„ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ქალბატონ ლომჯარიას, ძალიან მალე კრიტიკულნი იქნებიან მის მიმართ“
საზოგადოება

„ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ქალბატონ ლომჯარიას, ძალიან მალე კრიტიკულნი იქნებიან მის მიმართ“

„ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ქალბატონ ლომჯარიას, ძალიან მალე კრიტიკულნი იქნებიან მის მიმართ“
მანანა ნოზაძე

2017-12-04 18:00:39

„მხოლოდ და მხოლოდ სახელი რომ ავიღოთ ორიენტირად, სახალხო დამცველი უნდა უყვარდეს ხალხს, მას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი. უყვარს ნინო ლომჯარია ჩვენს საზოგადოებას?“ -აინტერესებს უფლებადამცველ ირმა ჭკადუას.

For.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.

ირმა ჭკადუა: სახალხო დამცველი არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური პარტიის რუპორი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი გუნდი იქნება, თუ ოპოზიციური პარტია. მოცემულ შემთხვევაში, ყველამ ვიცით, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ შიგნითაც არ ყოფილა ხმათა ერთიანობა და ყველა მათგანი არ ჩამოყალიბებულა ერთიან კანდიდატზე. ამიტომ ძალიან ცუდია, როდესაც შემოგვთავაზეს კანდიდატი, რომელზეც თვითონ გუნდშიც აზრებია გაყოფილი. ასევე, ცუდია, როდესაც შემოგვთავაზეს ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება უარყოფითია. პარლამენტის წევრები ხალხის რჩეულები არიან, თითოეული პარლამენტარის უკან მინიმუმ 30-50 ათასი ამომრჩეველია. ამ პარლამენტარებს უკითხავთ საკუთარი ამომრჩევლებისთვის, სძულთ ეს ქალბატონი თუ უყვართ? თუკი გადავხედავთ სოციალურ ქსელებს, დავინახავთ, რომ ქალბატონი ლომჯარია არ არის იმ ხალხის რჩეული, რომელთა არჩეულნიც არიან პარლამენტის და თუნდაც უმრავლესობის წევრები.

გულისხმობთ იმ ფაქტსრომ სოციალურ ქსელებში ნინო ლომჯარიას მისამართით უამრავი იარლიყი იყო გამოყენებულიმათ შორის, „სატანისტი“ და მას ლიბერალური ღირებულებების გამო აკრიტიკებდნენიყო ასეთი შეფასებებიცრომ მთელი მსოფლიო სოროსს ებრძვისსაქართველოში კი მის კადრებს საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავენ.

- დიახ, სოციალური ქსელების მეშვეობით ვხედავთ განწყობას ქალბატონ ლომჯარიას მიმართ. რეალურად არათანაბარ პირობებში ჩააყენეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მოიაზრებოდნენ სახალხო დამცველის კანდიდატებად. მათ არ ჰქონდათ იმის უფლება, კულუარულად და მეგობრულად შეთანხმებულიყნენ და ვინმეს გადაეწყვიტა, ლომჯარია ყოფილიყო სახალხო დამცველის კანდიდატი. ჩვენს საზოგადოებას პარლამენტში დელეგირებული ადამიანებისთვის ასეთი დაკვეთა არ მიუცია.

არასამთავრობო სექტორი ყოველთვის ერთფეროვან კანდიდატებს გვთავაზობსარც უჩა ნანუაშვილის მიმართ იყო სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი სიმპათიებიპირადად თქვენ რას უწუნებთ ნინო ლომჯარიას?

- პირადად მე შეიძლება ბევრ რამეს ვუწუნებდე და ბევრი რამ მომწონდეს კიდეც, მაგრამ კონკრეტულად ჩემზე არ მინდა აქცენტი გავაკეთო. ამ კანდიდატურის უკან მთავარი გამოწვევაა ის, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს, ანუ ხელისუფლების წყაროს არ მოსწონს. მეც ერთი რიგითი ამომრჩეველი ვარ.

გვყავდნენ უკეთესი კანდიდატებიფაქტიარომ 50 ადამიანმა ნინო ლომჯარიას არჩევა სახალხო დამცველის ოფისის წინ გააპროტესტა და ნინო რამიშვილის ქუჩაც გადაკეტა.

- ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ნინო ლომჯარია გამოარჩია და, რით გამოარჩია, არ ვიცი. თავს მოგვახვიეს იგი და გვითხრეს, რომ თურმე ლომჯარიას უჭერდნენ მხარს მაშინ, როცა ნამდვილად გვყავდნემ ღირსეული და ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც ობიექტურნი იქნებოდნენ და არა მიკერძოებულნი. ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერდნენ და თავს გვახვევდნენ ქალბატონ ლომჯარიას, ძალიან მალე უკვე კრიტიკულნი იქნებიან მის მიმართ.

უჩა ნანუაშვილის მიმართაც იყო შეკითხვებირომ ის ძირითადად გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა და თვალსაწიერს მიღმა რჩებოდა უსამართლობის კონკრეტული ფაქტებირაც რიგით მოქალაქეებს აღელვებდათ.

