სიყვარული მეგობრებს იწირავს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

სიყვარული მეგობრებს იწირავს

სიყვარული მეგობრებს იწირავს
for.ge

2018-01-10 09:50:42

"შეყვარებული ადამიანი საშუალოდ ორ მეგობარს მაინც კარგავს“, – ასეთი დასკვნა გამოიტანეს ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა.

დაკვირვებებით დადგინდა, რომ მორიგი რომანის დაწყების შემდეგ მეგობრების რაოდენობა საგრძნობლად იცვლება. გამოდის, რომ შეყვარებულის გამო, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა, სულ ცოტა, ორ მეგობარზე მაინც მოგიწევთ უარის თქმა, – განმარტა ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორმა რობინ დანბარმა.

ადრე სწავლულებმა გაარკვიეს, რომ მეგობრების შესაძლო მაქსიმალურმა რაოდენობამ, შეიძლება, 150 ადამიანს მიაღწიოს. ეს რიცხვი შეიძლება დაიყოს უფრო მცირე ჯგუფებად. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მაინც, ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ ხოლმე, როდესაც ცუდად ვართ; შემდეგი ფენა შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით დაახლოებით თვეში ერთხელ – მათ, შეიძლება, ვუწოდოთ „თანამგრძნობთა“ ფენა, მაგრამ, ყველა ეს ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია იმდენად, რომ, თუ რომელიმე მათგანი გარდაიცვლება, ჩვენ აუცილებლად გვეტკინება გული, გვეწყინება.

„სწორედ ამ „მხარდამჭერ“ ჯგუფს ამცირებს სიყვარული. „თქვენი ყურადღება მთლიანად კონცენტრირდება თქვენს რომანტიკულ პარტნიორზე, რის შედეგადაც თქვენ, უბრალოდ, არ შეგიძლიათ, ინახულოთ სხვა ადამიანები, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ბევრი საერთო და, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ურთიერთობა ცივდება და ქვედა დონეზე გადადის,“ – ამბობს დანბარი.

 

ნანახია - 247

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80