"მაინტერესებს, როგორი ვიქნები სიბერეში"
სხვადასხვა

"მაინტერესებს, როგორი ვიქნები სიბერეში"

"მაინტერესებს, როგორი ვიქნები სიბერეში"
for.ge

2017-12-05 13:40:29

მსახიობ კამერონ დიასს სიბერის არ ეშინია. ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, როდის გახდება 50 წლის. ქალბატონი კამერონი მომავალსაც ღიმილით უყურებს. რეჟისორები ჰოლივუდში ასაკოვან ქალებს არ სწყალობენ, მაგრამ მსახიობი ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"საერთოდ არ მაინტერესებს, რა გავლენას მოახდენს ჩემი ასაკი კინოროლებზე. იმის გამო, რომ პატარა გოგო აღარ ვარ, დარდს არ ვაპირებ. მაინტერესებს, როგორი ვიქნები სიბერეში, გულწრფელად გითხრათ, დაბერების პროცესი მომწონს", - განაცხადა მსახიობმა.

მას უამრავ პოპულარულ მამაკაცთან ჰქონია რომანი. ყველა ინტერვიუში კამერონი აცხადებს, რომ მიუხედავად უიღბლო რომანებისა, სიყვარულის მაინც სწამს. ძალიან უნდა დედა გახდეს, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს, თავს არ მოიკლავს.

"არ ვაპირებ ტირილს, ღმერთო ჩემო, როდის გავთხოვდები, როდის გავხდები დედა და მეყოლება საკუთარი შვილები-მეთქი", - დასძინა დიასმა.

 

ნანახია - 183

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80