„ბიუჯეტში რესურსია, რომ სამხარეო პროკურორმა 23- ჯერ აიღოს პრემია და პენსიისთვის არ არსებობს თანხა“?!
ეკონომიკა

„ბიუჯეტში რესურსია, რომ სამხარეო პროკურორმა 23- ჯერ აიღოს პრემია და პენსიისთვის არ არსებობს თანხა“?!

„ბიუჯეტში რესურსია, რომ სამხარეო პროკურორმა 23- ჯერ აიღოს პრემია და პენსიისთვის არ არსებობს თანხა“?!
მარიამ თოდაძე

2017-11-04 12:00:41

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინეს, დიდი ხმაური გამოიწვია.

მანამდე ცვლილებები, რომელიც საკომიტეტო მოსმენების შემდეგ შევიდა კანონპროექტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, შენიშვნების ნაწილი, რომელიც დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, გათვალისწინებულია.

პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 95 მლნ ლარით გაიზრდება.

კაკაურიძემ ფინანსური და არაფინანსური აქტივების მაჩვენებლები და საშინაო და საგარეო ვალის მომსახურებაზე მიმართულ ფინანსურ ოდენობებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადრება იმ სამინისტროების ასიგნებებზე გაამახვილა, რომელთა დაფინანსებაც წინა პროექტთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ, საუბარია განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებზე, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 3-3 მლნ ლარი გამოეყოფათ.

14.5 მლნ ლარით იზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო სოფლის მეურნეობის უწყებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყოფა.

საკომიტეტო მოსმენების პერიოდში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად, დაფინანსება საგარეო სააქმეთა სამინისტროს (4 მლნ. ლარი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც (1 მლნ. ლარი) გაეზრდება.

პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ძირითადი ფინანსური დოკუმენტი კვლავ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდება და 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.

საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნული პროექტითაც და გათვალისწინებული შენიშვნებითაც კვლავ უკმაყოფილოა. „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პენსიის გაზრდა არის მთავრობის ნება და ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია.

„ევროპული საქართველო“ რომელიც ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, თვლის, რომ ეს ბიუჯეტი სოფლის მოსახლეობასაც არ ეხმარება, რადგან არ არის გათვალისწინებული ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული გადასახადების კლება... როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი, რომ კახეთის სამხარეო პროკურორმა წლის განმავლობაში 23- ჯერ აიღოს პრემია და ამის ფონზე არ არსებობს თანხა იმისთვის, რომ გაიზარდოს პენსია. მთავრობას არ აწუხებს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენა და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი კი დაინტერესდა, სად იყო პრემიერ-მინისტრი და რატომ მან არ წარმოადგინა მომავალი წლის მთავარი კანონის პროექტი.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა. რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე?!

კოლეგებმა ისაუბრეს ფასების ზრდაზე, მართლაც, ფასები გაიზარდა ყველაფერზე. ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელების ხელფასს, არც მასწავლებლების ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ, როცა 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე, რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქარაძის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ?“, - დაინტერესდა გიორგი კანდელაკი.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 3-წლიანი უფასო ხვნა-თესვის მიუხედავად სოფლის მეურნეობა რეგრესისკენ წავიდა და ამის დასადასტურებლად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია მოიშველია, რომლის თანახმად, 2016 წელს სოფლის მეურნეობა ზრდა იყო 0%, 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობა შემცირდა.

„მაინტერესებს, ამდაგვარი ხარჯები მიგაჩნიათ შეცდომად თუ ფლანგვად?“, - განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ნანობს თუ არა ფინანსთა მინისტრი იმას, რომ 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად გამოცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, არ განსხვავდება პირველი პროექტისგან, კვლავ დაუბალანსებელია და გამეორებულია ძველი შეცდომები.

„ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია. ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ

ოპოზიციის შენიშვნებს კატეგორიულად არ ეთანხმება მთავრობა, როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი მთავრობის ძალიან მაღალი სტატუსი გვაქვს.

ვიცე-პრემიერმა ის რეფორმებიც ჩამოთვალა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ან სამომავალოდ გეგმავს მათ გატარებას. მათ შორისაა საპენსიო რეფორმა, რომელიც, მისი შეფასებით, იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი დანაზოგების ზრდისთვის. იგი წარმოქმნის ლარის მნიშვნელოვანი მოცულობის რესურსს.

„ეს არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფისკალური რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა, აღრიცხვის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მმართველობის რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, ლარიზაცია და სხვ - ყველა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება პენსიებს, რომელიც ოპოზიციის მთავარი სალაპარაკო თემაა, ფინანსთა მინისტრი გვპირდება, რომ 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება პენსიები.

„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს - 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, პენსიის მატების შესახებ გადაწყვეტილებით მთავრობამ არჩევნებამდე პოპულისტურად არ ისარგებლა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასებით, 2018 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებულია.

მისივე განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ ბიუჯეტის ფარგლებში პირველად ხდება ერთმანეთისგან პრიორიტეტულისა და მნიშვნელოვანის მკაფიო გამიჯვნა.

როგორც კაკულია აცხადებს, არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკაა სოციალურად ორიენტირებული და მცირე შენიშვნების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი.

„როდესაც ვამბობთ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები წესრიგშია, ეს სულ მცირე, ორ რამეს ნიშნავს. პირველი არის ის, რომ რაც არის დაგეგმილი ჩვენს მიერ პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმებისათვის, ბიუჯეტი ამის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მეორე - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც ეფექტური თანამშრომლობის გარეშე ვერ განვახორციელებთ ჩვენს ვალდებულებას, მათგან მწვანე შუქი იქნება ანთებული“,- განმარტავს კაკულია.

