„არ მინდა, ჩემი ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლე ამბობდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი“
საზოგადოება

„არ მინდა, ჩემი ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლე ამბობდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი“

„არ მინდა, ჩემი ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლე ამბობდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი“
თამთა ქარჩავა

2017-11-09 11:30:12

იურისტ ირმა ჭკადუას განცხადებით, პროცესები, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო მიმდინარეობს, არის საბოტაჟი. მისი შეფასებით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი პოზიციებს იმყარებს და რევანშისთვის ემზადება. იურისტი ნინო გვენეტაძისგან მოითხოვს დაასახელოს იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მასზე ძალადობენ, სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გადაიჭრება და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ.

for.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.

რა პროცესები მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რამდენად საშიშია ეს პროცესები, რამაც შეიძლება უარყოფითი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში?

ირმა ჭკადუა: ყველა ვხედავათ და ვთანხმდებით, რომ საკმაოდ არაჯანსაღი გარემოა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საშინელებაა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს ძალადობაზე. როდესაც მოქალაქე მიდის სასამართლოში, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს იმისა, რომ საქმეს განიხილავს ობიექტური მოსამართლე, როდესაც ამ სასამართლოების თავმჯდომარე საუბრობს ძალადობაზე. სამწუხაროდ, იკვეთება გარკვეულ ძალთა გადანაწილების ძალიან შეფარული და შეიძლება ითქვას, ძალიან მზაკვრული გეგმა.

ის ჯგუფები, რომლებიც თითქოსდა ახლა ჩრდილში არიან გადასულები, რეალურად ხდება მათი გავლენების გაძლიერება. ხდება იმ მოსამართლეების და იმ საბჭოს წევრების ხარჯზე, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილი იუსტიციის საბჭოში. მათ საკმაოდ კარგად ორგანიზებული პროცესი და მოცემულობა მიიღეს, სადაც უმცირესობაში არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ძალიან სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძემ ვერ შეძლო გაეძლიერებინა ეს ინსტიტუტი.

რატომ ვერ შეძლო, რამ შეუშალა ხელი, მით უფრო, რომ მას ჰქონდა როგორც გამოცდილება, ასევე სახელმწიფოს მხარადჭერა, რომ გაეძლიერებინა სასამართლო სისტემა?

- იმდენად ძლიერი იყო კლანები და გავლენები, ქალბატონ ნინოს უნდა ეფიქრა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ხელის დატყობა. უნდა იყო ძალიან ძლიერი და არ უნდა წახვიდე კომპრომისებზე, ეს აუცილებლად თავიდანვე უნდა გაეკეთებინა. ახლა, უკვე, ბუნებრივია, რომ ვერ გააკეთებს. როგორც ბატონი მარგველაშვილი ხშირად იყენებს ვეტოს, ახლა მოცემულ შემთხვევაშიც იგივე გააკეთა ქალბატონმა ნინომ.

შეიძლება სიტყვა - ვეტო, პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ როცა მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება იმსახურებს, რომ ნინო გვენეტაძემ ბოლომდე გახსნას კარტები და ბოლომდე თქვას რა ხდება რეალურად. ის, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, ეს შეიძლება გაიგოს მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომლებმაც იციან რა ხდება, მაგრამ ჩემთვის, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ეს აბსლუტურად გაუგებარია. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არის სერიოზული განგაშის საფუძველი. როგორც მინიმუმ, ამ საკითხით ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაინტერესდეს.

იქნებ მართლაც არის ძალადობის მსხვერპლი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

- უნდა გაირკვეს ვისი და რისი მსხვერპლია. შესაძლებელია ამ ადამიანს აშანტაჟებენ, მაგრამ ესეც პრობლემაა, რითი აშანტაჟებენ? ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესები ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ძალიან მალე ჩვენ ვნახავთ, რომ ამ ყველაფრის უკან ისეთი ადამიანები დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ფიგურირებდნენ და რომლებიც შეიძლება ითქვას, გარკვეული რევანშისთვისაც ემზადებიან. პოზოციებს იმყარებენ და ემზადებიან.

შეიძლება ეს პროცესები განვიხილოთ, როგორც საბოტაჟი?

-დიახ, საბოტაჟია, პოზიციებს იმყარებენ და ემზადებიან რევანშისთვის.

რა ჯგუფია ეს, რომელიც იმყარებს პროცესებს და რევანშისთვის ემზადება?

- უნდა ვაღიაროთ, ეს არის იმის ბრალი, რომ ქალბატონი ნინოს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, გამკლავებოდა ამ ადამიანებს. ეს ადამიანები, რომ არსებობდნენ ამ სისტემაში და არსებობდნენ საკმაოდ ძლიერად, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის ნინო გვენეტაძემაც. მეორე მხრივ შეიძლება ეს პროცესები ისე განვიხილოთ, რომ მოსამართლეებმა თავისუფლების ჰაერი შეისუნთქეს და მათ

ვერავინ ვერ დააბრუნებს იმ მოცემულობაში, როდესაც მათზე ძალადობდნენ და მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ. მორჩილად ასრულებდნენ შეკვეთას, როგორიც უნდა ყოფილიყო და ჩვენ არ გვახსოვს პროტესტი არც ერთი ამ ადამიანის. დღეს მიხვდნენ რა არის სასამართლოს ფუნქცია, მათზე არავინ არ ძალადობს, შეკვეთას არავინ არ აძლევს. თუკი ასეთი მოხდება, ეს მოსამართლეები ამის შესახებ ხმამაღლა იტყვიან.

დღეს სასამართლო სრულიად თავისუფალია, მაგრამ სრულიად უმართავი. უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მიმართ ვერ ვხედავ პატივისცემის მარცვალს, როდესაც მას ესაუბრებიან საბჭოს წევრები და ეს ძალიან ცუდია.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ამ სისტემამ დაუშვა და მიიღო მურუსიძე, თევზაძე, ალანია, მიქაუტაძე და .?

- ამ ეტაპზე თავს შევიკავებ სახელებისა და გვარების დასახელებისაგან, მაგრამ გეტყვით, რომ მათი გავლენები საკმაოდ ძლიერია არა მარტო სასამართლოში, ასევე ძლიერია პროკურატურაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურიდან გამოდის ინფორმაციის ნაკადი. გადის ყველა იმ სახის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ამ წუთში თითქოსდა პოლიტიკური ველის მიღმა არიან, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრს აკონტროლებენ.

არ მინდა ჯერ დავასახელო მათი გვარები და სახელები. იმიტომ, რომ ეს ძალიან კარგად არის ცნობილი თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპილი არიან. მინდა, რომ ეს ადამიანები თავად ალაპარაკდნენ და თავად ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც დახვდათ და ებრძვიან დღეს. ვერ ერთი ცალკე აღებული ინსტიტუტი ვერ გაუმკლავდება იმ კლანს, რომელიც 9 წლის განმავლობაში საკამოდ ფესვგადგმულია ყველგან. დაგვიანებულია ამ მიმართულებით მუშაობა. ძალიან კარგად იცოდნენ სად, რა ნაღმები უნდა დაეტოვებინა წინა ხელისუფლებას და ისინი ამ ნაღმებს მაშინ ააფეთქებენ, როდესაც დასჭირდებათ.

დღეს სასამართლოში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინო აიძულონ გადადგას რადიკალური ნაბიჯები. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფა ძალა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ან მინიმუმ, ეყოფა იმის ძალა, რომ საზოგადოებას უთხრას რა ხდება რეალურად, ან სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს მის თავმჯდომარეობას.

როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ - მე ვარ ძალადობის მსხვერპლიო, ეს თავისთავად ძალიან ცუდად მოსასმენი განცხადებაა, მით უფრო, რომ ამას არ მოჰყვა შემდეგი ახსნა. სამწუხაროდ, ნინო გვენეტაძე არ არის გახსნილი ჟურნალისტებისთვის, რაც არის პრობლემა. გამოსავალს რაში ხედავთ?

- თუკი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ მოახერხებს მართოს ის ორგანოები, რომელსაც ხელმძღვანელობს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეობას აზრი არ ექნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი სერიოზული ინსტიტუტია, თუკი ამ ყველაფერს ვერ აკოტროლებს ქალბატონი ნინო, იმიტომ, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბრობს, იბრძოლოს და გაუმკლავდეს მის გუნდთან ერთად, თუ ჰყავს ეს გუნდი. მე მის მაგივდარ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე რომ ვიყო მის ადგილას, ჩემს თავს ვერ დავინახავდი ასეთ თანამდებობაზე.

ვინ არის ნინო გვენეტაძის გუნდი სასამართლო სისტემაში?

- როდესაც ქალბატონი ნინო ამ თანამდებობაზე მიდიოდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ მას საკმაოდ სერიოზული წინაღობები შეხვდებოდა. ბუნებრივია, ამ გუნდთან მიმართებაში თავიდანვდე უნდა ეფიქრა. ძალიან კარგად იცოდა, რა ჯგუფი ხვდებოდა იუსტიციის საბჭოში, ან თუნდაც სასამარლოში, მზად უნდა ყოფილიყო ამისთვის.

გვახსოვს, რომ ქალბატონო ნინო იყო შეურიგებელი და უკომპრომისო. წინა ხელისუფლების დროს ის იბრძოდა როგორც საკუთარი, ასევე მისი კოლეგების დასაცავად. ბუნებრივია, ყველას გვქონდა იმის იმედი, რომ ასეთივე შემართებით გააგრძელებდა ბრძოლას იმისათვის, რომ სასამართლოში გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ვერანაირ დადებით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ამას შეძლებს. არ მინდა, ჩემი ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლე ამბობდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი.

როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ეს განცხადებები რამდენად დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის?

- ბუნებრივია, ეს გახლავთ არათუ დამაზიანებელი, არამედ ამ ყველაფერმა შეიძლება დემოკარტიული განვითარებას შეუქმნას პრობლემა. წარმოგიდგენიათ ნებისმიერი განვითარებული ევროპული ქვეყნის, ან აშშ-ის სასამართლოს თავმჯდომარეს რომ გაეკეთებინა ეს განცხადება, რისი ტოლფასი იქნებოდა? ჩვენთან რატომღაც ბევრი რაღაცა გაუფერულდა, ფასი დაკარგა. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია.

ნინო გვენეტაძემ აუცილებლად უნდა დაასახელოს იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მასზე ძალადობენ. სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გადაიჭრება და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ. მე მიმაჩნია, რომ ნინო გვენეტაძის ეს განცხადება არის გამოძიების დაწყების საფუძველი. ძალიან არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება ნინო გვენეტაძის თავს, რა ხდება იუსტიციის საბჭოში და რატომ არის ძალადობის მსხვერპლი, რატომ აღებინებენ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას? მეორე მხრივ, თუ იუსტიციის საბჭომ მიიღო რაღაცა სახის დოკუმენტი, თავმჯდომარე ვალდებულია ხელი მოაწეროს მას.

