დენის ახალი ტარიფი თვის ბოლომდე გამოცხადდება
ეკონომიკა

დენის ახალი ტარიფი თვის ბოლომდე გამოცხადდება

დენის ახალი ტარიფი თვის ბოლომდე გამოცხადდება
ბექა დანელია

2017-11-04 14:30:38

2-3 კვირაში ზუსტად იქნება ცნობილი დენის გადასახადი გაძვირდება თუ ჯერჯერობით იგივე დარჩება. ქვეყანაში და ენერგოსექტორში არსებული დაძაბული ვითარება, კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხეს ქმნის. ერთ-ერთი უმთავრესი მათ შორის ლარის დევალვაციაა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ერთი კონკრეტული თვის გაცვლითი კურსით არ ითვლის.

„ჩვენ როგორც წესი, ვუყურებთ საშუალო კურსს და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცით, რომ 2017 წლის განმავლობაში საშუალო კურსი იყო 2.5-ის (1 აშშ დოლარი 2.5 ლარი ღირს) დონეზე. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული ერთი თვის კურსი არსებით გავლენას ტარიფზე ვერ მოახდენს. ჩვენ ისევ ავიღებთ იმ კურსს, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. თუ ბიუჯეტის კანონი არ იქნა იმ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებულ კურსს ავიღებთ. რა თქმა უნდა, ლარის კურსს ტარიფზე გავლენა აქვს და ეს 2015 წელს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ცვლილება ძალიან არსებითი იყო - 1.65 ლარიდან გადავთვალეთ ტარიფი 2.4-ის დონეზე“, - განმარტა ირინა მილორავამ.

გარდა ამისა, სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას აქვს.

„ეს არის კაპიტალტევადი საწარმოები და შესაბამისად, კაპიტალური დანახარჯების წილი ამ ტარიფში ძალიან მაღალია“, - აღნიშნა მან.

პარალელურად, ტარიფზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაც აისახება. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარების ზრდას და იგი გავლენას ახდენს როგორც განაწილების ტარიფზე, ისე ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ღირებულებაზე - როცა მოხმარება იზრდება, განაწილების ტარიფი მცირდება, მაგრამ გაზრდილი მოხმარება, ძვირიანი ელექტროენერგიის შესყიდვას ნიშნავს, ამდენად ამ კომპონენტს აქვს ორმხრივი ეფექტი“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გადაწყვეტილი იქნება ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი მოიმატებს თუ არა. მანამდე კი სემეკმა „ინტერ რაოს“ ინტერესი გაითვალისწინა და მის მფლობელობაში მყოფ, „ხრამჰესი 1“-ის წარმოების ტარიფი 1,58 თეთრით, ხოლო „ხრამჰესი 2“-ის ტარიფი 1,85 თეთრით გაიზარდა. რამდენადაც „თელასი“ უმეტესად სწორედ ამ ჰესებიდან მარაგდება, არის საფრთხე, რომ „ინტერ რაოს“ კუთვნილი ელექტროსადგურებისთვის ტარიფების ზრდა კომუნალურ გადასახადზეც აისახოს.

რუსულ ენერგოგიგანტი კარგა ხანია ლარის გაუფასურებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ინვესტორი დავის მიმდინარეობისას სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ დაარღვია. საერთო ჯამში, კომპანია საქართველოსგან 175 მილიონ დოლარს ითხოვს.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე კი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე დავა „ინტერ რაომ“ დენის გადასახადის გაძვირების სანაცვლოდ შეაჩეროს. მართალია, ამაზე დანამდვილებით საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ეჭვი არსებობს და არცთუ უსაფუძვლო.

„ვფიქრობ, „ინტერ რაოს“ აუცილებელი მოთხოვნა იქნება, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. ველოდები, რომ ასეც მოხდება. არც ის არის გამორიცხული, ამის სანაცვლოდ რუსულმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დავა უკან გაითხოვოს. ყველაფერი იყო მიზანმიმართულად გაკეთებული და ამით საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობა დაზარალდება“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ნანახია - 589

arichopra 2

2017-11-04 19:06:57

10 წელი არ იყო დენი...2003 წლამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო არ შექმნა! ახლა გაძვირდება და გამოვრთავ ან გამომირთავენ. დაღამდება დავიძინებ, გათენდება გამოვიღვიძებ! აგრეთვე, 1 დეკემბერს დავიძინებ და 8 მარტს გამოვიღვიძებ! დათვი თუ ხვდება რომ ზამთარში დაიძინოს ვითომ ჩვენ რა?!