- სწორედ ამაზეა საუბარი. უჩა ნანუაშვილთანაც მაქვს ჩემი დამოკიდებულება. უჩა ნანუაშვილი, როგორც სახალხო დამცველი, მომწონდა-თქო, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ეს ადამიანები, ე.წ. ენჯეოშნიკები, პირდაპირი გაგებით, ვიწრო ჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ. ვიწრო ჯგუფების დაცვის ხარჯზე უმრავლესობის ინტერესებს და უმრავლესობის უფლებებს არღვევენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, რატომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში უმრავლესობის ინტერესები ასე შელახული იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესები დაიცვან?! მაშინ, როცა სახალხო დამცველი უნდა იყოს ჩემი სახალხო დამცველიც, ანუ უმრავლესობის და უმცირესობის სახალხო დამცველიც. რატომღაც ხდება, რომ მე და ჩემნაირებს, მართლმადიდებლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ისინი არ იცავენ, თუნდაც აღმსარებლობის თვალსაზრით. ტრადიციად იქცა, რომ სახალხო დამცველი ვიღაცის ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს და რატომღაც ასეთები ხდებიან შემდგომ მოწონებულნი ან შერჩეულნი ამ თანამდებობაზე.

დასავლეთის რეკომენდაციით ხომ არ მოხდა ნინო ლომჯარიაზე არჩევანის გაკეთება?

- როგორიც არ უნდა იყოს დასავლეთის რეკომენდაცია, ხელისუფალს ვალდებულება გააჩნია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. თავისი ამომრჩეველის ნებას თუ არ ითვალისწინებს, ის ამერიკელის ნებას გაითვალისწინებს? ეს იქნება მოჩვენებითი საქციელი. ჩვენ ახლა რომ ჩავიდეთ და ამერიკელებს ვუთხრათ, ეს პიროვნება კი არა, სხვა აირჩიეთო, მოგვისმენენ? სადამდეც მივუშვებთ უცხოელებს და მათ ბრძანებებს მივიღებთ და შევასრულებთ, ასეთი ბრძანებები მუდმივად იქნება. თუმცა ლომჯარია ჩვენი სახალხო დამცველი უნდა იყოს, თუ ამერიკელების ?

თქვენ უწუნებთ ნინო ლომჯარიას და სხვა არასამთავრობოებს იმასრომ მხოლოდ ლგბტ თემების მიმართ იყვნენ ლოიალურნი და მნიშვნელოვანი საკითხები რეაგირების გარეშე რჩებოდათ? „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი აქტიურობდნენ .ინტერნეტთვალთვალისმოსმენების აღსაკვეთად მაშინროცა „ნაციონალების“ მმართველობისას მსხვილმან დანაშაულებს ვერ ამჩნევდნენ.

- არა მარტო ლგბტ თემებზე, არამედ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, მათ შორის, მეც ლომჯარიას გავულანძღივართ. ნინო ლომჯარიას ძალიან ხშირად დაუცავს წინა ხელისუფლების პოზიციები მაშინ, როცა ნამდვილად არ იყო დასაცავი. მათ მიერ გაპროტესტებული არ მახსოვს არც 7 ნოემბერს, არც 26 მაისს. ძალიან ბევრჯერ შემიძლია ვთქვა სიტყვა „არ მახსოვს“, როცა ჩირგვებში ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ. სამაგიეროდ, „ნაციონალებს“ იცავდნენ, რადგან მათი წიაღიდან იყვნენ გამოსულნი, მათი შექმნილები იყვნენ. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ლომჯარიას ხმა დღესაც „ნაციონალებმა“ მისცეს.

ნაცმოძრაობა“ თავიდანვე აცხადებდარომ ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერდაგანსხვავებით, „ევროპული საქართველოსგან“.

- „ნაცების“ მოწონებული ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისევე, როგორც - ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის. მეც იმ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ვარ, სადაც ყველამ ერთხმად ვთქვით - „არა -ნაცებს“. ნაცობით არ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსული, ის სწორედ არანაცობითაა მოსული და დღეს გამოვიდა ისე, რომ ნაცებთან კომფორტულად მყოფი ადამიანებით კომპლექტდება ისეთი საპასუხისმგებლო პოსტი, როგორიცაა სახალხო დამცველის ინსტიტუტი და არა მარტო ეს ინსტიტუტი. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ამ სახალხო დამცველის შერჩევისას არის ის, რომ მათ დაასახელეს ადამიანი, რომელიც მოწონებულია „ნაციონალების“ მიერ.

მაგრამ „ევროპული საქართველოს წევრები“, რომლებიცფაქტობრივად, „ნაციონალების“ განაყოფები არიანიმთავითვე აცხადებდნენრომ არ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას ნინო ლომჯარიას სასარგებლოდამას რით ახსნით?

- ესენიც „ნაციონალების“ განაყოფები არიან, მაგრამ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალებს“ შეიძლება შეფარულად, შეიძლება თვალთმაქცურად ხშირად აქვთ ხოლმე სხვადასხვა პოზიცია. მეჩვენება, რომ, საერთო ჯამში, ეს ადამიანები ერთი და იგივენი არიან და გინდა „ევროპული საქართველო“ დაირქვან, გინდა „გირჩი“, ჩვენთვის მაინც არიან ნაცები.

ევროპული საქართველო“ ნინო ლომჯარიას აუდიტის სამსახურში მოღვაწეობის პერიოდს უწუნებსმისგან ხელისუფლების კრიტიკა არ გვესმოდაო.

- შესაძლოა, „ევროპული საქართველო“ ახლაც იმიტომ იკავებს თავს ნინო ლომჯარიასთან მიმართებით, რომ „ნაციონელებთან“ ერთად სტრატეგიულად ასე გადაინაწილეს როლები.

ნანახია - 987

avoeavoe

2017-12-04 20:20:58

საქმეს და სამართალს მიხედეთ, ნაცების გინება ქოცებისთვის ინდულგენცია კი არ არის. საქმე აკეთეთ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80