ნანახია - 1484

papa

2017-11-09 11:38:54

1234

წაიკითხე...აი ნახე როგორი ,,ჩამოყალიბებული,, სტრუქტურაა. აი მიშამ რომ ,,ჩამოაყალიბა,, და ზოგიერთები კიდევ რომ იძახით,,ააშენაო,,
1.7 მლნ ქართველი რომ გადახვეწილია საქართველოდან.....აი ის ,,ააშენა,,

arichopra 2

2017-11-09 13:47:04

ეს კლანები არმც თუ მოისპობა, კიდევ უფრო ჩამოყალიბდებიან და გძლიერდებიან! ასე ხდებოდა ადრეც და ასე მოხდება აწი!!! ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი კლანი მოქმედებს?! ძლიერი პიროვნების ირგვლივ კლანის ჩამოყალიბება ბუნებრივი პროცესია! ქალბატნ ნინოს გულწრფელად ვუთანაგრძნობ!

serapina

2017-11-10 01:05:53

1.7 მლნ ქართველი რომ გადახვეწილია საქართველოდან.....აი ის ,,ააშენა.
----
აი,ზეპირად ამბობო...

ასეთებზე ვბრაზდები, ასეთებს არ ეპატიებათ...თორემ ვინც არ იცის,არ შეუძლია და ა.შ. (საპატიო) მიზეზები აქვს,იმათი მე კარგად მესმის!
აი,ეს ექიმი სავარაუდოდ შევარდნაძის დროს,ხმას არ იღებდა.
ნახეთ, შევარდნაძის ლანძ/ღვაში, მიშას "სიკარგე" როგორ შემოგვაპარა...
ასეთი ხალხის გამოა,ამდენი ადამიანი უსამშობლო... და დღესაც რომ ბევრი გვყავს ასეთი,ამიტომ იქნება გაქცეულთა(და დიდწილად წაქცეულთა) რიცხვი მეტი.


http://www.info9.ge/sazogadoeba/face-aqtivoba/182421-eqimi-misham-ra-deda-mogikhnath-amnairi-boghmisgan-rom-ver-daicaleth.html?lang=ka-GE

papa

2017-11-10 02:13:23

სერაპინა

იმიტომ რომ მისი სულიც ისეთივეა როგორიც ქარდავასი.. თორემ ყველაფერს დაინახავდა, ან კი მიშას,,აშენებულებს,, რა დანახვა უნდა??
ნახეთ, შევარდნაძის ლანძ/ღვაში, მიშას "სიკარგე" როგორ შემოგვაპარა...
აქაც არიან ზუსტად მასეთები, რომ ამბობ, თანაც არა ერთი და ორი
უბრალოდ შეფარული ნაცები არიან და ქარდავასთან სულიერ მეგობრობას მთლად ღიად ვერ ამხელენ,... იკავებნენ თავებს. მაგათ ხალხის ტანჯვა--წამება გულზე სულ მალამოდ ედებოდათ ხოლმე. ისე რამე რომ იყოს და მიშა დავაბრუნოთ ხელისუფლებაში(ვეღარ ეღირსებიან) ეგენი ისევ ისე და უფრო უარესადაც მოიქცევიან!!! ეს შეფარული ნაცები, გულზე რომ ამოსვირინგებულად მიშა აწერიათ, უცებ წამოყოფენ თავებს და მრისხანე მგლებად გადაიქცევიან...ყველაფერს ისევ ძველებურად გააგრძელებენ
ეს ექიმიც, შენ რომ გაგაბრაზა, რამე რომ ყოფილიყო, ეგეც ქარდავასავით მოიქცეოდა; იმიტომ რომ სადიზმი მისი სულის ნაწილია. სხვანაირად არც იქნება---ადამიანს რომელსაც მიშას ნახელავი (ადამიანის ენით აუწერელი სადისტური წამება) მოსწონს ან მასზე თვალს ხუჭავს, ისიც კომპლექსიანი სადისტია. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება მიშას,,ნახელავზე,,(ნაცებზე) კაცმა თქვას-- ცოტა გადაცდომები ჰქონდა, ცოტა გადაცდომებიო!
ესე იგი წამება კი შეიძლება, მაგრამ ცოტათი....ანუ სულ ცოტათი, მეტი მოუვიდათო.
დაჟე ერთმა აქაც იკითხა(არ მახსოვს ვინ)---აბა დამისახელეთ პირადად მიშას მიერ
ჩადენილი კრიმინალიო...
აბა ამ კითხვის დამსმელს რა უნდა უპასუხო--- ხომ არის შეფარული ნაცი??...როგორ, პრეზიდენტ კაცს, მაინც და მაინც ქუჩაში თვითონ უნდა ედევნა და ეხოცა ხალხი ან ეწამებინა, რომ დანაშაული იმას მისწერებოდააა? მაშ იმდენ ხალხს ვისი ბრძანებით აწამებდნენ??
აბა მაშინ სტალინისაგან რა უნდათ?? რაა... პირადად სტალინი ხვრეტდა მილიონობით ხაალხს??
აბსურდამდე მიდის მაგათი ნაგლობა, აბსურდამდე
სენ რომ ქარტველებზე ხან გულს იფხან ხოლმე, აი ის ამბები სუ მათშია აკუმულირებული, მათში; აი სწორედ ეგ გენია (10 %) საუკუნეების მანძილზე საქართველოს რომ ჭამს და ხრავს
ამ 1234-- აც რამდენჯერმე პოსტი დაუტოვე და მემალება. ან კი რას მიპასუხებს?? მაგათი პასუხი მხოლოდ ერთია-- ,,მიშა მაგარია,,
..... იყოს ეგე უკრაინაში..... ან მატროსოვზე.
აქ ერთი კარგი იუზერი გვყავდა ჯუზეპე(დაიკარგა)....იმის დატოვებული ლოზუნგია ,,მიშა ვერ დაბრუნდება,,.....ჰოოდა ეგრეც იქნება!!..
მაგრამ ესენიც რომ არ უქნია ღმერთს?
მოკლედ ბედი გვაქვს, ბედი....ნუ იტყვი

papa

2017-11-10 02:16:17

1.7 მლნ პატრიარქმა ეს რომელღაცა ქადაგებაში თქვა

ტორი

2017-11-10 08:17:54

პაპა,
ერი, რომლის 10% მანიაკია, სამკურნალოა))...
ყველა არჩევნებზე რომ ნაცხები მეორე „საპრიზო“ ადგილს იკავებენ და მთავარი მავნებლები მთავარ „ოპოზიციურ“ ძალად რჩებიან, ჩვენი ბრალია...

ჩვენ ვერ დავლაგდით, ჩვენ...ის სულიერება, ფასეულობები, რომელიც ადამიანში სარეველა ბალახის აღმოცენება-გაზრდას ჩანასახშივე სპობს, თავად გადავჯეგეთ და გავაუფასურეთ...

ჩვენ ვუწყობთ ხელს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას /პავლოვი, პავლოვი))/, სადაც არათუ სიცოცხლეში გრძნობენ თავს კომფორტულად ასეთი ადამიანები, სიკვდილის შემდეგაც ბარტ/ყობენ და გადაგვარებული თანამოაზრე არაკაცების ჯარს ტოვებენ...

შიში და სიცრუე - ეს ის ორი უბედურებაა, რომელიც ზნედ გვექცა...
სანამ ამათ ძირფესვიანად არ მოვსპობთ, მანამ სულ ამ დღეში ვიქნებით...

ცუგო

2017-11-10 10:21:20

პატივცემულო serapina, ეგ ექიმი, ეხლა რომ რიგითი ექიმია, მიშას მოსვლისთანავე აღზევდა ჯან.დაცვის სამინისტროში, ერთ-ერთ დეპარტამენტის უფროსად, პირწავარდნილი მიშისტია, ვერ მოუნელებია დაკარგული თანამდებობა, ასე რომ არ გაგიკვირდეთ... დაგუგლეთ და საკმაოდ ბევრ მარგალიტს იპოვით მაგაზე (მე პირადად დიდი ხანია ვიცი მის შესახებ)

papa

2017-11-10 13:15:11

ტორი

შენც რა სერაპინასავით ისევ ,,ჩვენ,, ხალხს მოგვადექი?
მულო გეუბნებოდიო......(შენ არა სერაპინა)

