პენსიონერები 20 ლარის მომატებას 2 წელი უნდა ელოდონ
ეკონომიკა

პენსიონერები 20 ლარის მომატებას 2 წელი უნდა ელოდონ

პენსიონერები 20 ლარის მომატებას 2 წელი უნდა ელოდონ
ბექა დანელია

2017-11-06 01:04:58

პენსიის მატებასთან დაკავშირებით ბრძოლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს. მთავრობა დაპირებას იძლევა, მაგრამ მის შესრულებას 2-3 წლის შემდეგ აპირებს. ოპოზიცია კი ხვალინდელი ქათმის ნაცვლად, დღევანდელ კვერცხს ითხოვს. სამთავრობო გეგმის მიხედვით საბაზისო პენსია 220 ლარს 2020 წელს მიაღწევს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბიუჯეტში არ არის რესურსი 2018 წელს პენსიის გასაზარდელად. გიორგი კაკაურიძემ ამის თაობაზე ოპოზიციის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავდნენ.

„წელს არ არის ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. სწორედ ამიტომაა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა კაკაურიძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ამ დამოკიდებულებამ გააღიზიანა. დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მატება, მაშინ როდესაც გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.

„ფასებმა მოიმატა ყველაფერზე, ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე, მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელის ხელფასს, არც მასწავლებლის ხელფასს, არც დევნილების შემწეობას. მაშინ, როდესაც 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, პრემიები, ხელფასები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. რატომ არ ითვალისწინებთ ჩვენის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით, პენსიების მატების შესახებ?“ - მიმართა გიორგი კანდელაკმა ფინანსთა მინისტრს.

მას კვერი დაუკრა „ევრპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემაც.

„ბიუჯეტში საკმარისი რესურსია იმისათვის, რომ კახეთის სამხარეო პროკურორმა წლის განმავლობაში 23-ჯერ აიღოს პრემია და ამის ფონზე არ არსებობს თანხა, რომ გაიზარდოს პენსია. მთავრობას არ აწუხებს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ფენა და ეს არის პრობლემა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

გაცხარებულ დებატებში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პირობა დადო, რომ 2019-20 წლებში, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება და იქვე ყურადღება გაამახვილა საპენსიო რეფორმაზე, რომლის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი. მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები, არ მივეცით ფუჭი დაპირებები თანამოქალაქეებს. ჩვენ ვიძლევით დაპირებას, რომელსაც ვასრულებთ.

2016 წელს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და ახლა ვიძლევით პირობას, რომ 2019 და 2020 წლებში გავზრდით პენსიას. ასევე გატარდება ძალიან მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა, რომელშიც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა“, - მიმართა დეპუტატებს ქუმსიშვილმა.

ხელისუფლების პოზიციას პენსიის მოგვიანებით გაზრდის თაობაზე არ იწონებენ არც სპეციალისტები. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ პენსიის მატება არასაკმარისია და არასწორადაც არის დაგეგმილი. მაღალი ინფლაციის და დევალვაციის ფონზე, უფრო მართებული იქნებოდა, მთავრობას ყოველ წელს გაეზარდა პენსია 10-10 ლარით და წლების შემდეგ ოცით.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის მოუწოდებს საპენსიო ასაკის ადამიანებს და დაელოდონ შემდეგ ეტაპს, რომელიც მხოლოდ 2019 წლიდან დადგება. უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი თანმიმდევრულად განხორციელებულიყო. პირობითად 10-10 ლარით გაზრდილიყო ყოველ წელს, რაც მინიმალურ დონეზე მაინც მოახდენდა ინფლაციით მიყენებული დიდი ზარალის კომპენსირებას“, - განაცხადა არჩვაძემ.

როგორც ჩანს, მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის და პენსიონერებსაც მინიმუმ 2 წლით მოუწევს დაცდა. რამდენად იქნება საკმარისი, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, 20-ლარიანი ინდექსაცია, ეს 2019 წლისთვის გამოჩნდება.

ნანახია - 378

leviko

2017-11-06 08:52:18

პენსიონრებს საბჭოთა კავშირის დროიდან მოყვებათ დოვლათი ხოლომასწავლებლებს მოსწავლეები აყავთ და სკოლაში საერთოდ არ ასწავლიან ნორმალურად, დევნილები კიდევ ზოგიერთ მკვიდრ თბილისელზე უკეთესად ცხოვრობს ასე რომ მოეშვით ამ უაზრო საკითხებზეცსაუბარს.

natali

2017-11-06 09:32:30

leviko
ვერ დაგეთანხმებით!

