„დაგვარწმინეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“
საზოგადოება

„დაგვარწმინეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“

 „დაგვარწმინეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“
თამთა ქარჩავა

2018-02-08 14:00:23

დემირელის სკოლის მენეჯერი19 თებერვლამდე ქართულ ციხეში რჩება. სწორედ ამ ვადამდე გადადო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ პროცესი გადადო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეზე შემოსულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას დრო სჭირდება, რათა ამ პოზიციებს გაეცნოს. პროცესზე „ადამიანის უფლებების დაცვის და მონიტორინგის ცენტრმა“ მესამედ წარუდგინა სასამართლოს მოსაზრებები „საიასა“ და სახალხო დამცველის შუამდგომლობების შესახებ, რომლებიც შუამდგომლობაში მიუთითებენ, დემირელის სკოლის მენეჯერის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა განხორციელდეს.

სასამართლოსგან სამართილიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ბრალდებულის მეუღლეს, თუბა ჩაბუქს, რომლის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

„მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში მე დარწმუნებული ვარ. გამოჩნდა, რომ მოსამართლე ძალიან დაკვირვებულია, გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა და პროცესი გადადო 19 თებერვლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ კარგად შეისწავლის და მისთვის გასაგები გახდება, რაშია საქმე. უკვე 24 თებერვლისთვის ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება“, - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ხელშეყობაში ბრალდებულის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, რომლის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში პოლიტიკურად დევნიან. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე, ისევე როგორც სასამართლო, არ იცნობდა პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსს და შესაბამისად, მისი მოსმენის შემდეგ დაცვის მხარემ საპასუხო არგუმენტების მოსამზადებლად გონივრულ ვადა მოითხოვა.

„ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება, თანდართული მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში დაუშვებლობა და განვუმარტოთ სასამართლოს მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით (მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, „ჰუმან რაით ვოჩის“, „ემნiსთი ინთერნეშენალის“, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე), რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს 7 დღე აქვს იმისათვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასევე, დაცვის მხარე აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებულ იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებულ იქნას საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია.

როგორც ცნობილია, თუქრეთის ხელისუფლების მოთხოვნით მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. თუმცა, პატიმრობიდან 10 თვის თავზე თურქეთმა ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში მოღვაწე თურქი მასწავლებელი ჩართული იყო სახელმწიფო გადატრიალებაში და ასევე კავშირი აქვს თურქეთიდან ამერიკაში გახიზნული სასულიერო ლიდერთან ფეთჰულა გიულენთან.

სწორედ გიულენი დაადანაშაულა ოფიციალურმა ანკარამ გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, რომელსაც თუქეთში და არა მარტო თურქეთში, ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოში, საგანმანათლებო და სამედიცინო სფეროში. მისი მომხრეები დღემდე იდევნებიან თურქეთის ტერიტორიაზე.

გიულენი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ოფიციალურ ანკარასა და აშშ-ს შორის ვითარება დაიძაბა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს გიულენის ექსტრადირებას სთხოვს, რაზეც აშშ-ი პასუხობს, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც თურქეთი გიულენის დამნაშავეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. ასეთია აშშ-ის პოზიცია. როგორი იქნება ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება, ეს 19 თებერვალს გახდება ცნობილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სამართლიანად განიხილოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელი დაცვა უზრუნველყოს.

განცხადებაში EMC აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის თაობაზე პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც თურქეთის არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ლოიალობის და საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითია, სწორედ სასამართლო ხელისუფლება რჩება სამართლებრივი დაცვის ის ერთადერთი რესურსი, რომელსაც ჩაბუქის უკანონო ექსტრადიციის პროცესის შეჩერება შეუძლია.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სრული უგულებელყოფა იქნება, რაც ფუნდამენტურად დააზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას და შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს და საქართველოში დემოკრატიული განვითარების ტესტი გახდება“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სასამართლო საქმის მსვლელობისას პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა და პოლიტიკურად ვერ მოახდენს შესაბამის გავლენას. უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავარია, ჩაბუქის უფლებები იყოს დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი და სამართლიანი. აქვე საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნულ საქმეს დიდი საერთაშორისო რეზონანსი აქვს.

„მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს, რომლებსაც ახლავს განზოგადების დატვირთვა და ერთგვარი ტესტიცაა, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით და ქვეყნის ძირითადი კანონით, კონსტუტუციით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის სტანდარტებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ჩაბუქის საქმეზე გადაწყევტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, თუ ჩაბუქს თურქეთს გადასცემენ, ეს ქვეყნის ავტორიტეტის შელახვა იქნება:

„როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესია (პროკურატურის, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესს გამოხატავს), რომ ამ ადამიანის ექსტრადირება მოხდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ექსტრადირების შესახებ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციას, ვინაიდან უკვე არის კონსესუსი საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი თურქეთში“, - აცხადებსხატია დეკანოიძე.

ხელისუფლება რომ რთული არჩევანის წინაშე დგას, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ სახელმწიფომ უპირველესად უნდა დაარწმუნოს თავისი დასავლელი პარტნიორები, რომ ქვეყანას წინ უძღვება არსებული მთავრობა და არა შემოძახილები რომელიმე სხვა ქვეყნიდან. მისი თქმით, ექსტრადირება იქნება სერიოზული სირცხვილი იქნება და არ იქნება მხოლოდ განცხადებები.

„იქნება უკვე სერიოზული ეჭვი იმისა, რომ საქართველო, რომელიც აჩვენებს უსუსური ხელისუფლების არჩევანს, სერიოზულ საფრთხეს შეუქნმის ჩვენს ევროპულ პრესპექტივას. მით უმეტეს მაშინ, ჩვენდა სამარცხვინოდ დევნილთა მინისტრი, რომელიც ძალიან წარმატებული სახალხო დამცველი იყო, როგორც ჩანს თურქეთის ციხეებს აღიქვამს როგორც სანატორიუმს.

აბა ერთი თურქეთის ციეხეში ნაჯდომ ჩვენს მოქალაქეებს მოუსმინოს რას მოჰყვებიან ისინი არსებულ ვითარებაზე და ამის შემდეგ თქვას, შეიძლება თუ არა რაიმე კონკრეტული დანაშაულის გარეშე ვინმე გაამწესო თურქულ ციხეში. ფაქტი გახლავთ ის, რომ საქართველოში შემოსული თურქები თავად არიან უკმაყოფილო საკუთარ სამშობლოში მიმდინარე პროცესებით.

რასაკვირველია, ჩაბუქის თემა არ გამორჩება უამრავ თურქს, რომლებიც დღეს ევროპაშია არიან და რომლებმაც ორი დღის წინ სერიოზული საპროტესტო აქცია გამართეს რომში და გააპროტესტეს თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ნუ ავიტკივებთ ისედაც ჩვენი სისუსტით ატკიებულ თავს. ბოლოს და ბოლოს დაგვარწმუნეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ნანახი?- 2019

papa

2018-02-08 18:40:59

ვააააააააააააააააა.....
ეგზეკუცია მორჩაააა?
ეს როგორ.... მეფის ნაცვალმა დაბრო მოგვცაააა?/
ჰოო.....ოოოოო.....
მალადეც რაღა.....ტემ ბოლე ბასეინში წყალიც ჩაუსხიაააათ
მალადეც რაღა, მალადეც ....... მართლა დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილა აი,... მართლა დემოკრატიული ქვეყნის...
ჩვენ კიდევ...მითომ ვერაფერს მივხვდიიიით

მაგრაააამ..... მაგრაააამ...... იმან რომ იცოდეს აქ რამდენი ქუნემი წერია .... ოოოოო
რამდენი ქუნემ კოლუმბი წერიააააააააააა....ეგრევე ისევ დაგვიხურავენ ამ საიტს
გამოვა ეხლა იაკობაშვილი და იტყვის----არა ისინი არაფერ შუაში არიან, ეს ჩვენა გვქონდა რემონტი და უბორკა, არ გვეცალაო და ა.შ.
გქონდეთ რა....
შეიძლება აქ სიბრძნეებს არ ვაფრქვევდეთ აქაურები, მაგრამ მაინც.... კომენტარების გარეშე ვის რად უნდა ეს საიტი?

