სტრასბურგის სამართალი - საქართველო მერაბიშვილის 4 ათას ევროს გადაუხდის
პოლიტიკა

სტრასბურგის სამართალი - საქართველო მერაბიშვილის 4 ათას ევროს გადაუხდის

სტრასბურგის სამართალი - საქართველო მერაბიშვილის 4 ათას ევროს გადაუხდის
თამთა ქარჩავა

2017-11-29 09:30:16

ევროკონვენციის მე-18 მუხლი - პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს - სწორედ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.

დიდი პალატის 9 წევრმა 8-ის წინააღნდეგ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51-ე მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53-ე მუხლის დარღვევას.

გარდა ამისა, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის მტკიცება, ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. შესაბამისად, დიდმა პალატამაც ძალაში დატოვა პირველი სექციის გადაწყვეტილება და შს ყოფილი მინისტრის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი თავდაპირველად დანაშაულების გამოძიება იყო, ხოლო მოგვიანებით კი, ეს მიზანი „ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღებამ შეცვალა“.

„სასამართლოს დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება, ხოლო მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ათასი ევროს ნაცვლად, 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ამ ხმუარიანი გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს. როგორც წულუკიანი აცხადებს, 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.

„სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა.

შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე ვანო მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

„თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, როცა აზერბაიჯანის მაგალითზე დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, იქ დაუყოვნებლივ მოხდა გათავისუფლება, ასევე, უკრაინის შემთხვევაში ანალოგიური იყო. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მერაბიშვილის გათავისუფლება არ მოხდება, ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის ოთარ კახიძეს შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული. მისი თქმით, იკვეთება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის დანაშაულებრივი ქმედებები.

„ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა მთავარმა პროკურორმა, მტკიცებულებები გააყალბა სასჯელაღსრულების მინისტრმა და გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა. დამტკიცდა, რომ ეს სამი პოლიტიკური ამოცანების მიღწევას ცდილობდა და მერაბიშვილის პატიმრობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ფაქტია, ეს მიუთითებს, რომ კონკრეტულმა პირებმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ არის პოლიტიკური რევანში, ვინაიდან ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური დევნის დასრულება, ამ ფურცლის გადაშლა და ნორმალური პროცესების წარმართვა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება. მერაბიშვილის სახით, „გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის“ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ქართველ ხალხს.

„ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60- წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

უმცირესობისგან განსხვავებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მისთვის გამოტანილ განაჩენთან.

„ევროსასამართლომ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა, არ დაადასტურა, არ გაიზიარა. ასევე, პატიმრობის გამოყენების კანონიერებაზე თქვა, რომ ეს იყო კანონიერი და რაც შეეხება საკნის ეპიზოდს, აქ დამაჯერებლად მხოლოდ ის არგუმენტები მიიჩნია, რაც დაცვამ წარადინა. ეს არ ეხება არც გამამტყუნებელ განაჩენს, არც მის ბრალეულობას, არც პოლიტიკურ მოტივებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებების ნაწილში, რომელ პოზიციას იზიარებს, რომელს - არა.

იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც გავლენას ვერ ახდენს ვერც პატიმრობის კანონიერებაზე, ვერც ბრალეულობაზე მისი დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე ევროსასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მის გამოტანილ განაჩენთან. გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება არასწორი იქნება. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უკვე სწავლობს აღნიშნულ საქმეს და დასკვნას მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც გადაწყვეტილებას სრულად შეისწავლის.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო და საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთ მუხლთან მიმართებით ადგენს დარღვევას. სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან, ალბათ, არასწორი იქნება.

დარწმუნებული ვარ, თავად ომბუდსმენის ოფისი სწავლობდა ამ საქმეს და ექნებათ მასალები. იქნება შესაბამისი დასკვნა. ეს არის მგრძნობიარე თემა პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისსს უნდა ჰქონდეს ძალიან დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ნანახია - 1088

avoeavoe

2017-11-29 11:13:31

იმდენი იწრიალა ხელისუფლებამ, რომ თავისი უნიათობისა და უვიცობის გამო იქეთ ექნათ გადასახდელი მერაბისვილისთვის ფული და ასეულობით უსამართლოდ დაზარალებულებს ერთიანად ნასამართლეობაც კი არ მოუხსნეს და სამსახურების შოვნის თვალსაზრისით ახლაც არ დგანან მყარად ფეხზე, ქონებას ვინ დაეძებს.

