მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოს უკან დაახევინეს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოს უკან დაახევინეს

მენავთობეებმა კონკურენციის სააგენტოს უკან დაახევინეს
ბექა დანელია

2018-02-03 11:00:31

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწვავის ბაზრის ხელახალი კვლევა იწყება. არავინ იცის რა გახდა ამის მიზეზი და 3 წლის შემდეგ რატომ შეიცვალა სახელმწიფო უწყებამ პოზიცია. დავა იმდენ ხანს მიმდინარეობს, რომ აქტუალობას თითქის დაკარგა კიდეც.

სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ახალი გადაწყვეტილების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მისი ინფორმაციით, შესაბამისი წერილები გადაეგზავნა როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ისე ბიზნეს კომპანიებს.

„ჩვენ ახალი კვლევა დავიწყეთ და ვიდრე არ დავასრულებთ, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე ხელახლა დაგვიბრუნდა განსახილველად. ჩვენ დავიწყეთ ივნისში ზოგიერთ საქმეზე მოკვლევა და ახლა დასრულდა ბოლო სასამართლო პროცესი. გავაერთიანებთ ამ დოკუმენტაციას და ხელახლა შევისწავლით“, - აცხადებს ხადური.

მენავთობეები მთავრობისა და ანტიმონოპოლისტების გადაწყვეტილებას იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ და ცალკეულმა დაჯარიმებულმა კომპანიებმა სასამართლო პროცესების სერიაც წამოიწყეს. საბოლოოდ მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, სახელმწიფომ გადაიფიქრა ნავთობკომპანიათა 55 მილიონით დაჯარიმება და ხელახლა ცდილობს ვითარებაში გარკვევას.

„სოკარში“ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის ხელახალი მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომელიმე მხარის გამართლებას, თუმცა ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ძალიან ბევრი უზუსტობა იყო.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ზუსტად ის, რომ საკითხი დაბრუნებულიყო კონკურენციის სააგენტოში ხელახალი განხილვისთვის. არაფერი თავიდან არ დაწყებულა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო არც კომპანიის გამამართლებელი და არც კონკურენციის სააგენტოს სასარგებლო. გადაწყდა, რომ უკან დაბრუნდეს და თავიდან განიხილონ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უზუსტობა იყო დასკვნაში“, - განუცხადა ბიზნეს მედიას ლევან გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა 2015 წელს დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. ყველზე დიდი ჯარიმა სწორედ „სოკარმა“ მიიღო.

კონკურენციის სააგენტოს მიმართ კითხვები აქვს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელს ბექა კემულარიას, რომლის თქმითაც, აუცილებელია გაკეთდეს დამაჯერებელი განმარტება, თუ რატომ გახდა საჭირო კვლევის თავიდან დაწყება.

„დასაბუთებული მსჯელობა არ ყოფილა და ჯერ კიდევ არ ვიცით მიზეზი, რის გამოც კონკურენციის სააგენტო ბაზრის შესწავლას თავიდან შეუდგა. იმედი მაქვს, გარიგების ტიპის შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მართლა მიკვირს, რატომ აღმოჩნდა არასაკმარისი არგუმენტები სააგენტოსთვის, მით უმეტეს, რომ მათ ერთი პროცესი მოიგეს. ახლა რატომ ირკვევა, რომ არ აქვთ მტკიცებულებები, ამაზე ხადურის უწყებამ საფუძვლიანი განმარტება უნდა გააკეთოს“, - განაცხადა კემულარია.

სავარაუდოდ, ახალი კვლევა და შემდგომში მორიგი დავა იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ სანავთობო ბაზარზე მრავალი წლის წინ არსებული ვითარება ყველას მიავიწყდება და აქტუალობასაც დაკარგავს.

ნანახია - 1067

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80