papa

2018-02-08 18:42:03

სათაური ზუსტად ასახავს რეალობა---სინამდვილეს

papa

2018-02-08 19:42:22

ნეტა რამდენი დღეა რაც ბასეინში წყალი ჩაგვისხეს?
...დღეს შემთხვევით მოვხვდი აქ და ..ეგრევე ცხრიანში გავარტ/ყი...
ადრე იყო სახლში ჩამიტარეს კომპიუტერის კონფისკაცია(თუ ექსპროპიაცია....მაინც ერთი ჩორტია)..ეხლა ამათ ყავდათ კიდევ ეგზეკუცია ჩაყენებული(უკვე მერამდენედ)...
მოკლედ საქართველოს და ჩვენ ყველამ თავი დაგვანებოს და მოს...პატრონი ყველა გიჟ-გადარეულს, მეფისნაცვალების თამადობით..
გამვლელ გამომვლელი(დაჟე უჟე ტრანზნიტებიც კი) ყველა ჩვენი მეფისნაცვალი არაააააა??.....

natali

2018-02-09 01:15:48

ვაააა...... ჩაუსხამთ წყალი აიიი.....

მოლოდეც!!!!!

პაპა გამარჯობა! მომენატრე ხო იცი!

ნეტავ რას არემონტებდნენ ამდენ ხანს ამ ბასეინში?:)))) ისე თუ გაარემონტეს, როგორც ვარკეთილის მეტრო.....:))))

პაპა, ახალი ამბავი იცი? 60 წელს თუ არ ხარ გადაცილებული, სავალდებულო რეზერვში გამოგიძახებენ. სესიაშვილის საქმე სჭირდება და მოიფიქრა. :)))))ხალხი ამბობს დააბრუნეთ ხიდაშელიო.

ხოდა ახლა ვაპირებთ ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოვიდეთ მე და ჩემი მეგობრები. რატომ მიჰყავთ მარტო მამამთილები? დედამთილები რატომ არ მიჰყავთ? ესაა თანასწორობა? ხოდა მამაკაცების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.:))))
მგონი ესენიც იზოლაციაში მოექცნენ და ხალხი რას ამბობს, აღარ ესმით(((((



Maverick

2018-02-09 03:26:38

ნატალი, გამარჯობა დაიკო, პაპა წეღან მოვიკითხე.

მაგ 60 წლამდე ასაკის წვევამდელებს სესიაშვილი ჩაუდგება სათავეში თუ ხიდაშელი?

კიდევ, მაგნების სამხედრო რანგი თუ იცი შემახსენე...

papa

2018-02-09 11:04:54

ნატალი
მავერიკ...ორივეს სალამი...(სხვებსაც ვინ აქ შემოვლენ)

ბერიკაშვილი თავის კოლაგელ ძმაკაცის ამბავს ყვებოდა ხოლმე----..ინდაურებზე... ამ ინდაურების ბიზნესზე და ა.შ. ...... მერე ის საწყალი კაცი ასათიანზე რომ გამოკეტეს..
ხოოდა იმ კაცის ნათქვამს ამბობდა ---ამათ ინდაურები არ უხსენო, ესენი ინდაურების ხსენებაზე ძალიან, ძალიან ბრაზდებიან.......სიტყვა ინდაურები ამათთან საერთოდ არ ახსენოთო....
ხოოოდა ამათთანაც ზუსტად ესეა..... ინდაურები..არა...უფრო სწორად მიშა და უკრაინის ამბები არ ახსენოთ საერთოდ, თორემ ეგრევე მიხურავენ ამ საიტს. ამათ კოლუმბის მოკითხვებზე მეტად მიშას, უკრაინას და კოლუმბის ერთად ხსენება ,,აღშფოთებთ,,. ხოოდა, იმიტომაც იყო, როგორც კი მიშამ უკრაინის გრანიცასთთან, თავისი ,,უშიშარი დივიზიებით,, დვიჟენიები დაიწყო, ეგრევე რომ მიახურეს ეს საიტი
.....აფსუსს...... კარლსონზე რამდენ ანიგდოტებს გაიხსენებდნენ..