აი ზუსტად ის შიშია ეს ,,მეგობრები,, რომ ნერგავენ საქართველოში....გუანტანამო მაგათი მოგონილია. მაგით მართავენ ეგენი ხალხს მსოფლიოს მასშტაბით, მაგით. ფულით კიდევ სიცრუეს ნერგავენ. (მაგალითად ჩვენი ბიზნესმენი ასო-ები)
პავლოვი განა მარტო ჩვენც ვიცით... მაგათაც იციან, მაგათაც . მე უბრალოდ ის მიკვირს ამ ე.წ. პავლოვისაგან თავდასაცავად, ერმა ანტივირუსი როგორ ვერ გამოიმუშავა?? ტემ ბოლე ვიცით რა მამაძაღ/ლიცააა ეს ოხერი პავლოვი.
მაგრამ ხალხს რა შეუძლია?? იმ სარეველას ამოძირკვა ხელისუფლების მოვალეობააა, ხელისუფლების !!!.
ადრეც ბევრჯერ მაქვს ამ თემაზე პოსტები დადებული...(ეხლაც ბაქრაძისეულებს ვიტყ/ვი)
.......ნებისმიერ ერში საუკუნეების მან/ძილზე ძალაუნებურად ჭუჭყი და ნაგავი გროვდებაო. ბაქარაძე ამბობდა-- იდეალურზე იდეალური ღვინოც კი რომ იყოს, დიდი ხნის მანძილზე, ბოთლში უძრავად მყოფი ღვინო, მაინც ლექსს იკეთებსო. ის ლექი თუ დროზე არ მოაშორე, მერე მთელ ღვინოს აფუჭებსო..
ასეა ერიცო ...მით უმეტეს ამ საუკუნეების განმავლობაში ათასი ჯურის ოხერი--მამაძაღ/ლი --დამპყრობელი ბილწავდა და რყვნიდა ჩვენ ერს, გროვდებოდა ჭუჭყი. ჩვენ სისხლს...მუხრანისა არ იყოს ,,ღვრიდნენ და რყვნიდნენ, რყვნიდნენ და ღვრიდნენ, ჯამიდან ჯამში, ხაპიდან ხაპში.....,,(აუუუჰ ..... მბურძგლავს)
......ეს ხომ ყველაფერი ჩვენ ერმა გაიარა?? რა გიკვირთ?? ამდენი ტანჯვა--წამების მერე
ერი კიდევ ცოცხალი როა, რატო ის არ გიკვირთ? თქვენ კიდევ ... ჭუჭყიო, შიშიო... სიცრუეო..
...იქნება მაშ არ იქნებაა?----საუკუნეების მანძილზე ექვსი, ჩათლახზე ჩათლახი იმპერია გვქინძავდა...მაშ ხეირი დაგვეყრებოდააა?? ეხლა კიდევ მეშვიდე---უჩათლახესი!! თანაც ყველაზე დიდი..,,მეგობრების,,??? ყველა მათგანი ხომ ერში სათავისო თვისებებს(ჭუჭყს) გვიტოვებდა?--ორპირობას, ერთმანეთის დაქინძვა--გაუტანლობას, მლიქვნელობას..და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენ უბედურებას აღარ. აბა სად გინახიათ რომ დამპყრობელს, დაპყრობილი ერი ხელის გულზე ეტარებინოს და მის ზნეობა--მენტალიტეის გაწმენდაზე ეზრუნოს?? ყველა მათგანი სისაძაგლეს ნერგავდა, მათ ბატონობას საფრთხე რომ არ დამუქრებოდა, ყველა იმას ,,გვიტოვებდა,, რაც მათ აწყობდათ
ჩვენ კიდევ ნიჭიერი ერი ვართ,... ადვილად ვითვისებთ ყველაფერს..ავსაც და კარგსაც, პირიქით ვხვეწთ კიდეც...
ისე თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე იმ ჩვენი წინაპრების საქციელის ცოტათი
მესმსის კიდეც..ზოგი მეტნაკლებად ეგუებოდა იმ სისაძაგლეებს, ზოგი კიდევ ვერა და გმირულად იღუპებოდნენ
ასე ირყ/ვნებოდა ზნეობა, მორალი, ცნობიერება, მენტალიტეტი..
საუკუნეების მანძილზე.....გროვდებოდა ჭუჭყი, ლექი..
აი სწორედ იმ ლექზე ამბობდა ბაქრაძე--- აუცილებლად უნდა მოაშორო--გამოწმინდო ის
ლექი, თორემ მერე მთელ ერს აფუჭებსო. აი მგელი რომ ცხვრის ქურქს გადაიცმევს და ფარას(ხალხს) შეერევა ხოლმე--ისე. ის ლექი მერე თავის გასაფუჭებელს ყოველთვის აფუჭებს კიდეც. აი სწორედ ის ლექია, დღევანდელ დღეს, ერიდან გამოსაწმენდ--ამოსაძირკვი, შენ რომ სარეველას ეძახი-- ის სარეველა უკვე ერში ისეა მოდებული, რომ მთელ ერს ბილწავს და აფუჭებს. დაჟე ეს სარეველა ერში ისე მოგვიმრავლდა, რომ ლამისაა დადებითი აღარფერი დაგვრჩა
ადრე როცა ქვეყანას ერზე მზრუნველი ხელისუფალი(მეფე) ყავდა, ის ყოველთვის ცდილობდა ერისგან იმ ე.წ. ჭუჭყი-ლექის მოშორებას, მეტნაკლებად ყველა ცდილობდა რომ ერის ცნობიერება, მორალი, ზნეობა არ გადაგვარებულიყო. აღმაშენებელზე რომ აღარაფერი ვთქვა, ვახტანგ მეფემ ამ ზნეობა-მორალის დაცვის მიზნით, სპეციალურად,,სამართლის წიგნი,, გამოსცა, რომელშიც მოცემული წესები და კანონები, არა მარტო დანაშაულის ჩადენას ეხებოდა, არამედ მორალსა და ზნეობასაც სტროგად იცავდა.
ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება ნახეთ... მაგარი რამეა(კომუნისტების გამოცემულია) მოკლედ ერის პატრონი,(მეფე) ანუ ქვეყნის ხელისუფალი,(ძალა იმათ ააქვთ) იმ ნაკლოვანებებს რასაც ერში ხედავს-დაინახავს თავისი იდეოლოგია პოლიტიკით..კანონმდებლობით, იმ უარყოფითის ამოაძირკვას უნდა ცდილობდეს---აკეთებდეს, ერის მორალსა და ზნეობას უნდა იცავდეს...რა თავისი იდეოლოგიით, რა თავისი საქციელით
ეხლაა?? ნაცვლად იმისა რომ ტელევიზიებს ხელისუფლება სწორი დანიშნულებით იყენებდეს, ,,მეგობრების,, სურვილის შესაბამისად ნებაზე არიან მიშვებულები.... მიდის ერის მასობრივი გარყვნა, გადაგვარება-----ყველა ტელევიზიებში ჩახდილ--გახდილი ქალების და უტვინო ახალგახზრდების დოღია გამართული
ტელევიზიას ადამიანის ცნობიერება--მენტალიტეტზე ზემოქმედების ძალით, ატომური ბომბის ტოლფასი მნიშვნელობა ააქვს. ხოოდა აი ამ ატომური ბომბის ძალა--ენერგიის გამოყენებით მიდის ყველაფერი უარყოფითის დანერგვა საქართველოში...შურის, ბოღმის, გაუტანლობის, სიცრუის, გარყვნილების..და კიდევ ვინ ჩამოთვლის. ადრე ამას მტერი ცეცხლითა და მახვილით აკეთებდა ეხლა ტელევიზიებით(ანუ ფულით)
ამ ე.წ. შოუებით, ყირაზე რომ გადადიან, გაძლერებით მიდის უტვინობის, უზრდელობის, სიცრუის, მლიქვნელობის, ავტორიტეტების დაცინვის და ათასი უბედურების დანერგვა. ვინც საქვეყნოდ გაიხდ--ჩაიხდის ან შეიგინება, ისაა ყველაზე წარმატებული, გამოჩენილი და მისაბაძი ახალგაზრდა.....გაძლიერებით მიდის ყოველივე ცუდის ტირაჟირება და დანერგვა. რა უფროს--უმცროსი... რა დედა მამა .... რა მეგობარი.... რა განათლებული ადამიანი...არა ..... მხოლოდ ცუდი, მხოლოდ უარყოფითი.
ნაცვლად იმისა რომ სტუდიაში სამაგალითო, წესიერი, განათლებული, პატიოსანი, ღვაწლმოსილი ადამიანები აჩვენონ, მოასმენინონ ხალხს..... არა ...მხოლოდ და
მხოლოდ უარყოფითი, მხოლოდ უარყოფითი
ჩართავ ტელევიზორს და ისმის ...შენი დედა.... გადართავ სხვაგან....შენი მამა....კიდევ გადართავ სადმე და ...წამო გადაცემის მერე ვისექსაოთ... და ა.შ.
ჰოოდა ქვეყანაშიც შესაბამისი ზნეობა, მორალია. თან პლიუს კიდევ ამ ტელევიზიებს დამშლელიც არავინა ჰყავთ(ვისაც ძალა ააქვს) და მოედინება და მოედინება უწყვეტად (არაბული ნავთობივით) ამ ტელევიზიებიდან ეს წაღრვნა- და უბედურება
ჰოოდა აბა ამის შემყურე ქვეყანაში, ხალხში რა ატმოსფერო, რა ზნეობა რა ცნობიერება, რა მენტალიტეტი იქნება--ჩამოყალიბდება?? არ გიკვიირთ ქუჩაში რომ მასიურად ქალიან
კაციანად ერთმანეთს თავყბას არ ვუხეთქავთ და ბუჩქებში არა ვსესქაოობთ?
ხელისუფლება კიდევ დგაას და..... უყურებს ამ ყველაფერს.. მორჩილებისთვის და ამ
ყველაფერზე ხელის არ შეშლისთვის კიდევ პრემიას პრემიაზე იღებენ...პლიუს ჯიპები და სეკრეტარსებიც არ აკლიათ
.....და წავიდააა......
ჩვენ კიდევ ვიხექოთ აქ გულები..ადრე სანამ მიტინგები იყო, დავწანწალებდი მთელი ტბილისის მასშტაბით, ეხლა კიდევ აქ ვიხეთქავ გულს
ტორი ... აბა მე სხვა რამე ქმედითი თუ შემიძილია, მითხარი და გვაკეთებ....

papa

2017-11-10 13:27:31

ჩოპრა


ეს შენ .......... გასამეორებლად



II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

papa

2017-11-10 14:40:38

კარგად დაააკვირდით...... როგორ ზუსტად ასრულებენ ამ ანდერძს, სიტყ/ვას არ ტოვებენ შეუსრულებელს.
მერე ჩოპრა მეტყვის......იარე იარე და ისევ იმათ მიადექიო.... აბა ვის მივადგე??




სხვათა შორის ა.ბაქრაზე საქართველოს ყველაზე დიდ მტრად, სპარსეთს(შაჰაბასს) და რუსეთს მიიჩნევდა...
სხვებსაც,.... მაგრამ მაგათ განსაკუთრებულად ,,მაღალი რანგით,,....
იმიტომ რომ ..... ეგენი გარდა ჩვენი ხოცვა--ჟლეტისა, პლიუს კიდევ ჩვენს ,,მენტალიტეტში ძვრებოდნენო,, ისინი ქართველ ხალხს აიძულებდნენ, რომ საქმის წარმოება, წერა კითხვა ანუ გრუბად რომ ვთქვათ ,,აჩოტები,,(აზროვნება) მათ ენაზე ყოფილიყო და მათ ენაზე ესაუბრათო. ასევე აიძულებდნენ რომ ქართველ ხალხს მათი წესებით მიეღოთ--ეცხოვრათო
ეს პროცესი კიდევ ხანგრ/ძლივი პერიოდის მანძილზე, ძალაუნებურად ადამიანის ცნობიერებას ცვლიის და მასში არა ქართულ კვალს ტოვებს, ანუ თანდათანობით მენტალიტეტს ცვლიისო...
.მართალიცაა....მე მაგალითად ამ წერა--კითხვაში ჟარგონული რუსულის გავლენა მართლა
მაქვს. არაა სასიამოვნო მაგრამ...რა ვქნა ესე უფრო მეადვილება წერა........
....წერეთლისა არ იყოს სუ სახაზავის ცემა-ტყეპა, ტანჯვით მასწავლიდნენ ამ
რუსულს..ოლღა ბებიასი არ იყოს, მეც ზუსტად მასე მეუბნებოდნენ---მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობს, შენ რა ჯანდაბა დაგემართაო
ისე გეპეიში კი გამომადგა. მე იქ მეორე კურსის მერე, ქართული წიგნი თვალით არ მინახია..უბრალოდ ტექნიკური წიგნები ქართულად საერთოდ არ არსებობდა. (სპეციალურად ....ასეტი პოლიტიკა იყო)

შორიდან რატომ მოუარე ხომ ხვდებით ....?????

ასჯერ უარესს..... ასჯერ უარესს.... ეს მეგობრები გვიკეთებენ, თანაც
გაძლიერებულად........რა წერა კითხვით და რა მათი ცხოვრების წესის ძალით
ცხვირპირში შეტენვით.
სპარსელებს და რუსებს ასე თუ ისე, ეს ჩვენი მენტალიტეტი, ავად თუ კარგად ძირითადად გადაურჩა, მაგრამ ამააააათ....დედას გვტირობენ, დედას
ასე რომ ჩვენ თავს თუ რაღაცა არ ვუშველეთ, მახარაშვილისა არ იყოს ჩქარა
,,ქართველი ხააარ ბიჭოს,, ძახილს დავიწყებთ
კი მაგრამ ,,ის,, თუ მტერი იყო(არის) ,,ეს,, მითომ რატომაა მოყვარე???
ხუთი მილიონიდან 1.7. გავიდა ქვეყნიდან, ხოცვა არააა, აბა მაშ რა არი? აზროვნებას
კიდევ ესენიც გვიტრიალებენ.
ჰოოდა მგელი შემჭამს თუ მგლის ფერი ძაღ/ლი მნიშვნელობა ააქვს??
ალბათ ააქვს...ალბათ ეს ნეჟნად შემჭამს უფრო.....ეგრე გამოდის!! .

papa

2017-11-10 14:45:49

ვსო....
დღეს რაღაც ცუდ ფეხზე ავდექი...
არადა არყის ფერია ცა ...
ჰოოდა .... წავალ შევხედავ მეც ,,ცას,,

ისე კი კიკაბიძის სიმღერისა არ იყოს---,,რაც ამ ქვეყნად ცოდო მადლი ტრიალებს, ზეცა რატომ არ შავდება ნეტაავ,,??................ მართლა ეგრეა
ჰოოდა წავედი.....მერე უფრო კარგი ფერებით შევხედავ ცას...

serapina

2017-11-10 16:50:31

"პატივცემულო serapina, ეგ ექიმი, ეხლა რომ რიგითი ექიმია, მიშას მოსვლისთანავე აღზევდა ჯან.დაცვის სამინისტროში, ერთ-ერთ დეპარტამენტის უფროსად, პირწავარდნილი მიშისტია..."
--------
ცუგო,
ეჭვიც არ მეპარება!
არასდროს მსმენია,ამ ექიმის შესახებ ადრე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი,ასე იქნებოდა...
ყველა,გულდათუთქული მიშარასტის ბიოგრაფიაშია, ასეთი "გარდამტეხი დეტალი"!

