მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ემზადება
პოლიტიკა

მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ემზადება

მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ემზადება
თამთა ქარჩავა

2017-11-09 09:46:10

64 თვითმმართველი თემიდან არჩეული 58 მერი უფებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ. რაც შეეხება 6 საარჩევნო ოლქს (ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილის მუნიციპალიტეტი), არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ჩატარდება. ცესკო-მ მეორე ტურებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. პარტია მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების „უსამართლოდ ჩატარებას“ ასახელებენ.

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო ტურნეს მართავენ. მარტვილის მოსახლეობას ალექსანდრე გრიგალავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებით, გრიგალავას გამარჯვება მარტვილისა და მთელი საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის კონკრეტული გეგმები აქვს, რაც თითოეულ რეგიონზე დადებითად აისახება.

„ამ კუთხით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება, რომელიც თითოეულ რეგიონზე და მათ შორის, მარტვილზე დადებითად აისახება. მინდა ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. მან გასული ოთხი წლის განმავლობაში, მარტვილისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალი მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ალექსანდრე გრიგალავა ახალ თანამდებობას განახლებული ენერგიით შეუდგეს და მარტვილის განვითარებაზე იზრუნოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ის, რომ მეორე ტური სხვადასხვა რაიონში ტარდება, აქ საგანგაშოს არაფერს ხედავს თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, ეს არის დემოკრატიის პროცესების ნაწილი. როგორც კალაძემ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, შეიძლება რაღაცეები გაიწელა, რაღაცები მიმდინარეობს, თუმცა ამ ხელისუფლებას არასდროს შეურაცხყოფა არ მიუყენებია ქვეყნის მოსახლეობისთვის, არავინ დაუჩაგრავს და არავისთვის წაურთმევია.

„ჩვენ მომზადებული უნდა შევხვდეთ არჩევნებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას. როცა ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლიდან ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები უკავშირდებოდა მხოლოდ უკეთესობას, ადამიანის კეთილდღეობას. შეიძლება რაღაცები გაიწელა, რაღაცები მიმდინარეობს და პროცესშია, თუმცა ჩვენ არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არავინ დაგვიჩაგრავს, არავისთვის წაგვირთმევია.

გვახსოვს წლები, როცა ღამის სამ საათზე გამოყავდათ ბიზნესმენები და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს. ჩვენ საბედნიეროდ, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების თანახმად, კარგად შეიძლება დანახვა იმისა, თუ რამხელა განსხვავებაა 2012 წლის არჩევნების შემდგომ. კალაძე ამომრჩევლებს ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას პირდება.

„ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც მოემსახურება თავის რაიონს, თავის ქალაქს. პრობლემები და გამოწვევები უამრავია, იმის მიუხედავად, რომ ბევრი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული, ჩვენ თვითკმაყოფილი არ ვართ, ყველას გვესმის ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად, ჩვენ წარმოდგენილი პროგრამებით დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად იქნას მოგვარებული.

იმის ილუზია არავის აქვს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა, ერთი ხელის მოსმით გადაიჭრება, მაგრამ იმის ამბიცია გაგვაჩნია, რომ პროექტები და რეფორმები, რომელსაც განვახორციელებთ, ყველასათვის იქნება თვალსაცემი და ხელშესახები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნანახია - 674

imereli

2017-11-09 10:21:43

"გრიგალავას გამარჯვება მარტვილის და მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება" [!] ამის მთქმელს ტვინის ნასახი მაინც აქცს თავში?!

serapina

2017-11-10 01:17:16

http://www.info9.ge/politika/182417-levan-kobiashvili-prezidentobis-kandidati-is-iqneba-visac-golis-gadata-gauadvildeba.html?lang=ka-GE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80