„სირიიდან რუსეთი აღარ წამოვა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ პუტინი ცოცხალია“
საზოგადოება

„სირიიდან რუსეთი აღარ წამოვა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ პუტინი ცოცხალია“

„სირიიდან რუსეთი აღარ წამოვა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ პუტინი ცოცხალია“
მანანა ნოზაძე

2017-11-14 15:30:48

„სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას“,-ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერმა დადაასტურა, რომ კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური დარეგულირების გზა ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა გამოინახოს და ეს დარეგულირება გაერო-ს უშიშროების საბჭოს №2254 რეზოლუციის შესაბამისად უნდა მოხდეს.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ასევე, შეთანხმდნენ სირიაში მოქმედი სამხედრო არხების შენარჩუნების თაობაზეც, რათა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იყოს და სახიფათო ინციდენტთა თავიდან აცილება მოხდეს კონფლიქტის ზონაში.

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სირიაში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი დასრულდა. შესაძლოა, ახლა ამ ტერიტორიაზე პარტიზანული ომები დაიწყოს, რადგან „დაიში“ ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს.

„შედეგებიდან გამომდინარე, სირიაში, ფაქტობრივად, ამერიკის მხრიდან პოზიციების დათმობა იკვეთება. თუ რამდენიმე წლის წინ მკაფიო პოზიციაზე იყო აშშ, რომ ასადის რეჟიმი უნდა წასულიყო, დღეს უკვე საუბრობენ სხვადასხვა ფორმატსა და ახალი გზების ძიებაზე. ეს გამოიწვია იმ შედეგმა, რომელიც დადგა. ასადის ჯარებმა რუსეთის დახმარებით მოახერხეს ძირითადი საყრდენი კერების გათავისუფლება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებისგან. ცხადია, ისევ დარჩება მცირე კერები, რომელთაც შეეძლებათ, პარტიზანული ბრძოლების წარმოება. თუმცა ეს ბრძოლები ისეთი ეფექტის აღარ იქნება, როგორც ადრე. საბრძოლო მოქმედებების ის მასშტაბიც არ იქნება, რადგან „დაიშის“ ბოლო საყრდენი აბუ-ქემალი, ფაქტობრივად, გათავისუფლებულია. „დაიშს“ ის ძალა უკვე აღარ აქვს, მაგრამ გამორიცხული არ არის სხვა რეგიონებში მათი გააქტიურება“,-აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განმარტებით, სირიაში ვითარება წყნარდება, თუმცა შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე სულ სხვა პროცესები დაიწყოს. კერძოდ, რეგიონში მწვავედ დგას ქურთული საკითხი, რაც რამდენიმე სახელმწიფოსთვის სერიოზული გამოწვევაა. სირიის გარდა, ესენია ერაყი, ირანი და თურქეთი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტი პრაქტიკულად უკვე გადაჭრილია სამხედრო გზით და ახლა უშუალოდ სირიის შიგნით აღარ შეიძლება სამხედრო გზის გამოყენება.

„როდესაც ბაშარ ასადი ეომებოდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, მაშინ სამხედრო გზა აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, როცა ასადს თავის შიდა ოპოზიციასთან, თავის სირიელ მოქალაქეებთან აქვს დაპირისპირება, უკვე აღარ შეიძლება, სამოქალაქო ომამდე მიიყვანო საქმე და სამხედრო მანქანა გამოიყენო. რასაკვირველია, პარტიზანული მოქმედებები მაინც გაგრძელდება სირიის ტერიტორიაზე და პუტინსაც ეს უნდა. სანამ ასადს უჭირს და ქვეყნის შიგნით დიდი წინააღმდეგობა აქვს, მანამ მას სჭირდება რუსეთი თავისი არმიით. პუტინს ეს აწყობს, რადგან მან უკვე ფეხი დადგა ლატაკიაში (სირიული ამბოხის ეპიცენტრში) და იქ სურს თავისი გავლენის გაფართოება. ამერიკელებს იქ არავინ შეუშვებს, სირიის ტერიტორიაზე ამერიკელების ჭაჭანებაც ვერ იქნება. როგორ შეიძლება, გვერდიგვერდ ამერიკელებისა და რუსების ბაზები იყოს?!

მაგრამ რად გინდათ, ახლა კონგრესი იღებს კანონს, 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ძირითადად ეს ეხება ფეისბუკში, ტვიტერში, სოციალურ ქსელებში გამოვლენილ რუსულ აგრესიას. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უკრაინა მიიღებს 350 მილიონს, ხოლო საქართველო რას ღებულობს, ვერსად ვნახე. მგონი, არაფერს არ ღებულობს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სირიიდან რუსეთი აღარ წამოვა, ყოველ შემთხვევაში, სანამ პუტინი არსებობს, რუსები ამ ტერიტორიას ვერ შეელევიან. სოსო ცინცაძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ დაახლოებით ასე მოხდა 1967 წლის ომის შემდეგაც, როცა ეგვიპტეში ჩასული თავად გახდა ამ ქვეყანაში რუსული გავლენის მომსწრე.