ფხიზელი

2017-11-10 17:39:07

papa,
სადაც ამ "დოქტრინის" ტექსტი დევს, იქ აუცილებლად წაიკითხავდი, რომ "დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა(!) და არც მისი ორიგინალი არსებობს(!). ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა."

ახლა, რატომ გეუბნები:
ყველაფერი, რაც ამ "დოქტრინაში" წერია, გვეხება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სავსებით მიესადაგება ყველაფერს, რაც ხდება მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით - ავტორის სამშობლოში!
ასე რომ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ჩვენ მსხვერპლის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ, მეტ-ნაკლებად, ვიმყოფებით იმავე მდგომარეობაში (შეიძლება უკეთესშიც კი), როგორშიც იმყოფებიან მსოფლიოს ყველაზე წარმატებულად წოდებული ქვეყნები.
...ორიოდე წლის წინ არ იყო, უცხოეთში მოღვაწე ჩვენმა ცნობილმა საოპერო მომღერალმა ქალმა რომ დაგმო ლგბტ-ს პარადი თბილისში, დანიშნული კონცერტი ჩაუშალეს პარიზში და მერე საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში!..
(მალე გეტეროსექსუალები რომ აღმოვჩნდებით სქესობრივ უმცირესობაში,უეჭველი პერსპექტივაა!)
სულ ახალ მაგალითს გეტყვი: გუშინ ამერიკის ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში მიმდინარეობს ანა/ლური სექსის შემსწავლელი ლაბორატორიული სამუშაოები...
მთლად ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს სავალდებულო საგნად ჩაითვლებაო, - ამბობენ კომენტატორები, - მაგრამ განიხილება, თურმე, როგორც სქესთა შორის თანაბრობისკენ გადადგმული ნაბიჯი...
(ასე რომ, პაპა, უნივერსიტეტის ლექტორს თუ ცოლი სტუდენტ ბიჭთან წაასწრებს, მას შეუძლია დაამშვიდოს - ძვირფასო, ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრე, - ჩვენ აქ სამეცნიერო სამუშაოს ვასრულებთო! :))
რა განასხვავებს ქალს და მამაკაცსო? - სვამენ კითხვას. - ის, რომ ერთსა აქვს პე/ნი/სი, მეორეს კი - სა/შო. მაგრამ რაც მათ ათანაბრებს, ეს არის ანა/ლური ხვრელიო...

აი, რითია ამ ხალხის ტვინები დაკავებული და შენ კიდევ - დალესის დოქტრინაო! :)

დალესის რა მოგახსენო, მაგრამ მსოფლიო რომ გამალებული მიექანება სოდომ-გომორული ფინალისკენ (დიდი ატომური ფეიერვერკებით), ეს ნაღდია!

serapina

2017-11-10 18:19:30

უნივერსიტეტი კიდევ სხვა სამყაროა...

კურიოზი ის არის,ალფრედ კინზეის მეცნიერულ ნაშრომებს ეფუძვნება,მთელი ეს ადრეული სექსუალური განათლება ევროპაში.
ამ დროს, ამერიკაში დაადასტურეს,როგორ აყალბებდა ის ამ კვლევებს...
ევროპამ,მაინც ასე გააგრძელოსო...
ქართულ საბავშვო ბაღებში გვექნება თურმე "ამ განათლების" ბედნიერებაც...(სხვა სიკეთეებთან ერთად).
ადრეც დავდე ეს ლინკი:
https://m.youtube.com/watch?t=7s&v=yC-aftRG3dc

gio2000

2017-11-10 20:23:16

ბატონო პაპა,
ყველა , ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნისათვის,
გითანაგრძნობთ და გულთან მიიტანს თქვენს წუხილს. გავკადნიერდები და მეც მათ რიცხვში ჩავთვლი ჩემს თავს ,მაგრამ, მაინც გეტყოდით ჩემს ზოგიერთ მოსაზრებასაც.
თქვენს მიერ მოყვანილი ციტატები- საშინელი მოსასმენია ყველასათვის (განურჩევლად ეროვნებისა), და არამარტო ჩვენთვის-
მაგრამ,
ნუ ვიქნებით ცალმხრივები და
იქნებ, დალესის ამ მოსაზრებებთან ერთად,
სუსლოვის მოსაზრებებიც მოგვეწოდებინა მკითხველებისათვის!!!
ეს ორი მოსაზრება კი,ალბათ,
თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან დაეს კი
ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ქვეყანა, ვისაც სხბევზე მაღლა დგომა და მსოფლიო ბატონობის სურვილი აწუხებს-
ერთიდაიგივე ფსიქოლოგიისა და მეთოდების მატარებელია.
განსხვავება ,მართალია, ძალიან მცირეა,მაგრამ,ეს განსხვავება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს - ჩვენთვის!!!
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი პირველრიგში ჩვენი ტერიტორიის მიტაცების მსურველია და სრულიად არ აინტერესებს ჩვენ ვიარსებებთ თუ არა!!!(უფრო -პირიქით!!!)
მეორე და უფრო ძლიერი კი,- რომელიც თქვენ ამათზე უარესი გგონიათ-
არა მგონია, რომ ჩვენი ტერიტორიის მიტაცებაზე ოცნებობდეს!!!
რა გვინდა ჩვენ?
ჩვენ - არც ერთი მიმართულება გვინდა და არც მეორე,....
ჩვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გვინდა და არავის ქვეშევრდომობას არ ვაპირებთ.
მგონია, რომ,ალბათ, ასე უნდა ფიქრობდეს ყველა ნორმალური ხალხი,
მაგრამ,
უნდა გავუწიოთ თუ არა ანგარიში არსებულ სიტუაციას?!
რასაკვირველია, უნდა გავუწიოთ და არცერთი მხარისაკენ ისე არ უნდა გადავიხაროთ, თუკი ეს ნაბიჯები კარგად გააზრებული არა გვაქვს-უპირველესად - ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!!!
სწორედ ეს იყო,ალბათ, წინა ხელისუფლების შეცდომა და მისი დამარცხების მიზეზიც, ხოლო საბაბი და მიზეზი რომ სულ სხვადასხვა რამაა- ეს , ალბათ, ყველას კარგად მოეხსენება, რადგან საბაბი ხელისუფლების რეიტინგის
დაცემისა, შეიძლება ამ ხელისუფლებას უფრო მეტიც კი გააჩნდეს ვიდრე წინა ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ,
ესენი- როგორღაც მაინც ცდილობენ ისე მოიქცნენ (საგარეოდ მაინც), რომ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ და ქვეყანა
დიდი საგარეო საშიშროების წინაშე არ დააყენონ.
ჩვენ დიდი ხანია სახელმწიფოებრივ აზროვნებას გადავეჩვიეთ და ახლა ხელახლა გვიხდება ამის სწავლა-თუმცა, ცხადია შესაბამისი და მოსალოდნელი გადახვევებითა და შეცდომებით.
რაც შეეხება ჩვენს სულიერებას-
ჩემის აზრით- ძირითადად მაინც,-ეს ჩვენზეა დამოკიდებული და თუ ჩვენ არ მოვინდომეთ- ამას ძალით ვერავინ გაგვაკეთებინებს-
განსხვავებით- ტერიტორიების დაპყრობისაგან!!!
ამიტომ , ალბათ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და ისე ვიმოქმედოთ, რომ
ჩვენი მომავლისათვის უმჯობესი ნაბიჯების გადადგმის თავისუფლება შევინარჩუნოთ!!!
და გავითვალისწინოთ, რომ , თუ ჩვენი მიწა-წყალი ჩვენი აღარ იქნება- მაშინ, არავითარი ნაბიჯების გადადგმის თავისუფლება აღარ გვექნება !!!
მე მგონი, გამიგებთ , რისი თქმაც მინდა და რაღაც პოლიტ- ნაც- ქოცობას არ დამაბრალებთ.
ყველა ქართველის ერთადერთი "პარტია"- საქართველო უნდა იყოს!!!

papa

2017-11-11 01:47:33

გიო


რუსეთს ჩვენი ტერიტორია უნდაო....

ჩვენი ტერიტორია კი არა, ჩვენ ვუნდივართ, ჩვენ ტანსაცმლიანად(ტერიტორია თავისიც ოხრად რჩებათ)...პლიუს ის უნდათ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან მას თოფი არ დაუმიზნონ....ეგენი იმას ცდილობენ რომ მისი გავლენის ქვეშ ვიყოთ, თორემ მე აქ ქართულს ვასწავლი თუ თათრულს, მაგას უკვე სულ ფეხზე კიდია
ეგ აფხაზეთის ჩაბღუჯვით, მთლიან საქართველოს გვიჭერს, ხელიდან არ გვიშვებს...წადი აბა თუ ბიჭი ხარ უაფხაზეთოდ?



,,რაც შეეხება ჩვენს სულიერებას-
ჩემის აზრით- ძირითადად მაინც,-ეს ჩვენზეა დამოკიდებული და თუ ჩვენ არ მოვინდომეთ- ამას ძალით ვერავინ გაგვაკეთებინებს,,

ბრმა რასა სჩიოდაო.........
.შენ კიდევ იმას გაიძახი, ჩვენ ნებაზეა მივიღებთ თუ არა იმათ ფასეულობებსოოო???
აბა რას ამბობ ---გჯერააა მაგიის? დედას კი არ გვიტირებეენ?? ლამის 15 მილიარდი გვაქვს დასავლეთის ვალი (ე.ი. მაგათი)) ვალი.....ბიჭი ხარ და არ დაუჯერო
ჩემი თუ არა ფხიზელის პოსტი წაიკითხე....თავიაანთ ფასეულობებს სუ ძალით, სუ ცეცხლითა და მახვილით რომ ნერგავენ მთელ მსოფლიოში
ვერა ხედაავ ამ ასო-მთავროებს როგორ აჟივილ-ხივილებენ--აყვირებეენ?? გინდა თუ არა ლიბერალები რასაც გეტყვით ისე უნდა იყოსო?? შენ უბრალოდ არ გინდა დაინახო მაგათი ,,სიკეთეები,, ან კიდევ რუსის სიძულვილი საღ აზროვნება და მხედველობას გიკარგავს.
ამასწინათ აქ დავდე პოსტი----ეხლა ეგენი ახალ ტერმინს ამკვიდრებენ--მარტო ფეხმძიმე ქალის მცნება აღარ უნდა იყოს, უნდა იყოს ფეხმძიმე ადამიანიო!! გინდათ თუ არა კაციც ფეხმძიმდებაო ...ამასწინათ ევროპაში ვიღაც ქალად გადაკეთებული კაცი ამშობიარეს.
ზნაჩიტ კაციც მშობიარობს, ანუ ეგ მარტო ქალის საქმე არააო. მარტო ფეხმძიმე ქალის თქმა არ შეიძლება, ეგ ფეხმძიმე კაცების დისკრიმინაციაააო.... გაიგეეე??
ან და კიდევ სკოლებში ამ ე.წ. სექუალურ ,,განათლებას,, ძალით რატომ გვთხრიან
ცხვირპირში??
ღარიბაშვილი ბიძოს რატო მოახსნევინეს, როგორ გგონია, თანაც ესე რეზკად??
რატო და იმან რამდენჯერ ხმამაღლა განაცხადა--- ოჯახი ესაა კაცისა და ქალის ერთობა, არავითარი ფანდარასტობაო და მერე კონსტიტუციაშიც ჩააწერინა ოჯახის მცნება-რაობა. თან რამდენჯერმე დაააყოლა .... მანამ მე ვიქნები ამ თემაზე ლაპარაკიც კი არ იქნებაო, ანუ ფაქტიურად ამერიკას უთხრა ...თქვენი ფანდარასტი დედაც და მამაცო. ბიძოს გამოზრდილი კი იყო, მაგრამ რაღამც ამერიკამ უბრძანა, რაღას იზამდა...მოხსნა ბიძომ..
ეეეჰ..... რომელ ერთი ჩამოვთვალო...თუმცა ეგენი სინამდვილეში შენ ყველა იცი, მაგრამ უბრალოდ არ გინდა დაიჯერო, იმ შენი მეგობრების გადაგვარება. რასაც ფხიზელი წერს მე არანაკლებს ჩამოგითვლიდი მაგათ საქმენი საგმირონიას,, მაგრამ ეგეც საკმარისია..ეგ დაიჯერე.
ისე ჩემ პოსტებს თუ მარტო ალაგ ალაგ არ კითხულობ, იქ სუ წვრილ წვრილად ვწერ მაგათ საქმენი საგმირონიას. ჰოოდა თუ გაინტერესებს, მაგათი ამბები იქ წაიკთხე ხოლმე.

