„შავი ზღვის რეგიონში დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას რუსეთისთვის“
პოლიტიკა

„შავი ზღვის რეგიონში დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას რუსეთისთვის“

„შავი ზღვის რეგიონში დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას რუსეთისთვის“
თამთა ქარჩავა

2017-11-11 08:30:00

ნატო ევროპაში სამეთაურო ცენტრების რაოდენობას ზრდის. ცივი ომის დასრულებიდან, პირველად, ნატო ევროპაში ახალ სამეთაურო სტრუქტურებს ქმნის. კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორი სამეთაურო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერთი მათგანი ევროპაში ჯარების გადასროლის პროცესს გააკონტროლებს, ხოლო მეორე ატლანტის ოკეანეში სამხედრო საზღვაო ძალების მანევრებს განახორციელებს.

როგორც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, შედეგად, ნატოს სამეთაურო ცენტრების რაოდენობა ევროპაში 7-დან 9-მდე გაიზრდება. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო წევრი ქვეყნების კიბერნეტიკული შესაძლებლობების მობილიზებას ახდენს და ამ მიმართულებით ახალი ცენტრი შეიქმნება.

„ნატო განაგრძობს XXI საუკუნის რეალიებზე მორგებას. სამეთაურო სტრუქტურა - ალიანსის საფუძველია. ის ათწლეულობის მანძილზე, უსაფრთხოების გარემოებების ცვლილებების პარალელურად ვითარდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი, ზურაბ აბლაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ალიანსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატო დაიცავს როგორც წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებს. როგორც აგლაძე აცხადებს, ორი სამეთაურო ცენტრის შექმნა არის ღია სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატო არ აპირებს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების დათმობას.

რა საფრთხის გათავალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა სამეთაურო ცენტრის შექმნის შესახებ?

ზურაბ აგლაძე: შეთანხმება მიღწეული იქნა ვარშავის სამიტზე, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოწინავე შტაბებს განალაგებდნენ. ნატოს სამეთაურო ცენტრების შექმნის მიზეზი ძალიან მარტივია. კერძოდ, ნატომ ნათლად დაინახა, რომ საფრთხე არსებობს როგორც რუსეთიდან, ასევე ირანიდან და ასევე არსებობს ტერორიზმის საფრთხე. ამ მიზეზით ნატომ წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და გადადგეს ქმედითი ნაბიჯები.

ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკმაოდ ბევრი ქვეყანა არის ნატოს წევრი, ბევრი ბიუროკარტიული მექანიზმია. თუმცა, ძალიან კარგია, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთქმედებას, მობილურობას და ხელს შეუწყობს იმას, რომ ნატო ქვედანაყოფები და ნატო ქმედითუნარიანი გახდეს ამ ორ რეგიონში.

რუსეთი, ირანი დაისლამური სახელმწიფოგახდა ამ შემთხვევაში მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი და როგორ ფიქრობთ, სამეთაურო ცენტრების რაოდენობა იქნება აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი?

- მხოლოდ სამეთაურო რგოლი არ იქნება. ეს მხოლოდ შემადგენელი ნაწილია, იმ უფრო დიდი სურათის და სტრატეგიის. მიხარია, რომ ნატომ დაინახა ურთიერთქმედების გაუმჯობესების აუცილებლობა, რაც ამ მთლიან სტრატეგიაში ერთ-ერთი კომპონენტია. როტაციის წესით ხდება ჯარების გადასროლის პროცესი. როგორც ვიცით, ნატო თავის შენაერთებს ზრდის რუსეთის საზღვრებთან და აძლიერებს ამ მიმართულებებს.

ნატო ბევრი კომპონენტისგან და ბევრი ქვეყნისგან შედგება, მათთვის ურთიერთმოქმედება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო რთულია, ვიდრე ერთი ქვეყნის ქვედანაყოფისთვის. ამიტომ არის საჭირო ეს კომპონენტები, სარდლობები და მოწინავე შტაბები. იგივე გადასროლის პროცესი, როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ანაცვლებს, ეს ყველაფერი პრობლემების გარეშე და ნაკლებად მტკივნეულად განხორციელდეს.

