა გჯერა ბიძინამ არ იცის რა ხდება?"

ზუსტად, უცვლელად ასე დაწერა.
მე,რა მჯერა და რა არა, ვის აინტერესებს?!

arichopra 2

2017-10-15 19:23:20

თქვენი ნამბავი რომ ვიცი ქალბატონო, გზის ფული, საჭმელ - სამელის ფული, ღამის გასათევის ფული... მოკლედ ყველა სამივლინობო ხარჯი, რახანია გადარიცხული გექნებათ თქვენი ხუმარა ქუთაისელი მეგობრისათვის!

DDDzia

2017-10-15 19:36:47

მიხეილ ჯავახიშვილი “განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?”

https://burusi.wordpress.com/2015/11/20/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90/

arichopra 2

2017-10-15 19:50:36

ახ DDDzia2017 მაგარი იყო! ყოველ დღე დილის ლოცვის მაგივრად ყველა ღვთისმსახურმა ეს დალოცვილი უნდა წაიკითხოს, სავალდებულოდ!

arichopra 2

2017-10-15 19:54:53

ბოლო წინადადებაში არ ვეთანხმები, მაგრამ არც ვეწინააღმდეგები!

serapina

2017-10-15 20:40:25

arichopra2
შეეშვი ჩემი ფულის დათვლას...
ფულს,მე შვილებს არ ვაძლევ ზეპირად. ... და გაბედოს ვინმემ, ხურდა ზუსტად არ ჩამაბაროს!

მე რაც მაქვს, შრომის შედეგად.
ტყუილად, ცხოვრებაში,ერთი ევრო არ მოუცია არავის ზედმეტი. არც მე ვაჩუქებ არავის, სანამ ბიძინასავით არ გავმდიდრდები... დამელოდე მანამდე!


arichopra 2

2017-10-15 21:18:08

ეს ყველაფერი შენს ერთ მკვახე რეპლიკას მოჰყვა, როცა როყიოდ გამოაცხადე, მე ვიცი როგორ უნდა ფულის შოვნაო! ეს ისე თქვი, წამოისროლე, მაგრამ იცი ალბათ, როგორც ნასროლ ტყვიას ვერ დააბრუნებ, ისე ნათქვამ სიტყვას! ამის მერე მოგიწევს ამ თემაზე ნამიოკების ატანა! ))პირდაპირ თქვენს სახელს არ ვახსენებ, ნუ ღიზიანდები! )) ისე, სოლომონ ისაკიჩი ხომ არა ხარ, ყველა კაპიკს რომ ითვლი და შვილებსაც კი არ აძლევ?! )))

serapina

2017-10-15 21:37:24

მაშინ მთქმელის და გამგონის ამბავია და ამაზე კამათი...ერთი იგავ-არაკივითაა...
მე არსად მითქვამს, მე ვიცი ფულის შოვნათქო, იმ გაგებით რომ ბევრი ვიშოვე...
ეგ რომ ვიცოდე, მთელი ცხოვრება ხელფასზე არ ვიქნები დამოკიდებული...
და გარდა მაგისა, თქვენ თუ აყრიდით შვილებს ფულს თავზე, შესაბამისად დაგიფასებენ... არც ესაა ჩემი საქმე, ისე როგორც ის, თუ როგორ ვზრდი შვილებს მე...

ფულის შოვნა როგორაა მაგალითად ევროპაში, ან საქართველოში დიახ ვიცი, რაც არ ნიშნავს,რომ მე ასე ვშოულობ.

...და საერთოდ,ჩემი ნათქვამი თუ არ მოგეწონოთ, ნუ წაიკითხავთ...
რა ნამიოკები გინდა, ამ ხნის ადამიანს, შევარდნაძიდან ივანიშვილამდე რა მოხდა... იმის შუაში, ჯაბას ვაჟკაცობის მეტი არაფერი შეგიმჩნევია და...

ღმერთმანი, არც სერიოზულად, არც ხუმრობითაც, არ ვთვლი საჭიროდ, თქვენთან საუბარს.
თქვენი, თქვენი გაიგეთ..
მე, ჩემსას გავიგებ.
აქ წერაში,მე არაფერს მიხდიან.
თქვენ თუ გადაგიხადონ, ღმერთმა სასიკეთოდ მოგახმაროთ!

arichopra 2

2017-10-15 21:43:25

ზოგი რავა სულ გადახდაზე არის გამაცადინებული?! ))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80