„დააწყნარეთ ჯონდი“
რეტრომედია

„დააწყნარეთ ჯონდი“

„დააწყნარეთ ჯონდი“
„სარკე“, 14 თებერვალი, 2012 წელი

2017-11-10 11:41:11

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიას დასჯა მოუხდათ.

მას შემდეგ, რაც განცხადებებისათვის განკუთვნილი დრო დასრულდა და კანონპროექტებზე დაიწყო მუშაობა, ჯონდი ბაღათურიამ ფრაქციის სახელით მიკროფონი ითხოვა. თუმცა, ბაღათურიამ განსახილველი საკითხის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისათვის პასუხის პასუხის გაცემა დაიწყო, ვინაიდან მას გამომსვლელების სიის ამოწურვის შემდეგ განცხადების ხელმეორედ გაკეთების უფლება არ მისცეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანი მდგომარეობიდან გამოვიდა, მიკროფონი გამოართვევინა და ყვირილი დაიწყო. - მანდატურებო, დააწყნარეთ ჯონდი, გაეროს დამკვირვებლებივით რას დადიხართ. ბატონო ჯონდი, ბევრს კადრულობთ, მე კი ვიცი რატომაც, მაგრამ, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მინიშნებებით საუბრობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც.

ისინი ხშირად ახსენებდნენ შუშებიან სასახლეს და ფულს - ცხადია, ბიძინა ივანიშვილზე იყო მინიშნებები. - ძალიან აგრესიულად იწყებთ ამ სესიას და არ გეყოფათ ძალა ზაფხულამდე, - ბაღათურიამ ასეთი შენიშვნაც კი მიიღო დავით ბაქრაძისაგან.

 

 

 

 

ნანახია - 93

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80