რინგზე უმრავლესობის ორი ფრთა და და ომბუდსმებობის ორი კანდიდატია
პოლიტიკა

რინგზე უმრავლესობის ორი ფრთა და და ომბუდსმებობის ორი კანდიდატია

რინგზე უმრავლესობის ორი ფრთა და და ომბუდსმებობის ორი კანდიდატია
მარიამ თოდაძე

2017-11-30 10:30:32

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ომბუდსმენის პოსტსზე კანდიდატის დამტკიცება 7 დეკემბრამდე უნდა მოასწროს. გუშინ ქუთაისში ბიუროს სხდომა გიმართა, სადაც სახალხო დამცველის თარიღზე შეთანხმდნენ.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭს 30 ნოემბერს უყრიან. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის წინადადების შემდეგ მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძესაც მოუსმენდა.

„ქართულ ოცნებაშიც“ ორი ფრთა არის გამოკვეთილი, კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის ჯგუფი, რომელმაც წარადგინა და მხარი დაუჭირა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე, მაგრამ მე „ქართული ოცნების“ იმ ბირთვს მინდა ვთხოვო გიორგი ფოფხაძის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გიორგი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება სახალხო დამცველს“, - მიმართა ირმა ინაშვილმა დეპუტატებს.

გუშინ პარლამენტმა უმრავლესობის კანდიდატს მოუსმინა, თუმცა, როგორც ჩანს, ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნება არ შეინიშნება.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა მედიასთან საუბრისას, უმრავლესობის ფრაქციის სხდომაზე იყვნენ დეპუტატები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნინო ლომჯარიას თქმით, მმართველ გუდში მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არის, თუმცა ეს არის ჯანსაღი პროცესი.

„მმართველი გუნდი ერთიან პოზიციაზე არის თუ არა, ხვალ გამოჩნდება. ახლა მოვდივარ უმრავლესობის ფრაქციის სხდომიდან და იყვნენ დეპუტატები, რომლებიც არ მიჭერენ მხარს. ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იქ ერთიანი მოსაზრებაა. ალბათ, ის უფრო გასაკვირი იქნება, რომ ყველა დეპუტატი საუბრობდეს ერთხმად“, - განაცხადა ლომჯარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას.

კილაძის განმარტებით, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ ომბუდსმენი ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კრიტერიუმებს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ნინო ლომჯარია აკმაყოფილებს.

„იყო უამრავი შეკითხვა და ასევე დამაჯარებელი პასუხები ნინო ლომჯარიას მხრიდან. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობის ფორმატში იყო განსხვავებული მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი. არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნინო ლომჯარიას“,- მიიჩნევს კილაძე.

კილაძის განმარტებით, კითხვები მის საქმიანობას ეხებოდა.

„ჩვენი ერთ-ერთი კრიტერიუმი ის იყო, რომ სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური და რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს კრიტიკას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ჩვენთვის იყო მთავარი და გადამწყვეტი კრიტერიუმი. ამიტომ, ამაზე აპელირება თითქოს „არაობიექტურ“ ადამიანს ვეძებდით, შემიძლია გამოვრიცხო“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

როგორც უმრავლეობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ნინო ლომჯარია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით იყო გამორჩეული და გააგრძელებს იგივე კრიტიკულ დამოკიდებულებას სახალხო დამცველის პოსტზე, თუმცა, უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, ან თუნდაც სასამართლოს საქმიანობაში.

ვოლსკის თქმით, დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობიას შორის არის ჩვეულებრივი პროცესი.

„თუ იქნება დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობას შორის, ამით სახელმწიფო არ დაზარალდება, რისი ფაქტებიც უკვე იყო. სახალხო დამცველის კრიტიკული დამოკიდებულება ნორმალურია, მაგრამ არ მგონია, ნორმალური იყოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სახალხო დამცვლი აუცილებლად უმრავლესობის პოზიციებზე მყოფი უნდა იყოს. ნინო ლომჯარიას ძველ განცხადებებთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, მაგრამ მთავარია, მისი კრიტიკული დამოკიდებულება და ჩვენი მოლოდინი, რომ იქნება ობიექტური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გადაწყვეტილება ოპოზიციამაც მიიღო - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი არასამთავრობო სექტორის მიერ იყოს წარდგენილი.

