სესხებისა და აზარტული თამაშების გამო ხალხი სიღარიბის ჭაობში ეფლობა
ეკონომიკა

სესხებისა და აზარტული თამაშების გამო ხალხი სიღარიბის ჭაობში ეფლობა

სესხებისა და აზარტული თამაშების გამო ხალხი სიღარიბის ჭაობში ეფლობა
ბექა დანელია

2017-11-28 17:30:51

სესხებმა და სხვადასხვა ფინანსურმა მაქინაციებმა მოსახლეობა იმდენად გააღარიბა, რომ გულგრილი ხელისუფლება და ინერტული ეროვნული ბანკიც კი შეაშფოთა. პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ შესაძლოა, რეაგირება დაგვიანებული იყოს. მით უფრო, რომ ჯერჯერობით ჩინოვნიკები მარტოოდენ სიტყვიერად გამოხატავენ პოზიციას, ხოლო კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისთვის თავს არავინ იწუხება.

მოსახლეობის გაღარიბების ძირითადი მიზეზები სესხები, აზარტული თამაშები და ფინანსური პირამიდებია. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 6,1% გადახდისუუნაროა, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში ასეთი კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობამ 23,5%-ით მოიმატა. ამას ემატება ისიც, რომ საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გადახდისუუნარო მოსახლეობის ზრდის 4 ძირითად მიზეზს ასახელებს.

„ზოგადად გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ძალიან კომპლექსური საკითხია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის სესხები, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხები, ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ-სესხები და აზარტული თამაშები. ამ ყველაფერს მივყავართ იმ შედეგამდე, რაც გვაქვს.

ონლაინ-სესხების საკითხი უკვე დარეგულირდა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ფინანსურ პირამიდებს, ამ საკითხზეც ეროვნული ბანკი ინტენსიურად მუშაობს და გვაქვს პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოტანილი, რომელსაც განვიხილავთ და დასრულების შემდეგ იმედია, ფსევდო საინვესტიციო ფონდები და პირამიდები მაქსიმალურად გაკონტროლდება.

შემდეგი მიმართულება არის ონლაინ-თამაშები და კაზინოები, ამასთან დაკავშირებით შემოსულია ინიციატივა და ახლა მიმდინარეობს განხილვა. ძალიან ეფექტური იქნება ის მექანიზმები, რომლებიც არის შემოთავაზებული. პროცესს ხელს შეუწყობს ლარიზაციის პროგრამა, რომელიც დაიწყო წლის დასაწყისში“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.

ამასობაში თვით ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას თქმით, საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება.

„სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს. საქართველოს მოსახლეობას კი 10 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული.

ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას“, - განაცხადა კიკორიამ.

მისი თქმით, პარლამენტში მათ შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს. სესხის გაცემის პრობლემის მოგვარებისთვის მთავარი საკითხი იქნება, რომ გამსესხებელმა შეისწავლოს მსესხებლის შემოსავალი და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს თანხა. 

ნანახია - 372

papa

2017-11-28 22:53:49

მერე ეგ ვის ადარდებს რო....??

serapina

2017-11-28 23:09:01

არა,რომ არავის ადარდებს,ეს ერთია.

რას დაგვამსგავსეს,ამას თუ აცნობიერებს ხალხი?!
...მე კიდევ,თავს ვიკლავ,აფრიკელების ლიგაში რა გვესაქმებათქო?!

arichopra 2

2017-11-29 20:28:35

აქ მიზეზ შედეგობრივი კავშირის ვექტორი არის არეული. გაღატაკების და ქრონიკული უმუშევრობის გამო, ღირსეულად, შრომით თავის შენახვა, ოჯახის შენახვა თითქმის შეუძლებელია, სამუშაოს მოძებნა ფაქტიურად შეუძლებელია! ამიტომ როდესაც ყველა იმედი გადაწურულია, ადამიანი მიდის სასესხებლად და მერე სათამაშოდ, იქნებ სესხები როგორმე გადავიხადოო!

arichopra 2

2017-11-29 20:40:52

სახელმწიფო იდეოლოგია არის ძირფესვიანად გადასახედავი! რაღაც ტერიტორიის გამწვანებაზეც კი უცხოურ კომპანიებს, უცხოელ ლანდშაფტ დიზაინერებს აძლევენ შეკვეთას, რომ არაფერი ვთქვათ აეროპორტების, გზების, ელექტროსადგურების, საზღვაო პორტების და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის დაპროექტება - მშენებლობა მხოლოდ უცხოელებს, უცხოურ კომპანიებს აქვთ მინდობილი! უცხოელები გარეშე საღორეც კი ვერ აგვიშენებია რაჭაში!!! ახლა აბრეშუმის გზის ფორუმზე დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ ჩაის აღდგენის პროექტსაც ცინელები (ჩინელები) განახორციელებენ! აბა სად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ქართველმა სპეციალისტებმა, მარტო "ლაფათქაზე" ყვითელ ჟილეტში?! ბოლო 25 წელიწადში თვალსა და ხელს შუა გამოგვეცალა ჩვენი ავტოქოთნური, სახელმწიფოს მაორგანიზებელი ერის სტატუსი! სამწუხაროდ ვხედავ ეს პროცესი შეუქცევადია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80