მივიწყებული ბავშვი-ვარსკვლავები
სხვადასხვა

მივიწყებული ბავშვი-ვარსკვლავები

მივიწყებული ბავშვი-ვარსკვლავები
for.ge

2017-12-04 14:12:04

მაკოლეი კალკინი

მაკოლეი კალკინი ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობია, რომელსაც დღემდე ეთაყვანება მილიონობით თაყვანისმცემელი, თუმცა მაკოლეის კინოკარიერა, რომ დასრულებულია, ყველამ იცის. მაკოლეიმ ვერ გაუძლო ცდუნებას და ნარკოტიკი და ალკოჰოლი ამჯობინა კინომსახიობობას. ამას დაემატა ვარსკვლავური ავადმყოფობა, რომელმაც არანაკლები ზიანი მიაყენა, ყველაზე ცნობილ "სახლში მარტო" დარჩენილ მსახიობს. დღესდღეობით ჰოლივუდში ისევ ბევრს საუბრობენ კალკინის გვარზე, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში მაკოლეის უმცროსი ძმა – კირანია, რომელსაც ძმის მსგავსად სამსახიობო ნიჭი აღმოაჩნდა. თუმცა, მაკოლეის მავნე ჩვევები მისთვის უცხოა.

ელისან პორტერი

ელისან პორტერი მთელი ცხოვრებაა, ცდილობს, მოიშოროს "თმახუჭუჭა სიუს" იარლიყი. ჯონ ჰიუზის გახმაურებულ კომედიაში, ელისანმა, ჯეიმს ბელუშთან ერთად, განუმეორებელი უსახლკარო ავანტიურისტების დუეტი შექმნა. იმ პერიოდში ელისანი უაღრესად პოპულარული იყო შეერთებულ შტატებში და კინოექსპერტები მასში დიდ სამსახიობო პოტენციალს ხედავდნენ. ამჟამად ელისანი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მიუზიკლებში იღებს მონაწილეობას, უყვარს კერძების მომზადება და პერიოდულად სტატიებს წერს ნიუ-იორკული ჟურნალ-გაზეთებისთვის. ქუჩაში კი მას ვეღარ სცნობენ, რადგან "ლეგენდარული წითური" ხუჭუჭა, კულულებიანი ვარცხნილობა დიდი ხანია, ისტორიის საკუთრება გახდა.

შირლი ტემპლი

შირლი ტემპლი ერთ დროს ყველაზე ცნობილ ამერიკელ ბავშვ-მსახიობად ითვლებოდა. იგი ყველას უყვარდა და ჰოლივუდური კინოსტუდიების მამებისთვის ის იყო სწორედ ის ბავშვი, რომელსაც ამერიკელი ხალხისთვის უნდა დაევიწყებინა დიდი დეპრესიით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. მისი კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 12 წლის ასაკში მასთან ყველა კინოკომპანიამ გააუქმა კონტრაქტი. კინოდან წასვლის შემდეგ, შირლი ამერიკულ პოლიტიკაში მოღვაწეობდა და განისა და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა.

დენი ლოიდი

როდესაც დენი შვიდი წლის იყო, მან სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებულ, სტენლი კუბრიკის გახმაურებულ საშინელებათა ფილმ "ნათებაში", ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ითამაშა. კუბრიკის რჩევით, დენის ბავშვურ ფსიქიკას ზიანი რომ არ მოსვლოდა, მას არ უთხრეს, საშინელებათა ფილმში თუ თამაშობდა. მხოლოდ როლის შესრულებიდან ათი წლის შემდეგ გაიგო დენი ლოიდმა სიმართლე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლოიდს თავი დაენებებინა კინოსთვის. ამჟამად, დენი ლოიდი კენტუკის შტატში ცხოვრობს და ადგილობრივ კოლეჯში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს.

 

ნანახია - 131

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80