„მხარს ვუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ საერთო კანდიდატს და მიგვაჩნია, რომ არსებობს შანსი, მათ მიერ დასახელებული კანდიდატი სამართლიანი იყოს“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ კანონპროექტს ამზადებს, რითაც მომავალში, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, ომბუდსმენის შერჩევა არასამათავრობო სექტორის მხრიდან მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს.

„იმ შემთხვევაში თუ იმედები არ გამართლდა, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკულები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს დეპუტატებმა დისტანციურად, ტელეფონის მეშვეობით მოუსმინეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გიორგი ფოფხაძემ თავისი ხედვა წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„ყველაზე მთავარი არის შრომის კანონმდებლობა, პარლამენტთან ერთად შევძლებდი, რომ სახალხო დამცველს წარმოედგინა ის საკითხი, რომ შრომის კოდექსი იყოს მიღებული და საქართველოს მოქალქეებისთვის იყოს ეს ყველაფერი უფრო მისაღები და ევროსტრუქტურების კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანილი. სახალხო დამცველის აპარატი გადაიქცა ერთი ჯგუფის თავშესაფრად, უჩას მოქმედებას და მუშაობას შევაფასებდი საშუალოდ, თუმცა ვამბობ, რომ ბევრ მიმართულებაში ხშირად ყოფილა უჩა ჩემი მხრიდან კრიტიკის ობიექტი“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველობის ორივე კანდიდატი მაღალი კვალიფიკაციისა და არსებულ მოთხოვნებს პასუხობს.

თუმცა, როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა მეტად იძლევა შესაძლებლობას, სახალხო დამცველის პოსტზე არსებული ღირებულებებით განახორციელოს უფლებამოსილება.

„მიმაჩნია, რომ ორივე კანდიდატი მაღალი კვალიფიკაციისა და პასუხობს მოთხოვნებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია და განვლილი გზა კიდევ უფრო მეტად იძლევა საშუალებას, ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ ბიოგრაფიის ადამიანს სახალხო დამცველის სტატუსით შეუძლია იმ ღირებულებით განახორციელოს ეს უფლებამოსილება, რაც წესით უნდა ახასიათებდეს სახალხო დამცველს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც ჩანს, ოპოზიციის კანდიდატს მხარს „ქართული ოცნების“ მეორე ფრთა უჭერს, თუმცა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, დღეს გამოჩნდება.

ნანახია - 993

papa

2017-11-30 11:53:07



აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი - ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს
ipn.ge

2017-11-30 11:35:32

აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი, თუმცა ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ დოლმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში


ვაააააა .................. ესე აღრფთვანებული კაი ხანია არ ვყოფილვარ ..აგრემც ამათ დავენეცვლე კოლუმბის თამადობით

papa

2017-11-30 12:01:38

იმედი გვაქვს, უკრაინაში კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერი პირის საკითხის გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად
ipn.ge

2017-11-30 11:23:46

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და იმედი გვაქვს, რომ იქ კანონის უზენაესობა დაცული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა


თომაააა...თომააააა
ის შენი პოსტი მარჯვედა მაქვს ჯიბეში შენახული..ტემ ბოლე იქ კოხტადა გაქვს ყველაფერი ნათქვამი
ჰოოდა ამის მერე იმ პოსტს მეც მარჯვედ გამოვიყენებ ხოლმე