კატრინა

2017-11-04 20:12:04

ეს რა უბედურებაა! ყოველ სეზონზე ტარიფის გაზრდა მოდის ტენდენციაა,თუ რაშია საქმე?! სამს ახური-არა,შემოსავალი- არა! Спасибо Ивану Петровичу,что нам так весело!

natali

2017-11-04 21:10:43

arichopra 2

ოზურგეთში არ ვიცი, ალბათ ისევ არ იყო 2003-ში, მაგრამ კარგად მახსოვს, 2003 წლის რევოლუციას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი:)) 2003-ში უკვე ეიეს თელასი იყო შემოსული, ამერიკული კომპანია, რომელიც მგონი ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მართლა ინვესტიცია ჩადო, ყველაფერი თვითონ გააკეთა, მრიცხველებიც თვითონ დადგა. ტარიფი 10 თეთრი იყო და იმაზეც მიტინგებს აწყობდა ნათელაშვილი. მერე ამ ვითომ პროამერიკელმა ნაცებმა გააგდეს ამერიკელი და შემოიყვანეს რუსი, რომელმაც ეგრევე გაგვიორმაგა ტარიფი.

ასევე გაზი.
კარგად მახსოვს 200-200 ლარი გადავუხადეთ თითო ოჯახმა კომპანიას, რომელმაც აღადგინა ტრასები. მერე ეს ტრასები ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადასცა მოსახლეობამ თბილგაზს რათა მეთვალყურეობა გაეწია. 2 თუ 3 წელიწადში თბილგაზმა გაყიდა ეს ხალხის მიერ აღდგენილი ტრასები და ტარიფიც გაიზარდა. ეს რამდენად სამართლიანი იყო?

რატომ ამაზე არავინ ხმას არ იღებს, ძალიან მიკვირს.

natali

2017-11-04 21:22:08

გაზის მრიცხველს ხომ ჩვენ ვყიდულობთ, სადარბაზოში რომ გავატანინო, ამისი თანხა მე უნდა გადავიხადო და თან ფული რომ გადაიხადო, მთელი დღე უნდა იდგე რიგში. ერთიციდა ოთახში ზის უამრავი ხალხი და მხოლოდ 7 ოპერატორი, რომელთაგანაც 2 მუდმივად არაა ადგილზე. ზოგი ახველებს, ზოგი აცემინებს...მერე გვიკვირს ეპიდემიააო. ამხელა ფული მიაქვთ საქართველოდან და მოსაცდელი რომ გააფართოონ და ცოტა მეტი ოპერატორი აიყვანონ, ისიც არ უნდათ. ღორები!

ჩვენ კიდე ცხვრები, ნამდვილი ცხვრები ვართ!!!!!!!

arichopra 2

2017-11-05 00:52:53

შენ ჩემო დაიკო ჭკუით დაყურსულო, სარკასტულ ლაპარაკს რატომ ვერ ხვდები? მე არ ვიცი ოზურგეთს შენ რას ეძახი? გურიაში სულ 3 რაიონია ჩოხატაური, ლანჩხუთი და მახარაძე!

natali

2017-11-05 09:49:03

arichopra 2
უი ხოოო...:))) ბოდიში, ვერ მივხვდი:)))მაგრამ მთლად ჩემი ბრალი არაა:)

ისე ხშირად იმეორებენ ნაცები, მიშამდე დენი არ იყოო, რომ ესეც სერიოზულად მივიღე.:)

natali

2017-11-05 09:51:48

მახარაძეა ისევ? :)

arichopra 2

2017-11-05 19:00:15

ოზურგეთი აშკარად თურქების დაწეებული - დარქმეული სახელია! მხოლოდ ჟღერადობაც საკმარისია ამის მისახვედრად! არა და ირგვლივ სულ სცხვანაირი დასახელების და დაბოლოების პუნქტები გვაქვს. მაგალითად ნასაკირალი, სილაური, მაკვანეთი, მამათი, ჭანჭათი, აკეთი, ნაგომარი, ნატანები და ა.შ. ახლა ამათ ფონზე იყოს ოზურ დაბოლოება გეთი?! არ ვიცი, აშკარად არაქართულია!

davituna

2017-11-06 11:58:11

მაგი რა არის,ბევრ ახალგაზრდას გონია ,რომ მიშამდე, საქართველოში, დენი საერთოდ არ იყო.....(((
მოკლედ ,,,ილიჩის ნათურის,, პონტში....
ო-ზურგეთი შეიძლება სიტყვა ,,ზურგიდან,, მომდინრაობდეს...ანუ,გურიის ზურგი....არა?

arichopra 2

2017-11-06 14:45:08

არა! მაშინ იქნებოდა ასე - საზურგე. გურიაში არის ერთი ადგილი სადაც ფრინველების დიდი მოძრაობაა, გადაფრენა - გადმოფრენა! ამ ადგილს სა-სი-რე ქვია (ჩიტის-ფრინველის ძველქართული სახელი! როგორც გავარკვიე ოზურგეთი თურქულად ნიშნავს - დაუცველი!

arichopra 2

2017-11-06 15:21:06

ხოლო ლანჩხუთი ან ბრიტანელების ან ამერიკელების დაარსებულია, რაზეც მეტყველებს მისი ასახელი ლანჩ - 5! ე.ი აქ ვიღაც 5 ინგლისურ ენოვან პერსონას უსადილია ან უსამხრია (ლანჩი)! ხო და ქი ვართ მას მერე გამოლენჩებულები! ))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80