„საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებს უნდა მოვუსმინოთ იმის გარკვევაში, თუ რა სჭირს საზოგადოებას“
საზოგადოება

„საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებს უნდა მოვუსმინოთ იმის გარკვევაში, თუ რა სჭირს საზოგადოებას“

„საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებს უნდა მოვუსმინოთ იმის გარკვევაში, თუ რა სჭირს საზოგადოებას“
თამთა ქარჩავა

2017-12-05 10:00:24

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ, განათლების სამინისტრო, შსს-სთან ერთად ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. კერძოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება. ასევე, სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, რომელიც სკოლის გარე პერიმეტრის გაძლიერებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მანდატური, ან თუნდაც საპატრულო პოლიცია, ვერ აღკვეთავს პრობლემეს, რომელიც შესწავლილი არ არის. მისი თქმით, აუციელებია თემის შესწავლა და ამის მერე გაირკვევა მანდატურს უნდა დაავალო ეს ფუნქცია, თუ სპორტის სამინისტროს.

სად არის პრობლემა და როგორია სახელმწიფოს როლი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ტრაგედიაში, რომელიც ორი ახლგაზრდის მკვლელობით დასრულდა, სკოლის და და განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. პრობლემა, რასაც ჰქვია ძალადობა მოზარდებში, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის თუ არა ოჯახი, გარემო სადაც ბავშვი იზრდება?

რამაზ საყვარელიძე: თქვენ ფაქტიურად პასუხს იძლევით თქვენსავე კითხვაზე. სკოლის დირექტორს ხომ არ გადაუმალია ეს მოძალადე? მშობელმა გადამალა! მშობელს აქვს ის დამოკიდებულება, რომ რადგან შვილია, მკვლელიც რომ იყოს, უნდა გადაარჩიოს. ეს ტოლერანტობა შვილის მიმართ და მორალის გვერდზე გადადება მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის, უამრავ ანალოგიურ შემთხვევას ვაკვირდებით. იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ მთლიანად ჩვენს კულტურაში, საზოგადოებაში ხომ არ არის ის ნაღმი ჩადებული, რომელიც ამოტივტივდება ამ ბავშვებში და საშინელი სახით აფეთქდება.

ალბათ, მარტო ფიქრი არ შველის ამ შემთხვევაში...

- რასაკვირევლია, გავიხსენოთ დანაშაულებების დიდი ნაწილი - მკვლელობა საქართველოში ძირითადად შელაპარაკების ნიადაგზე ხდება. როცა შელაპარაკება და განსხვავევბული აზრი იმის მიზეზი ხდება, რომ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე არ ფიქრდები და დასაშვებად თვლი, რომ შეიძლება მოკლა, ამის მუხტი მთლინად საზოგადოებაში დევს. არ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ ქართული საზოგადოებში დევს. ეს სკვდილის მუხტი, შეიძლება მთლიან თანამედროვე კულტურაში დევს. ანალოგიური ვითარებაა დასავლეთის ქვეყნებში.

ეკრანს შევხედოთ და იმისდა მიხიედვით ვნახავთ როგორია ძალადობის მაჩვენებელი. ამის მიხედვით შეგვეძლება იმის თქმა, დასაშვებად მიაჩნია თუ არა ახალგაზრდას სხვისი მოკვლა. ამდენად, ჩვენ თუ დავუშვით, რომ მოკვლა შესაძლებელია, იქ ვიღაცის მოკვლის აზრიც შეიძლება გაგვიჩნდეს. თუ ასეთი რამ არ დავუშვით, მაშინ არც ხელს არ ავღმართავთ მეორე ადამიანის მკვლეობაზე. სამყარო საკმაოდ მგრძნობიარეა იმის მიმართ, რასაც მათ სთავაზობს გარემო და კულტურა - მგრძნობიარე იმ მხრივ, რაც კულტურაშია დაშვებული, იმას ადვილად უშვებს მერე კონკრეტული პიროვნება. თუ იმპულსურია პიროვნება, ადვილად ახდენს მის რეალიზაციას.

ძალადობა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ამ პრობლემის ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს არსებული სოციალური მდგომარეობა. ვგულისხმობ იმ ქალბატონებს, რომლებიც არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ აიძულა დაეტოვებინათ შვილები და გასულიყვნენ ქვეყნიდან. დედის ფაქტორი რამდენად მოქმედებს, თუ გამოვალთ იქიდან, რომ მარტო სკოლა ვერ იქნება პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე?

- შეიძლება თქვა, რომ დიდწილად სკოლის პასუხისმგებლობა არც არის. თუ დროით გადაზომავთ, ბავშვი დაბადებიდან რამდენ დროს ატარებს ოჯახში და რამდენს სკოლაში, რა შედარებაა. ოჯახში დაშვებულ შეცდომას სკოლაში ვერ გაასწორებ, ოჯახის შეცდომამ შეიძლება სკოლის ძალისხმევა გადაფაროს. თუმცა, არის შემთხვევებიც, როცა სკოლის მასწავლებელს მოუხდენია შთაბეჭდილება და შეუცვლია პიროვნება.