papa

2017-11-11 02:01:35

ფხიზელი


დალესის დოქტრინააა თუ შალვა ნათელაშვილის...ეგ მასონები სუ კაკალ კალ მისდევენ თავიაანთ გეგმებს მთელ მსოფლიოში. უბრალოდ ზოგან ადვილად გადიან ბოლოში, ზოგან კიდევ ცოტა შეფერხებებით...


ამბობ .....მსოფლიო გამალებული მიექანება სოდომ-გომორული ფინალისკენო...

ეგრეა... ეგრე...
ოღონდ კი არ მიექანება .. მიაქანებენ ,,მავანნი,, ...მიაქანებენ!! ჰგონიათ თვითონ არ მოჰყვებიან შიგ..ოღონდ

ტორი

2017-11-11 13:42:39

papa2017-11-10 13:15:11
ტორი

"შენც რა სერაპინასავით ისევ ,,ჩვენ,, ხალხს მოგვადექი?"
-------------------
პაპა,
რასაც ამბობ, მართალს ამბობ... კარგად ამბობ...
იმდენად, რომ, ჩემი ნება იყოს, ჩვენს ბედოვლათ ჩინოვნიკებს უცხოური განათლების სერ/ტიფი/კატებს თავზე გადავახევდი, მაინც არაფერში გვარგია და შენს კომენტარს კედლებზე გავუკრავდი...ვინძლო, ქართული ძარ/ღვი შეუ/ტოკ/დეთ.../გულწრფელად ვამბობ/...

ახლა თემაზე...
ჯერ ჩემი ნახსენები სიცრუე ვნახოთ:
ახლახანს, ფორ.ჯი-მ ნათაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა...
ჩვენი იუზერების გამოხმაურება-კომენტარებში, ბუნებრივია, ზვიადის სახელმაც გაიჟღერა...
ამ თემის წამოწევას ყოველთვის ვერიდები...ფხიზელმა მართებულად შენიშნა - დაუსრულებელი თემაა...
მაგრამ ახლა, თვალსაჩინოებისთვის, გამოდგება...

ზვიადის საფლავი, აცხონოს ღმერთმა, დიდ ქართველთა სავანეშია, მთაწმინდაზე...
თუ იმდროინდელ მოვლენებში ჩახედული ხარ, მას ყველაზე მეტად გია ჭანტურია უპირისპირდებოდა...იმდენად, რომ, სამეგრელოს ტ/ყეებში, ედპ-ს გასამხედროებული რაზმი დევნილ გამსახურდიას მოსაკლავადაც დასდევდა...
ყურადღება მიაქციე - განადგურებაზეა ლაპარაკი...

ჭანტურიას საფლავი სად არის?
კი, დიდუბის პანთეონში, სადაც ამაგდარი ქართველების საფლავებია...

მე, ან ვინმე სხვა რას ვიწამებთ, ჩვენი საქმეა, მაგრამ, ქვეყანამ რა ქნას?
რა ჩაწეროს ქვეყნის ისტორიაში? რა, ეს პერიოდი გამოტოვოს?
როგორ გინდა მომავალ თაობებს საქართველოს ისტორია ასწავლო ამ ტრ/აგიკული / ჭკუის სასწავლებელიც/ მოვლენის გარეშე? არადა, მისი მონაწილე ორივე მთავარი გმირი გამორჩეულ ქართველთა სავანეშია, სადაც მოხვედრა ქართველისთვის ლამის უკვდავების ტოლფასია...

მათთვისაც ხომ ცნობილი იყო მაშინ ის, რაზეც ჩვენ ახლა ყველანი ვთანხმდებით - რაც გვჭირს, მნიშვნელოვანწილად, მაშინდელი დაპირისპირების გამო გვჭირს - წელში ვეღარ გავიმართეთ...

ბავშვებს რა ვასწავლოთ? როგორ მოხდა, რომ ქვეყანა გადააყოლეს პირად დაპირისპირებას? ან ერთი ცდებოდა, ან მეორე - პატარა პირად წაკინკლავებაზე ხომ არ არის ლაპარაკი, ქვეყნის ბედზე ვსაუბრობთ...
რომელიმე ბავშვმა რომ იკითხოს, "ამას აქ რა უნდა, რა საგმირო საქმეებისთვის დაკრძალეთ აქო", რა პასუხს გავცემთ? ვუთხრათ, ქვეყნის დაქცევისთვისო?
თუ, ტ/ყუილებით გავბეროთ ან კითხვა გავუტაროთ?
ჰოოოოო....
სიცრუეში არ უნდა ვიცხოვროთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ...კარგს - კარგი, ცუდს - ცუდი...
ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისგება მოუწევს "ორთავ ქუეყანასა შინა"...
აბულაძის "მონანიებას" დოქსოპულოს შიშით კი არ ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი პოლიტელიტა...
საფლავიდან ამოთხრის კადრებში /უფრო, იდეაში/ დაინახა საშიშროება...

ტორი

2017-11-11 13:58:40

ახლა, ხელისუფლება...
მე მის დამცველად არ გამოვდგები...
თავად არ მომწონს და ცოტა მეგულება ამ საიტზე იუზერი, ვინც მე მის კრიტიკაში მჯობნის...მაგრამ, სიმართლე სიმართლეა...
ჩვენ, ხალხიც მათი შესაფერისი ვართ:)))
ნაცხების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რა ვქენით?
ქვეყნისა და თავის გადარჩენა ერთჯერად აქციად ჩავთვალეთ, არჩევნებიდან ვალმოხდილები დავუბრუნდით კუხნებს და ქვეყნის ყველა თავის ტკ/ივილი ხელისუფლებას გადავაბარეთ...
ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იხე/ლისუფლებს, თუ მას მხარდაჭერა არ აქვს გარედან და შიგნიდან...ან, ერთ-ერთი მაინც...
ჩვენი პას/იურობით, თავად ჩამოვცილდით ხელისუფლებას...მარტო დავტოვეთ...
მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავას, ჩიორას სანახავ-მხარ/დასაჭერად რომ დასტა-დასტად ჩამოდიოდნენ თახსირ/ი "მეგობრები", რა ვქენით? ხმა ამოვიღეთ?
რა, ივანიშვილს ტელევიზიით გამოეცხადებია ქუდზე კაცის შეკრება?
კოლუმბის ელჩმა რომ რამდენჯერმე ტ/ყავი გაგვაძრო სრულიად უსამართლოდ, პასუხი ღარიბაშვილს უნდა მოეთხოვა - დუელში გამოეწვია?
ასეთი მაგალითი კიდევ რამდენია...
ღარიბაშვილის წასვლა ახსენე და, აბა გამოსულიყო თბილისის ქუჩებში მისი მხარდამჭერი თუნდაც ერთი სტადიონი ხალხი ქართული ვაშათი, ვნახავდით, ვინ წავიდოდა და ვინ დარჩებოდა...
ჰოოოდა, ნელ-ნელა მოგვისინჯეს კბილი, მარტო დარჩენილი რომ ნახეს, მისდგნენ და ასე გათითოკაცებულ ხელისუფლებას, როგორც უნდათ, ისე ქინძავენ...
ოღონდ, მხოლოდ ქართული მიწის, ოჯახის და ასეთი ქართული საქმეების გამო, თორემ, ეგენი პრემია - სარგოებს გამოიწერენ თუ სადილზე თითო გოჭ-ინდაურს შეჭამენ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ...პირიქით , ამაში ხელსაც შეუწყობენ - კიდევ უფრო დაშორდებიან ქვეყანას და ხალხს - მთლიანად ეგენი ჩაიგდებენ ხელში...
ამას ხელისუფლებაშიც ხედავენ და არჩევანიც გააკეთეს - შიგნიდან ხალხის შიში აღარ აქვთ...ჩვენ თუ არა, ნაცი მოვა, ნაცი მოვა პრინციპით, გარედან კიდევ, ვისაც მაგათი გაპამპერსება შეუძლია, იმათ ელაქუცებიან, ყველას მომადლიერებას ცდილობენ - ქვეყნის ხარჯზე...
ნაცხებმა რა ქნეს? - ჩვენგან განსხვავებით, ბრძოლა გააგრძელეს...
კარგად იციან, რომ ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქცია...
მერე გვიკვირს, ამდენი მხარდამჭერი საიდანო - 200 ათასი კაცი ლამის 2 მილიონად წარმოჩნდნენ, მართლა 2 მილიონი კი კუხნებში ვსხედვართ...
შენ ამას გინდა შიში დაარქვი, გინდა სიზარმაცე, გინდაც სოლიდარობის დეფიციტი - ჩვენ თუ არ შევიცვალეთ, ამ საქმეს არაფერი ეშველება...

Munji

2017-11-11 18:17:15

ტორი, კარგო კაცო!
სავსებით ვიზიარებ შენს თვალსაზრისს, ოღონდ ერთ უნებურ უზუსტობას აღვნიშნავ მხოლოდ: დიდუბის პანთეონში ჯაბაა დაკრძალული, ხოლო ჭანტურია ქაშუეთის ეკლესიის ეზოში განისვენებს... (გასაგებია, ვისი ლოცვა-კურთხევითაც).
რომელიმე ბავშვს თუ გაუჩნდება კითხვა ან ერთ ან მეორე საფლავთან დაკავშირებით (არადა, ისე მიდის საქმე, სულ უფრო მეტ საფლავთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეთ მსგავსი კითხვები მაკვარანც ბაღნებს), ავუხსნით: დიქტატორ გამსახურდიას ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის თქო! :)

Munji

2017-11-11 18:41:43

პ. ს.
არავის ვუსურვებ სიკვდილს, მაგრამ ყველანი იმქვეყნად წამსვლელები ვართ და ამიტომ მაინტერესებს: სიგუა და კიტოვანი სად ჰპოვებენ სამუდამო განსასვენებელს, სამების ეზოში თუ მთაწმინდაზე?

arichopra 2

2017-11-11 19:40:46

ხანმოკლე არს მეხსიერება კაცისა, ხანგრძლივ არს მეხსიერება ერისა!
მოხშირდა ზვიადისტების პოსტები!
სულახნ საბა - მაოხრებელი მკვდარი.
სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის.
მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა:
- მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ!
რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს.
ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაურჩვიათო.
გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!

