თბილისის ახალი მმართველობა და თვითმმართველობა ლეგიტიმაციას იძენს
პოლიტიკა

თბილისის ახალი მმართველობა და თვითმმართველობა ლეგიტიმაციას იძენს

თბილისის ახალი მმართველობა და თვითმმართველობა ლეგიტიმაციას იძენს
მარიამ თოდაძე

2017-11-11 22:18:17

ახალი მერი და საკრებულო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან. თბილისის მერი 13 ნოემბრიდან ჩაიბარებს პოსტს, ხოლო საკრებულო 14 ნოემბერს გამართავს პირველ სხდომას და საკრებულოს ახალ თავმჯდომარესაც დაამტკიცებს.

უკვე ცნობილია, რომ ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

14 ნოემბერს კი თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; პირველი მოადგილე - გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები - მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების - ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი თვლის, რომ საკრებულოში საჭიროა რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.

ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

სარევიზიო კომისიას უხელმძღვანელებს რიმა ბერაძე; იურიდიული საკითხთა კომისიას - ლევან ჟორჟოლიანი; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას - გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისიას - თამარ ტალიაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას - გიორგი ჩაკვეტაძე; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას - რევაზ სოხაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას; გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელი იქნება ერეკლე კუხიანიძე; ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის - ირაკლი ზარქუა; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას ოთარ გრიგოლიას ჩააბარებენ; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ანა ლაშხს ჩააბარებენ.

ნანახია - 683

ttt56

2017-11-12 09:54:03

ეს გიორფი ტყემალაძე ,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"ზურაბ ტყემალაძის შვილია ,ის წინა საკრებულოს დეპუტატიც იყო.აი,კიდევ ერთი მაგალითი ნეპოტიზმისა,რომელიც ქუცნაშვილმა კარგად "აუხსნა"საქართველოს მოსახლეობას?!გამოფხიზლდი ერო!

tngh

2017-11-12 15:06:35

XXI საუკუნეში ყველას აქვს სიზმრის ნახვის და შემდეგ გაცხადების უფლება. თუმცა უმჯობესია ისიც აგვიხსნან სად არის აქ ნეპოტიზმი. რა არის დანაშაული, ის ხომ არა, რომ გიორგი ზურაბის შვილია??? თუ ის, რომ წინა საკრებულოს დეპუტატიც იყო???

ttt56

2017-11-12 18:26:35

მეზარებოდა კომენტი,მაგრამ...წინა მოწვევის საკრებულოში,მამამისი ზურაბა გაურიგდა ნაციონალებს[ეს კარგად გეცოდინებათ],ჰოდა ისე გაათრიეს მაჟორიტარად,ახლაც ასე მოხდა,ზურაბას ფულებმა თავისი გააკეთა,ეს არის კორუფციაც,მოსყიდვაც და ნეპოტიზმიც,21 საუკუნეში მაგდენი უნდა გესმოდეთ?!

tngh

2017-11-12 18:46:56

მართლაც XXI საუკუნის შესაფერისი სიზმარი გინახია. თანაც გაიძახი: (ეს კარგად გეცოდინებათ)... წიწიკორე ძია აღარ არის, რომ სიზმრების ნახვა აკრძალოს... უყურე, მოყევი და ვისაც გინდა დააჯერე. ცნობისათვის: "მრეწველებმა" გათ/ხარეს "ნაცებს" და "რესპებს"... და არა გაურიგდნენ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80