„ქართველი ერი შეხუთულ სივრცეში გამოკეტილი ერია“
საზოგადოება

„ქართველი ერი შეხუთულ სივრცეში გამოკეტილი ერია“

„ქართველი ერი შეხუთულ სივრცეში გამოკეტილი ერია“
მანანა ნოზაძე

2017-12-04 11:30:36

ამ დღეებში მოზარდებს შორის კიდევ ერთი სისასტიკის მოწმენი გავხდით. 51- ე სკოლის მოწაფეები იმდენად იყვნენ ჩხუბში ჩართულნი, რომ არაფერი ესმოდათ. შედეგად, ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს ერთმა მათგანმა მეორეს უკნიდან ცივი იარაღი ფილტვებში ჩაარტყა და ახალგაზრდა მაშინვე დაიღუპა. 14 ჭრილობის მქონე მეორე მოზარდი კი 20 საათი ებრძოდა სიკვდილს და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებსა და მეურვეებთან ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. თუმცა ვერაზე მოკლული 16 წლის მოზარდების თემამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა, რა დააკლეს მოზარდებს, რამაც ასეთი აგრესია გამოიწვია?! ის ხომ არა, რომ უცხოეთში გადახვეწილ მშობლებს ნაკლები დრო რჩებათ მათ გზაზე დასაყენებლად?

უზრუნველყოფენ თუ არა ფსიქოლოგები, რომ ასეთი დაპირისპირება აღარ მოხდეს სკოლებში?

ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი მაყაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოლოგია ძალზე ფართო მეცნიერებაა და ბევრი მიმართულება აქვს. მოზარდებთან მუშაობას კი სჭირდება პრაქტიკოსი სპეციალისტი, განათლებით ფსიქოლოგი, ან კლინიკური ფსიქოლოგი, ისეთი ფსიქოლოგი, რომელსაც გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია იმისთვის, რომ სკოლაში უსაფრთხოების კლიმატი ჩამოაყალიბოს.

„ეს არ ხდება მომენტალურად, ერთ და ორ ბავშვთან მუშაობით, მთლიანად სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების კლიმატი და არა მანდატურების, არამედ სწორედ ფსიქოლოგის ან ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით.

მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად მუშაობით ფსიქოლოგებს ნამდვილად შეუძლიათ ამის უზრუნველყოფა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შემოტანილი და აპრობირებულია საქართველოში. თუმცა რატომღაც შეწყდა ეს ყველაფერი, რადგან უპირატესობა მიენიჭა მანდატურის სამსახურს, რომლიც არ არის საკმარისი ამისთვის.

უფრო მეტიც, ბაკალავრდამთავრებული ფსიქოლოგიც ვერ ჩაითვლება სრულყოფილ ფსიქოლოგად, რადგან ფსიქოლოგად ყალიბდება მხოლოდ მაგისტრის წოდების მქონე ადამიანი. ცხადია, მას შეიძლება ჰყავდეს ასისტენტი, ბაკალავრდამთავრებული ფსიქოლოგის სახით“, - აღნიშნა ქეთი მაყაშვილმა.

მანვე განმარტა ის კონკრეტული ფაქტორები, რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე. ბავშვზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, დაწყებული მიკროსოციუმიდან, ანუ ვისთანაც უშუალო ურთიერთობა აქვს (მშობელი იქნება, მეგობარი თუ მასწავლებელი), დამთავრებული იმით, თუ რა ურთიერთობებია სხვებს შორის, ანუ ვისაც მოზარდი უყურებს. მაგალითად, მასწავლებელსა და მშობელს, მასწავლებელსა და დირექტორს შორის. ასევე, მოზარდი ხედავს მაკროდონეზე, ანუ სახელმწიფოს დონეზე როგორი ურთიერთობებია. ბავშვი ამას კიდევ ნაკლებად შთანთქავს და შთანთქავს მშობლების გავლით, მოზარდი კი პირდაპირ უყურებს ამ ყველაფერს. ცხოვრებას, რეალობაში ნანახს გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მისთვის, ვიდრე კინოსა და ინტერნეტში ნანახს. აგრესიულ კინოებს უყურებს მოზარდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში რაღაც ასეთს წააწყდა და სურს, კიდევ და კიდევ ნახოს.

ქეთი მაყაშვილის თქმით, როგორც პატარა ბავშვი ითხოვს, წითელქუდას ამბავი რამდენჯერმე მოვუყვეთ, მოზარდიც აგრესიულ ფილმებს იმიტომ ეწაფება, რომ ცხოვრებაში უკვე რაღაცას შეხვდა.

„სახალხო ფრონტის“ ლიდერი, ფილოსოფოსი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ფსიქოლოგი კვალიფიცირებულია, მას დიდი საშუალებები აქვს, ხოლო არაკვალიფიცირებული ფსიქოლოგი მხოლოდ ზიანის მომტანია. ფილოსოფოსის თქმით, სავარაუდოდ, ეკლესიისა და მოძღვრების ჩართვა ასეთ დრამატულ შემთხვევებს სასიკეთოდ ვერ შეცვლის, რადგან ბავშვები როცა ჩხუბობენ, იქ უკვე ცნობიერების სიმძაფრის დონე აღარ არსებობს, გადალახულია.

