რუბენსის "ჰერკულესი" – მხოლოდ 9,5 ათას ევროდ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

რუბენსის "ჰერკულესი" – მხოლოდ 9,5 ათას ევროდ

რუბენსის "ჰერკულესი" – მხოლოდ 9,5 ათას ევროდ
for.ge

2018-01-12 09:58:39

განთქმული ფლამანდიელი მხატვრის პიტერ პაულ რუბენსის ხელმოუწერელი ნახატი ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში გამართულ აუქციონზე სულ რაღაც 9,5 ათას ევროდ გაიყიდა.

ნახატი სახელწოდებით "ჰერკულესი", რომელიც წარდგენილი იყო, როგორც მეჩვიდმეტე საუკუნის უცნობი მხატვრის ნაშრომი, მყიდველმა შემდგომში არტაუქციონზე, მაასტრიხტში, 856 ათას ევროდ გაყიდა, მაგრამ უკვე, როგორც რუბენსის ადრეული – 1597-1599 წლების ნახატი.

აუქციონისტმა, რომელმაც სურათი ბრიუსელში წარადგინა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბელგიის დედაქალაქში ჩატარებულ აუქციონზე ნახატი არ იყო წარდგენილი, როგორც რუბენსის ნამუშევარი და ამგვარად, ვაჭრობის წესები არ დარღვეულა.

ექსპერტის თქმით, ფლამანდიელი ფერმწერის სურათის გაყიდვისას, უნდა წარედგინათ მისი აუტენტურობის დამამტკიცებელი საბუთი, რაც  როგორც ჩანს, შესანიშნავად მოახერხა ახალმა მფლობელმა, როდესაც სურათი არტაუქციონზე მაასტრიხტში გამოფინა.

 

 

ნანახია - 320

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80