ნამდვილი საგანძური
სხვადასხვა

ნამდვილი საგანძური

ნამდვილი საგანძური
for.ge

2017-12-05 13:38:53

სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, კერალში ოცი მილიარდი დოლარის საგანძური ინახება  – ის მეთექვსმეტე საუკუნის პადმანამბხასვამოს ტაძრის მიწისქვეშეთშია მოთავსებული.

2 ტონა სუფთა ოქრო აქ უხსოვარი დროიდან ინახება. მათ გამოჭედილი მონეტებისა და ჩამოსხმული ფილების ფორმა აქვს. გარდა ამისა, ტომრებით ინახება ბრილიანტები, საფირონები, ლალი და სხვა ძვირფასი ქვები. საცავებში, ასევე, აღმოჩნდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

იქნებ, განძეულის ხელში ჩაგდების სურვილმა ინდოეთში ჩაგიყვანოთ... თუმცა, არ გირჩევთ, რადგან

მას პატრონი ჰყავს – ღვთაება ვიშნუ, რომლის 1,2 მეტრი სიმაღლის ოქროს ქანდაკებაც იქვეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთელი ეს საგანძური ვიშნუსთვის შეწირული ძღვენია. მორწმუნეთა მიერ განსაკუთრებულ გულუხვობას სამთავრო ტრავანკორის მმართველები იჩენდნენ.

ეს სამთავრო კერალის ტერიტორიაზე საუკუნეების წინ ყვაოდა. ღვთაება ვიშნუსი დღემდე ძალიან ეშინიათ და განძეულს ხელს ვერავინ ჰკიდებს.

 

 

ნანახია - 160

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80