Thoma

2017-11-11 21:50:38

აბა ვისი პოსტები უნდა მომრავლდეს, შე მხედრიონელო ვირთხა?!
სამეგრელოს სოფლებსა და ქალაქებს მონღოლთა ურდოებივით შესეული ყაჩაღებისა? კაცებს რომ ავტომატების კონდახებით უხეთქავდნენ თავებს და ცოლ-შვილს რომ თვალწინ უბახებდნენ?!
აქ შენ ძალიან გაიჯეჯილე ხო იცი... სერიოზულად გელაპარაკებიან და დისკუსიაშიც კი შემოდიან ზოგიერთები იმის მაგივრად, რომ სოროდან რამდენჯერაც თავს გამოყოფ, წიხლი ჩაგაზილონ!
შენ მხოლოდ ერთი იუზერი გელაპარაკება აქ შესაფერისი ლექსიკით - ა ნ დ რ ე ი !

Munji

2017-11-11 22:25:45

არიჩოპრა!
სწორედ იმის გამო, რომ “ხაგრძლივ არს მეხსიერება ერისა“, რაც დრო გავა, სულ უფრო მომრავლდება ზვიადის იდეური მხარდამჭერების რიცხვი, პარალელურად კი შემცირდება მისი მოწინააღმდეგე უგუნურ ანტიქართველთა ისედაც დაცოტავებული და თითებზე დასათვლელი რაოდენობა.
თავისთავად, არც აბდლობაა დასჯადი და არც ქარის საპირისპიროდ ფურთხება იკრძალება (მფურთხებელს თუ არა აქვს დისკომფორტი იმისაგან, რომ ფურთხი ისევ მას უბრუნდება).

arichopra 2

2017-11-11 23:00:23

აბა სულ კარგად გნახეთ! ))) გამოჯანმრთელებას გისურვებთ, იმის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ!)))

serapina

2017-11-12 00:05:10

ზვიად გამსახურდიამ,საქართველოსთვის სიცოცხლე დათმო,ზოგიერთი კი,ერთი სადილ-ვახშამს ვერ შეელია!
ამიტომ არ გვაქვს დღეს,ყველაზე მთავარი და აუცილებელი: სამშობლო!

კარგა ხნის წინათ, სტატიას წავაწყდი. ორსულ ქალთა კვებაზე,ჩვილთა სიკვდილიანობაზე და სხვა იმ სირთულეებზე,რაც საქართველოში გვაქვს.
ზოგადად,ძალიან გონივრული აქცენტენი იყო გაკეთებული და კითხვაც ამიტომ დავიწყე...
ბოლოს აღმოვაჩინე,რომ ავტორი ნაირა გელაშვილი იყო.

...და რა აზრი აქვს დღეს,ამ სირთულეებზე საუბარს?!
გონიერება და სიმართლის თქმა,როცა საჭირო იყო (და სახელმწიფო ჩანასახ მდგომარეობაში იყო),მაშინ ვისაც უნდა გამოეჩინა,იმან არ გამოიჩინა და...
ახლა,ვწეროთ და ვიკითხოთ.

ჩვენ,"ის მომენტი" გამოგვეპარა და...
დღეს მარტო კი არა, კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ამაზე პასუხგება,
სხვადასხვა ფორმით!

papa

2017-11-12 00:17:22

ხალხო...(თომა)
პირველ რიგში შეურაცხყოფების გარეშე....უბრალოდ არ შეიძლება ასე ....უბრალოდ სირცხვილია...ეს დისკუსიააა თუ დდდპპპჭჭჭს გინება??
არ შეიძლება....ტემ ბოლე ძველი იუზერის მიმართ, როცა იცით ვინააა, რა აარი ..
..ჩოპრას მარტო იმაზე ეკუთვნის პატივისცემა, რომ ამდენი წელი აქააა...აბა თქვენ იყავით აქ ამდენ ხანს ,,ქარში, დარში, ავდარში,, და დადეთ პოსტები. თქვენ ხან გეზარებათ, ხან არა გცალიათ, აქ ტრიალებთ და პოსტის დადება გერცხვინება--გეზარებათ
მოკლედ არ შეიძლება მასეთი შეურაცხყოფები...
მეორე
მე ერთ-ერთი ყოფილი ,,ძე ცდომილი,, ვარ, ანუ იდეოლოგიურად ყოფილი ანტიზვიადისტი...რა ვქნა, ვცდებოდი.. ვერ ვხვდებოდი რომ მაშინ სინამდვილეში ზვიადის კი არა, მთლიანად საქართველოს ებრძოდნენ, საქართველოს. მეც მაშინ ისევე როგორც ანტიზვიადისტების 99 % ძირითადად მისი საკადრო პოლიტიკაზე ვიყავი ჩაციკლული და სინამდვილეში სხვა რა ფუჭდებოდა, იმას ვერ ვხედავდი, ვერ ვხვდებოდი ...
სამწუხაროდ ის რაც 91--92 წწ სინამდვილეში მოხდა, ის ყველაფერი მხოლოდ 2007-ში დავინახე---დავინახე რომ სინამდვილეში საქართველო ყველას მხოლოდ მოსახმარად უნდა(თავიაანთი მიზნებისათვის) და რომ ჩვენი მართლა გულშემატკივარი სინამდვილეში არავინააა..დავინახე რომ პოლიტიკა ძალიან ჩათლახი და ბინძური რამეა და რომ პოლიტიკაში ალალი გრძნობებით რამის გაკეთება არ შეიძლება ..
მოკლედ ბევრი რამე დავინახე, მაგრამ რაღა დროს--- გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო.(თუმცა მე იმ წარსულ მოვლენებს, ჩემი აქეთ იქით ყოფნით, მაინც ვერ შევცვლიდი .....91-92 წწ დაწერილ--გაწერილი იყო ყველაფერი, დაწერილი!!)
და ეს რომ დავინახე... სტრესში ჩავვარდი, აღარ ვიცოდი რა მექნა...და ერთბაშად მწარე ზვიადისტად ვიქეცი, მწარე ქართველად......შარაძის მკვლელობამ ხომ ბოლომდე ანტიდასავლელად მაქცია. მაშინ უბრალოდ დავრწმუნდი რომ ესენი ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან და რომ ის ეროვნული იდეალები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად შევნატროდით, სინამდვილესი 91-92წწ დამსხვრეულა
ჰოოოდა, მასე მერე ასე ვიგინები ორივე მხარეს, ნამეტნავად კოლუმბის მხარეს, იმიტომ რომ ესენი რუსებთან შედარებით პროფესიონალი ჩათლახები, უფრო საშიშები არიან და რომ ესენი სუ სიცილ-ხარხარით გვტირობენ დედას, და თანაც ბოლომდე
მოკლედ ვარ ირგვლივ ასე ყველა ,,მეგობარ,,--მეზობელზე გაბრაზებული და საითაა ჩვენი ხსნა ვეღარ გამიგია..
ერთი ასპროცენტიანი ვიცი --ყველა თავისთავის მეგობარია და ჩვენი არავინ!!
ჰოოდა..... ეხლა რაღამც 91--92-წლებში სხვანაირად ვფიქრობდი, რით ვარ სხვაზე ნაკლები საქართველოსთვის ერთგული ადამიანი?
ზოგიერთებთან შედარებით მე პირიქით მგონია--აქ რომ შემოდიან ვითომ ყოფილი ზვიადისტები და ,,ლიმონკებს,, ისვრიან, იმათ საქართველო კი არ ადადრდებთ, საქართველო კი არა სტკივათ, არამედ ზვიადის დროინდელი თავიაანთი დაკარგული პოზიციებ--თანამდებობები. და კიდევ ..... ამ ყოფილი ვითომ ზვიადისტებისა ის მიკვირს კიდევ ძალიან--- როგორ დახდნენ მიშისტები, ერთგულები კაცისა, რომელმაც ზვიადის სათაყვანებელ საქართველოს, სინამდვილეში ბოლომდე დედა უტირა...შევარდნაძის სიძულვილი მიშას სიყვარულად როგორ ექცათ??

papa

2017-11-12 01:12:25

ტორი

ხელისუფლების დახმარებაო....კი ბატონო ....ეგ როგორ წარმოგიდგენია??

აქ გვყავდა ერთი ძალიან კარგი იუზერი ხალიბი..კაკრას მაგ თემაზე მე და იმას ბევრი გვისაუბრია--საჭიროების შემთხვევაში ხალხისგან ხელისუფლების დახმარებაზე
ჰოოდა იმას ვეუბნებოდი---
ხომ არის ვითომ ორი რუსეთი?(ორივეს კეთილები...ქუნემ)
... ერთი მითომ რეაქციული და მეორე კიდევ დემოკრატიული...ვითომ,,შაქარი და მურაბა,,
ხომ ყოფილა ასევე ორი ამერიკა...ერთი დემოკრატიის აკვანი(ისემც ქუნემ მაგათი დემოკრატია) და მეორე კიდევ ე.წ. რეაქციული და ომის პარტია..(ესენიც ორივე... ქუნემ)

ჰოოდა.... ყველა ორნაირი ყოფილა და ჩვენც რომ ვიყოთ ორნაირი არ შეიძლება მეთქიი??------ერთი ,,პატიოსანი პროდასავლური,, და მეორე კიდევ რეაქციული, გამტრაკებელი მეთქი; რომელიც ზუსტად ხელისუფლების მხარდასაჭერად, ზემდგომების წინაშე მათი პოზიციების დასაცავ--გასამტკიცებლად, საჭიროების შემთხვევაში ხმაურს ატეხავს მეთქი, ანუ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს მეთქი.
ასე ხელისუფლებას რაღაც არგუმენტები ექნება თავიაანთი პოზიციების დასაცავ-გასამართლებლად ზემდგომების წინაშე მეთქი--იტყვიან ეს ხალხის მოთხოვნაა და აბა დემოკრატიას ხომ არ დავარღვევთ--თქო..მოკლედ მანევრირების საშუალება ექნებათ მეთქი.
მაგალითად კაი ტაშხოშიანი მიტინგი ლოზუნგით---,,სიქტიმ ნაცები,,..იტყოდნენ ეს პოლიტიკური დევნა კი არა ხალხის მოთხოვნაააო და ა.შ
როცა ხელისუფლებას, ქვეყნისთვის საჭირო, რაღაც პოზიციების დასაცავად, ხალხის დახმარება დასჭირდება, ხალხის ასეთი სპეც.ხმაური ხელისუფლებას საჩვენოდ წაადგება მეთქი.
ხალიბმა მიპასუხა --მაგას თვითონ ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, სხვადასხვა არხებით თვითონ ის უნდა იყოს ამ ხმაურის დირიჟორიო........პრიმიტიულად რომ შევადაროთ აი დაახლოებით ისე--- იპოლიტე ხვიჩია ,,დათა თუთაშხიაში,, ზურგს უკან ბაღნებს ხელის დაქნევით რომ აააჩხავლებდა ხოლმე... ისეო; თვითონ უნდა აინტერესებდეს ეგ ყველაფერი, ეგ მისგან უნდა მოდიოდესო ...რაღაც ჟირინოვსკის მსგავსი.
მიშას ხომ ყავდა, დასავლეთში პოზიციების განსამტკიცებლად და იქაური ფულების მოსაზიდად, თავისი ჟირინოვსკი--ნათელაშვილი (აი ბუა--პუტინი მოვიდაო)... ისე ამ ხელისუფლებას უნდა ყავდეს დამხმარედ ხალხი, მაგრამ ამათ ტვინი არა აქვთო..
ასე რომ ეგ საყვედურები ხალხს კი არ ეკუთვინის, არამედ ამ ჩვენ უტვინო ხელისუფლებას უნდა უთხრა ეგენი ყველაფერი, ხელისუფლებას. .

papa

2017-11-12 01:14:32

მოკლედ ეს სომ/ხურის,,ცოდნა,, საქმეში ძაან მადგება, ძაან

ტორი

2017-11-12 10:10:16

პაპა, გამარჯობა...

