მსოფლიოს ოქროს ტოტალური დეფიციტი ემუქრება
დაიჯესტი

მსოფლიოს ოქროს ტოტალური დეფიციტი ემუქრება

მსოფლიოს ოქროს ტოტალური დეფიციტი ემუქრება
vestifinance.ru

2017-11-04 12:26:37

2008-2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ოქრო  ყველას დაავიწყდა. ახალი საბადოების ძიება და აღმოჩენა აღარ ხდება, რამაც შესაძლოა, ოქროს დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა გამოიწვიოს..

ოქროს მომპოვებელი კომპანია Franko-Nevada-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პიერ ლასონმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ამჟამად შეიმჩნევა დიდი საბადოების საგრძნობი შემცირების ტენდენცია.

„ისეთ ლეგენდარულ საბადოებში, როგორც Witwatersrand სამხრეთ აფრიკაში, Carlin Trend აშშ-ს შტატ ნევადაში და Super Pit ავსტრალიაში, მარაგი იწურება და მალე ისინი წარსულს ჩაბარდებიან. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შეუძლია გამოიწვიოს მოთხოვნის და მიწოდებს დისბალნასი და შესაბამისად, ოქროს სერიოზული გაძვირება“ - ამბობს ლასონი.

მე-20 საუკუნის ბოლოს ყოველ ათწლეულში ხდებოდა ახალი დიდი საბადოების აღმოჩენა - ერთი 50 მლნ. უნციის მარაგით, ათი 30 მლნ. და უფრო მეტი 5-დან 10 მლნ.-მდე უნციის მარაგით.

თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა - 15 წლის განმავლობაში არ იქნა აღმოჩენილი არც ერთი საბადო 50-30 მლნ. უნციის მოპოვებით, მხოლოდ აღმოაჩინეს საბადოები 15 მლნ. უნციის მარაგით, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

დღეს ახალი საბადოები ძალიან ცოტაა, ძირითადად, იმის გამო, რომ კომპანიებს მოუწიათ გეოლოგიური სამუშაოების დაფინანსების შემცირება ოქროს ფასის კლების გამო. კერძოდ, S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ფერადი მეტალების მომპოვებელი კომპანიების მხრიდან გეოლოგიურ სამუშაოებზე გამოყოფილი ბიუჯეტი მცირდება უკვე მე-4 წელი.

2016 წელს საძიებო სამუშაოების დაფინანსება შემცირდა 6,9 მლრდ. დოლარამდე - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში.

იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს შეიმჩნევა გეოლოგიურ სამუშაოებზე ხარჯების ზრდა, ის მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 2012 წლის მაჩვენებელს, რომ არაფერი ვთქვათ 2005 წელზე. საშუალოდ ახალი საბადოს ათვისებას ესაჭიროება 7 წელი, ამიტომაც უახლოეს წლებში მოპოვება უფრო სწრაფად შემცირდება.

„არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ოქროს ფასი უახლოესი რამდენიმე წელი. წარმოება გრძელდება და ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა შეიძლება იყოს ძალიან ინტენსიური“ - ამბობს ლასონი.

ოქროს მოპოვების შემაფერხებელი სხვა ფაქტორებია გამკაცრებული წესები და გაზრდილი დანაკარგები. ნავთობმრეწველობისგან განსხვავებით, ამ დარგში ჯერ არ არსებობს დიდ სიღრმეზე მდებარე ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებელი კომპანია Barrick ატარებს ექსპერიმენტებს აშშ-ს შტატ ნევადაში მდებარე საბადო Cortez-ზე.

2016 წელს ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მოპოვების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორია სწორედ დიდ სიღრმეზე მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითისთვის, საკმარისია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელიც თავის დროზე იყო მსოფლიოს უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი.

1880 წელს სწორედ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს საბადო Witwatersrand, სადაც იყო კონცენტრირებული კაცობრიობის ისტორიაში მოპოვებული მთელი ოქროს 40%. ამან აქცია იოჰანესბურგი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქად.

დღეს სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა ყველაზე სტაბილურია კონტინენტზე და ეს სწორედ ოქროს დამსახურებაა.

1970 წელს სამხრეთ აფრიკაში მოიპოვეს 1000 მეტრული ტონა ოქრო - ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. თუმცა, ამის შემდეგ მაჩვენებელი მუდმივად კლებულობს. 2016 წელს ქვეყენაში მოპოვებულ იქნა მხოლოდ 167 ტონა ოქრო - 83%-ით ნაკლები, ვიდრე 1970 წელს.

ამავე დროს სწორედ სამხრეთ აფრიკის საბადო Mponeng, არის ყველაზე ღრმა მსოფლიოში დამუშავებულ საბადოებს შორის - 2,5 მილი, და ის ყოველწლიურად ღრმავდება. სულ მალე ის მივა სიღრმემდე, რომელზეც მუშაობის ტექნოლოგია დღეისათვის არ არსებობს.

მომდევნო 40 წლის განმავლობაში ანალოგიური ვარდნა ელის ავსტრალიასაც. MinEx Consulting-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყენაში დაიწყო ოქროს მოპოვების შემცირება, რომელიც მიაღწევს პიკს 2057 წლისთვის. იმ დროისთვის 71 მოქმედი საბადოდან დარჩება მხოლოდ 4 - დანარჩენი დაიხურება, მათ შორის, რამდენიმე - უახლოეს ათწლეულში.

მომავალი წარმოება პირდაპირა არის  დამოკიდებული გეოლოგიური სამუშაოების ეფექტურობაზე, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დაფინანსების ზრდის პირობებში, რომელიც ამჟამად არ ჩანს.

MinEx-ის შეფასებით, ავსტრალიის ოქროს მწარმოებელი ინდუსტრია შეძლებდა დღევანდელი დონის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა ამისთვის საჭიროა ან გეოლოგიური სამუშაოების დაფინანსების ან მათი ეფექტურობის გაორმაგება.

თუმცა, ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მსოფლიოში საერთოდ არ დარჩენილა მსხვილი საბადოები - მარტში ჩინურმა კომპანიამ Shandong Gold Group-მა აღმოაჩინა სამხრეთ ჩინეთში საბადო, რომლის მარაგიც შეადგენს 550 ტონას.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე დიდი საბადო, აღმოჩენილი ჩინეთში, და ის იქნება მოქმედი სამუშაოების დაწყებიდან 40 წლის განმავლობაში.

ამის გარდა, კანადურმა Seabridge Gold -მა აღმოაჩინა ძალიან დიდი საბადო პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში - არსებული შეფასებებით, მისი მარაგი კოლოსალურია და შეადგენს 780 მეტრულ ტონას.

„სავარაუდოდ, მყინვარების დნობის შედეგად, გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები ოქროს მოძიებისთვის და ეს გამოწვევს ახალი საბადოების გაჩენას“ - განაცხადა კანადური კომპანიის დირექტორმა რუდი ფრონკმა.

2017 წელს, 2012 წლის შემდეგ, ოქროს მოძიებაზე ხარჯები გაიზრდა 14%-ით 7,9 მლრდ. დოლარამდე, თუმცა იმის გამო, რომ კვლევა ხდება სულ უფროდაუფრო ძვირადღირებული, მსხვილმა მწარმოებლემა მიმართეს ახალ სტრატეგიას - ყიდულობენ უფრო მცირე კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი, დადასტურებული მოგების მქონე საბადოები.

ეს შეიძლები იყოს საინტერესო ინვესტორებისთვის, რომლებიც თვალს ადევნებენ მცირე მოთამაშეებს, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება ყიდვა-გაყიდვის ობიექტები გახდნენ.

 

ნანახია - 252

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80