ჩოყლაყის ფენომენი
ბლოგი

ჩოყლაყის ფენომენი

ჩოყლაყის ფენომენი
დავით ზარდიაშვილი

2017-10-16 21:30:39

სააკაშვილი დეპერსონალიზებულია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მეტსახელად ჩოყლაყი შეარქვეს. იგი მხოლოდ კონკრეტული გვარისა და სახელის მქონე პიროვნებად, რომელსაც რაღაც გარკვეული  ადამიანური ისტორია - წარსული, აწმყო და მომავალი აქვს,  ვერ აღიქმება, არამედ უდავოდ არის ფენომენი. ამ ფენომენსალბათ “პოსტ-საბჭოური დაცენტრილობის პარანოიდალური განყენებულობა“ უნდა ვუწოდოთ.

ეს ფენომენი გამორჩეულად პოსტ-საბჭოურია. არსად, სადაც ვითარება მეტ-ნაკლებად დალაგებულია და პოსტ-საბჭოურად „აჭრილი“ არ არის, თანაც ამ „აჭრილობას“ საბჭოური, ე.ი. ზე-ცენტრალიზებული ტოტალიტარიზმის პრეისტორია არა აქვს, ასეთ ფენომენალურ მოვლენას ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს; სწორედ პოსტ-საბჭოური გაუგებრობის, როცა  ცენტრალიზმისა და „ცენტრების“საყოველთაო ნგრევის პირობებშიყველაფერი ერთმანეთშია აზელილ-დაზელილი, მყარი ადგილი და მკაფიო საზღვრები აღარაფერს აქვს, როგორც უადგილობისა  და უნიადაგობის  ერთგვარი კვიტესენცია,  წარმოიშვა ეს ფენომენი.

ბუნებრივია, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან პიროვნების ასეთი  ფენომენალური მდგომარეობა სრულიად შეუთავსებელია; სააკშვილი ისედაც, როგორც გარკვეული ფსიქოტიპი, მიდრეკილი გახლდათ ფსიქიკური აშლილობისკენ და არ არის გასაკვირი, რომ მისი ექსცენტრულობა გარკვეულ დროსადა ვითარებაში ჩოყლაყურ პარანოიად - დაცენტრილობად ჩამოყალიბდა;  დაცენტრილობად იმიტომ და იმდენად, რამდენადაც ჩოყლაყს დაკარგული აქვს სამყაროში ადგილის ყოველგვარი განცდა და გრძნობა, სადაც ფიზიკურად არის ან ფიზიკურად არც არის, მაგრამ თუნდაც წარმოსახვაში უკავშირდება, აუცილებლად კოორდინატთა სათავედ, ათვლის წერტილად - ადამიანების, საგნების, მოვლენების, მეტიც - მთლიანად სამყაროს ცენტრადაცდა ერთადერთ განზომილებადაც წარმოუდგენია თავი.

ასეთი პარანოიდალურადეგოცენტრული აღქმა, ბუნებრივია, ნებისმიერი რეალობისგან განყენებულია და უარესიც: თავად რეალობას ანგრევს. იგი იმთავითვე დამამხობელივნებით არის შეპყრობილი ნებისმიერი საგნის, მოვლენისა თუ რა გინდ არსის, მიმართ, რაც სივრცის ასეთ ეგოცენტრულ, უფრო სწორად - დაცენტრულ კონსტრუირებაში ხელს უშლის. სწორედ ამიტომაც არ ცნობს იგი არავითარ საზღვრებს. სწორედ ამიტომაც ძირს უთხრის ის ყველას (დაწყებული იგივე შევარდნაძისგან, ან თუნდაც ჟვანიასგან, დამთავრებული უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტით), ვისაც თუნდაც მხოლოდ ფორმალურად უკავიარაიმე ცენტრალური ადგილი; სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა თბილისის ცენტრში  პარლამენტის შენობის დანგრევადა ამ ცენტრალური პოლიტიკური დაწესებულებისათვის ქუთაისის ყველაზე უდაბურ მიდამოში ადგილის მიჩენა. რასაკვირველია, ეს პარანოიდალური ახირება „დეცენტრალიზაციასთან“ არაფერ კავშირში არ იყო და მხოლოდ პარანოიდალური დაცენტრილობის სინდრომს გამოხატავდა, ისევე, როგორც არქიტექტურით მისი გატაცება და ამ მიმართულებით მისი „შემოქმედებითი“ ვნებანიც - სივრცის დეკონსტრუქციისა და  საკუთრივ მისი პერსონალური დაცენტრილობის თვალსაჩინოებაა.

