მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება
საზოგადოება

მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება

მტერთან ნაძალადევი მეგობრობა სრულდება
მანანა ნოზაძე

2017-11-15 01:21:33

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, მომავალ კვირას მოსალოდნელია, უკრაინის პარლამენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უყაროს კენჭი.

უფრო ზუსტად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ პუნქტი დამატებით პუნქტად შევა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში, რომელიც უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განიხილოს.

ამ პროცესის მომდევნო ეტაპად კი სახელდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შესაბამისი განკარგულება, რის შემდეგაც უკრაინაში რუსული, ხოლო რუსეთში უკრაინული დიპლომატიური წარმომადგენლობა დაიხურება.

უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვში უკრაინის ინტერესებს ბელარუსი ან შვეიცარია წარმოადგენს.

თავის დროზე ქართველ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი გაოცებით საუბრობდა უკრაინის ქმედებაზე, რომელმაც რუსეთთან დაპირისპირების მიუხედავად, სძლია საკუთარ თავს და მტრულ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც არ გაწყვიტა. უკრაინის მაგალითის ფონზე ქართველი ექსპერტები მოუწოდებდნენ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ, თუ საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ არ გაწყვიტა კავშირი რუსეთთან, ქართველებსაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე ეფიქრათ და დესპანები გაეგზავნათ მოსკოვში. თუმცა, როგორც ჩანს, უკვე უკრაინაც მიხვდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნებამ არაფერი მოუტანა. ამდენად, მტერთან ნაძალადევი მეგობრობა დასრულდა.

რა სარგებელს მოუტანს უკრაინას დაგვიანებული ნაბიჯის გადადგმა - ანუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა?!

„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია იმის თქმა, რა სარგებელს მოუტანს ამგვარი გადაწყვეტილება უკრაინას. საქართველოს შემთხვევაში, ეს იყო სრულიად ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მაშინ გადადგა, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერვე ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. რუსეთის ამ აგრესიული ქმედების საპასუხოდ, საქართველოს გადაწყვეტილება, რომელიც თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირებას ვერ შეეგუებოდა, სრულიად გასაგები იყო.

რაც შეეხება უკრაინას, რატომ დაისვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი მაინცდამაინც ახლა, ეს დამატებით ინფორმაციას მოითხოვს. ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთის ნაბიჯი, რომელმაც ყირიმის ოკუპაცია და შემდგომ მისი ანექსია, ანუ შეერთება მოახდინა, მკაცრი შეფასების საფუძველს იძლევა უკრაინის მხრიდან. თუმცა ყველა ნაბიჯი მაშინ იძენს აზრს, როდესაც იგი არა მხოლოდ უბრალო შეფასების აქტია, არამედ მიმართულია პრობლემის დაძლევის პერსპექტივისკენ.

„აქ საინტერესოა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვევს თუ არა დაკარგულის დაბრუნებას, მიყენებული ზიანის მინიმიზაციას უკრაინისთვის?! ამაზე პასუხი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და მორალურ-ეთიკური განზომილებით უკრაინას შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას. არავის ექნება უფლება, მას ამის გამო უსაყვედუროს და ეს ნაბიჯი უსამართლოდ ჩაუთვალოს. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეზობელი ევროპული სახელმწიფოს საზღვრები პირველმა შეცვალა ძალადობით. დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ფაქტორი, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, ისეთი სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობით, როგორიც ამერიკაა.

მოგეხსენებათ, უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელიც დაინიშნა, ბატონი კურტ ვოლკერი, რომელიც ზუსტად ამ საკითხებზე მუშაობს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მწვავე რეაქცია მისცა რუსეთის მიერ ჩადენილ საქციელს იმ სანქციების სახით, რომელიც რუსეთს დაედო. არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს სანქციები დამძიმდება, თუკი რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას დონბასში და არ დააბრუნებს ანექსირებულ ყირიმს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება პარტნიორებთან სათანადო კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. ვგულისხმობ უცხოელ პარტიონრებს, რომლებიც უკრაინას ამ კრიზისის პირობებში ეხმარებიან“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მანვე მწუხარებით შენიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მოქმედების აღსაკვეთად საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არ იყო ასე აქტიური, განსხვავებით უკრაინისგან. მისი აზრით, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას სათანადო რეაქცია რომ მოეხდინა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, უკრაინის მოვლენების თავიდან აცილებაც გახდებოდა შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ეს იყო ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიგვექცია ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ვერანაირად ვერ იმოქმედებს უკრაინის საზიანოდ. უბრალოდ, თუ უკრაინა ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის აღარ იქნება სამარცხვინო მდგომარეობაში. ამ ქვეყანას ტერიტორიები წაართვეს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა მაინც ვერ გაწყვიტა რუსეთთან, რაც სამარცხვინო იყო ამ 50 მილიონიანი ქვეყნისთვის, რომელმაც თავისი ტერიტორია -ყირიმი უბრძოლველად გაატანა რუსებს.

