სსიპ-ების აუღებელი ციხესიმაგრე და უკიდეგანო ხარჯი
ეკონომიკა

სსიპ-ების აუღებელი ციხესიმაგრე და უკიდეგანო ხარჯი

სსიპ-ების აუღებელი ციხესიმაგრე და უკიდეგანო ხარჯი
ბექა დანელია

2017-12-22 15:10:37

სსიპ-ების პრობლემის მოგვარების კუთხით სახელმწიფო სრულიად უუნაროა. ამ ორგანიზაციების რაოდენობა, რომელთა ძირითადი საქმიანობა საბიუჯეტო სახსრების ათვისებაა, წლიდან წლამდე იზრდება და ბიუროკრატიული ხარჯიც უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საკითხის მოგვარებას 2-3 წელი ეყოფა, მაგრამ რაც დრო გადის, მოგვარების ნაცვლად ვითარება უარესდება.

„განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალი მაჩვენებლები და ამ უწყებებში დასაქმებულ პირთა ზრდის ტენდენცია. მაგალითად, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა რიცხვი 2015 წლის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგებულია და 51 828 თანამშრომელს შეადგენს. შედეგად, 2015 წელს ააიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 179 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსგავსი უწყებების შექმნის კრიტერიუმები საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც დუბლირებული უფლებამოსილების მქონე უწყებების არსებობას არ გამორიცხავს“, – ნათქვამია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაში – „ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში”.

სსიპ-ებისა და აიპ-ების პრობლემა ვარაფრით გვარდება ის კი არადა, რაც დრო გადის, მით უფრო უარესდება ამ მხრივ მდგომარეობა. წლიდან წლამდე მათი რაოდენობაც იზრდება და ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობაც. ამას `საერთაშორისო გამჭვირვალობის~ სპეციალური კვლევაც ადასტურებს:

2012-17 წლებში 45-დან 78-მდე გაიზარდა სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობა. ამასთან, თუ 2012 წელს 40 სსიპ-სა და აიპ-ში 8870 შტატიანი თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის ეს მონაცემი (74 სსიპ-ისა და აიპ-ის შემთხვევაში) 12632-მდე არის გაზრდილი. 2012 წელს 38 სსიპ-სა და აიპ-ში 1077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს მათმა რაოდენობამ, 67 სსიპ-ისა და აიპ-ის ფარგლებში, 7193 შეადგინა.

2012 წელს 45 სსიპ-ისა და აიპ-ის შტატიანმა თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მლნ ლარი მიიღეს, რაც 2016 წლისთვის, 72 სსიპ-ისა და აიპ-ის შემთხვევაში, 165 მლნ ლარს აჭარბებს.

სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ვითარება ამ მხრივ უკვე ყოველგვარი კონტროლიდან გამოვიდა. დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საჯარო რესურსს იყენებენ სსიპ-ები ყოველწლიურად და ეს მაჩვენებელიც წლიდან წლამდე მატულობს.

“სახელმწიფო ყოველთვის უგულებელყოფდა ამ საკითხს. ნაკლები რეგულაციები, ნაკლები კონტროლი, დიდი ხელფასები და ხარჯები, ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ ორგანიზაციებში. იმედი მაქვს, ამ პრობლემას მოევლება საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში. არ არ იქნება იოლი სსიპ-ების მოთოკვა, თუმცა 2-3 წელი სავსებით საკმარისია პრობლემის მოსაგვარებლად”, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ბიუროკრატიული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლები ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა მისი ტვირთი ბიუჯეტისა და ეკონომიკის მიმართ მცირდება. კერძოდ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბიუროკრატიული ხარჯი დაახლოებით 800 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა მისი წილი ბიუჯეტის საერთო ხარჯებთან მიმართებით დაახლოებით 6%-ით, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაახლოებით 0,3%-ით შემცირდა.

 

ნანახი?- 728

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80