როდიდან გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებაზე
რეტრომედია

როდიდან გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებაზე

როდიდან გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებაზე
„თბილისელები“, 11 თებერვალი, 2013 წელი

2018-02-09 14:14:24

მართალია, კვლავაც უცნობია ჩვენს ქვეყანაში ნარკომანთა რაოდენობა, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა მნიშვნელოვანია, რადგან, არაოფიციალური სტატისტიკით, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, შესაძლოა, ორ ასეულ ათასსაც აღწევდეს. თუ არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ვითარება კატასტროფულია. მიიჩნევა, რომ ხელმისაწვდომობა ნარკომანიის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორია, ამიტომაც ყველა ქვეყანა ცდილობს ბალანსის დამყარებას ხელმისაწვდომობასა და შეძენის აუცილებლობას შორის.

რაც მთავარია, ნარკოტიკული საშუალების დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება. კუსტარულად წარმოებული ნარკოტიკი გაცილებით ძლიერად აზიანებს ორგანიზმს და მის ლპობას იწვევს. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება კალიუმის პერმანგანატის დახმარებით მომზადებული ნარკოტიკი: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის ბიდნავს და გაუვალს ხდის ვენებს. ასევე, კუსტარულად მიიღება ეგრეთ წოდებული „კრაკადილი“. ის მზადდება სითხით, რომელსაც კანალიზაციის გაბიდნილი მილების გასახსნელად იყენებენ. მისგან მიღებული დეზომორფინი მორფინზე ასჯერ ძლიერია და ამ ტიპის ნარკოტიკის გამოყენებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7 თვეა.

მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს პირველ ჯერზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება, იმავე წელს განმეორებით დაკავების შემთხვევაში ჯარიმა 2 000-ლარიანია, აი, მესამედ კი უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას.

ბოლოს განხორციელებული ამნისტია ნარკომომხმარებლებსაც შეეხო და ის პირები, რომლებიც მხოლოდ ამ მუხლით იხდიდნენ სასჯელს, გათავისუფლდნენ საპატიმრო ადგილებიდან, მაგრამ, რადგან კანონი ისევ ძალაშია, ნარკომანების რაოდენობა კი ჩვენს ქვეყანაში არ შემცირებულა, ბუნებრივია, მათზე, ვინც ამ დანაშაულს ისევ ჩაიდენს, ანუ ნარკოტიკის მოხმარებაზე დააკავებენ, კანონის ზემომოყვანილი ნორმა გავრცელდება. პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილის ინიციატივით ცვლილებათა პაკეტი მზადდება (ცვლილებები შედის სამ კანონში: სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე, კანონში ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ), რომლის მიზანიც ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციაა.

რა არის თქვენი საკანონმდებლო ინიციატივის არსი?

– ნარკომანია სერიოზული პრობლემაა და, ჩემი აზრით, სწორი გამოსავალია ამ დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ეს გულისხმობს, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ, ნარკოტიკების შენახვა, გადატანა და ასე შემდეგ, კვლავ დანაშაულად უნდა დარჩეს. ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არათუ უნდა დარჩეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, არამედ, უნდა გამკაცრდეს კიდეც.

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, ნარკოტიკების მოხმარება ისჯება და ეს იწვევს ნარკოდამოკიდებულის რესოციალიზაციის შეუძლებლობას, ვინაიდან, იქიდან გამოსულ ადამიანს თან ახლავს ნასამართლეობა და ეს მას კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. ჩვენ ისედაც არ ვართ განებივრებულები სამუშაო ადგილებით და ნასამართლეობა მით უმეტეს ურთულებს ადამიანს სამსახურის ძიებას. ამიტომ, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმები და, თუნდაც, ადმინისტრაციული პატიმრობა, საკმარისია შეკავების ეფექტისთვის. იმავდროულად კი, რაკი ეს აღარ გამოიწვევს ნასამართლეობას, ხელს არ უშლის ადამიანის რესოციალიზაციას. აი, ეს არის მოკლედ ჩვენი კანონპროექტის არსი.