„ამ სამარცხვინო სიტუაციას უკრაინელები დღემდე ინარჩუნებენ, თორემ აქამდეც უნდა გაეწყვიტათ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურ მოსკოვთან ყირიმის ანექსიის შემდეგ. იმდენად სუსტი ქვეყანაა, ისეა შეშინებული და იმდენად არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ამისიც კი შეეშინდათ უკრაინელებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რომ არ გაგვეწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ რა გამოვიდოდა? რუსეთს ექნებოდა საელჩოები ცხინვალში, სოხუმსა და თბილისში და ჩვენს ტერიტორიაზე სამი ელჩი ეყოლებოდა. ეს ხომ იმის აღიარებას ნიშნავდა, თითქოს სოხუმი და ცხინვალი არ იყო ჩვენი ტერიტორია.

რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ არაოფიციალურად და არა ელჩებითა და დიპლომატიური ურთიერთობით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

 

ნანახია - 1343

ფხიზელი

2017-11-15 07:44:04

ირაკლიმენაღარიშვილი:
"რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეზობელი ევროპული სახელმწიფოს საზღვრები პირველმა შეცვალა ძალადობით."
?
2008 წლის 17 თებერვალს, სერბიის ტერიტორიაზე, სისხლის გუბიდან, ძალადობისა და გარედან ჩარევის გარეშე, თავისით აღმოცენდა ახალი სახელმწიფო, კ ო ს ო ვ ო , ხომ? - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად (ან სულაც რუსეთის ჯინაზე!) სასწრაფოდ რომ აღიარა მისი დამოუკიდებლობა ევროპამ და ამერიკამ და პრეცედენტად რომ იქცა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებისათვის... არ გახსოვთ, ხომ?

antoni

2017-11-15 08:28:24

რუსეთს მიტაცებული აქვს ყველა მეზობლის მიწა: მონგოლეთის, ჩინეთის, იაპონიის, ფინეთის, ესტონეთის, გერმანიის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსი ... რა ვიცი, კიდევ ვინაა?
რუს კაცს ისტორიულად ოტკა უყვარს, ქალს ყ/ლე, ხელისუფლებას სხვისი ტერიტორიების მიტაცება

DDDD

2017-11-15 08:41:11

ვაი თქვენს პატრონს!
ფუუ, ვინც თქვენ ექსპერტობა დაგაბრალათ,........!
"უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვში უკრაინის ინტერესებს ბელარუსი ან შვეიცარია წარმოადგენს" - ეგ რუსეთის გადასაწყვეტი იქნება ვინ ვის წარმოადგენს.
"უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ვერანაირად ვერ იმოქმედებს უკრაინის საზიანოდ. უბრალოდ, თუ უკრაინა ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის აღარ იქნება სამარცხვინო მდგომარეობაში" - მაგალითი აიღონ ჩვენგან, მაგალითი თუ როგორი ამაყები დავდივართ ახლა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ.
მერე ნახონ ეს http://fanweek.ru/grazhdanstvo-rodilsya-v-sss/ რომ მოხდება, ნახევარი საქართველო რუსეთის მოქალაქეობას აიღებს და ჩავა ხოლმე რუსეთში მათი დაჩმორების ხარისხის შესამოწმებლად.
გამოუშვებენ რუსეთიდან 4-5 მილიონ არალეგალ, გასტრაბაიტერ ხახოლს უკან ხახლიანდიაში და იმათაც აეწევათ თვითშეგნებისა და სიამაყის ხარისხი.

tngh

2017-11-15 12:54:37

ჩვენი თვითმარქვია ექსპერტების სიბრძნე, არგუმენტები და ლოგიკა "ქვას გახეთქავს"...

papa

2017-11-15 13:03:20

ძია

ეგ შარაშენიძე მანამ ნაცებმა ბოლომდე არ გადაიქაქეს თავზე მანამდე მიშა მიშას იძახოდა მაგრამ ბოლოს შერცხვა და ,,გამოპატიოსნდა,, ჰოოდა აბა ეგ სხვანაირად რას იტყვის??
მაგრამ ამასობაში რომ ეს აფხაზეთი და დაჟე უკვე ეს ოსებიც რომ ნელნელა ცალკე მიცურავენ. ამაზე ნივიჟუს რომ აკეტებენ?/ესე ნელნელე რომ გვეგლიჯება ეს ქართული მიწები ამაყად სიარული გვიშველიის?
ბოლოს ცვენ კი არა აფხაზები და ოსები ივლიან ამაყად

