საშობაო ბაზრობის ტრადიცია ევროპაში
სხვადასხვა

საშობაო ბაზრობის ტრადიცია ევროპაში

საშობაო ბაზრობის ტრადიცია ევროპაში
for.ge

2018-01-11 12:13:57

ევროპაში პირველი საშობაო ბაზრობა დრეზდენში 1934 წელს გაიხსნა. ბაზრობები კათოლიკურ შობამდე სამი კვირით ადრე იმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ათასობით სავაჭრო კარავი, ვაგონი და ატრაქციონი იშლება, რომლებსაც ქუჩის მსახიობები, ჯამბაზები და ილუზიონისტები ახვევიან. ამ ბაზრობებზე ტურისტები საგანგებოდ ჩადიან, რადგან იქ ხელმისაწვდომ ფასად, საჩუქრების გარდა, ადგილობრივი კერძების დიდი არჩევანი ეგულებათ.

ვენაში საშობაო ბაზრობა გამოფენა-გაყიდვას ჰგავს, სადაც შეგიძლია გასინჯო შემწვარი წაბლი თუ ადგილობრივი კონდიტერების მომზადებული ათასგვარი ნუგბარი. ფინეთში საშობაო ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თავად სანტა კლაუსი და მისი გარემოცვა გაუმასპინძლდება ირმის პაშტეტითა და განსაკუთრებული ფინური გლინტვეინით, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს.

ყველაზე "ტკბილი" საშობაო ვაჭრობა კი ბრიუსელში ეწყობა, სადაც 200-მდე ჯიხურსა თუ დახლზე ბელგიური შოკოლადისა და ტკბილეულის ნამდვილი ზეიმი იმართება. ტალინში საახალწლო ბაზრობაზე დაუჯერებლად იაფად შეიძლება ხელით ნაქსოვი შალის სვიტერებისა და აქსესუარების, ასევე მინისა და კერამიკისგან დამზადებული ტრადიციული ესტონური ნაკეთობების შეძენა.

ბაზრობების მომწყობთა ფანტაზია ისე შორს მიდის, რომ ორიოდე წლის წინ, გერმანიაში, დაწუნებული საშობაო საჩუქრების ბაზრობა გაუმართავთ: წინდები, ჰალსტუხები, სუნამოები, ალკოჰოლური სასმელები და მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი - გერმანიის ქალაქ ცელეში, საგანგებო ბაზრობაზე, საშობაოდ მიღებული უსარგებლო საჩუქრების გაცვლა იყო შესაძლებელი.

 

 

ნანახია - 71

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80