უსაფრთხოების დარგში ექსპერტის წოდებას თუ მომანიჭებ, გეტ/ყვი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საქმე:))))

Thoma

2017-11-12 19:16:45

პაპა
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს აქ მამასახლისად ან მაყურებლად აგვერჩია ვინმე!
ხოლო ვინმე თუ ამ როლს თავისით კისრულობს, უნდა იცოდეს რომ სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს პირველ ყოვლისა!
შენ რომ აღიარებ მეც იქითა მხარეს ვიყავი და ვერა ვხვდებოდი, რომ ზვიადს კი არა საქართველოს ებრძოდნენო და ხშირად რომ ინანებ ამ ცოდვას - კაცურად იქცევი. უშეცდომო არავინაა. მაგრამ ეს გამოსწორებული და სწორ პოზიციაზე დამდგარი კაცი რომ ხედავ, აქ წარამარა როგორ შემოვარდებიან ვიღაცები (შეიძლება ერთია - სხვადასხვა ნიკით) და ზოგი რომ გოდებს ეს რა ვქენით, მთაწმინდის მიწაში რომ ჩავფალით კაგებეშნიკი გამსახურდიაო... ზოგი რომ ქვეყნის დამაქცევარს უძხის და მისი ძვლების ამოყრას მოითხოვს... ზოგი რომ მაოხრებელ გზირს უწოდებს თათხავს, შენ რატომ არ იღებ ხმას და რატომ არ ეუბნები - ზვიადის შეურაცხყოფა არ შეიძლლება, იმიტომ რომ იმ კაცმა, ჩვენგან განსხვავებით, მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მიუძღვნა, მოუპოვა ეს დამოუკიდებლობა, ერთი გოჯი ქართული მიწა არ დაუკარგავს, არც სახალხო დოვლათი გაუნიავები და არ ეკუთვნის ჩვენგან ასეთი უპატივცემლობაო?!...
იარაღითრომ დაამხო, გააძევა, მერე მისი სიძულვილით სამეგრელო რომ დალაშქრა, გაძარცვა, უზნეობისა და არაადამიანობის სამარცხვინო ფურცლები რომ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში, იმ ორგანიზაციის ყოფილი წევრი რომ ზვიად გამსახურდიას საფლავშიც არ ასვენებს და კვირაში ერთხელ ლაფს ასხამს, იმას ველაპარაკო თავაზიანად?!
ჰო დიდი დამსახურება ჰქონია - ამდენი ხანი აქა ყოფილა! ამდენი ხანი აქ პოსტავს თურმე!!
კარგი რა!
ჯერ ერთი ვინ დაადგინა, რომ აქ დადებული კომენტარების სიხშირე და სიგრძეა პატრიოტობის კრიტერიუმიო?
ეს რა, სამშობლოს სადარაჯო კოშკია და ჩვენ მეციხოვნეები ვართ?
ვინ გითხრათ? :)))
ძალიან სასაცილოა, თუ ასეთ ილუზიებში იმყოფება ვინმე!
აქ ყველა საკუთარ ჭიას ახარებს იმითი, რომ აუდიტორიას უზიარებს თავი აზრებს, თორემ ვინმეს თუ ჰგონია რომ მთელი ქვეყნის ყურადღება მის კომენტარებზეა ფოკუს/ირებული , ეს მიამიტობაც აღარ არის, სხვა რამეა...
სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ნაცნობი არ არის ჩვენი რესურსის მომხმარებელი, მიუხედავად ჩემი მცდელობისა (ხან რა მასალის ლინკს გავუგზავნი, ხან რითი ვცდილობ დაინტერესებას ... შედეგი ზიროუ!..
ერთმა ისიც მომწერა, ამ თქვენს რესპოდენტებს ტელევიზორშიც კი ვერ ვუყურებ და რად მინდა თუ ძმა ხარ მაგათ ნაბჟუტურებზე ვიღაც ნიკს ამოფარებულთა კომენტარებიო!.. ან ამათ რა აწერინებთ ამდენს... ან წიგნი წაიკითხონ ამ კაკუნის მაგივრად ან თეატრში წავიდნენ... ჰგონიათ მთავრობა კითხულობს ან რომელიმე საელჩოს აინტერესებს თქვენი კომენტარებიო? დიდი- დიდი, საკუთარი გრანტის გასამართლებლად რომელიმე არასამთავრობო დაინტერესდეს, რომ მერე ან ჰომოფობიაში დასდონ. ბრალი საიტს ან პრორუსულ პროპაგანდაში და დაგასმინონ ზემოთ... მეტი არაფერი!
ასე რომ აქ “მორიგეობას” ძალიან მკაცრადაც ნუ მივუდგებით და ნურც ისე წარმოვიდგენთ, თითქოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კორექტივები შეგვაქვს ჩვენი კომენტარებით!

Thoma

2017-11-12 20:22:06

რაც შეეხება ნამიოკებს ზვიადის დროს მაღალი თანამდებობის ან მიშას ზვიადისტობის შესახებ, ეს კენჭები ჩემს ბოსტანში სრ ცვივა: არასოდეს არანაირი სარგებელი არ მქონია მისი მომხრეობის გამო, ჩხუბის, სამსახურიდან გაგდებისა და უსიამოვნების გარდა! ვინც სარგებლის გამო იყო ზვიადთან, ისინი მერე სხვა ხელიდუფლებებსაც მშვენივრად მოერგნენ და არავის ჰქონია პრობლემები...
“მიშას ზვიადისტები“ კი ჩემი მუდმივი გაოცებისა და აღშფოთების საგანი არიან... ასე რომ არც ეგ მეხება არანაირსდ.
ხოლო ჩემი უანგარო მხარდაჭერა სულაც არ ნიშნავს, რომ ვერა ვხედავ იმ საბედისწერო შეცდომებს, რაც მხოლოდ გარემოცვამ კი არა, თვითონ პრეზიდენტმა დაუშვა!
მე არ მჯერა, რომ “ყველა შემთხვევაში დაამხობდნენ“!
ამდენი შეცდომა რომ არ დაეშვა როგორც საკადრო საკითხებში, ისე პირად ურთიერთობებში, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა!....
ბოლო-ბოლო, ჯარს ხომ ვერ შემოიყვანდნენ მის დასამხობად!

