სკოლაში პოლიციური რეჟიმი არავის ჭირდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

სკოლაში პოლიციური რეჟიმი არავის ჭირდება

სკოლაში პოლიციური რეჟიმი არავის ჭირდება
მარიამ თოდაძე

2018-02-06 10:16:43

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ სკოლებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს და ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;

კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რისკ-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

კანონით ფართოვდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები - მანდატურის ფუნქციებში შემოდის შეყოვნების მექანიზმი და მას შეეძლება დისციპლინური ან სხვა დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შეაყოვნოს და განცალკევებით ამყოფოს მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგებლის სკოლაში მისვლამდე.

პროექტის მიხედვით, შეყოვნების მექანიზმი ამოქმედდება და გამართლებული იქნება მაშინ, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ექმნება სასწავლო პროცესის უწყვეტობას, პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შეყოვნების მაქსიმალური პერიოდი იქნება 3 საათი. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს, სამართალდარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოზარდის შეყოვნებისა და მშობლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ექნება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური აცხადებს, ცვლილებები არ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის შეტანას სკოლაში, არამედ საუბარია თითოეული მოზარდის უსაფრთხოების დაცვაზე.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ თითოეული მოზარდი დაცული იყოს, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ.

სწორედ ამ მიზნით, იმ მუხლებში, რომლებშიც შევიდა ცვლილები, გაჩნდა მკაფიო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მანდატურმა თითოეულ შემთხვევაში. ხოლო ის გარკვეული აქტივობები, რომლებიც მოყვება ამ ჩანაწერებს, განმარტებული იქნება კანონქვემდებარე აქტებში, სადაც იქნება სრული ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამ სამსახურის წარმომადგენელმა.

ლია გიგაურის განმარტებით, იმის გამო, რომ მანდატურს ემატება ფუნქციები, მათ შორის პრევენციულ ღონისძიებებში, მათი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება, სამინისტრო ითხოვს მანდატურის უფრო მაღალ სტანდარტს მისი მომზადების და განათლების თვალსაზრისით.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, „კანონში ისეთი ფორმულირება უნდ ჩავწეროთ, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და შედეგად არ მივიღებთ სკოლებში მოსწავლეების დაკავებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“.

თავის მხრივ, შს სამინისტროც აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი მიზნად არ ისახავს სკოლებში საპოლიციო რეჟიმი დამყარებას.

„პოლიციას სკოლის შიგნით არაფერი ესაქმება. კამერების დამონტაჟება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ საპოლიციო სისტემა იქმნება. ერთადერთი მიზანი სათვალთვალო კამერებისა არის ის, რომ დააფიქსიროს სამართალდარღვევის ფაქტები, რაზეც ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ რეაგირება გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად მოვახდინოთ“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

იქ, სადაც მაღალია მოსწავლეთა ფიზიკური დაპირისპირებების შემთხვევები, კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის მექანიზმები უნდა გაიზარდოს, მაგრამ ყველგან ერთი და იმავე ინსტრუმენტის მოქმედება უბრალოდ არ არის საჭირო, - ამის შესახებ 

როგორც მან აღნიშნა, სასკოლო უსაფრთხოება ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევების იდენტიფიცირების გახშირება ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ ინტერვენციას. 

 

ნანახია - 1457

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80