ოკუპირებული ცხინვალი და მოსკოვი ”სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე მუშაობენ

და რამდენი ასეთი??
და ეს წვრილ-წვრილი რუსულ--აფხაზური(უკვე ოსურიც) კბენები არაფერიააა??
რათა?--რაჭველისა არ იყოს ჩვენ ტანკში ვზივართ და ეგ კბენები ვერაფერს დაგვაკლეებს??
ამ ,,ექსპერტებს,, მაგის იმედი აააქვთ, რომ ჩვენ მასე ვერ ,,შეგვაშინებეენ,,??
მარტო ეს აღშფოთება--შეშფოთებები რომ ვერა გვშველის ვერა ხედააავთ?
როდემდე მაგათ ანაბარა ყოფნა??.... მანამ რუსეთი არ დაიშლებააა??.
.რატო იტყუებენ ეს მედასავლეთეები ამ სიაფანდი საკენკით თავს(არადა სინამდვილეში ყველაფერს რომ კარგად ხედავენ)?-- რომ ეს წვრილმანები არაფერია და რომ რომ პროგრესული დასავლეთი ამ წვრილმანებს არ ცნობს
ნუ სცნობენ --ხეირი?
რუსი რომ ამ ყველაფერს ჩვენ ჯინაზე აკეთებს ეგ ხომ იასნია?/
ეგენი რომ ქართული მხრიდან რაღაცა დალაპარაკებას ელიან, ეგეც ხომ ყველამ იცის??
მაგათთან დალაპარაკებაც რომ სმერტია, ეგეც ხომ ვიცით? მაგრამ სხვანაირადაც რომ საქმე არ გამოდის ამასაც ხომ ვხედავთ?
არ დაველაპარაკოოთ? კეთილი... აბა მაშ რა ვქნათ?? ვუყუროოთ სულ როგორ და როგორ უცხოვდება აფხაზეთი და უკვე სამაჩაბლოც ჩვენთვიის?
მერე შთამომავლოობას რას ეტყვიან ამ კითხვაზე (ვისაც პასუხის გაცემა ეკუთვნით--ხელისუფლებას)--რაო...ფხაზეთი და სამაჩაბლო რატომ მივატოვეთო..ამერიკელები არ გვაძლევდნენ დალაპარაკების საშუალებასო?
რაო რუსი ჩათლახიააა(აუფფფ... ახალი ამბავი!!) და დალაპარაკება არ გამოვააა? რა იცით დაელაპარაკეეეთ?? იქნება აფხაზეთ--სამაჩაბლოს კი არა, ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნის
იციით?? მიხვედიით?? დაელაპარაკეეთ?
მაშინ ვიაროთ ესე ამმაყად და ვუძახოთ შე ლილიპუტინო თქო. პლიუს ჯოტიასავით აქედან
იქით ვუგზავნოთ ბანდეროლებით დდდპპპჭჭჭ--ები ...ეგეც დიდი საგმირო საქმეა.
არა...ისე კი მე რა მანერვიულეეებს???? ან პუტინის აგენტებიო რაზე ვალან/ძ/ღინებ ამ ,,მაგარ მედასავლეთელებს,, თავს?? რა ძალა მადგა? ეს აფხაზეთი ჩემი ემენია კი არ იყო. --თუ სხვას კიდია ფეხეზე, კახელი ვარ ფეხებზე დაკიდებაზე და ნივიჟუს გაკეთებაზე ადვილი რა არი?
ზღვაზე მზის ჩასვლის ყურება მიყვარდა ძალაინ
ჰოოდა ეხლა კიდევ ვუყუროთ...თუ როგორ მიცურავს და გვშორდება ეს აფხაზეთი...
ერთი კი ნაღდად ვიცი....
როგორც 1921 წლის ყოფილ ხელისუფლებას შეცდომების(თუ მოიმედეოობის)გამო უტრიალებენ დღეს კეთილებს ..ისეა ამ ხელისუფლებას მოუწევს....მე არავის გავახსენდები.