კატრინა

2017-11-29 13:40:27

ეს ნორმალური მდგომარეობაა? წულუკიანი რომ გამოდის და თავხედურად გვკიდებს ლაფშას ყურებზე,იქნებ გარჯილიყო და სტრასბურგში უტყუარი დოკუმენტაცია გაეგზავნა! ეხლა ამ პირსისხლიან გვამოსანს ჩემი ჯიბიდან კიდევ 4000 ევრო უნდა გადაუხადონ? წულუკიანისა და მისი უწყების ჯიბიდან გადაიხადონ! ეს იქნება სწორიც და სამართლიანიც!

serapina

2017-11-29 13:44:50

http://netgazeti.ge/news/236982/

serapina

2017-11-29 13:54:01

ერთის მხრივ,"ჩვენი ევროპული განათლება"!
...და მეორეს მხრივ,დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება,სააკაშვილის რეჟიმის,ნამდვილ მსხვერპლთან მიმართებაში...

ამასაც, ან ამერიკას დავაბრალებთ,ან რუსეთს...
ჩვენს თავს,არაფერს ვაბრალებთ!(ეს,ნამდვილად ქართული ფენომებია!)

cugo

2017-11-29 14:01:11

ოთარ კახიძეს და ზაზა ბიბილაშვილს
-------------------------------
ოთარ კახიძევ,შე ნაძირალა მეცოცხევ,შენ რომ იყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაშინ პატიმრები რომ გაყავდათ,აწამებდნენ და ისევ საკანში აბრუნებდნენ,პერანგით იატაკს აწმედინებდნენ,დასველებულ პერანგს აცმევდნენ,ლოგინში წყალს უსხამდნენ,მაშინ რატომ იყავი ჩუმად.თუ არ იცოდი კიდევ უარესი,რისთვის იღებდი ხელფასს და ათასობით პრემია დანამატს. თუ პატიოსანი კაცი ხარ გაასაჯაროვე რამდენი გაქვს მიღებული პრემია დანამატი.მსგავსი სისტემურ დანაშაულს რომ ჰქონდეს ამჟამად ადგილი საპატიმრო დაწესებულებაში და გამოვიდეს იუსტიციის მინისტრის რომელიმე მოადგილე და თქვას არ ვიცოდიო,ერთი ამბავი და აჟიოტაჟი გექნებათ ატეხილი.არც ის იცოდი პატიმრებს ცემით კლავნენ, წამებისგან გონებაწასულ პატიმრებს მორგში მიცვალებულზე რომ ასკოჩავდნენ.შენ რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებ,ეს იმას ნიშნავს,რომ ის წამებები და მკვლებობები,რაც მისმა თანამშრომლებმა ჩაიდენის შენთვის მისაღებია.ვინც დანაშაული ჩაიდინა და გაიყვანა უნდა დაისაჯოს,მაგრამ კრიმინალს რომ პოლიტიკურ პატიმარს უწოდებ შენ თვითონ ხარ კრიმინალი.
ზაზა ბიბილაშვილო,შე უტიფარო,წულუკიანი სამარცხვინო მინისტრია და ზურაბ ადეიშვილი იყო სასახელო.იუსტიციის მინისტრი, რომელიც ღამის საათებში ბიზნესმენებს კაბინეტში იბარებდა და ძარცვავდა.შენ რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს ეძახი,ხოლო ადეიშვილს სანიმუშო მინისტრს ეს იმას ნიშნავს რომ არ ნანობ იმ სასტიკ დანაშაულს,რასაც თქვენი კრიმინალური ხელისუფლება ჩადიოდა 9 წლის განმავლობაში.თქვენ რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში იგივე დანაშაულს გაიმეორებთ.ეს ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა,ამიტომ მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და იქ დარჩებით სიცოცხლის ბოლომდე.

serapina

2017-11-29 14:10:42

კაი cugo, გავიგეთ რომ ნაციონალების ადგილი სანაგვეზე იყო!

მერე,მერე რა მოხდა,ამაზე არაფერი ვთქვათ,იმიტომ რომ ისინი იყვნენ ცუდები?

აგერ ბატონო, ველოდები ივანიშვილის და მისი გუნდი აშენებულ სახელმწიფოს(აბა,ფული დაუღიგოს ხალხსთქი,ამაზე არ მიოცნებია!)...
...სახელმწიფოს,მინიმალურ ჩანასახზეა აქ საუბარი... მინიმუმ,ამ მიმართულებით გადადგმულ,თუნდაც რამდენიმე ნაბიჯზე...
სადაა,ეს ნაბიჯები???
რამდენი წელი "ვღეჭოთ" ეს უვარგისი ნაციონალები?!
დიპლომები,მაგათაც ჰქონდათ,მაგრამ რა?!

