რუსული ბიზნესი კრემლისგან ამერიკული სანქციების შედეგად დაბრუნებული კაპიტალის ინვესტირებას ითხოვს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

რუსული ბიზნესი კრემლისგან ამერიკული სანქციების შედეგად დაბრუნებული კაპიტალის ინვესტირებას ითხოვს

რუსული ბიზნესი კრემლისგან ამერიკული სანქციების შედეგად დაბრუნებული კაპიტალის ინვესტირებას ითხოვს
vedomosti.ru

2017-12-08 11:43:50

ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთში მსხვილი ბიზნესის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მთავრობისგან დაბრუნებული კაპიტალის ინვესტირების ხელშეწყობას ითხოვს. კერძოდ, ერთ-ერთი, რასაც ბიზნესი მთავრობას სთავაზობს, სახელმწიფო სავალუტო ობლიგაციების გამოშვებაა. ამ ეტაპზე საუბარია 3 მლრდ. დოლარზე.

„სხვადასხვა, ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო, რამდენიმე მსხვილი მეწარმე აბრუნებს კაპიტალს რუსეთში“ - განუცხადა წყარომ  „ვედომოსტს“  სახელმწიფო სტრუქტრებში.

თუმცა, ფინანსთა სამინისტრომ უარყო წინადადება და განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში უკვე არსებობს სავალუტო დაბანდებებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, მსხვილი ბიზნესის სავალუტო რისკების გადანაწილება გადასახადების გადამხდელებზე მიზანშეწონილი არაა.

კაპიტალის რუსეთში შესაძლო დაბრუნებას აქვს რამდენიმე მიზეზი. Reuters-ის წყარო პირველ რიგში ასახელებს აშშ-ს მხრიდან სანქციების გამკაცრების მაღალ ალბათობას რუსული მსვილი ბიზნეს-ჯგუფების წინააღმდეგ.

„დასავლეთში კაპიტალის განთავსება უკვე საშიშია“ - ამბობს „ალფა ბანკის“ მთავარი ეკონომოსტი ნატალია ორლოვა. შესაბამისად, მსხვილი რუსული ბიზნესიც ნერვიულობს. ორლოვას აზრით, ეს არაა დაკავშირებული მხოლოდ სანქციებთან.

„რამდენიმე წლის წინ ევროპაში დაიწყეს ბრძოლა საეჭვო წარმოშობის კაპიტალის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ყველა ფინანსური ნაკადი გახდეს გამჭვირვალე. ჩვენმა ჩინოსნებმა მაშინაც გააფრთხილეს ბიზნესი, რომ კაპიტალის შენახვა რუსეთში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. მაშინ მთავრობამ წამოიწყო დაბრუნებული კაპიტალის ამნისტიის კამპანია, თუმცა მის მიმართ ინტერესი ძალიან მცირე აღმოჩნდა“ - ამბობს ის.

თუმცა, ამჟამად საუბარია არა ამნისტიაზე და პატიებაზე, არამედ კაპიტალდაბადნებებისთვის მოხერხებული ინსტრუმენტების შექმნაზე“ - განუცხადა „ვედომოსტის“ ერთ-ერთმა ჩინოსანმა.

ამჟამად ყველაზე მარტივი მექანიზმი - სავალუტო დეპოზიტები არაა მიმზიდველი ძალიან დაბალი პროცენტების გამო - საშუალოდ წლიური 2%.

„დღეს რუსეთში პრიორიტეტულია დაკრედიტება რუბლებში, შესაბამისად, სავალუტი ანაბრები არავის არ სჭირდება. საერთოდ, რუსეთში დღეს არ არის არც სახელმწიფო და არც კერძო სტრუქტურა, რომელიც დაინტერესებულია დოლარების განთავსებით ამ რაოდენობით. 3 მლრდ - საკმაოდ დიდი თანხაა“ - ამბობს ნატალია ორლოვა.

თუმცა, ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, სახელმწიფო ამზადებს ბევრ ინიციატივას რომელიც საინტერესო იქნება ბიზნესისთვის - მაგალითად, ინფრასტუქტურული პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც განათავსებს 300 მლრდ. რუბლის ობლიგაციებს და ა.შ.

 

 

ნანახია - 510

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80