ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა
ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

2017-12-11 14:23:41

როგორც საერთაშორისო ექსპერტებისგან იყო ნავარაუდევი, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ყოველდღიურად მწვავდება. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინიდან სამი რაკეტა ისროლეს, - ერთ-ერთი საბავშვო ბაღს დაეცა... ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის, მიკი როზენფელდის ინფორმაციით, მოსაზღვრე ქალაქ სდეროგში ჩამოვარდნილი რაკეტა საბავშვო ბაღს მააშინ დაეცა, როდესაც ბაშვები იქ არ იმყოფებოდნენ...

როზენფელდის თქმით, კიდევ ერთი რაკეტა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოვარდა და მანქანები დააზიანა. მესამე რაკეტა რაკეტსაწინაღმდეგო კომპლექსს დაეცა და მისი "რკინის ბადე" გაარღვია. იერიში, მათ შორის არის - საწვრთნელი ბანაკი, იარაღის საწყობი და მეომრების სასწავლო ცენტრი... ყველა მათგანი "ჰამასს" ეკუთვნის. საპასუხო მოქმედებების შედეგად 25 ისრაელის მოქალაქე დაშავდა, ორი კი - დაიღუპა.

დონალდ ტრამპის განცხადებას, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს უკვე მოჰყვა გაგრძელება - პალესტინელთა ისრაელის პოლიციასთან შეტაკების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა...

თავის მხრივ, საუდის არაბეთმა, პალესტინას დედაქალაქად აბუ-დისის გამოცხადება შესთავაზა. გამოცემა "ებრაული სამყაროს" ანალიტიკოსი, ჯონათან ტობინა თავის პუბლიკაციაში წერს, რომ შესაძლოა, ეს ინიციატივა ტრამპის ყოფილ მრჩეველს სტივ ბენონს ეკუთვნოდეს, რომელსაც "ისრაელიდან წასულ ამერიკელ-ებრაელებში ინდიკატორის ფუნქცია აქვს." მისი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, ბევრი მას ანტისემიტად მიიჩნევს. ამავდროულად, პალესტინელი აქტივისტების მიმართ ის საკმაოდ სოლიდარულია ...

დარწმუნებით ვერავინ ამბობს, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაში ებრაულმა დიასპორამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თუ არა, მაგრამ დასავლური პრესა მათ გავლენაზე და თეთრ სახლში ჯერ კიდევ საკმაოდ გავლენიან პერსონაზე, სტივ ბენონზე და მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესებზე ძალიან ბევრს მსჯელობს...

ასევე წაიკითხეთ: იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...

ინტერნეგამოცემა Breitbart-ის გენერალური დირექტორი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, იმ გავლენების გამო, რისთვისაც რესპუბლიკურ პარტიაში ცვლილებები გამოიწვია, ბოლო დროს თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ბევრისთვის მიუღებელი ფიგურა გახდა.

ინტერნეტგამოცემა Breitbart-ის გავლენა და მისი გავლენიანი ხელმძღვანელი ამერიკულ პოლიტიკაში ძალიან კარგი რეპუტაცია მოიპოვა, საკმაოდ რეიტინგული ინტერნეტგამოცემის საშუალებით, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და შედეგი, რისთვისაც იბრძოდა, დადგა - ეს იყო ტრიბუნა, რომლითაც ამერიკელი ებრაელები თავის სათქმელს ამბობდნენ.

ბევრი სხვადასხვა მიზეზისა და წინაპირობის გამო, ბენონი, ალტერნატიულ მემარჯვენე მოძრაობაში გავლენიან და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა. მის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რესპუბლიკური პარტიის გავლენიან წრეებში, რომელიც მას ანტისემიტად მოიხსენიებდა, მისგან თავის შორს დაჭერას არჩევდნენ.

თუმცა, იმავდროულად, ბენონის დაცვას ცდილობდნენ ამერიკელ ებრაელთა დიასპორის გავლენიანი პერსონები, მათ შორის, ამერიკის სიონისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი მორტონ კლიანი... ბენონს საკმაოდ მდიდარი სამხედრო "ბექრაუნდი" აქვს, - ის წარსულში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო, ბანკირი და კონოინდუსტრიაში გავლენიანი ფიგურა, თუ არ ჩავთვლით, ზემოთ ხსენებულ ინტერნეტგამოცემა Breitbart-ს, რომელსაც 2012 წლიდან, მისი დამფუძნებლის, ენდრიუ ბრეიტბარტის სიკვდილის შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა.

გამოცემა, თავის დროზე, ძალზე კონსერვატული პოზიციით გამოირჩეოდა - მთელ რიგ საკითხებში, ლიბერალური მედიასაშუალებების პოზიციას არ ითვალისწინებდა, მათ შორის ისრაელთან დაკავშირებით, თუმცა, ახლა Breitbartt ცნობილია თავისი ხისტი პოზიციებით, მათ შორის, ემიგრაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით. საერთოდაც, თუკი ეს გადაჭარბებული შეფასება არ იქნება, "ბოროტი ენები" ამბობენ, რომ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს სწორედ ამ გამოცემასა და მის ხელმძღვანელს უნდა უმადლოდეს...

თუმცა, საქმე ის არის, რომ "არაბული სამყაროს" მღელვარების კვალდაკვალ, ისრაელის ხელისუფლება, შეძლებისდაგვარად ინარჩუნებს სიმშვიდეს; მაინც როგორი შეიძლება იყოს მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი ახლო აღმოსავლეთში; როგორ შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ ის გაიზიარებს ამერიკის პოზიციას და მაშინაც, - თუ არ გაიზიარებს;

ექსპერტების შეფასებით, ვითარება საკმაოდ სახიფათო და არასტანდარტულია, - ერთ მხარეს არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკა და მისი ექსცენტრიკული პრეზიდენტი, მეორეზე კი მეზობელი თურქეთი, რომელსაც სულაც არ აწყობს ამერიკის ახალი გადაწყვეტილება.

ამას ისიც ემატება, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის, მაინც და მაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა არ აქვთ, რაც დამატებით საფრთხეს და დაფიქრების საფუძველს იძლევა...

თუმცა, კიდევ ერთი ნაწილის თქმით, დონალდ ტრამპმა უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღო, თორემ პროცესი ისედაც დიდი ხნის დაწყებული იყო... ახლა საქართველომ მაქსიმალურად ფრთხილი და დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა რეგიონში უკვე დაწყებული ჯაჭვური რეაქცია არ დააჩქაროს ან ამ ჯაჭვის გაწყვეტამ მისი ინტერესები არ დააზინოს...

 

ნანახია - 713

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80