papa

2018-02-10 08:14:24

დავით უსუფაშვილი - ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებებით მიეწოდებათ აგრესიის, ძალადობის, ჩხუბის, შეუთანხმებლობის ახალი დოზა



ბიჯოსსს ...ეხლაღა გაიგეეეს??თვითონ რომ იქ იყო, მაშინ რა,.... ვერ ხვდებოდააა ამ ტელევიზიების გამიზნულ გოთვერნობა--ჩათლახობაააას?? 6 წელია რაც აქა ვარ, სუ პავლოვი პავლოვის გავიძახი და მაგათ მხოლოდ ეხლაღა გაიგეს ვინაა პავლოვი ან რა ძალა აააქვს მააას? რა სკოლაში არ უსწავლიააათ ??
მაგრამ მასე კი არა.....
ასეთი ჩათლახური გადაცემების გარეშე, ეს ოპტომ მისახური ტელევიზიები, რეიტინგებს რომ დაკარგავენ? მაყუთს რომ ვეღარ გაააკეთებენ-ვერ იმარიაჟებენ??...მერე ეგ როგორ იქნება??
ხალხს სანახაობა რომ მოაკლდებათ?---მაშინ მთავრობამ პური უნდა მისცეს ხალხს!
პური ფული ღირს, ესენი კიდევ ხალხს ფულის არ მისცემენ. ხალხის შესაყოლიებლად ისევ ეს ცირკები ურჩევნიათ ...
მოკლედ რა დროს ხალხია.....თორემ როგორ, ამათ რომ ხალხის ჯავრი ჰქონდეთ, ამ ტელევიზიებს ვერ გამოასწორეებდნეეენ?? როგორ.... ხელისუფალი ვიყო და ამ ტელევიზიებს დემოკრატიულად ვერ მივქინძავდიიი??
მივქინძავდი და დედებსაც ზედ მივუყოლებდი!!!!....თანაც სუ გრამატიკულად---სუ კოდექსებითა და დემოკრატიული ნორმებით
... მგელისა და კურდღელისა არ იყოს, ბოლო-ბოლო პრიჩინას იმას მაინც მოვუძებნიდი, ქუდი არ გახურია--მეთქი, (ან პრიჩოსკა არ მომწონს მეთქი) და...... მაინც მივქინძავდი....
როცა გნაცების ევროპულ დემმოკრატიას სჭირდებოდა, ამ ტელევიზიებს ხომ აყენებდნენ ყირაზე??(ჩამოთვლა საჭირო არაა)...ჰოოდა მე მათთან შედარებით განსაკუთრებულად დემოკრატიულად მოვიქცეოდი...მისაქინძებს სუ ტკბილად მივქინძავდი, თანაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე.
მაგ გრიგოლიას არ იყოოო, პირდაპირ ეთერში ბარამიძემ სიტყვა რომ ჩააგდებინა??(დაჟე დაემუქრა კიდეც). აფრასიძეები შტურმით რომ აიღეს, მაშინ ბარამიძეს, როგორც ოპერაციის ხელმძრვანელს(შსს-ს მინისტრს) გრიგოლიასთან ,,მზეზე,, პირდაპირი ჩართვა ჰქონდა. ჰოოდა, მაშინ გრიგოლიამ ბარამიძეს აფრასიძეების აწიოკებასთან დაკავშირებით უბრალოდ კითხვა დაუსვა(ბარამიძისთვის არასასიამოვნო) ბარამიძემ კიდევ, არც აცია...არც აცხელა და გრიგოლიას ....... დაააახურ--დაემუქრა!!
მოკლედ ამ ,,ანეგდოტებით,, იმის თქმა მინდა, რომ....ეს ვაკხანალია მთავრობას რომ არ სჭირდებოდეს, ამ ტელევიზიებს მიხედავდა!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80