საბჭოთა კავშირის დროს რა დოვლათი უნდა დაეგროვებინა ვინმე წესიერ, ვიმეორებ-წესიერ(!) ადამიანს, რომ 30 წელი ყოფნოდა? ბევრი ჰქონდა მას, ვინც ზემოთ იჯდა. ხოლო მშრომელ ხალხს,ვისაც მინიმალური რაღაც ჰქონდა, რა უქნეს მათ ფულებს ბანკებში, კი ვიცით ყველამ. ხოდა ამ ხალხის ფული ვინც ჩაიჯიბა, ვინც საერთო სახალხო საკუთრება დაინაწილა, ისევ ისინი სხედან პოლიტიკაში და ისევ ისინი ჭამენ. არ თქვა ახლა საჭმელად არ მიდიან პოლიტიკაშიო. ასე, რომ წესიერ ადამიანს, პენსიონერს, ისევ არაფერი არ აქვს. ხოლო ის, ვინც მაშინ ჭამდა, მათი შვილები აგრძელებენ ახლა პოლიტიკაში ყოფნას და ჭამას.
ხოდა ამ ე.წ. პოლიტიკოსი მუქთამჭამელების ნაწილი, ვინც აგრძელებს მუქთად ჭამას, იმას ჰკიდია პენსიის ოდენობა, ხოლო ვინც ვეღარაა მაჭამელთა რიგებში, ისინი უბრალოდ სპეკულირებენ ამ თემით, რომ ეგებ ამ პენსიონერების ხმებით ისევ მუქთამჭამელთა რიგში გაიგრძელონ ყოფნა.

მოკლედ, ან მჭამელი უნდა იყო, ან შეჭმული. ხოოდააა....მაარტო მჭამელები რომ დარჩებიან, მერე ვირთხებივით ერთმანეთის ჭამას დაიწყებენ. ამიტომ მაგათთვისვე სჯობს შესაჭმელი დაიტოვონ, თორემ რევოლუციები როგორ ხდება ქვეყნებში, ლენინს უწერია და წაიკითხონ. მაგრამ ნამდვილი რევოლუციები და არა ეს ფერად-ფერადი.

კატრინა

2017-11-06 11:56:09

ანუ არჩევნების წინ შეიძლება მოუმატონ პენსია საცოდავ პენსიონერებს და მერე ისევ პარლამენტში გამოიჯგიმონ და თავიდან დაიწყონ გაქსუება-გასუქების პროცესი! ვნახოთ ერთი,როგორ მიაღწევთ მაგ დრომდე! არ დამთავრდა ეს საგიჟეთი ამ ქვეყანაში რა!

natali

2017-11-06 12:16:54

არც დამთავრდება. გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა მცირდება ქვეყანაში, ახალგაზრდობა გარბის და რჩებიან მხოლოდ პენსიონერები და ბიუჯეტის წურბელები, ვინ უნდა შეავსოს ბიუჯეტი? პენსია გაიზარდოს კი არა, რაცაა მალე იმასაც ვერ გასცემენ.
ახლა კიდევ ეს დაგროვებითი პენსია მოიგონეს....ანუ ფაქტიურად გადასახადს მიზრდიან. და ამით რააა....ბიზნესს გავაფართოვებ? თუ პირიქით...და ბიუჯეტშიც უფრო ნაკლებს არ შევიტან?
უტვინობის აღლუმია ქვეყანაში და უფრო დიდი საგიჟეთი იქნება თუ ვინმე გონიერმა არ დაასტოპა ესენი.

natali

2017-11-06 12:40:10

ვაკვირდები და ვხედავ, რომ ყველაფერში მხოლოდ ცალმხრივად იყურებიან, კონცეფციალური ხედვის სასტიკი კრიზისია ხელისუფლებაში და ეს ძალიან ცუდია, პირველ რიგში მათთვისაა ყველაზე ცუდი.

natali

2017-11-06 12:57:09

ხადურმა და ქუმსიშვილმა, ორმა გენიოსმა ააწყო ქვეყანა. ბრავო რააა.

და ნარმანიამ კიდე.

serapina

2017-11-07 23:35:46

natali,
ჯეჯე მოგწონდა,მახსოვს.
არაფერი გამოვა, მაგ საქმიდანთქო და...
კიდევ,იმ აზრზე ხარ?

(კალაძე რომ ააწყობს,იმ სქემის ამბავი,არ გამომაპარო!)

ახლა, პაპა ისევ მისაყვედურებს მაგრამ...
იციან, ამ ჩვენმა მეგობრებმა,რაც უნდათ!
ობიექტურობა მოითხოვ,ცოდნა იმასაც დაუფასო, ვინც არ მოგწონს!

natali

2017-11-08 10:03:55

serapina
ჯეჯელავას ბევრი შეხედულება განათლებაზე დღესაც მომწონს.

კალაძის დასაწყისიც მომეწონა, მიწისქვეშა გადასასვლელში რომ გაიარა ცხვირზე ხელმოჭერილმა:)) ერთი დღე უნდოდა მაგის გარეცხვას თურმე და ეს ნარმანიამ რატომ ვერ გააკეთა?????


აი ჯეჯე მოკბეჩილ ვაშლებს თუ დაარიგებს, უფრო მომეწონება:)))))))))

არ მკითხო ახლა მოკბეჩილი რატომო:)))))))

serapina

2017-11-08 20:59:16

ნატალი,
მე მაგ ხალხის შეხედულებები, სულ არ მაინტერესებს. ისემც უქნიათ ხმა არ ამოუღიათ...
საქმე გააკეთონ,საქმე!

მე,ევროპაში ჩამოსულ, ბევრ ქართველთან მაქვს შეხება...სხვადასხვა ასაკის,სასკოლო ასაკის განსაკუთრებით და...

რა მნიშვნელობა აქვს,ამ მინისტ/რების გვარსა და სახელს, მათი ნაშრომი,მე ვერსად დავინახე და...




რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80