მე თქვენს მაგალითს სხვა რამეს დავუპირისპირდები. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ძალიან ხშირი იყო, რომ ავადმყოფობის, ან რაიმე სხვა მიზეზით ბავშვს მშობლები ეხოცებოდა. მე მყავდა ბიძა, რომელსაც მშობლები დაეხოცა. მას ჩემი ბებია და ბაბუა როგორც საკუთარ შვილს ისე ზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სისხლით ღვიძლი ძმები არ იყვნენ, მამაჩემი ძმას ეძახდა, მე ბიძას. პიროვნულადაც მართლა ტუპებივებით იყვნენ, ორივე სიკეთით სავსე იყო. ასე რომ, დედა აუცილებლობით არ სჭირდება სიკეთის ჩანერგვას, ვინც ითავებს აღზრდას, ის არის მისი ავკარგიანობის განმსაზღვრელი. ყველა დედა თავის თავზე იღებს ბავშვის აღზრდას. შეიძლება დედა იყოს ფიზიკურად, მაგრამ მიშვებული ყავდეს ბავშვი და იზრდებოდეს როგორც ველური.

რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. ბატონო რამაზ, სახელმწიფო რა მხრივ არის ამ ტრაგედიასთან და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა? მაგალითადნაციონალური მოძრაობასაუბრობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია ის ფაქტი, რაც მოხდა და, რომ თვითმხილველები არ თანამშრომლობენ პოლიციასთან. თუ წარსულს გადავხედავთ, ამ მხრივ უმძიმესი სურათი გვქონდა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით და კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ, ასეთი სისხლიანი სურათი არ არის, მაგრამ არანაკლებია - ნარკომანია. როცა დამდგარა საუბარი ნარკომანიის თემაზე, ძირითადად ლაპარაკობენ ხოლმე პოლიციის მიმართულებით - პოლიციამ რა ჰქნას იმისათვის, რომ ნარკომანია არ იყოს ქვეყანაში? ამას რატომ ვამბობ, მაშინ, როცა მანდატურის ინსტიტუტი შემოიღეს, სახელმწიფომ არ დასვა კითხვა და არ სცადა გაერკვია - რა ხდება?

პირდაპირ შემოიღო მანდატურის ინსტიტუტი. ნარკომანიაშიც ანალოგიური ვითარება გვაქვს. პირდაპირ ავალენებენ, რომ დაუმძიმდეს ან შეუმსუბუქდეს სასჯელი. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, რომ დიაგნოზის გარეშე მოსთხოვო ექიმს წამალის დანიშვნა. გაზრდილი აგრესიულობისა და ნარკომანიის ფონზე, რაღაცა ისეთი ხდება საზოგადოებაში, რომელიც არ შეგვისწავლია. როცა შეისწავლის სახელმწიფო, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რითი მოევლება ამ პრობლემას.

ანუ, პრობლემის შესწავლის გარეშე შეუძლებელია საუბარი პრობლემის გადაჭრაზე?

- რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე რთული მომენტი. პრობლემას ვერ შევისწავლით, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დარგები ჩაერეცხათ. ინსტიტუციონალურად აღარსად აღარ არიან ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, კულტუროლოგები. ან გაახსენდებათ მათი არსებობა, ან არა. პოლიცია ახსოვთ, მაგრამ პოლიციით ეს საკითხები არ წყდება. პოლიციური მეთოდებით მუშაობა, როგორც ეს უცხოეთში ხდება და ისეთი პოლიცია, როგორც უცხოეთშია ჩვენ არასოდეს არ გვეყოლება, მაგრამ არც იქ გამოდის შედეგები, იმიტომ, რომ იქაც დიაგნოზის გარეშე აქვთ გამოწერილი ასეთი ინსტიტუტები. თუმცა, იქ ასეთი ჰუმანიტარული დარგები ძალიან ბევრს აკეთებენ.

შს მინისტრის განცხადებით დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტი, რათა მათ იმ კონფლიქტის პრევენცია მოახდინონ, რომელიც საგანმანათლებო სივრცეში იწყება და შესაძლოა, მის გარეთ გაგრძელდეს. ბატონო რამაზ, არის კი ეს პრობლემის სწორად დანახვა?

- არ ვიცი, როგორ შეიძლება მანდატურმა და ნებისმიერმა სხვამ აღკვეთოს პრობლემა, რომელიც შესწავლილი არ არის. თუ არ იცი საიდან იწყება პრობლემა, წინასწარ მოახდენ პრევენციას? რაღაცამ უნდა მიგანიშნოს, რომ პროცესი მივა ტრაგედიამდე. მაგრამ თუ არ გაქვს შესწავლილი, რამ უნდა მიგანიშნოს, ეს გაუგებარია. აუციელებია ამ თემის შესწავლა და ამის მერე გაირკვევა მანდატურს უნდა დაავალო ეს ფუნქცია, თუ სპორტის სამინისტროს. არ არის გამორიცხული, რომ, თუ გაიზრდება სპორტდარბაზების რაოდენობა, ამის ფონზე შემცირდება ძალადობა.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია...