თუ გაქვთ სტატისტიკარამდენი ადამიანი იხდიდა სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის?

– მე არ მაქვს კონკრეტული სტატისტიკა, მაგრამ, ვიცი, რომ საქართველოში ასეულ ათასს უახლოვდება ნარკომანთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. პორტუგალიას აქვს, დაახლოებით მსგავსი გამოცდილება, თუმცა, პორტუგალია უფრო ლიბერალურ დეკრიმინალიზაციზე წავიდა: საკმაოდ მცირე ჯარიმებია დაწესებული და ამასაც ძალიან იშვიათად იყენებენ.  მგონია, რომ საქართველოში ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სწორი, რადგან, მე არ მინდა, რომ ამ კანონის მიღებამ წაახალისოს ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა: ნარკოდამოკიდებული პირების  რესოციალიზაცია. მას, ვისაც სურს, დაუბრუნდეს საზოგადოებას, დაიწყოს მუშაობა, არანაირი წინაღობა არ უნდა ხვდებოდეს.

რესოციალიზაცია თავისთავად გულისხმობსრომ პირი უნდა განიკურნოს ნარკოდაავადებისგანვიცითრომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაამკურნალობის ელემენტი იქნება წარმოდგენილი ამ კანონპროექტში თუ ამისთვის სხვა საკანონმდებლო აქტები უნდა გამოიცეს?

– უნდა შემუშავდეს კომპლექსური პროგრამა. თავისთავად, კანონპროექტი დეკრიმინალიზაციის შესახებ ვერ იქნება ამის ამსახველი; ამას სჭირდება სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომელიც უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ. თუმცა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს ხარჯები უნდა გავწიოთ. ამაზე საჭიროა საზოგადოების ნება, რომელიც შემდეგ უნდა გადაეცეს პოლიტიკურ სპექტრს.

რა თქმა უნდასაზოგადოება უნდა იყოს თანახმარომ მის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი ამ პრობლემას მოხმარდესცნობილიარომ მიმდინარეობს მეთადონის პროგრამაის დარჩება?

– ჩვენი კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ამ მხრივ ძირეულ გადასინჯვას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა უფრო საფუძვლიანი მკურნალობა, რაც, ბუნებრივია, უფრო ძვირი ჯდება. მეთადონი ჩანაცვლებითი თერაპიაა.

დიახ და იმ დოზის მიცემას გულისხმობსრაც პაციენტს ეგრეთ წოდებულ „ლომკას“ მოუხსნისარის კიდევ ერთი მნიშვენლოვანი პრობლემაჩვენი საზოგადოებარატომღაცძალიან მსუბუქად უყურებს მარიხუანასმაშინროდესაც ეს საკმაოდ მძიმე ნარკოტიკული საშუალებაა.

– არის ასეთი უცნაურობა: ჩვენს კანონპროექტს ჰყავს მოწინააღმდეგეები როგორც ლიბერალიზაციის მომხრეების მხრიდან, რომლებსაც არ მოსწონთ, რომ არ ხდება ლიბერალიზაცია, ისე საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც არ მოსწონს, რომ დეკრიმინალიზაცია ხდება და მიაჩნია, რომ ნარკომომხმარებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეთ. ორივე ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია და, ჩემი აზრით, ეს ორივე მიდგომა რადიკალური და მცდარია. მიმაჩნია, რომ ლეგალიზაცია დაუშვებელია, რადგან, არ ვეთანხმები მათ,  ვინც ფიქრობს, რომ აკონტროლებს საკუთარ მოხმარებას. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც, იმის გამო, რომ ნარკომოხმარება არალეგალურია და ისჯება, არ მოიხმარს ნარკოტიკს. ამდენად, სასჯელის არსებობა არის შემაკავებელი ფაქტორი, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ლეგალიზაცია და ამას არ დავუშვებ.

