საშობაო - საახალწლო უძვირესი პროდუქტები
სხვადასხვა

საშობაო - საახალწლო უძვირესი პროდუქტები

საშობაო - საახალწლო უძვირესი პროდუქტები
for.ge

2018-01-09 13:20:39

მაცუტაკე -  400 გ სოკოს საორიენტაციო ფასი 1.000 დოლარია. ეს სოკო, რომელიც ხეების ძირას იზრდება, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ტყეებში იშვიათია და მეტად ფასობს.

იუბარი (სამეფო ნესვი) - ეს ნესვი მხოლოდ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს პატარა ქალაქ იუბარის სათბურებში მოჰყავთ. მას ისეთი სრულყოფილი ფორმა აქვს, ნესვზე გლობუსის დახატვა შეიძლება. რამდენიმე წლის წინ ორი ცალი იუბარი აუქციონზე 12.000 დოლარად გაიყიდა.

შავი საზამთრო დენსუკე - ერთი ცალის საორიენტაციო ფასი 250 დოლარია. ის კუნძულ ჰოკაიდოზე მოჰყავთ. ყოველწლიური საშუალო მოსავალი მხოლოდ 10 000 ცალია, რაც მისი სიძვირის მიზეზია.

"ალმასი" - მსოფლიოში ყველაზე ძვირი ხიზილალა - "ალმასი" ალბინოსი სვიის ხიზილალა გახლავთ, რომელიც ირანს დროდადრო საექსპორტოდ გააქვს. 100 გ ხიზილალა, რომელიც ბაჯაღლო ოქროს კოლოფშია მოთავსებული, მყიდველს დაახლოებით 2.000 დოლარი დაუჯდება.

ძროხის ხორცი კობე - 400 გ ხორცის საორიენტაციო ფასი 400 დოლარია. ხორცს” დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ იაპონური ძროხების - ვაგიუსგან იღებდნენ, მათ ქალაქ კობეს მახლობლად ზრდიდნენ. ძროხებს პატივისცემით ეპყრობოდნენ და მხოლოდ საუკეთესო ბალახით კვებავდნენ. ამას გარდა საკეთი ყოველდღიურად ზელდნენ და ლუდს ასმევდნენ. ამჟამად ვაგიუს ავსტრალიაშიც ზრდიან. ავსტრალიელი ფერმერები მათ ლუდის ნაცვლად წითელ ღვინოს ასმევენ, რომლის 1 ბოთლი 16 დოლარი ღირს, და ყოველდღიურად მასაჟსაც უკეთებენ.

ბატის ღვიძლი ფუა-გრა - 500 გ-ის საორიენტაციო ფასი 50 დოლარია. ფუა-გრა ისეთი ბატის ღვიძლია, რომელთაც სპეციალურად იქამდე კვებავენ, სანამ ღვიძლის წონა სულ ცოტა 400 გ არ გახდება. ამიტომ ის 15-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის კანონის გამო.

თეთრი ტრიუფელი - ტრიუფელი  ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ალბას გარშემო მუხისა და წიფლის კორომებში იზრდება. 2009 წელს აქ იპოვეს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უდიდესი - 1,51-კილოგრამიანი ტრიუფელი, რომელიც 125.000 ევროდ გაიყიდა!    

 

 

ნანახი?- 313

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80