„პატრული“ ინდაური
სხვადასხვა

„პატრული“ ინდაური

„პატრული“ ინდაური
for.ge

2017-11-14 12:45:54

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ამჟამად 200 ათასამდე გარეული ინდაური ბინადრობს. მათ კანონი იცავს.

დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში "გაშინაურებული" მოზრდილი მამალი ინდაური "გოძილა" კი პენსიონერ ედნა ჰეისლერის კარმიდამოს თავისად მიიჩნევს და რამდენიმე თვეა, ედნასა და მის სტუმრებს თავზარს სცემს - დასდევს და მტკივნეულად კორტნის. სპეციალისტთა თქმით, მამალი ინდაურებისთვის ეს ტიპური საქციელია.

"გოძილა" პატრულირებას დილის 7 საათზე იწყებს, ამის გამო კარის მეზობელი პენსიონერები იძულებული არიან გაცილებით ადრე ადგნენ, რომ "მტერს" არ გადაეყარონ - ინდაური არად დაგიდევთ მეზობლების უფლებას, ისარგებლონ საერთო გზით. 

სამაგიეროდ, უფრთხის ცოცხს, ამიტომ ედნა საფოსტო ყუთამდე ცოცხით ახერხებს მისვლას, სტუმრებიც მასთან ცოცხით შეიარაღებულნი დადიან...

 

 

ნანახია - 137

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80