"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი
დაიჯესტი

"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი
ნიკა საჯაია AMBEBI.GE

2017-12-04 11:12:20

 ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 16 წლის ბიჭებს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ერთი დაჭრილი, ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

საავადმყოფოში გარდაცვლილი 16 წლის დ.ს-ის დედა შემთხვევის დროს ისრაელში იმყოფებოდა, მას შვილი 4 წლის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

- უწესიერესი, თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, გამორჩუელად ზრდილობიანი. რაგბის თამაშობდა.... არავისთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით ყველას უყვარდა და მასაც ყველა უყვარდა. ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი ჰქონდა. მათ ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს, ინტელექტუალების ოჯახიდანაა, ბაბუამისი ლექტორი იყო... პატიოსანი და მშრომელი ოჯახია - ოჯახი, რომელზეც ცუდს ვერავინ იტყვის. იმ არაადამიანებმა გაანადგურეს. მათ რეალურად ყველა მოკლეს…

- როგორც ვიცით, როდესაც ეს ამბავი მოხდა, დ-ს დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა...

- დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო. ის საზღვარგარეთ მუშაობდა და ოჯახის დახმარებას იქიდან ცდილობდა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა.

 

 

ნანახია - 256

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80