მეორე მხრივ, ვიმეორებ, ნარკოტიკების მოხმარების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის საზოგადოებისთვის ამ სენის თავიდან აცილების საშუალება. პირიქით, ნარკომანი, რომელიც გამოდის ციხიდან, უნდა მუშაობის დაწყება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს ნასამართლეობის გამო, საზოგადოებისთვის უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეიძლება, ძალიან მცირეა რესოციალიზაციის თვალსაზრისით ის, რაც ამ კანონპროექტით გაკეთდება და უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს, მაგრამ, იმის გამო, რომ უსახსრობის მიზეზით ვერ ვაკეთებთ, რაც საჭიროა, არ ნიშნავს, რომ შანსიც არ დავუტოვოთ ადამიანებს, რომ თვითონ მაინც მოახდინონ რესოციალიზაცია.

დავასრულებ კითხვასმარიხუანა იმიტომ მოვიტანე მაგალითადრომ სახელმწიფო თითქმის არაფერს აკეთებს ანტინარკოტიკული პროპაგანდისთვის მოზარდ თაობაში.

– როდესაც კომპლექსურ პროგრამაზე ვისაუბრე, ის ამასაც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული ანტინარკოტიკული პროპაგანდა ამის ერთ-ერთი ელემენტია.

ნარკოტიკების ასეთი მაღალი მოხმარება რით არის გამოწვეული ჩვენთანიმიტომ რომ გზაგასაყარზე ვცხოვრობთიმიტომ რომ უმუშევრობაა პრობლემაიმიტომ რომ ახალგაზრდებს თვითრეალიზების პრობლემა აქვთ თუ რა არის მიზეზი?

– არსებობს მდიდრებისა და ღარიბების ნარკოტიკები, ამიტომ, ძალიან რთულია იმის თქმა, რა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები იწვევს ნარკომოხმარებას. მოტივები სხვადასხვაა და ეს სენი არსებობს მას შემდეგ, რაც კაცობრიობა გაჩნდა. ვერც ვერავინ იკისრებს ფუნქციას, რომ სრულად გამოიკვლიოს ამ პრობლემის საფუძველი. ჩვენ უნდა შევზღუდოთ ნარკოტიკის მოხმარება, ვაკონტროლოთ და მივცეთ შანსი მათ, ვისაც ეს სურს. აქვე ვიტყვი, რომ პირადად მე წინააღმდეგი ვარ იძულებითი მკურნალობის. თუ ადამიანი, თუნდაც ერთხელ, თვითონ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა მკურნალობა, მას იძულებითი მკურნალობა ვერ უშველის. ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს ასეთი ადმინისტრაციული ნორმები: პირველი შემთხვევა ითვალისწინებს 300-ლარიან ჯარიმას, მეორე –  600-ლარიანს და მესამე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3 500 ლარამდე ადის. თუმცა, იქვე მოსამართლე შესთავაზებს ადამიანს, რომ ამ ჯარიმის გადახდის კვალობაზე სახელმწიფო მზად არის, უმკურნალოს მას.

ფულირომელსაც იხდის ჯარიმაშიმოხმარდეს მის მკურნალობას?

– ფინანსური ბუღალტრული თვალსაზრისით, შესაძლოა, ზუსტად იგივე ფული არ მოხმარდეს, მაგრამ, ჯარიმა წავა ბიუჯეტში და ბიუჯეტიდანვე გამოიყოფა სამკურნალოდ საჭირო თანხა. მე მაინც მგონია, რომ მკურნალობას უფრო მეტი სახსრები დასჭირდება. მაგრამ, შესაძლოა, თუნდაც, თანადაფინანსების სახით, ადამიანმა თვითონაც გაიღოს გარკვეული თანხა.

მაგრამჯერჯერობით ისევ მოქმედებს ჯარიმებიც და პატიმრობაც?