რასაკვირველია, ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ეს პარანოიდალური დაცენტრილობა, არა ყოველთვის და ყველგან, არამედ სწორედაც მხოლოდ პოსტ-საბჭოურად „აჭრილ“, ზღვრულ ვითარებებში, უდავოდ მრისხანე იარაღია; როცა სიტუაცია ზღვარზეა, ჩოყლაყის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, წარმატებულობისა და პოპულარობის საიდუმლო ის გახლავთ, რომ მაგნიტივით იზიდავს ყველას, ვისაც ძალაუფლების ჟინი ამოძრავებს, იგი ძალაუფლებისათვის მებრძოლი ყველა აქტივისტის ქარიზმაა  და არც თუ იშვიათად,  საკუთარი თავის გარშემო ყველასა და ყოველივეს მობილიზებულ დაცენტვრასაც აღწევს.

მან მოახერხა და ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული - მართლაც დაცენტრა საქართველო. მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება. იგი საბოლოოდ საკუთარ ხალხს დაერია, რადგან დემოკრატიისას სწორედ ხალხია ცენტრალური სუბიექტი, ხოლო დაცენტრილი ჩოყლაყისათვის კი ნებისმიერი რამ, რაც ცენტრშია, გარდა საკუთარი თავისა - სამიზნეა და უნდა განადგურდეს. ლუი მეთოთხმეტე ამბობდა - „სახელმწიფო - ეს მე ვარო!“, ჩოყლაყის დაცენტრილი აბსოლუტიზმი უფრო შორს წავიდა და მისი „დემოკრატიული დაცენტრილობა“გაცილებით უარესი და საშიშიაა,რადგან მას დემოკრატია გულრწფელადაც ასე ესმის და გამოხატავს კიდეც: „ხალხი - ეს მე ვარო!“

როგორც კი იგი დამარცხდა და ცენტრალური ადგილი დაკარგა, იმ წამსვე განაყენა თავი საქართველოსგან, მერე უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ბოლოს ისიც დაკარგა.  ბუნებრივია, იგი საქართველოდან დევნილი თუნდაც მხოლოდ ამიტომ არ არის, რომ იმთავითვე სამშობლოსგან თვით-განყენებულია. და ეს თვით-განყენებაც პასუხისმგებლობისგან გაქცევას იმდენად არ წარმოადგენს, რამდენადაც პარანოიდალური დაცენტრილობის სინდრომს. უკრაინა მისთვის ახალი პოლიტიკური ექსპანიის მორიგი სივრცეა. უკრაინაშიც იგივე პარანოიდალური ვნება ამოძრავებს  - ცენტრის დასაკავებლად ბრძოლის დაუცხრომელი ჟინი. მართალია, უკრაინაშიც ზღვრული, პოსტ-საბჭოური მდგომარეობაა, მაგრამ „ვარდების რევოლუციისგან“ განსხვავება ისაა, რომ პარანოიდალურ ავანტურიზმს წარმატების შანსი იქ თითქმის აღარა აქვს;

მაგრამ უშანსობაც კი  ჩოყლაყის, როგორც ფენომენის, „მარადიულ სტატუსს“ არ ცვლის:  მისთვისარც უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვას აქვს რაიმე მნიშვნელობა და არც რაიმე საზღვრის უკანონოდ დარღვევას. როგორც აღვნიშნეთ - ამ ფენომენისათვის საზღვარი,როგორც თავად ცნება,აბსოლუტურად უცხოა; არც საზღვარსა და არც მოქალაქეობას დაცენტრილობაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - იგი დარწმუნებულია, რომ ცენტრია ყველგან, სადაც არის და იქაც, სადაც არც არის; ცენტრია, სადაც ჯერ არს, რომ იყოს და იქაც, სადაც არ ეგების, რომ იყოს - მორჩა და გათავდა!

ბუნებრივია, ამგვარად დაცენტრილისათვის საერთოდ  უცხოა რაიმე პასუხისმგებლობის განცდა; იგი არც ღვთის, არც  სამართლის, არც სამშობლოს, თუ „მეორე (?!) სამშობლოს“, არც ვინმე ძეხორციელის ან რაიმე ინსტანციის, თვით საკუთარი თავის წინაშეც კი პასუხისმგებლობის განცდისგან, ე.ი. ყოველგვარი სინდისისგან  სრულიად თავისუფალია...

...ცხადია, სააკაშვილის საკითხი  პოლიტიკურ აქტუალობას სრული უპერსპექტივობის გამო მალე დაკარგავს, თუმცა ორი შეკითხვა - „რა ადგილი უნდა მიუჩინოთ მას?“ და „შესაძლოა თუ არა მისი გასამართლება?“, როგორც ჩანს,  კარგა ხანს კვლავაც აქტუალური იქნება.