papa

2017-11-13 00:33:05

თომა
კაია რომ მიპასუხე
ეხლა წვრილად

პიროვნულად ადამიანის შეურაცხყოფა არ შეიძლება--მეთქი.... ეს მამასახლისობააა??
რათა, მსგავსი რა შემამჩნიე?? ,,ფჩოლკა,, გაისწორე--მეთქი ეს მამასახლისობააა??
თუ ძველი იუზერი ხარ ხარ და აქაურობა იცი,მე უბრალოდ ვცდილობ(ძალიან იშვიათად) რომ ეს საიტი წყნარი დისკუსიის ადგილი იყოს და არა პირადი შეურაცხყოფების..მეშვიდე წელია აქა ვარ და ჩემთვის სულერთი რატომ იქნება ამ საიტის ავ-კარგი? მით უმეტეს ამ საიტს ჩემთვის ბევრი ინფორმაციული სიკეთე მოუცია. მე უბრალოდ ჩემსას ვცდილობ რომ აქაურობა წყნარი სალაპარაკო ადგილი იყოს, თორემ ისე მე რისი და ვისი დამჭერი ვარ?? წყნარად ვეტყ/ვი გაიგებს,... გაიგებს არადა ვისაც რა უნდა ის უქნია. თანაცააა ამდენი წლის მანძილზე ეს საიტი ჩემთვის შინაურივით იქცა. თავიდან მე რომ აქ შემოვედი, აქ ძალიან, ძალიან მაგარი იუზერები დამხვდნენ. სწორედ იმ ხალხმა ,,შემომიტყუა,, მაშინ თავიაანთი პოსტებით აქ
მოკლედ შენც რომ ამდენი ხანი გაჩერდე აქ, შენთვისაც იგივე გახდება ეს საიტი რაც ჩემთვის და შენც ისევე მოიქცევი როგორც მე.
თანაცაა და კაცი სადაც ტრიალებ, იქ გარემო როგორი იქნება, შენთვის სულერთი იქნებაა?/
ეგაა სულ მეტი არფერი......... შენ კიდევ მამასახლისიო
მაგალითად, მე რომ სამთვიანი ,,იძულებითი შვებულების,, მერე დავბრუნდი, აქ ანდრეი დამხვდა. ახალდაბრუნებულზე მანამ მე აზრზე მოვიდი ვინ იყო და რა უნდოდა ამ კაცს, მანამდე იმ ორ-სამ დღეში, თითქმის ყველა იუზერმა მისცა შენიშვნა ..შედეგი ნოლი..დაჟე უარესი. ხოოდა ჩემსას რატომღა გაიგებდა ვითომ? ჰოოდა არც ჩავრეულვარ..კაცს არ უნდა რომ გაიგოს და მე რას გვხდებოდი?? რა სროლა ხანჯლაობას ავუტეხავდი თუ რა?
მოკლედ მე უბრალოდ ვცდილობ რომ შეძლების და გვარად ,,მშვიდობის მტრედის,, როლი შევასრულო, თორემ მე ვისი და რისი დამჭერი ვარ? თანაცაა და აქაური ჰაერი მარტო მე შემაწუხეებს??
კიდევ
..ზვიადიზე რა და როგორ, ახსნა აღარა მჭირდება..... წარამარა ინანაიებო...ჰოოო ..გეთანხმები..ეგრეა. მაგრამ ჩემზე იმის თქმა რომ აქ ვიღაცა გადარეულს, მასზე აუგის მთქმელს არაფერს ეუბნებიო .....ოოოოო ..... ეგ მწყინს რასაც მეუბნები, თანაც ძალიან მწყინს. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მე რაც აქა ვარ სუ ზვიადის(საქართველოს) სიმართლის დამტკიცებაში ვარ და თუ ჩემი თანდასწრებით ვინმე მასზე რამე აუგს თქვას
და მე არ ჩავერიო...... ეგეთი რამე არ არსებობს --ეგ ტყუილია!!!! ..მე ამით მარტო ზვიადის კი არა ჩემს საკუთარ სინდის ვიცავ ხოლმე.(...იმიტომ) ასე რომ ეგეთი რამე არ არსებობს.....ვიმეორებ თუ აქ ვარ და ეგეთი რამეა და მე არ ჩავერიო ...არ არსებობს!!!
ეხლა მესამე ...გგონიათ აქ დიდ საქვეყნო საქმეს აკეთებთ თქვენი კაკუნითო, წადით ან
წიგნი წაიკითხე ან თეატრი ნახეთო..დაახლოებით ასე ამბობ.
.ჩემი წილი ეგენი უკვე გავიარე, ვეღარაფერს ვეღარ შევმატებ საკუთარ თავს. განა იმიტომ რომ.... ვსოო და საფეთქლებიდნ ტვინი გადმომდის არა,(პოსტებში ყველა ჩანს ვინ რა ბაგაჟისაა) უბრალოდ ეხლა უკვე მაგის აღარც გულია და აღარც ნერვი..
ამბობ კითხვით სულ ორი სამი კაცი გკითხულობთ, ამ თქვენი კაკუნით მაინც ვერაფერს ვერა ცვლით, რას აკაკუნებთო.... არ არის მასე
ჯერ ერტი ამ საიტს გრუბაად 20 ათასი ხელმომწერი(ანუ მკითხველი) ყავს, პლიუს აქაური,,შემომსვლელთა,,რაოდენობები. ასე რომ ამ საიტს კითხულობენ, კითხულობენ. სხვათა შორის ამ საიტზე ბევრი,,ზემდგომი ხალხიც,, შემოსულა და გვიჩხუბ--გვიკამათია კიდეც. დაჟე როგორც შენ ამბობ ამ საიტით ,,დიდი- დიდი, საკუთარი გრანტის გასამართლებლად რომელიმე არასამთავრობო დაინტერესდეს, რომ მერე ან ჰომოფობიაში დასდონ. ბრალი საიტს ან პრორუსულ პროპაგანდაში და დაგასმინონ ზემოთ... მეტი არაფერი,,! ---მაგათ გამო ეს საიტი ადრე ორჯერ დაგვიხურეს კიდეც--- ერთხელ ერთი თვით და ერთხელ სამი თვით. ამ ჩვენ ,,დირეხხხხტორსაც,, ბევრჯერ ჩაუტარეს აღმზრდელობითი მუშაობა. მოკლედ გვკიტხულობენ, გვკითხულობენ
..შეიძლება როგორც შენ ამბობ ამინდს ვერა ვქმნით, არც ჩვენ კომენტარებზეა ,,მთელი ქვეყნის ყურადღება ფოკუსირებული,, მაგრამ სადღაც ვიღაცეებს, თუნდაც პატარა იმედს რომ ვაძლევთ, ეგ ღრმად მჯერა. (გულში იმას მაინც იტყვიან ყველაფერი ბოლომდე დაკარგული არაა, ვიღაცეები კიდევ იბრძვიანო)
მაშ ,,ზებო,,-ზე მეტ საქმეს მაინც აღარ ვაკეთეებთ??
აი რომ გეუბნება ვიღაცა რად მინდა მაგათი ნაბჟუტურებიო..შეიძლება ვცდები, მაგრამ
იმ ხალხისა ნაკლებად დაიჯერე რომ სტკივათ საქართველო.. თვითონ დაკვირდი..
მაგეთი ხალხი მეცა მყავს გარშემო, ერთი ომი მაქვს მათთან, მაგრამ..... მათ შეფასებაში მე არ ვცდები...თავიაანთ კერძო ნაჭუჭში არიან ისინი ჩაკეტილები....
არ კითხულობენო...რატომ წაიკითხავენ ხალხი ათას შოუებს უყურებენ, გასართობი ააქვთ, გონება უმრავლესობამ მიაძიანა, ბევრმა ხელი ჩაიქნია, თვითდინებას მიენდო--მაინც ვერაფერს შევცვლითო..და ა.შ.
აბა ეგრეეე.?
მე ვერა... ეგრე უბრალოდ შორიდან მაყურებლად ვერ ვჩერდები, უბრალოდ ვერ ვისვენებ. ირგვლივ ლამის იქცევა ყველაფერი და მე კიდევ შორიდან ვუყუროო? ასე მაინც ვიღაცას პატარა შემოძახილს(ნუ გეშინიას მაინც) ხომ ვეუბნები..აბა ვიყოთ გულზე ხელდაკრეფილებიი? მოკლედ ძაან პატრიოტულ პათოსში რომ არ გადავარდე და ცოტა ცერადაც(საეჭვოდ) არ დამიწყო ყურება, ასე გეტყვი---მე მგონია ქვეყნისთვის ჩემ წილ საქმეს ასე ვაკეთებ მეთქი..მერე ვიღაცას თუ მოეწონება ჩემი(ჩვენი) რამე ნათქვამი, ხომ ეტყ/ვის ის სხვას??, ის კიდევ თავის მხრივ... კიდევ სხვას...და ა.შ.
ზვიადიდან დაწყებული ძაან, ძაან აქტიური მიტინგოსანი ვარ. ნამეტნავად მიშას ვეცემინე ბევრჯერ(მიკვირს რომ გადავურჩი) რა მსჯიდა??... რაზე ვეცემინებოდი ხოლმე არ ვიცი, ვერ აგიხსნი......ალბათ ვირს ზურგი აქავდებაო, ისე იყო ჩემი საქმე ხოლმე
ეხლა ღამღამობით აქ ვმიტინგობ..ქართული ტელევიზიებისთვის წლებია არ მიყურებია(ყირაზე გადადიან) ინფორმაცია მხოლოდ კომპიუტერიდან. ევროვიზია, ბიბისი და ეგეთი რაღაცეები რუსულებსაც ვიუყურებ ხოლმე, ოღონდ უმრავლესობას ძველებურად უკურმა ვატრიალებ და რაღაცეებს იქიდანაც ვიგებ ხოლმე
ეხლა აბა ჰე....
ოღონდ ამდენ ნაწვალებს წყალში ნუ გადამიყრი, უბრალოდ მანიშნე წავიკითხე თქო...
რაო კიდევ მამასახლისი ვააარ?
ან მაინც ტყუილად ვაკაკუნეებ?

papa

2017-11-13 00:53:30

ვერ დაამხობდნენო..
ეხლაც ეგრე გჯერაააა?/
მისი შეცდომები ეხლა ჩააანს--ღაა?/ აღარ ხომ?
ანუ ის ე.წ. შეცდომები დღევანდელი გადასახედიდან ისტორიაში ჩაიკარგა ხომ?
უმნიშვნელო რომ არ ყოფილიყო ისტორიაში არ ჩაიკარგებოდა!!!
ასე რომ იმ უმნიშვნელო შეცდომებისთვის არ მოუკლავთ ის. იმან სხვა რამე ,,დაააშავა,, უფრო დიდი-----ძალიან ხმამაღლა თქვა ,,საქართველო ქართველებისთვისო,, და იმიტომ

ჰოოდა დააამხობდნენ, დაამხობდნენ..
შარაძე??/ მის მკვლელობაშია პასუხი ზვიადის სიკვდილისა....მე ეგრე მჯერა
ეროვნულს ებრძოდნენ და ისევ ებრძვიან, ეროვნულს და იმიტომაც დაამხობდნენ აუცილებლად!! პრიჩინას მაინც უპოვიდნენ.. სხვანაირად უბრალოდ არანაირად არ იქნებოდა.
აუუუუფ..დიდი ქაოსი იყო მაშინ, დიდი
მოკლედ რა აღარ გავიარეთ...

Thoma

2017-11-13 19:55:32

პაპა!
ჭადრაკის წესებით, არ შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურებს ეხებოდე და ჩუმად უცვლიდე ადგილს! :))- მე არ მითქვამს 2-3 კაცი კითხულობს ამ საიტს და ტ/ყუილა აკაკუნებ მეთქი! ( აგერ არ დევს პოსტი?). ჰოდა ახლა გინდა დაგიჯერო, არ შემხვედრია აქ ზვიადის შეურაცხმყოფელი პოსტები, თორემ აუცილებლად მექნებოდა რეაქციაო?
...რა მრჯიდა, რაზე ვეცემინებოდი ხოლმეო? - ამაზე გულიანად ვიცინე, ისეთი ნაღდი და ალალი ხარ:))
(მეპოდტპუტჩისტური პერიოდი გამახსენდა, ზვიადის მომხრეთა მრავალათასიანი მიტინგები, ყოველდღე რომ სცემდნენ პოლიცია და ყველა სახის ლეგალურ-არალეგალური შენაერთები...
ვეუბნებოდი, რატომ აკეთებთ, რატომ ეკვლევინებით, რის მიღწევას ლამობთ-მეთქი? - დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ხალხს არ ჩამოუგდია გამსახურდია, ხალხი ისევ გამსახურდიას მხარეზეაო! :))))
აი, სიშტერემდე მისული მიამიტობა! - ეგონათ, დასავლეთი არ იყო ინფორმირებული, თორემ არ დაუშვებდა იმ გადატრიალებას და არ სცნობდა შევარდნაძის პუტჩისტურ ხელისუფლებას! :)

შენ არასწორად გამიგე: მე არ მითქვამს, თავისი შეცდომებისთვის დაამხეს გამსახურდია მეთქი! მე ვამბობ: მისმა შეცდომებმა გახადა შესაძლებელი მისი დამხობა. (არც აქილევსი მოუკლავთ მისი ქუსლის გამო, მაგრამ მისმა დაუცველმა ქუსლმა გახადა შესაძლებელი მოწამლული ისრით მისი მოკვლა!) .

“ძალიან ხმამაღლა თქვა ~საქართველო ქართველებისთვისო~ და იმიტომ.
პაპა, ძალიან ხმამაღლა კი არა, საერთოდ არ უთქვამს ასეთი რამე და შენ მაინც ნუ იმეორებ გია ნოდიას მიერ მოგონილ ცილისწამებას, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და სწორედ ამ ფრაზის საფუძველზე მოიხსენიებდნენ გამსახურდიას ქსენოფობად და ფაშისტად!
არ უთქვამს არსად და არ დაუწერია არსად ზვიადს - საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო!
ეს მისმა მტრებმა მოუგონეს უცხოელთა თვალში სახელის გასატეხად.
კარგად იყავი და ხელი მოგიმართოს! .. ვიცი, რომ გულიანი ქართველი ხარ.

Thoma

2017-11-13 20:08:36

“პოსტპუტჩისტური” უნდა ეწეროს. მიხვდებოდით ისედაც.

papa

2017-11-13 21:24:48

ტყუილად რომ არ მაწვალე, მადლობა პასუხისათვის.....


,,მისმა შეცდომებმა გახადა შესაძლებელი მისი დამხობა,,.გეთანხმები მაგრამ...
შეცდომები რომც არ ქონოდა ეროვნული სახელმწიფოს შენებას მაინც არ დაანებებდნენ!!!
რა ვქნა და დღეს იმ წარსულს მე ესე ვხედავ.... მიზეზს მაინც უპოვნიდნენ, მაინც----, შარაძეა ჩემთვის მაგის დასტური
საქართველო ქართველებისთვისო.... სიმართლე რომ გითხრა ეგ პირადად არც გამიგონია, მეც ნათქვამს ვიმეორებ,(გეთანხმები) მაგრამ აი ,,საქართველო უპირველეს ყოვლისაო,, ეგ ბევრჯერ მიტიგზეც მომისმენია და პლაკატებიც ბევრი იყო ხოლმე
ნამეტნავად კოსტავა ამბობდა ხოლმე მაგ ფრაზას..

ჰოდა ახლა გინდა დაგიჯერო, არ შემხვედრია აქ ზვიადის შეურაცხმყოფელი პოსტები, თორემ აუცილებლად მექნებოდა რეაქციაო?-----მაშინ მომავალშიც დააკვირდი ამ ამბავს.
ეხლა კი...არაუშავრა, რაც არი, არი ...... მაინც გავალთ სამშვიდობოს
აბა ჰე ..... ყოჩაღად...

ფხიზელი

2017-11-14 05:07:06

"ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე

http://www.ambebi.ge/faceambebi/216795-qamdenis-thqmis-uflebasac-ar-momcemda-mamaq-ras-tsers-thako-charkviani-jansugh-charkvianisa-da-zviad-gamsakhurdias-urthierthobaze.html?reply=1&commentid=2352222#add

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80