„რა იწვევს აგრესიას? ამის თაობაზე მქონდა ასეთი შედარება, ძაღლები რომ ჩაკეტო ერთ სივრცეში, ერთმანეთს შეჭამენ. ქართველი ბავშვებიც, ქართველი ახალგაზრდებიც ჩაკეტილნი არიან ამ სივრცეში, ისინი ჩაკეტილნი არიან უფლებებში, პერსპექტივაში. ამიტომაც გამძაფრებული სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორც პატარა გალიაში დამწყვდეულ მრავალ ძაღლს ერთად. ადრე თუ გვიან ისინი შეჭამენ ერთმანეთს, გინდაც ჰქონდეთ საჭმელი ამ გალიაში. მშობლები არაფერ შუაში არიან. აქ მთვარია სოციალური სივრცე, რომელიც ჩაკეტილია. ქართველ ბავშვს აღარ დაუტოვეს შესაძლო ინტერესი, რომლითაც შეიძლება სულდგმულობდეს ადამიანი. მოზარდები მორალურად არიან ჩაკეტილები, ეს იწვევს სიძულვილს.

დღეს მთავრობა თითქოს უწყინარია, მაგრამ პერსპექტივა ნულოვანია, ეკონომიკა ნულოვანია, განვითარება და განათლებაც ნულოვანია. ქართველი ერი შეხუთულ სივრცეში გამოკეტილი ერი ვართ“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე.

მისივე გამარტებით, ხელისუფლებას არანაირი ზოგად-ეროვნული მიზანი არ წარმოუდგენია. ხელისუფლების უძლურება ვერ კურნავს სოციალურ წყლულებს, ბავშვები ხედავენ პირადი ცხოვრების უპერსპექტივობას, რომელიც გამომდინარეობს მათი სოციალური მდგომარეობიდან. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ეფექტის მომხდენია.

 

ნანახია - 1333

qedo sakokhia

2017-12-04 11:35:20

რა ხდება ძალოსნობაშიიიიი! ჩვენი ყრუ საიტები მარტო ფაჩულიას უძვრებიან.

qedo sakokhia

2017-12-04 11:37:57

ნოდარ ნათაძე, პირდაპირი და მართალი!

leviko

2017-12-04 11:43:31

ქართველი ერითავისუფალია და თავის არჩევანს თავად აკეთაბს, ამიტომ ნურავის ნუ აბრალებთ

მეთევზე

2017-12-04 12:34:21

"განათლების სამინისტროს ინიციატივით, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებსა და მეურვეებთან ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ".
>
ეს რაღას ნიშნავს? ღამე არ დააძინებენ ??
მანანა ნოზაძემ გადაიკითხა მაინც თავისი ნაწერი??
რედაქტორი ყავს ამ საიტს ??

ამაპოლა

2017-12-04 16:59:27

რედაქტორი რომ ჰყავდეთ, არც "ბაკალავრდამთავრებულ"-ს იტყოდნენ.

avoeavoe

2017-12-04 18:54:05

რედაქტორად ძველმა ანდრეი დატოვა. როგორც ზედმეტი მოგივათ აუცილებლად შეგახსენებთ თავს. ფუი ეშმაკს რამ გამახსენა.

1234

2017-12-04 19:49:56

რა პირადი ცხოვრების უპერსპექტივობა რა ჩაკეტილობა? ეს რომ ღარიბ რაიონში (ლოტკინზე და ვარკეთილში მომხდარიყო, კიდე შეიძლებოდა მტკიცება რომ ამ ახალგაზრდებს პერსპექტივა არ ჰგონდათ სისტემური სიღარიბის გამო. ვაკე გეტო არ არის. ჩაკეტილობა კომუნისტების დროს იყო. დღეს ყველა კარი ღია, სამწუხაროდ. ყველა კონტინენტზე არიან მოდებული ქართველები. თუ აქ ვერ მოახდენდნენ თვითრეალიზაციას, საზღვარგარეთ შეეძლოთ.
ეკლესიას რა თქმა უნდა დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს. ჩვენთან ბევრში ქრიასტიანობა მხოლოდ ნათლობასთან არის გაიგივებული და არა ქრისტიანულ/ეკლესიურ ცხოვრებასთან. ნამდვილი ქრისტიანი მოსახლეობის ძალიან პატარა ნაწილია. დანარჩენი ასე ვთქვათ "კულტურული" ქრისტიანია. ამ ახალგაზრდებს დღეში ხუთჯერ რომ ელოცათ მოყვასებს ასე არ გაიმეტებდნენ.

serapina

2017-12-04 20:11:31

ნელ-ნელა ვუახლოვდებით ლომაიას იდეას,დამონტაჟდეს სკოლებში იარაღის დეტექტორები.
ამასაც გააკეთებენ.

სააკაშვილის დამკვიდრებულ მანდატურის ინსტიტუტსაც გააძლიერებენ...
სკოლებში ფსიქოლოგებს დაასაქმებენ...
კანონენს გაამკაცრებენ.
(ესენი,არა არის საჭიროთქო,არ ვამბობ... ყველა მოწესრიგებულ ქვეყანაშია ეს...
როდემდე უნდა ვხედავდეთ მარტო ფორმას და არა შინაარსს?)


არადა,გამკაცრებული კანონებით და მანდატურებით, ახალგაზრდის მდგომარეობა გამოსწორდება?!

მათი დამოკიდებულება მშობლების,თანატოლების,პედაგოგების მიმართ,ამით გაუმჯობესდება?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80