როგორ ფიქრობთ, ევროპაში სამეთაურო ცენტრების რაოდენობას ზრდა და ახალი სამეთაურო სტრუქტურები იქნება შემაკავებელი ფაქტორი?

- რა თქმა უნდა, ეს ქვედანაყოფები არის შემაკავებელი ფაქტორი. ნატომ თავისი ქვედანაყოფები განალაგა ბალტიის ქვეყნებში და რუსეთის საზღვართან. ამით ნატო ხაზს უსვამს, რომ აქ არის და მზად არის დაიცვას თავისი წევრები და პარტნიორები, რაც შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსეთისთვის. რუსეთი ამას კარგად ხვდება. მას არც რესურსი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე ნატოსთან დაპირისპირების არც სურვილი არ გააჩნია. უბრალოდ ვერაფერს ვერ შეძლებს ნატოსთან მიმართებაში.

აბსურდულიც კი არის იმაზე საუბარი, რომ რუსეთი დაუპირისპირდება ნატოს. სურვილი რომც ჰქონდეს, ამის რესურსი არ აქვს. ნავთობის და გაზის ფასი დაეცა, სანქციები აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ნატო მაინც დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ მისი საზღვრები იყოს დაცული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და გაზარდა თავისი საზღვაო აკვატორია, ცდილობს ჩაერიოს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში და ჩვენ ვნახეთ მოლდოვას მაგალითი, სადაც პრორუსი პრეზიდენტი აირჩიეს.

რუსეთის მიზანია, რომ ყოფილი პოსაბჭოთა ქვეყნები არ გაერთიანდნენ ატლანტიკურ სივრცეში და ამ ქვეყნებმა როგორმე დამოკიდებულება შეიცვალონ - თუ არ იქნებიან რუსეთის მხარდამჭერი, ყოველ შემთხვევაში ღიად არ გამოხატონ ეს სურვილი. რუსეთი ცდილობს, როგორმე ფრაგმენტაცია შეიტანოს დასავლურ სტრუქტურებში. რუსეთს ბევრი მიზანი აქვს, რასაც ნატო კარგად აცნობიერებს და აჩვენებს თავის პარტნიორებს, რომ თუკი ამის საჭირობა დადგება, მზად არის ეს ქვეყნები დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

ამ ჭრილში რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოზე, როგორც ასპირანტ ქვეყანაზე და მის უსაფრთხოებაზე აქცენტის გაკეთება ნატოს მხრიდან? მართალია, ამ ეტაპზე ირანიდან დაისლამური სახელმწიფოსდანსაფრთხე არ მომდინარეობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური საფრთხე რუსეთის მხრიდან...

- ვფიქრობ, რომ ჯერ ვერ ჩამოყალიბდებიან ამ მიმართულებით. მომავალი გვაჩვენებს რა მიმართულებით წავა პროცესები. რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, პირველი - ამ ეტაპზე რუსეთს საფუძველი არ აქვს ღია სამხედრო აგრესიის, მეორე - ჩვენ დავინახეთ, რომ შავი ზღვის რეგიონში დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას რუსეთისთვის და ეს არის ძალიან კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად ჩაკეტოს შავი ზღვის რეგიონი, როგორც კომუნიტების პერიოდში, ტბად გადააქციოს შავი ზღვა და ექსკლუზიურად ჰქონდეს მას გავლენა, ასე არ იქნება. დასავლეთი არ აპირებს თავისი პოზიცების დათმობას. ამის მაგალითია ის, რომ ძალიან ხშირად აშშ-ის და ნატოს შეიარაღებული ძალების საზღვაო გემები შემოდიან შვი ზღვის აკვატორიაში.

ეს ღია სიგნალია რუსეთისთვის, რომ ნატო არ აპირებს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების დათმობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენც ვხვდებით ამ არეალში. იმიტომ, რომ სამხერეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორი არის საქართველო. ვმონაწილეობთ საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ნატოსთან, აშშ-თან. ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც ვხვდებით ამ სტრატეგიის ქვეშ. 

ნანახია - 847

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80