DDDzia

2017-11-15 14:23:39

პაპა!
რუსეთი არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს დიდი, ძლიერი, ამბიციური სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ამბიციების დაკმაყოფილების უნარიც და საშუალებაც. ამერიკაც არის ასეთი სახელმწიფო.
Отто Фон Бисмарк: "Все большие страны ведут себя как бандиты, все малые страны — как проститутки".
ჩვენც პატარა სახელმწიფო ვართ და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.
მაგრამ ჭკვას მაინც ვერ ვსწავლობთ.
ერთსა და იმავე "გრაბლზე" მერამდენად ვაბიჯებთ, ღმერთმა უწყის.
აფხაზეთის ჩამოცილებიდან 25 წელი გადის. ეს სრთი თაობის შეცვლის ვადაა. ახალი თაობა წამოვიდა დევნილების, რომლებსაც არც ახსოვთ აფხაზეთი და ხვალ რომ უთხრან დაბრუნდიო, ეჭვი მეპარება დაბუნდნენ. სამაჩაბლოს კიდევ რა უჭირს - ის ხალხი, ვინც იქიდან გამოაძევეს, იქავე ახლოში დაასახლეს, თანაც არც თუ ისე დიდი დროა გასული ამ მოვლნებიდან და კიდევ არის 20 წელი ვადა, რომ მათ არ დაავიწყდეთ.
მეორე კიდევ - ხვალ რომ უთხრან დაბრუნდიო, სად უნდა დაბრუნდნენ? სახლები ტრაქტორებითაა გადასწორებული. ეს მთავრობა მათ მისცემს თანხას, რომ მათ ცხოვრება თავიდან დაიწყონ?
და რაც მთავარია - იმათ, ვინც გამოყარეს ჩვენი მოსახლეობა, ამ მოსახლეობის დანახვა და გაგონება არ უნდა. მარტო რუსი არაა დამნაშავე ამაში.
ჩვენზე უარესი დაემართება უკრაინას. თავის დროზე უკრაინაში ვსწავლობდი და კაარგად ვიცნობ მაგათ დამპალ ჯიშს. ანეკდოტი იყო საბჭოთა კავშირში შემავალ ერებზე. მე განსაკუთრებით ამ ორზე დამამახსოვრდა - один русский - пьяница, два русских - драка, три русских - первычная партийная организация. Один украйнец - кулак, два украйнца - партизанский отряд, три украйнца - партизанский отряд с предателем. მაგათ, უკრაინელებს ჯერ კიდევ აქვთ რაღაც რეზერვი, მაგრამ უკრაინა ამ ომის გამო დიდ უკანალშია და დღეს ხვალ ეს დეზერვიც გათავდება. არც ომის დამთავრება არ აწყობთ ხახოლებს. ომი არის ამ მთავრობის თანამდებობებზე ყოფნის გარანტია. თანაც დიიიდი ფული კეთდება. თუმცა, ეკონომიკა ერთ დღეში არ ინგრევა ხოლმე. მაგათაც აქვთ რაღაც დრო საბოლოოდ დანგრევისთვის. ისე კი, უკრაინის ისტორია ერთი-ერთში მეორდება ჩვენი ისტორიასავით.

slava

2017-11-15 18:00:19

"...რუსეთი დანაპყრობი ,დაჩაგრული ქვეყანაა, მონღოლებმა რუსეთს დაასვეს საყოველთაო მონობის დაღი ცხოვრების ყველა სფეროში,რამაც გააჩინა კოლექტიური ღრძო შურისძიებისა ყველასა და ყველაფერზე !
მონღოლური სააღწერო ,საბაჟო,მძარცველური სახარკო ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ დამპყრობლის ძალადობრივ საექსპროპრიაციო სასტიკი მეთოდები უძევს სსრკ და მის ყველა სუბიექტს საკანონმდებლო ბაზაში ,როგორც სახელმწიფოებრივობის მთავარი პრინციპი !

რუსის მეხოტბე მტერია ჩემი და საქართველოს მოღალატე. არანაირი გაჭირვება არ ამართლებს სამშობლოს ღალატს. როცა სულში ღალატი ბუდობს, ის უბრალოდ გამოვლინების გზას ეძებს. შევარცხვინე რუსეთუმე ქართველები , მათი ოჯახები და მათი მოდგმა!!!!"

