აზარტული კომპანიები სწრაფად მდიდრდებიან და უმსხვილეს საწარმოებს უსწრებენ
ეკონომიკა

აზარტული კომპანიები სწრაფად მდიდრდებიან და უმსხვილეს საწარმოებს უსწრებენ

აზარტული კომპანიები სწრაფად მდიდრდებიან და უმსხვილეს საწარმოებს უსწრებენ
ბექა დანელია

2018-02-09 20:00:37

“ფორბსმა” საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა, რამაც სპეციალისტებს დიდი საფიქრალი გაუჩინა. საქმე ისაა, რომ მწარმოებელ გიგანტებს შორის ორი აზარტული თამაშების კომპანიაა. ეს ნიშნავს, რომ აზარტული ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში სასათბურე პირობები იქმნება. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და პირველ რიგში, მოსახლეობაზე, რომელიც სულ უფრო მეტად ეფლობა მათთვის დაგებულ სათამაშო მახეში.

“ფორბსის” ოცეულში ისეთ კომპანიებთან ერთად როგორიცაა, შპს „ჯორჯიან მანგანეზ“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“ (პირველი სამეული), მოხვდა ორი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიაც. ესენია: შპს “ჩემპიონები 111” (იგივე “ევროპაბეთი”) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები; შპს “სუპერბეთი 2014” (იგივე “კრისტალ ბეთი”, “ლიდერბეთი”) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.

ისინი ისეთ კომპანიებს უდგანან კვალში როგორებიც არიან: “რომპეტროლ საქართველო”, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ლუკოილ-ჯორჯია”, “საქართველოს რკინიგზა”, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” და “მაგთიკომი”. გამორიცხული არ არის, 1-2 წელიწადში ეს ორი კომპანია უმსხვილესთა ათეულშიც დამკვიდრდეს, ხოლო სამომავლოდ კი ლიდერთა ხუთეულშიც გაერიოს. 

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში რეალური სექტორის განვითარების ნაცვლად არამწარმოებლური სეგმენტი ვითარდება და უფრო სამწუხაროა ის, რომ აზარტული ბიზნესი ქვეყნის წამყვან დარგებს შორისაა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ დასახელებული კომპანიების მოგება ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, 2010 წელს  ამ სექტორში წლიურმა ბრუნვამ 380 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს კი 4 მილიარდ ლარს გადააჭრა. იგი აღნიშნულ სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებს.

„ციფრები აჩვენებს, რომ ვითარება საგანგაშოა და სახელმწიფო არაფერს აკეთდებს. პირიქით, აზარტული თამაშების განვითარებისთვის სასათბურე პირობებს ქმნის. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან აღნიშნული სექტორის ბრუნვა აკლდება რეალური სექტორების განვითარებას.

შეზღუდვა რომ დაწესდეს, ავტომატურად ეს თანხები გადაინაცვლებს ეროვნულ დანაზოგში, რაც უკვე შემდგომ საბანკო სექტორის გავლით, კონვერტირდება ინვესტიციებად და რეალური ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება“, - აცხადებს გვიდიანი.

მისივე თქმით, როგორც დასაქმების, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, რეალური დოვლათი აღნიშნული მიმართულებით რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.

„საუბარი არ მაქვს აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვაზე, მაგრამ მკაცრი კონტროლი აუცილებელია. მაგალითად, ასაკობრივი ცენზის გაზრდა, რეგისტაციის გამკაცრება, მოგების ლიმიტის დაწესება და ა.შ. ცნობილია, რომ დიდი საფრთხეა საზღვარგარეთიდან არალეგალური ფულის შემოდინებაზე, რაც ხშირად უკონტროლოა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საყურადღებოა. ამაზე გაეროს ანგარიშშიცაა ნათქვამი“, - განუცხადა “კომერსანტს” გვიდიანმა.

მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ აზარტულ ბიზნესში მოგების თანხა დახარჯულ თანხასთან შედარებით 6%-ს შეადგენს, ყველა დანარჩენი კი თამაშიდან წაგებული რჩება. ამიტომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რათა თამაშებზე დამოკიდებული მოსახლეობის გაღარიბება თავიდან აირიდოს.  

ნანახი?- 799

ლაზი1

2018-02-11 16:39:38

ადამიანი თუ თამაშის აზარტით დაავადდა, ნარკომანიაზე ნაკლები უბედურება არ არის თითონ მისთვის, ოჯახისა და ქვეყნისათვის.
რაც შეეხება საინვესტიციო მხარეს, აქ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ფული ვის ჯიბეში იქნება, თუ რა თქმა უნდა ქვეყნის გარეთ არ გავა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80