წინასაახალწლო ხრიკები, ანუ როგორ შევიძინოთ პროდუქცია იაფად
საზოგადოება

წინასაახალწლო ხრიკები, ანუ როგორ შევიძინოთ პროდუქცია იაფად

წინასაახალწლო ხრიკები, ანუ როგორ შევიძინოთ პროდუქცია იაფად
მანანა ნოზაძე

2017-12-29 20:30:34

ახალი წლის ფასები ყოველწლიური ფასებისგან აღმატებულია. საზეიმო განწყობა მოვაჭრეების სასწორების ზამბარაზეც პირდაპირპროპორციულად მოქმედებს და სახლში მიტანილი პროდუქტიც გაცილებით ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით. მომხმარებლები სუპერმარკეტების მომსახურებითაც კმაყოფილნი არ არიან. მარკეტებიც საახალწლო ცუღლუტობას მიმართავენ და დახლზე მითითებული ფასის ნაცვლად სალაროსთან შედარებით მეტ ფასს გახდევინებენ.

რამდენი დაჯდება წლეულს საახალწლო სუფრა?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სამომხმარებლო კალათის ფასები ყოველწლიურად მატულობს და ფასების ზრდა ყოველთვის იქნება, სანამ ლარი არ დასტაბილურდება. ლარის მდგომარეობა შესანიშნავი საშუალებაა, იმპორტიორებმა ამით ისარგებლონ და ფასები გაზარდონ. ამდენად, ეს წინასაახალწლო სამომხმარებლო კალათაზეც აისახება. მით უმეტეს, რომ ძაღლებს უკვე აღარ აქვთ ადგილი ნაგვის ბუნკერთან და მათ ადგილს ადამიანები იკავებენ.

„ტრადიციული ქართული სუფრისთვის წელს, მინიმუმ, 500 ლარი დაგვჭირდება. ასეთი სუფრისთვის გოჭი აუცილებელი ატრიბუტია, თორემ არატრადიციული სუფრისთვის 100-150 ლარიც შეიძლება ეყოს ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს იმის თავიც არ აქვს, საახალწლო სუფრისთვის 50 ლარი დახარჯოს, რადგან ბანკის ვალები აქვთ აღებული. წელს სადღაც 10%-ითაა მომატებული სუფრის ფასი. ამას ემატება ელექტროენერგიის საფასურის გაზრდაც, რაც სხვა პროდუქტებზეც აისახება. ამ ათიოდე დღის წინ მარნეულში დავრეკე, რადგან სწორედ მარნეულიდან ჩამოდის პროდუქციის ნაწილი და გავარკვიე, რომ 4 კილომდე დედალი ინდაური მარნეულის რაიონში 45 ლარი ღირს, ხოლო 5-6 კილომდე მამალი ინდაური 70 ლარია. მარნეულიდან, ასევე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული მეწარმეები დედაქალაქის ბაზრობაზე ერთად რომ მოხვდებიან, ცხადია, დააგდებენ ფასებს. ხოლო, თუ საქონლის დეფიციტია და მოთხოვნა მაღალია, მაშინ ფასებს აუწევენ“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და დედაქალაქში მცხოვრებ მომხმარებელს საახალწლო მომატებული ფასებისგან თავის დაღწევის მარტივ გამოსავალს სთავაზობს.

მისი თქმით, ბევრად უკეთესია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ან მის წინა დღეს ვიყიდოთ საქონელი, რადგან, როგორც წესი, ამ დროს რაიონებიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოდის, რომელსაც მოთხოვნა არ აქვს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, მისმა ოჯახმა შარშანწინ ინდაური 50 ლარად შეიძინა, ნაცვლად 80-90 ლარისა, რადგან ძალიან ბევრი ინდაური იყო დედაქალაქში შემოტანილი და რაიონებიდან ჩამოსულ ხალხს საქონლის უკან წაღება უჭირდა.

„ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ წელიწადს დედაჩემმა წინასაახალწლოდ ქათამში მისცა 15 ლარი, ხოლო 5-კილოიან მამალ ინდაურში 25 ლარი. მაშინ ვამბობდით, ქათმის ფასად ინდაური ვიყიდეთო. არადა, იმ დღეებში ინდაური 80 ლარი ღირდა“.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამწუხაროდ, მოვაჭრენი წინასაახალწლოდ მასობრივ მოტყუებაზე არიან გადასულნი, რადგან სასწორს არავინ უკონტროლებს და მომხმარებლის უფლებებზე რეაგირებაც არ ხდება. თუ მეწარმე კეთილსინდისიერი არ არის და თავად არ ეწევა საკუთარი გაფუჭებული პროდუქციის კონტროლს, ჩვეულებრივად ტყუვდება მომხმარებელი ხარისხში, წონაში, ვადაგასულ პროდუქციაში, ფასში.

„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამას წინათ სუპერმარკეტში ქათმის გაფუჭებულ, შავ ხორცს გადააწყდა. მას ცელოფანიც დაზიანებული ჰქონდა და შიგნითაც შავი იყო ქათამი, მაგრამ მარკეტის მეპატრონე ამას ვერ ამჩნევდა, ის მხოლოდ დათვლილ ფულებს ხედავდა. „ამიტომაცაა ინფექციური საავადმყოფო გავსებული ხალხით“, - ასკვნის გიორგი ბურჯანაძე.

თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საახალწლო ფასები არავისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და ყოველი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აჟიოტაჟური ფასები შეინიშნება ბაზარზე.

„ბიზნესმენებმა რომ იციან, მოთხოვნა მეტია, ფასსაც შესაბამისად უმატებენ. კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ, თუ სხვა უმატებს ფასს, მე შემიძლია ბევრად უფრო ნაკლებ ფასად გავყიდო პროდუქტი. ახლა უფრო აჟიოტაჟი შეიმჩნევა, ეტყობა, ხალხი არ უყურებს, რომ წონაშიც ატყუებენ, ფასშიც. როგორიცაა მომხმარებელი, ისეთივეა მიმწოდებელი. თუ მომხმარებელი პრეტენზიული იქნება, მიმწოდებელი ვერ გაბედავს იმას, რასაც ბედავს. არ ვიცი, წლეულს რა დაჯდება საახალწო სუფრა, მაგრამ ამბობენ, რომ 3-5%-ით მაინც არის მომატებული პროდუქტზე ფასები“. 

ნანახი?- 4207

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80