– დღეს ისეთი ვითარებაა, რომ არსებობს ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების ორი საშუალება, ბუნებრივია, მათთვის, ვისაც ეს სურს: მეთადონის პროგრამა, რომელიც საკმაოდ შეზღუდულია და ბევრს არ მიუწვდება ხელი და, მეორე, რადიკალური მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ადამიანები: ციხეში ჩაჯდომა. უამრავი მაგალითი ვიცი, როდესაც ადამიანი შეგნებულად სჩადის დანაშაულს იმიტომ, რომ გარეთ არ შეუძლია ნარკოტიკის გადაგდება და, ურჩევნია, ციხეში დაანებოს თავი.

ეს ძალიან საინტერესო თემაა –  ნარკომანს იჭერენ და უშვებენ ციხეშისადაც მკურნალობის საშუალება არ არის.

–  თუ არ ვცდები, ციხეებშიც მოქმედებს მეთადონის პროგრამა, თუმცა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მეთადონზე და თვითონ უმკლავდებიან ამ პრობლემას. ეს, რა თქმა უნდა, არანორმალური მდგომარეობაა და, ალბათ, ჯობს, ქვეყანა მოვფინოთ სარეაბილიტაციო ცენტრებით და იქ ვუმკურნალოთ მათ, ვისაც ამ სენისგან თავის დაღწევა უნდა. თავის მხრივ, გაზრდილი ჯარიმებიც დაგვეხმარება, რომ დამატებითი ფინანსური წყარო მოვნახოთ.

ერთია მეთადონის პროგრამამაგრამთუ არის ჩვენთან კლინიკებირომლებსაც აქვს ნარკოდამოკიდებული ადამიანის მკურნალობის გამოცდილება?

– ეს შესასწავლი თემაა. გარდა იმისა, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შექმნილია მუშა-ჯგუფი, ვიცი, რომ არსებობს სახელმწიფო კომისია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტრო. იმედი მაქვს, რომ ეს სახელმწიფო კომისია დაამუშავებს ამ კოპლექსურ მიდგომას.

მოესწრება ამ ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიაზე?

– ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი, მაგრამ, შესაჯერებელია პოზიციები მთავრობასთან, ძალოვან სამინისტროსთან, თუმცა, მათი პირველადი განწყობა საკმაოდ ნორმალურია. მათ პრეტენზიები უფრო ნარკოტიკების ოდენობებთან აქვთ –  ეს იწვევს ყველაზე დიდ კამათს არასამთავრობო სექტორსა და ძალოვან სამინისტროებს შორის. იმედია, ეს პოზიციები შეჯერდება. ვვარაუდობ, რომ მარტამდე ეს მოესწრება.

სხვა ქვეყნებში როგორ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი?

– სხვადასხვანაირი პრაქტიკაა: ყველაზე ევროპული ქვეყნები უფრო ლეგალიზაციისკენ მიდიან, აზიური ქვეყნები –   უფრო კრიმინალიზაციისკენ.

უცნაურიანარკოტიკების ძირითადი წყარო მაინც აზიაა.

– მგონია, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ჩვენ შევძლებთ ოქროს შუალედის მოძებნას. რადგან ჩვენ დეკრიმინალიზაციაზე ვმუშაობთ, ევროპის, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა პორტუგალია, რომელმაც ეს განახორციელა და საკმაოდ კარგი შედეგიც მიიღო. დანარჩენ ევროპულ ქვეყნებში ან ლეგალიზებულია, როგორც ჰოლანდიაში, ან –  კრიმინალიზებული. ანუ, ამ სფეროში შუალედური მიდგომის ლიდერი დღეს არის პორტუგალია.

პოსტსაბჭოთა სივრცეში?

– ანალოგიური სურათია: ბალტიისპირული მიდგომიდან –  ლეგალიზაციიდან აზიურ კრიმინალიზაციამდე, ჩვენ სადღაც შუაში უნდა ვიყოთ.

 

 

 

 

 

ნანახი?- 251

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80