მისივე შეფასებით, ეს ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი ბიუჯეტის შეფასების დროს.

„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც დაიხვეწება. ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ ერთი შენიშვნა, რომელიც მიმართული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტს არ აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამების კონკრეტული ჩაშლა ინდიკატორების დონეზე და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დადგინდეს კონკრეტულად, რა გაზომვადი შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული ამ მიმართულებით. თუმცა, მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტება მისაღებია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, ქუმსიშვილმა ამასაც უპასუხა, თუმცა ოპოზიციის განცხადებებმა ფინანსთა მინისტრი აიძულა, ციფრების, რიცხვების და ფინანსების გარდა, რაც ბიუჯეტის პროექტის განხილვას უნდა ახლავდეს, პოლიტიკური განცხადებებიც გაეკეთებინა.

„2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთავრობა კარგად ხედავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეა საქართველო და მისი მოსახლეობა“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის განცხადებით, სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

„ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრი აცხადებს, შემოსავლების სტაბილური ზრდისა და ისეთი მაღალი სტანდარტების სოციალური პროგრამების მიუხედავად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ეს შემოსავალი მაინც ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონეს, რა დონეზეც ჩვენი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ.

„ჩვენ ვხედავთ ამ გამოწვევებს, ვიღებთ ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის აქტიური აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნანახია - 592

arichopra 2

2017-11-04 13:23:41

ერთხელ და სამუდამოდ რპმ აიკრძალოს პრემია არ შეიძლება?!

arichopra 2

2017-11-04 13:25:18

კაცი თავის სამსახურში მოვალეობას თუ კარგად ასრულებს ამისათ ვის ხომ ეძლევა ხელფასი?! ხოლო თუ ცუდად ან ვერ შეასრულებს მოხსნიან და ის იქნება!

cugo

2017-11-04 13:44:19

დავით ბაქრაძევ
============
სხვის პრემია-დანამატებს რომ ითვლი ჯერ შენი და შენი გუნდის წევრების გაასაჯაროვე შე ნაძირალა.ათჯერ მეტი გაქვთ აღებული იმიტომ მალავთ ამ ციფრებს.ამასაც არ დასჯერდი და ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ისვენებდი საზღვარგარეთის კურორტებზე სააკაშვილთან და ლევან ვარშალომიძესთან ერთად და 128 ათ. ლარი დახარჯეთ.თუ მართლა გული შეგტივა ხალხზე დააბრუნე შენი წილი მოპარული თანხა.რაც ამ ხელისუფლებამ უფასო გახადა,თქვენ დროს ყველაფერი ფასიანი იყო.ჯანდაცვა,ბაგა-ბაღები,სასკოლო სახელმძღვანელოები,მშობიარობა და სხვა.ხალხიი სამკურნალოდ სახლებს და ბინებს აგირავებდა,ბავშვები სკოლაში დაქსეროსებული ფურცლებით დადიოდნენ,მშობლებს უფულობის გამო ბავშვები არ მიყავდათ ბაღებში,ახალშობილის გამოსაყვანად სესხს იღებდნენ,ასეთ სიტუაციაში თქვენი გუნდის წევრები გიგი უგულავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ათეულ მილიონობით ლარს პარავდნენ ხალხს ბიუჯეტიდან არჩევნების გასაყალბებლად.ამის მერე რა უფლებით ლაპარაკობთ ადამიანების სიღარიბეზე,მათ უფლებებზე,დემოკრატიაზე და სამართლიან არჩევნებზე.დღეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან ზოგი რომ სასჯელს იხდის,ზოგი სამართლებლივ დევნაშია ეს პირადად შენი დამსახურებაა.შენ აქციე პარლამენტი ბუტაფორიად.მთავრობის კონტროლის ნაცვლად სააკაშვილის უკანონო დავალების უსიტყვო შემსრულებული იყავი.ეს ყველაფერი იცის ქართველმა ხალხმა და ამიტომ გამოგიტანათ ადეკვატური განაჩენი(7%)თვითმართველობის არჩევნებზე.პარტიის სახელის გამოცვლა ვერ დაავიწყებს ხალხს თქვენს კრიმინალურ წარსულს.

კატრინა

2017-11-04 14:09:02

Cugo-ს ვეთანხმები,მაგრამ მე მგონი დროა დავამთავროთ ნაცების ამბავი,თორემ ისე კარგად მოიწყვეს ცხოვრება ქოცებმა ამ ლანძღვა-გინების ფონზე,რომ შენი მოწონებული!

arichopra 2

2017-11-04 14:26:29

https://www.youtube.com/watch?v=iVKC-WgkKkg

arichopra 2

2017-11-04 16:28:20

ვაა?! ხაშურის სადგურის ტუალეტის მერიც აქ დაბრუნებულა?! როგორა ხარ ანდრიუშა, კოვზი უნიტაზში ხომ არ ჩაგივარდა?!

Munji

2017-11-06 02:00:08

ისე, ამ გატიალებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი სანაგვეებში იქექება და მეზობლის ნაჩუქარი ფარდის გამო სოციალურ დახმარებას უხსნიან ოჯახებს... არა გრცხვენია, რომ წელიწადში 23-ჯერ იღებ პრემიას?!
რა უნდა ეკეთებინა სამხარეო პროკურორს ამისთანა, რომ ყოველთვე ორ-ორჯერ აეღო პრემია?
პატრონი არა ჰყავს ქვეყანას!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80