papa

2017-11-30 12:03:30

მაგიტომაც გამოდის ჩვენი დამოუკიდებლობა ფიქცია: საგარეო პოლიტიკა ვაშინგტონს უნდა შევუთანხმოთ (კაი ბიჭი ხარ, შენით გადადგამ ერთ ნაბიჯს!), თავდაცვის საქმე - ნატო დეიდას, ფინანსები - სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს, კანონები - ვენეციის კომისიას, სამართალი - სტრსბურგს (რომელმაც გვანცა ყუფარაძის საქმეში ვერ იპოვა არღვევა და ვანო მერაბიშვილის საქმეში იპოვა!), საკადრო საკითხები აშშ - ელჩს და ომბუდსმენი რომ ომბუდსმენია, რომელსაც ჩვენი ყველა ხელისუფლება ბორბლებში გაჩხერილ ჯოხად აღიქვამს მხოლოდ, ისიც კი გრანტიჭამიებმა უნდა შეგვირჩიონ და ევროსაბჭომ უნდა გვიკურთხოს!
ზუსტად ასე იყო სსრკ-ს დროსაც - ყველა საკითხს მოსკოვს ვუთანხმებდით. (ოღონდ, მაშინ ის ცენტრი იყო და იმ ცენტრს ქართველებიც ხშირად მართავდნენ!)
იმიტომაც გვითხრეს რუსებმა, თქვენ დამოუკიდებლობა კი არა, ბატონის გამოცვლა გდომებიათო!
ასეთი კვაზი-დამოუკიდებლობისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით!

arichopra 2

2017-11-30 12:06:55

მოკლედ (კაროჩე), ამ ლომჯარიას თუ აირჩევენ მაშინ ცხადია ის იქნება მხოლოდ ლგბტ, ემიგრანტების და სხვა მსგავსი გადაგვარებულების დამცველი, შეასრულებს აშშ-ს პირდაპირ დავალებებს! ისე არაა ურიგო კანდიდატი, მე მომწონს!))) ხოლო თუ ფოფხაძეს დაამტკიცებენ ის ჩვეულებრივი, ტრადიციული მორალის მატარებელი ქართველი ხალხის უფლებების დამცველიც იქნება!ამიტომ ამ კანდიდატს ბარ აირჩევენ!

arichopra 2

2017-11-30 12:07:01

papa

2017-11-30 12:07:23

მოკლედ საააკაშვილი ხომ არ უნდა დაიჭიროთ და არ უნდა დაიჭიროთო და ზედ მერაბიშვილიც უნდა გამოუშვათო----------------------ნაბრძანებია
ჩვენ კიდევ ................. სააკაშვილს მატროსოვზე ვნახავთო........ეგეთი აზრების
პატრონები ნაღდად ლეტნადა ვართ, ნაღდად !!!

ჩვენ უფრო ამოგვაყოფინებენ მატროსოვზე თავს ვიდრე მაგათ.....ესეა

antoni

2017-11-30 13:24:29

სახალხო დამცველის საკითხი გადაწყვვეტილია და სამარჩიელო არაფერია. ორი სიტყვა ინაშვილზე: სამი წელი მაინც ხომაა აქტიურ პოლიტიკაშია და ჯერაც აზრზე არაა თუ რაა პოლიტიკა. სად ბანაობს, რეებს ჯლოყინებს; ის თარხან-მოურავი ერთად ერთი ქათმის IQ-ს ატარებენ :-) აი ცხვირგაღუნული მეცოცხე ქალი რომაა; ხომ ახლოს არაა ზნეობასთან და შუბლის ძარღვთან, მაგრამ ლოგიკურად აზროვნებას ცდილობს მაინც ინაშვილისგან განსხვავებით
პ.ს. საწყალი მფორთხავ-მღეჭავი მიხაილო! დაჭერის მოახლოება იგრძნო და განუახლდა ქრონიკული ფაღარათი

papa

2017-11-30 17:09:46

ურააააა
ურააააააააა
აურაააააააააა
აგვირჩიეს... აგვირჩიეს .., როგორც იქნა აგვირჩიეს ................... კაპიტან გიგაურის ახლო დაქალი
ბიჭები იყვნენ და ნუ აირჩევდნენ...მაგათი აჯობებდა
გამოვა ეხლა კოლუმბის ლენჩი და იტყ/ვის.... დემოკრატია ჩუხჩხებს საქართველოშიო..და ბარემ ბოლომდე რომ ამოჩუხჩუხდეს მერაბიშვილიც გამოუშვითო...

arichopra 2

2017-11-30 22:06:47

არ მეცალა. არ მიყურებია! რა ანგარიში იყო?

arichopra 2

2017-11-30 22:07:46

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80