მართლაც: რა ადგილი უნდა მიუჩინოთ ამ პიროვნებას და უნდა გასამართლდეს თუ არა იგი? დიახ, უსათუოდ უნდა გასამართლდეს, თუკი - საერთოდაც შერაცხადია! არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პიროვნება, შერაცხადი? ამ კითხვას მხოლოდ კვალიფიციურმა ფიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. ამ პასუხის შესაბამისად კი გადაწყდეს მისი განსჯადობის და გამომდინარე, ადგილსამყოფელის (ე.ი. ფსიქიატრიულ თუ პენიტენციალურ დაწესებულებაში) საკითხიც.

ხოლო რაც შეეხება ჩოყლაყს, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ფენომენს, ე.ი.  „პოსტ-საბჭოური დაცენტრილობის პარანოიდალურ განყენებულებას“ - ბუნებრივია,იგი სერიოზულ კვლევებსა და შეფასებებს იმსახურებს. და ეს სულაც არ არის სახუმარო ამბავი.

 

ნანახია - 1542

papa

2017-10-16 22:03:16

ზემლიაკ

ჩოყლაყი...... შენ ეგ სახელი მაგას ძველად შეარქვი.... ეხლა კიდევ დაცენტ/რილიო..
ნამეტნავად...ნამეტნავად გალსტუკზე მიდის ეგ ორივე სახელი
ხოოდა ბარემ დაქნეულიც მოუხდება...
ისე მაგას ფსიხბალნიცაც ვეღარ უშველის უკვე, ტყუილადა გაქვს მაგის იმედი
სუბარის საწყენად კი....ეგ დაჟე მატროსოვზეც არ მოხვდება...უფრო სწორად არ მოახვედრებენ

კ ა ხ ე ლ ი

2017-10-17 12:00:11

ზემლიაკ
პაპა, ეგ სახელი - ჩოყლაყი, პირველად ფრონსმა შეარქვა მაგას. ფრონსი - პრესა.გე-ს ძველი იუზერი იყო. მერე ეს სახელი ავიატცეთ და საქვეყნოდაც გაუვარდა. ძალიან მაგარი რამ იყო ჯერ პრესა.გე-ს და ბოლოს ფორ/ჯე-ს ფორუმი. თუ გახსოვს, ფორჯისტანივუწოდეთ ბოლოს ჩვენს საზოგადოებას. ვაშა ფორჯისტანს და ჩოყლაყის დედაც. ისედაც აღარ ყავს დედა მაგას. :)

natali

2017-10-17 13:32:22

ვიღაც ზაზას უხამსი კომენტარი წაგიშლიათ. ალაგ-ალაგ შეგძლებიათ თურმე:)

natali

2017-10-17 13:37:22

აი ამას ჰქვია შერჩევითი დემოკრატია.
აბა სულ კარგად იყავით!

natali

2017-10-17 13:52:59

http://for.ge/view.php?for_id=50803&cat=2

რაკი ამ დედაკაც ვერ აქრობთ, გყავდეთ და ამან აკომენტაროს!

papa

2017-10-17 14:02:30

ზემლიაკ

ფრონსი..ანუ ჯემოოო?
მე რატომღაც შენგან მახსოვდა..
რავი.... ფორჯისტანზე გეგმები ჩაიშალა. ძალიან ბევრი კარგი იუზერები წავიდნენ აქედან..და საერთოდ ეს საიტი მართლა ძალიან მაგარი იყო(მით უმეტეს იმ პერიოდში) ..იმათ ფონზე მე შკოლნიკი ვიყავი
...ეხლა კი...... უძაღლო ქვეყანაში კატებს... ..ჩემზეა ნათქვამი
იშვიათად რამე საინტერესო დისკუსია გაიმართოს--ღა. ძველები ალბათ ცალი თვალით გვიყურებენ. ერთი-ორჯერ ძველებიდან მხოლოდ ხალიბი დავინახე აქ, მაგრამ მერე ისიც დავკარგე (მგონი ჩემი ბრალია).ერთი ორჯერ პარტიზანივით შენც დაგინახე..
სამწუხაროდ ესააა სულ
ეხლა ეს საიტი ძლივსღა ფეთქავს... მხოლოდ ძველი დამსახურებისა და პატივისცემისა გამოღა ვარ აქ.

papa

2017-10-17 14:12:44

ნატალი

ჩიტს აფრენა უნდოდა და აქშას ელოდებოდაო
რადგან სხვანაირად არ გამოდის მასე იყოს..... თუ სოლოდარობააა, სოლოდარობა იყოს
დაჟე კომპიუტერუიდანაც კი ჩკას ვუზამ ამ საიტს...... მაგაზე გაწყენინეეებ?
ოღონდ როდის დავბრუნდები-რა ..ვერ გეტყ/ვი

აბა .. ჰე .. საიტის ადმინო..

ცუგო

2017-10-17 15:38:19

ადმინ.სწორია ეს ეხალხი, მაგრად ჩაიდჟვი...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80