გლდანის ციხის მთავარ მწამებელს 7,5 წელი მისცეს
დაიჯესტი

გლდანის ციხის მთავარ მწამებელს 7,5 წელი მისცეს

გლდანის ციხის მთავარ მწამებელს 7,5 წელი მისცეს
"რეზონანსი"

2018-02-08 10:00:38

"პატიმართა მიმართ დამამცირებები და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროს ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილმა პატიმარმა ოლეგ ღვალიძემ, რომელიც ამ სასჯელს აპროტესტებს და მას ზედმეტად მსუბუქად მიიჩნევს, განაცხადა, რომ "ფაცაციას მარტო პატიმრობა კი არ უნდა მიუსაჯო, უნდა ჩამოახრჩო და გლდანის ციხეში უნდა დაკიდო, რომ სხვამ უყუროს და ასეთი რაღაც აღარ ჩაიდინოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გლდანის ციხის მთავარ მწამებელს 7,5 წელი მისცეს

"ფაცაციასთან ერთად სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირებიც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელ მალხაზ ღვინიაშვილს მიესაჯა 6 წელი და 9 თვე, ხოლო სხვა ბრალდებულებს: ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძესა და დავით ნოზაძეს ამნისტიის გათვალისწინებით შეეფარდათ 3 წელი და 3 თვე.

პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მალხაზ ღვინიაშვილის ადვოკატმა ნანა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდება აბსურდულია, რადგან მაშინდელი ციხის თანამშრომლები სისტემის ნაწილი იყვნენ და იძულებულნი იყვნენ, აღნიშნული ქმედება ჩაედინათ.

"განაჩენი უმძიმესია, თუმცა პრაქტიკულად წამების მუხლი არ არსებობს. თუ ციხეში დანაშაული ხდებოდა და, რა თქმა უნდა, ხდებოდა, მაშინ თანამშრომლებიც იძულებულნი იყვნენ, ეს ჩაედინათ და მათ ნაწილობრივ აღიარეს კიდეც ეს. ჩვენ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ. დღეს კაბინეტში სხედან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ თანამდებობებზე იყვნენ, მაგალითად, ჯარჯი წიკლაური, რომელიც 2011-12 წლებში პროკურორი იყო, დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ასამართლებს. ეს არასამართლიანია", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის, ასევე დაზარალებული გელა მოსიაშვილის ჩვენება გამოაქვეყნა. მან თავისი და პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას წამების დეტალები გაიხსენა. როგორც მოწმე აღნიშნავს, პირველად ერთმანეთს კარანტინში შეხვდნენ. კარანტინის დაშლა ცემით ხდებოდა, გვცემეს ჩვენც. 2011 წელს კარანტინში ისევ შევხვდით. 249-ე საკანში შეგვასახლეს, შემოვიდნენ და გვითხრეს, რატომ ვხმარუობდით, ხელკეტებით გვცემეს უმოწყალოდ. კარანტინში რომ შემიყვანეს, მცემეს, მერე პაპუნა გაომიყვანეს და მასაც სცემეს. ოლეგ ფაცაცია ითხოვდა, რომ ე. წ. კანონიერი ქურდისთვის გვეგინებინა, რაზეც თქვა, რომ არ იცნობდა ამათ. კვარაცხელიას სახეზე ფეხსაცმლის ძირების კვალი ეტყობოდა, ვერავის ცნობდა. ამის მერე ვნახე 2013 წელს და მითხრა, რომ თავის სიმსივნე განუვითარდა," - განაგრძობს გამოცემა.

"ფაცაციას მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას იხსენებს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი რამაზ ღვალაძე, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ე. წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა. ღვალაძის თქმით, მასზე კარგს ის არაფერს იხსენებს. მისი ცემის გამო ხერხემალი დღესაც მტკივა. დილიდან რომ იწყებდა, პირველიდან ბოლო საკნამდე ყველა პატიმარს სასიკვდილოდ სცემდა. 180-კილოიანი, 47 ზომის ფეხით შედგებოდა პატიმრებს. ერთხელ ჩემ თვალწინ ციხის ზედამხედველსაც სცემა იმის გამო, რომ ერთ-ერთ პატიმარს კარგად ვერ სცემა. თან კაიფობდა, სველი ცხვირსახოცით გადაკიდებული დადიოდა და სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანების წამება. დაწინაურებული იყვნენ გამორჩეულად სადისტები. თვითონ რეჟიმი იყო ისეთი, რომ ყველა გაბოროტებული უნდა ყოფილიყო", - წერს სტატიის ავტორი.

ნანახია - 163

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80