ანა კურნიკოვას რჩევა ქალებს
სხვადასხვა

ანა კურნიკოვას რჩევა ქალებს

ანა კურნიკოვას რჩევა ქალებს
for.ge

2017-11-11 13:08:32

ანა კურნიკოვა ხომ გახსოვთ? ყოფილი ჩოგბურთელი ამჟამად უსაქმოდაა და თავს სარეკლამო კონტრაქტებით ირჩენს.

გასულ კვირას ანა ჟურნალისტთა წინაშე წარდგა და როცა კომპლიმენტი უთხრეს, რა ლამაზად გამოიყურებიო, რჩევები არ დაიშურა.

– მინდა, ქალებს რამდენიმე რჩევა მივცე. ფორმაში რომ იყოთ და კომპლიმენტები დაიმსახუროთ, ამისთვის საჭიროა ფიტნესის მასწავლებელი დაიქირაოთ და მასთან ერთად დღეში ორი საათი ივარჯიშოთ, ერთი საათი ცურვას დაუთმოთ, მინიმუმ, ნახევარი საათი კი – სირბილს.

ასეთ შემთხვევაში, არც თქვენს ჯანმრთელობას დაემუქრება რამე და თავსაც ბევრად კარგად იგრძნობთ, – ამბობს კურნიკოვა. მაგრამ, იმას კი აღარ აკონკრეტებს, ფიტნესის მწვრთნელისთვის გადასახდელი წლიური ოთხმოცი ათასი ევრო სხვა ქალებმა საიდან უნდა მოიტანონ. არადა, რუსი ჩოგბურთელი თავის მწვრთნელს ზუსტად ამდენს უხდის.

 

 

ნანახია - 221

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80