საქართველოს რესპუბლიკა ემზადება სახელოვანი იუბილესათვის
რეტრომედია

საქართველოს რესპუბლიკა ემზადება სახელოვანი იუბილესათვის

საქართველოს რესპუბლიკა ემზადება სახელოვანი იუბილესათვის
„ლიტერატურული საქართველო“, 24 მარტი, 1967 წელი

2017-11-14 12:34:41

15 მარტს გაიმართა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 50 წლისთავის მოსამზადებელი კომისიის სხდომა.

კომისიამ მოისმინა და განიხილა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნების ბ. ჟღენტისა და ი. ნონეშვილის, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის ვ. მერკვილაძის ინფორმაციები. მათ ილაპარაკეს, თუ რა მუშაობა გაჩაღდა ოქტომბრის 50 წლისთავის მზადებისათვის.

სახელოვანი იუბილესათვის ქართულ და რუსულ ენებზე გამოვა თანამედროვე ქართველ მწერალთა თვალსაჩინო ნაწარმოებების კრებულები. საქართველოს მწერალთა კავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირებთან ერთად აწყობს „ამიერკავკასიის მოძმე ხალხთა ლიტერატურის დღეებს“. ამ შეხვედრის დროს მწერლები ილაპარაკებენ, თუ რა წარმატებებია მათს რესპუბლიკებში, რა ცვლილებები მოხდა საბჭოთა ხელისუფლების წლების მანძილზე, მკითხველებს გააცნობენ თავიანთ ახალ ნაწარმოებებს.

უახლოეს ხანში რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში გაემგზავრებიან ქართველ მწერალთა, კომპოზიტორთა და მსახიობთა ჯგუფები, რომლებიც გამართავენ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს. 19-23 მარტს ბაკურიანში გაიმართება შემოქმედებითი ინტელიგენციის სემინარი თემაზე „ახალგაზრდა ხელოვანი და სოციალისტური მშენებლობა“. გამოცემისათვის მზადდება „ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობის მატიანე“.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი აზერბაიჯანისა და სომხეთის პარტიის ისტორიის ინსტიტუტებთან ერთად ამთავრებს კაპიტალურ ნაშრომს „ამიერკავკასიის კომუნისტურ ორგანიზაციათა ისტორიის ნარკვევები“.

გაზეთ „ზარია ვოსტოკასა“ და საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტთან ერთად მოეწყო პრეს-კონფერენცია და შეხვედრა ძველ ბოლშევიკებთან. მშრომელთა დიდი ინტერესი გამოიწვია სამი თაობის შეხვედრამ ინსტიტუტის მუშაკებთან, რომელიც გარდაბანში გაიმართა.

პარტიის ისტორიის ინსტიტუტის საგამომცემლო გეგმებშია შემდეგი ნაშრომები: „საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები“, „საბჭოთა საქართველოს უმნიშვნელოვანეს მოვლენათა მატიანე“, „საქართველოს პროფკავშირთა ისტორიის ნარკვევები“, „საქართველოს კომკავშირის ისტორიის ნარკვევები“, ა. წულუკიძის ნაწარმოებთა ერთტომეული და სხვა.

რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვ. სირაძემ აღნიშნა, თუ როგორ ემზადება ჩვენი რესპუბლიკა „საქართველოს სს რესპუბლიკის დღეების“ მოწყობისათვის, რომელიც ივნისში გაიმართება მოსკოვში და „მოსკოვის დღეების“ მოწყობისათვის თბილისში, რომელიც გაიმართება 21-28 მაისს.

 

 

 

 

 

ნანახია - 84

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80