"ტოტალური" ფეხბურთი ქართველებმა გამოვიგონეთ!
რეტრომედია

"ტოტალური" ფეხბურთი ქართველებმა გამოვიგონეთ!

"ტოტალური" ფეხბურთი ქართველებმა გამოვიგონეთ!
„კვირის პალიტრა“, 7 მაისი, 2012 წელი

2017-12-02 12:19:28

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიელებმა საფეხბურთო სამყარო გააოცეს. ლეგენდარული რემუს მიხელსის შეგირდები მინდორზე გამუდმებით ცვლიდნენ თამაშის რიტმს, ფეხბურთელთა განლაგებას და ვერავინ არკვევდა, ვინ რომელ პოზიციაზე თამაშობდა. ეს იყო "ტოტალური" ფეხბურთი, რომელიც ფეხბურთელისგან უნივერსალიზმს მოითხოვდა. მწვრთნელის ტაქტიკამ გაამართლა. ჰოლანდიის ნაკრებმა ფინალამდე ტრიუმფით მიაღწია და ფინალში მხოლოდ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო დამარცხდა.

იქნებ ბევრმა არ იცის, რომ იმ ტაქტიკით, რომელმაც მიხელსს მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის სახელი მოუტანა, ქართველები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში თამაშობდნენ. მის "სათავეებთან" დიდი ქართველი ფეხბურთელი  ბორის პაიჭაძე და არც მეტი, არც ნაკლები - ლავრენტი ბერია დგანან.

ეს ასე მოხდა: თბილისის "დინამო" ხარკოვის "ცედეკას" ხვდებოდა. პირველი ნახევარი 1:4 წავაგეთ. ფეხბურთელები უკვე შეგუებულნი არიან წაგებას. სწორედ ამ დროს, გასახდელში შედის ლავრენტი ბერია და როგორც თავად ბორის პაიჭაძე იხსენებდა, ბიჭებს ემუქრება. ხელმძღვანელი ამხანაგის "სტუმრობამ" მაგიურად იმოქმედა. ბორის პაიჭაძემ სასწრაფოდ შეიმუშავა გუნდის გადარჩენის გეგმა: ფეხბურთელებს დაავალა, მოწინააღმდეგის დასაბნევად, მინდორზე პოზიციები თანამიმდევრულად ეცვალათ. ასეც მოიქცნენ. ის თამაში 5:4 დასრულდა, "დინამოს" გამარჯვებით.

 

 

 

 

ნანახია - 166

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80