DDDzia

2017-11-15 19:19:03

slava
და რა გინდათ თქვათ, რუსეთს არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს?
შეგიძლიათ დაასახელოთ ერი, რომელიც როდისმე ვინმეს მიერ არ ყოფილა დაპყრობილი?
ჩვენზე რას იტყვით, ჩვენზე???
ჩვენ ვიღას და რაღას კომპლექსი გვაქვს?
ან არის სადმე ერი, რომელსაც ამბიცია არ აქვს?
უკრაინელებს შეეკითხეთ ერთი, რამხელა ამბიცია აქვთ. არა და სახელმწიფოც არ ჰქონიათ არასდროს საბჭოთა წყობილებამდე. რუსეთთან შეერთებამდე ხარ ლიახები ხმარობდნენ და ხანაც ოსმალები. რომელი ერთი გინდათ, ყველა ასეა. ბრიტანელებს 400 წელი რომაელები ხმარობდნენ. მერე ვიკინგები, მერე კიდევ თვითონ ხმარობდნენ ყველას.
ეს არაფერს არ ნიშნავს. ხოლო თუ რუსიჩებმა მონღოლებისგან რამე ისწავლეს, ყოჩაღ მაგათ. მაგალითად - ჩვენ ვერაფერი კარგი ვერ ვისწავლეთ ვერავისგან.

ფხიზელი

2017-11-16 01:33:12


DDDzia:
"შეგიძლიათ დაასახელოთ ერი, რომელიც როდისმე ვინმეს მიერ არ ყოფილა დაპყრობილი?
ჩვენზე რას იტყვით, ჩვენზე???"
----------
ჩვენზე რა უნდა თქვას იმის გარდა, რომ ჩვენი ხანგრძლივი, თითქმის 14-წლიანი ისტორიის მანძილზე ვერავინ ვერ დაგვიპყრო!
მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოს ერთადერთხელ დასჭირდა ქარქაშდან ხმლის ამოღება და ისიც ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა ქართული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელმა! (სლავა, ახლა არ თქვა, ჩვენ არ მოგვიგია ის ომიო, თორემ აუცილებლად გკითხავენ - აბა, რა დედითქვენისას ზეიმობდით რუსთაველზე, თქვენი ისე და ასეო!).

ტორი

2017-11-16 06:06:25

"ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე"...

ჟღერს!
სახელს და გვარს არ ვგულისხმობ - მის ადგილზე ნებისმიერი ქართველი ექსპერტის სახელი და გვარი შეიძლება ჩაიწეროს...
ერთი /ათიც/ გამოთაყვანებული "ექსპერტი" საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს...

საგანგაშო ის არის, რომ ამ შარაშენიძეს პროფესორის წოდება აქვს, სტუდენტები ჰყავს და მათ გადასცემს საკუთარ "ცოდნასა" და "მდიდარ გამოცდილებას"...

აი ეს კი ნაღდად არის საფრთხე...
შეიძლება ვინმემ თქვას, ამეტებ, რა საფრთხე, თუ უვარგისია, საკუთარ თავს ავნებს, წეროს და იკითხოს, ყურადღებას არავინ მიაქცევსო...
ასე რომ იყოს, იცოცხლე კარგია, მაგრამ...
ჯერ ერთი ის, რომ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღებ სახელმწიფოს პირველ პირებს ჯგროდ ახვევიათ ასეთ "ექსპერტები" და მრჩევლები - კაცმა არ იცის, რას ურჩევენ...
პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ რა უნდა ურჩიოს პრეზიდენტს?
ჰოოოდა, შედეგიც სახეზეა...
მეორეც, ჩვენი ჟურნალისტების ხელშეწყობით, ახალი სახეების ძებნა რომ
ეზარებათ, მუდმივად გვეჩხირებიან თვალში და მართლა გონიერ, წესიერ და მცოდნე კაცს მედიაში არ აჭაჭანებენ...

ჩვენი ბედი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხი საქართველოში არ წყდება, თორე, აქამდეც კარგა ხნის გასულები ვიქნებოდით მარილზე...


ფხიზელი

2017-11-16 06:38:12

რას ყვება ნაწამები პატიმარი მის მწამებლებზე (მათ შორის, დავით საყვარელიძეზე):

https://www.youtube.com/watch?v=C2w1ep-tYaQ

ფხიზელი

2017-11-16 06:51:42

ესეც! -

https://www.youtube.com/watch?v=Hur3wQpJzS8

და ეს ხალხი ამტკიცებს, ქვეყანა ქვეყანას დავამსგავსეთ, დემოკრატია დავამყარეთო და ისევ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაშიო!

papa

2017-11-16 08:49:46

დაანებეთ მაგ ბიოტიკს თავი
ეგ გამარჯვებულ--ამშენებელთა პარტიიდაან არის და შევარდნაძის ჯავრს საქართველოზე იყრის
ეხლა მიშასთანაა... უკრაინაში, თუმცა ეგ უფრო ადრე ყოფილა იქ
ერთი მიშა ებრძოდა რუსეთს და მეორე კიდევ ეგ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80