- განათლების მინისტრის მხრიდან სრულად გასაგებია ეს პოზიცია, მაგრამ მიდვივართ თუ არა სწორი გზით, მე აქ ვკამათობ. მობილიზაცია არის გასაკეთებელი. კაცობრიობას მეცნიერება იმისთვის აქვს გამოგონილი, რომ გაიგოს, რას რითი უნდა უშველოს, რას რითი უნდა მოუაროს. ამ მეცნიერებებს, რომელიც საზოგადოება სწავლობს, ჩვენი სახელმწიფო არ იყენებს, პირიქით ანადგურებს. ამ შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება არ არის აუცილებელი. უპირველესად ჯერ გასაკეთებელია - გაგება. დიდი ხნის წინ უნდა გაგვეგო, რითი და როგორც ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, რა ავადმყოფობები სჭირს. ეს არ გავაკეთეთ მაშინ და არც ახლა ვაკეთებთ.

თუმცა, ითქვა, რომ ფსიქოლოგების აზრს უნდა მოუსმინოთო. დიახ, საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებს უნდა მოვუსმინოთ იმის გარკვევაში, თუ რა სჭირს საზოგადოებას. ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს და კულტუროლოგებს დავალებას უნდა მისცენ, რომ გაარკვიონ რა სჭირს საზოგადოებას და ამისთვის კვლევები უნდა ჩატარდეს. მარტო აზრების და ინტერვიუების მიცემას აზრი არ აქვს.

დაგვიანებული შეიძლება იყოს ფსიქოლოგების, სოცილოგების და კულტუროლოგების ამ პროცესში ჩართვა და პრობლემის ახლა შესწავლა?

- ფსიქოლოგები არიან სკოლებში, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ მათი მუშაობა არის გასაფართოებელი. აუცილებელია და საჭიროა საზოგადოება შეისწავლოს ფსიქოლოგმა და სოციოლოგმა. თუკი პრობლემის ნორმალური გადაჭრა გვინდა, მაინც დიაგნოსტიკიდან უნდა დაიწყოს მკურნალობა. მანდატურის ინსტიტუტმა თავისი როლი შეასრულა, ანუ შეაჩერა ძალადობა სკოლაში, მაგრამ ვნახეთ, რომ გარეთ გამოვიდა პროცესი. ე.ი. რაღაცა გამოგვრჩა, როდესაც მანდატურის ინსტიტუტს ვქმნიდით. ანუ, გამოგვრჩა რეალური მიზეზი.

მთელი პოლიცია რომ ფეხზე დააყენო, მაინც გამოგვრჩება რეალური მიზეზი. მაგალითად, ამერიკაში დღე არ გავა ისე, რომ რაღაცა საშინელი ინფორმაცია არ მოვისმინოთ, ე.ი. იმათაც გამორჩათ რაღაცა მიზეზი. ჩვენ აგრესულ ცივილიზაციაში ვცხოვრობთ. თუკი მთელი ცივილიზაციის პრობლემას ვერ გადაწყვიტავ, შენს ქვეყანაში მაინც ხომ უნდა შეძლო გადაჭრა პრობლემა? მაგრამ ამას შესწავალა უნდა. პრობლემის ძალისმიერ მეთოდებზე გადატანა, ანუ მანდატურებისმაგვარ სამსახურებზე, ამან შეიძლება საპასუხო ძალადობა გააჩინოს.

გასაგებია, რომ აუცილებელია ჯერ პრობლემის შესწვალა, მაგრამ გარდა პრობლემის შესწავლისა, სახელმწიფომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ აგრესიული თაობისგან არ მივიღოთ გაცილებით რადიკალური თაობა?

- საჭიროა ორი ტიპის პროგრამის გაკეთება - მოკლევადიანიც და გრძელვადიანიც. მანდატურები იქნება, თუ სხვა ტიპის საშუალებები, ეს არის ის საშუალებები, რაც მოკლევადიან დროში იმოქმედებს. ამავე დროს გასაკეთებელია გრძელვადიანი პროგრამაც, რომ გაირკვეს მიზეზები. როგორც წესი, ჩვენ მოკლე ვადებში ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. გრძელვადიანი მუშაობის შედეგები არ გვიდევს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოკლე და გრძელვადიანი მიმარულებით მუშაობა. ამას სჭირდება შესაბამისი პროფესიის ხალხის ჩართვა პროცესებში. ანუ, სახელმწიფოს მხიდან ჰუმანიტარული პროფილის ხალხის ამუშავება იმისათვის, რომ გამოიკვლიონ რა ხდება საქართველოში და როგორ.

ნანახია - 1162

სარეკლამო ბანერი
1000 X 80