ასე თავგამოდებული ბიძინისტობა,მიშისტობისაგან არაფრით განსხვავდება!

ფხიზელი

2017-11-29 17:06:07


cugo!
მერამდენედ გეუბნები - ცამდე მართალი ხარ!
მაგრამ ამდენი დანაშაულის ჩამდენი (დანაშაულის დაფარვაც ხომ დიდი დანაშაულია, მით უმეტეს, თანამდებობის პირის მიერ!) - ოთო კახიძე რატომ ზის პარლამენტში და რატომ წაუგდია ენა, იმის მაგივრად, რომ საკანში იჯდეს?!
და ეს მაშინ, როცა ამათგან "ასეულობით უსამართლოდ დაზარალებულებს ნასამართლეობაც კი არ მოუხსნეს!" - (avoeavoe)
ვისი ბრალია?
ბიძინას და მისი ხელისუფლების!
ახლა ვლანძღოთ და ვიყოთ! - ერთბაშად, არ წაიკითხონ და გული არ ეტკინოთ!
სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ, რას ვფიქრობთ მაგათზე!
თუ ვინმე ეტყვით, თქვენზე აქა და აქ ასეთი რამე ეწერაო, - ერთი მაგათი დედაცო! - და მორჩა.

serapina

2017-11-29 20:06:56

მიხეილ სააკაშვილი რომ მოგწერს,სამართალი უნდა აღსდგესო! (ვანო რომ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეა, ეს არ შევიმჩნიოთ)...

...მინიმუმ,უნდა გადადგე თანამდებობიდან!
...ან დაუმტკიცო,რომ აღადგინე!

serapina

2017-11-29 23:34:51

ფეისბუკზე, ვინმე ლელა თოლორდავა, ღია წერილით მიმართავს განათლების მინისტ/რს...
ეჰ, კი დავეთანხმე ყველაფერში მაგრამ...
არ მივწერე,რომ მსგავს წერილებს 10-15 წლის წინ ვწერდი,მაგ ორგანიზაციას,მაგრამ შედეგი?
აქაც,ვწერე,ვწერე და თავი დავანებე.

მართლა ჰგონია ვინმეს,ვინც არ უნდა დანიშნონ განათლების მინისტ/რად,რომ განათლების საშუალება გვექნება?!

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე,ეს ძალიან მიამიტურია(რბილად რომ ვთქვათ).

ბაბაია

2017-12-01 20:15:39

,,ასე თავგამოდებული ბიძინისტობა,მიშისტობისაგან არაფრით განსხვავდება! " --100% მართალია !!!
რაღა დროის ნაცია მიხედეთ შვილოსა საქმეს, 1,70 რომ აქციეთ 2,72 , ეხ ხალხი სულ ელის მაგრამ ასეთი სულელიც ხომ არ გგონიათ? არჩევნებს რომ ხარჯები ჰქონდა ვინ უნდა გადაიხადოს ხარკი? რათქმა უნდა რიგითმა მოქალაქემ, აიწია დაიწიას თამაშს მილიონობით შემოსავალი მოაქვს მავანისათვის ,დაწყებული ბობოლებით დამთავრებული პატარა ლაქია ,,ცოცხისმფრქვეველი“ ცუგოებით, ხომ შემოგვისიეს მყვლეფავი მიკროსაფინანსოები და არასაფინანსოები, ლომბარდები,კაზინოები, ტოტალიზატორები და ა.შ.10მილიარდი ვალი აქვს მოსახლეობას ამათი ! ვინც უნდა იზრუნოს მოსახლეობის დაცვაზე ის ზრუნავს საკუთარი შემოსავლის გაზრდაზე.ზოგი 1000 მილიონს არ სჯერდება, ზოგს კი აი ასე მწუ, მწუ, ცუგა, აი შენ ძვალი ხოდა ხრავს,ხრავს რაც სახრავია და თან იღრინება,მღრინავ ქუცებს ხომ არ აქვთ არც ეროვნება არც პარტიული კუთვნილება
ქვეყანას სჭირდება განვითარება !!! ამაზე ყოველდღიურად უნდა იფიქროს მთავრობამ და გამოსავალი ისედაც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე არ უნდა ეძებოს, გაძვირებული ცხოვრებით და გაიაფებული შემოსავლებით.ახალი აქციზები, გაზრდილი კომუნალურები და გადასახადები წაადგება ჩვენ ეკონომიკას?

--ვითხოვთ პენსიების და ხელფასების , დღგ - ს ,მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის , საბაჟოზე 300ლარიანი ზღვარის ინდექსაციას ! დააყენონ შესაბამისმა ორგანიზაციებმა ეს მოთხოვნები მთავრობის წინაშე,!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80