„ქაიროში დავდიოდი და ყოველ მაღაზიაში რუსული ლაპარაკი მესმოდა. ადგილობრივმა გამყიდველებმა და ოფიციანტებმა საყველპურო რუსული ხელად ისწავლეს, რადგან მათ ტერიტორიაზე 26 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა“. 

ნანახია - 983

papa

2017-11-14 23:22:21

ფხიზელი


აბა შენი სვიაზებით გადამოწმე მართალია თუ არა ეს ამბავი...


ბიბისიმ გუშინ, ამერიკა--კოალიციას ჟურნალისტური გამოძიების ფაქტები დაუდო, თუ როგორ გამოჰყავდათ მაგათ ალყა შემორტ/ყმული რაკადან ისლამისტები თავის ლიდერებიანად.......13 დიდი ფირმა ავტობუსი, 47 დიდი გრუზავიკი ხალხით და კიდევ ცალკე მანქანებით, ერთი ტონა ტყ/ვია წამალიო...ეს კოლონა 6 კმ--ზე იყო გადაჭიმულიო. დაჟე გზაში მთელი ეს შანტრაბა პერერივებს სად აკეთებდნენ, ისიც კი ჩამოუკაკლეს ამ ,,დემოკრატიის მტრედებს,, მერე ეს ბოევიკები ასადთან საომრად დეირ-ეზ-ზორ--ში გადაიყვანესო.
ეს ყველაფერი გრუზავიკების მძღოლებმა დაფქვესო,..ამ რეისში თითოს ათას--ათას დოლარს შეჰპირებულან და ...გადააგდესო. ჰოოდა ისინიც ადგნენ და ჩაუშვეს ეს მსოფლიოს დემოკრატები.
ისე ეს ამერიკელები ასადის მოსაშორებლად და იქ ,,გასაგულავებლად,, ისლამისტებს კი არა, დაჟე ეშმაკებს ეკვრებოდნენ,(ამარაგებდნენ კიდეც) თან იძახიან... დემოკრატია, დემოკრატიაო......სადაც კი პუტინი მაგათ მიაწვებოდა ხოლმე, ეს დემოკრატები ეგრევე ასადის ხალხს ბომბავდნენ. მაგრამ აი რუსებს გენერალი რომ მოკლეს, მერე უკვე პუტინმა ზრდილობა ფეხებზე დაიკიდა ,,ბომბი ნე ჟალეტო,, და ..დამკაშიც ჩქარა გავიდა.
.. კონკრეტულად ამერიკაში კი უკვე დიდი ქაოს--პანიკაა ატეხილი. ვინ, ვის რას ედავება, ვინ პუტინის აგენტია, ვინ ტრამპს აშანტაჟებს(ცინცაძე)...მოკლედ ვისი ვისსაშია კაცი ვეღარ გაიგებს. ამხელა სახელმწიფოს ლამის უკვე ყანყალი დააწყებინეს. ცოტა აბაროდს მოუმატებენ და .......... მერე კარგად იყონ
მოკლედ იქ უკვე ჩვენებური ,,პერეტროიკა,, დაიწყო, ჩვენებური პერესტროიკა. ოღონდ ეს პერესტროიკა იქ უკვე ექვსი წელი აღარ გაგრძელდება, გაცილებით ადრე მოუმთავრდებათ ყველაფერი..ეხლა ხომ ძალიან დაჩქარებულია ეს ე.წ.,,ტექნოლოგიური,,პროცესები.ჰოოდა
მე მიყივლიაო და თუ არ გათენდება...
....ვნახოთ, ვნახოთ ..

papa

2017-11-14 23:36:56

ეხლა ინგლისმა დაიწყო რუსების ლანძღვა --- ბრექსიტზე არჩევნების დროს პუტინის ხაკერებმა ჩაგვიწყვეს ბრექსიტის ამბებიო.........გამოდის რომ არ ებრექსიტებოდათ
და პუტინმა ძალით გამოაბრექსიტააა??
ვერ არიან ესენი კარგად.... ყველგან პუტინი ელანდებათ..
რა შეაშინათ ასეთი ამ პუტინმა ვერ გავიგე..
რა ვიცი სააკაშვილი პუტინს ჟანგიანი ტანკების უკან შეტენვას უპირებდა და ამათ რა გულები უსკდებათ ვერ გავიგე.
აფსუსს .... მიშას რომ ამათი შეიარაღება ჰქონოდა, მოსკოვს ვინ ჩივის, დედამიწას ტანკებით სუ კრუგებს დაურტყავდა

მოკლედ ზუსტად რეიგანის დროინდელი სიტუაციააა, კომუნისტები რომ დაქინძა.
ოღონდ ეხლა მგონი პუტინი უღებს იმათ რეიგანის აბაროდებს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80