ხალხური სამკურნალო საშუალებები
სხვადასხვა

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ხალხური სამკურნალო საშუალებები
for.ge

2017-12-07 13:03:59

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება ორგანიზმში წარმოქმნილი და გარედან შესული ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებლება. ამიტომ, ეს პროცესი რომ არ დაირღვეს, საჭიროა ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნება, რაშიც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ხალხურ საშუალებებს.

ბაყაყურა ასუფთავებს ღვიძლის უჯრედებს და ხელს უწყობს ახლის წარმოქმნას. ის შეიცავს სასარგებლო ფისს, ამინომჟავებს, მაკრო და მიკროელემენტებს, რომელიც აწესრიგებს ნაღვლის წარმოქმნისა და გამოდევნის პროცესს, ამაღლებს ღვიძლის დამცავ თვისებებსა და იმუნიტეტს. ეპიდემიის დროს ექიმები გვთავაზობენ მივიღოთ ბაყაყურას ცივად გამოხდილი ზეთი ან მისი თესლის უცხიმო ფხვნილი.

ჭარხალი შეიცავს ცილოვან ნაერთებს - ბეტაინსა და ბეტანინს, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმის ცვლას, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებენ ღვიძლის მუშაობას. სხვათა შორის, ეს ვიტამინი არ იკარგება ჭარხლის თბური დამუშავების დროს. ღვიძლის პრობლემების დროს სასურველია უზმოზე 1-2 ს/კ ჭარხლის წვენის მიღება.

გოგრის თესლის ზეთი გამოდევნის ქოლესტერინს. ეს ზეთი რეკორდული რაოდენობით შეიცავს იშვიათ ვიტამინებს. მაგალითად, K ვიტამინს, რომელსაც თითქმის არც ერთი სხვა ზეთი არ შეიცავს, აუმჯობესებს სისხლის შესქელებას, ხოლო თ ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების ათვისებაში. გოგრის თესლის ზეთი შეიცავს რკინას, რომელიც ხელს უწყობს ჰემოგლობინის სასურველი დონის შენარჩუნებას. გოგრის ზეთით მკურნალობენ ქოლეცისტიტს, ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიას, ნაღველსადინარი გზების დისკინეზიას და ვირუსულ ჰეპატიტს.

ღვიძლის დაავადების პროფილაქტიკისთვის მიიღეთ უწყლოდ 1 ჩ/კ გოგრის ზეთი ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

თაფლი ეხმარება ღვიძლს გათავისუფლდეს ტოქსინებისგან. თაფლში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც ადამიანის სისხლში. სწორედ ამის წყალობით ითვისებს ორგანიზმი თაფლს 100%-ით.

თაფლი შეიცავს საკვებ კომპონენტებს - ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლში გლიკოგენის მარაგის შექმნას. გლიკოგენი აუმჯობესებს ქსოვილის ცვლის პროცესს, აძლიერებს ღვიძლის დამცველ ფუნქციას და ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.

 

ნანახია - 119

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80